ციცარი გუშაგის როლს ირგებს

ჩვენი რჩევები

ციცარი გუშაგის როლს ირგებს

2015 თებ 3 16:57:56

ეგზოტიკური ფრინველი, ციცარი, რომელიც აფრიკული წარმოშობისაა, ჩვენში დიდი ხანია, ჰყავთ. თუმცა, ბოლო ხანს მასზე განსაკუთრებული მოთხოვნაა და ჩვენი მეურნეები, განსაკუთრებით ქალბატონები, არც ცდებიან. საქმე იმაშია, რომ ციცარს გამყივანი ხმა აქვს, საფრთხის შემთხვევაში ერთგვარი გუშაგის როლს ასრულებს და შინაურ ფრინველებს გამაფრთხილებელ ნიშანს აძლევს.

გურიაში, ჩაის გაველურებული ფართობების მომრავლების გამო, მომრავლდა ტურა, მელია, ბევრია ქორი და სხვადასხვა მტაცებელი ფრინველი თუ ნადირი, რომლებიც დიდ ზარალს აყენებს მოსახლეობას. ტყის განაპირა კარმიდამოებში, მოსახლეობას შინაური ფრინველის დაცვა ყოჩაღი ძაღლების დახმარებითაც უჭირთ. ამიტომ, წინა პლანზე წამოიწია ციცარის, ამ ეგზოტიკური და აგრესიული ფრინველის სერიოზულად მომრავლების საკითხმა.

ციცარი თუ თავიდანვე ქათმებთან ერთად იზრდება, მათ ნაკლებად ერჩის, თუმცა, ზოგჯერ, განსაკუთრებით გაზაფხულზე, ის აგრესიულობით გამოირჩევა და ხან ქათმებს თუ იხვებს კორტნის და კლავს კიდეც. ასეთ შემთხვევაში ის ცალკე უნდა დავამწყვდიოთ.

ციცარი უნიკალური ფრინველია იმითაც, რომ ის ერთადერთია, რომელიც კოლორადოს ხოჭოს მუსრს ავლებს. ამიტომ, ჩვენი მოსახლეობა მეტად უნდა დაინტერესდეს მისი მოშენებით და თითოეულ ოჯახში ციცარი ისევე უნდა იყოლიონ, როგორც ჰყავთ ქათმები თუ ინდაურები.

ციცარი წლის განმავლობაში, სულ ცოტა 100 კვერცხს დებს, ხშირად მეტსაც. კრუხობის პერიოდი ქათმისას ჩამოჰგავს. წიწილებს, დაახლოებით, 25 დღის შემდგ ჩეკს, რომლებსაც იმავე დღეს შეუძლიათ დამოუკიდებლად სიარული, მოძრაობა. ციცრის წიწილების გამოკვება ისევეა შესაძლებელი, როგორც ქათმისა.

ციცარს ასევე გემრიელი ხორცი აქვს, რითაც ის ინდაურს ჰგავს. ხოლო კვერცხის გარსი ისე მაგარია, რომ ვერც ინდაურის და ვერც ქათმის კვერცხი მას ვერ "უძლებს". ამიტომ სააღდგომოდ ის განსაკუთრებით უყვართ ბვავშვებს.

ასე რომ, მოაშენეთ ციცარი. თებერვლიდან ის მრავლად გამოჩნდება ჩვენს ბაზრებში. დღეითვის კი წყვილი ციცარი (დედალ-მამალი) 50 ლარი ღირს.




 ახალი ამბები
  • სერის საარჩევნო უბანიც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგოამ წუთებში დასრულდა ხმის დათვლის პროცედურა ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #08 სერის საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნებში მონაწილე 642 ამომრჩევლიდან 492-მა ხმა დავით მდინარაძეს მისცა. 76 ხმა მიიღო ა კობა ზაქარეიშვილმა, ტოგო ჭელიძემ _ 26, კაკო თავდუმაძემ _ ... ...
  • ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში 89 საჩივარი დაიწერაკენჭისყრის პროცესთან დაკავშირბით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 89 საჩივარი,_ამის შესახებ ცესკოში განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით,  მარნეულში დაიწერა 21 საჩივარი, ზესტაფონში 6, ხულოში 16, ზუგდიდში 44, ოზურგეთში 1, ხოლო თბილისის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში 1 საჩივარი. საჩივრები დაიწერა, როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი  ორგანიზაციების, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მხრიდან. ანა მიქელაძის განცხადებით, თითოეული საჩივარი კანონით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით იქნება განხილული და მათზე იქნება შესაბამისი კანონისმიერი ... ...
  • დავით მდინარაძემ რაიცენტრალურის საარჩევნო უბანი დიდი უპირატესობით მოიგოოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა დავით მდინარაძემ რაიცენტრალურის საარჩევნო უბანი დიდი უპირატესობით მოიგო. ამ უბანზე 491 ამომრჩეველი მივიდა, რომელთაგან  340-მა ამომრჩეველმა მხარი მდინარაძეს დაუჭირა. რაიცენტრალუში 113-მა ამომრჩეველმა ევროპული საქართველოს კანდიდატს კობა ზაქარეიშვილს დაუჭირა ... ...
  • დავით მდინარაძემ ანასეულელების გულის მოგებაც შეძლო"ქართული ოცნების" კანდიდატმა დავით მდინარაძემ ანასეულის საარჩევნო უბანიც მოიგო. 444 ამომრჩევლიდან ოცნების კანდიდატს მხარი 280-მა, რაც ამომრცეველთა 65.12%-ს ... ...
  • ირაკლი კობახიძე მთაწმინდაზე მეორე ტურს არ გამორიცხავსსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა იმ საარჩევნო ოქლში, სადაც შუალედური არაჩევნები მიმდინარეობდა, ოცნების კანდიდატები დამაჯერებლად იგებენ პირველ ტურში. კობახიძემ მხოლოდ ერთ _ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არ გამორიცხა მეორე ტური და აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, არ არის გამორიცხული მთაწმინდაზე ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის მეორე ტური გაიმართოს. _ წინასწარი მონაცემებით ჩვენი კანდიდატები პირველივე ტურში იგებენ ზუგდიდში, ხულოში, ზესტაფონში, მარნეულში, ჭიათურაში, _ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...