დავიწყოთ თუ არა გასხვლა ზამთარში

ჩვენი რჩევები

დავიწყოთ თუ არა გასხვლა ზამთარში

3 თებ. 2015, 17:00:13

იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისიდან, თუ კარგი ამინდებია, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად გურიაში სავსებით დასაშვებია ერთი უპირველესი აგროტექნიკური ღონისძიების _ გასხვლის დაწყება. რა თქმა უნდა, თუ ყინვები არ არის მოსალოდნელი და ამასთანავე, სინოპტიკოსთა რჩევის კვალდაკვალ, მთვარის კალენდარსაც მივაქცევთ ყურადღებას.

გასხვლა მცენარის ფორმირებისა და სეზონზე უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღების წინაპირობაა. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ახალგადარგული და მრავალწლიანი მცენარის გასხვლის პრინციპი.

4-5 წლის ასაკის ზემოთ ხე უკვე ფორმირებულია და ძირითადად მას სჭირდება ვარჯის გამოჭრა, გამოხშირვა. ასევე, მცენარეს უნდა წავაჭრათ ცენტრალური ღეროს ზედა ნაწილი, რომ ძალიან მაღალი არ გაიზარდოს. განსაკუთრებით, ეს მოსალოდნელია გურიაში, სადაც ნოტიო ჰავაა და ხე ვერტიკალურად სწრაფად იზრდება, რასაც ხმარდება მთელი ენერგია და ხეხილოვანი მცენარე მერე ნაკლებად მსხმოიარე ხდება. ამიტომ უნდა ვეცადოთ, მცენარეს ჰორიზონტალური განტოტვის საშუალება მივცეთ.

რაც შეეხება ახალდარგულ თუ ერთწლიან ან ორწლიან მცენარეს, მას აუცილებლად უნდა წავაჭრათ როგორც წვეროს, ისე გვერდითი ტოტების ნაწილი.

ტოტების ნაწილის წაჭრისას უნდა დავაკვირდეთ, რომ კვირტი გარეთა მხარეს დარჩეს. შემდეგ ნაზარდი ცენტრისკენ კი არ წაიზრდება, განზე წავა და მცენარე უფრო დაიბუჩქება.

განსაკუთრებით მივაქციოთ ყურადღება ატმის ხის გასხვლას. ცნობილია, რომ ატმის ხე მხოლოდ 7-8 წელს ცოცხლობს. ამიტომ ის მოკლედ უნდა გავსხლათ, ისე, რომ შტამბი ერთ მეტრამდე დარჩეს, ასევე, მოკლედ უნდა გავსხლათ გვერდითი ტოტები. ასე უფრო გახანგრძლივდება ატმის ასაკი.




 ახალი ამბები
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე ... ...

არქივი