დავიხსნათ მცენარეები ხავსმღრიების ტყვეობისგან

ჩვენი რჩევები

დავიხსნათ მცენარეები ხავსმღრიების ტყვეობისგან

2011 ნოე 27 06:33:42
სოფლებში გავლისას თვალის ერთი შევლებითაც შეუძლებელია ყურადღების გარეშე დარჩეს ხეებზე, ხეხილზე, ციტრუსზე, ვაზსა და ბუჩქოვან მცენარეებზე გავრცელებული ხავსმღიერების სიმრავლე.

მემამულეები ხშირად მოგვმართავენ და გვეკითხებიან, თუ რამდენად მავნე არიან ისინი და როგორ შეიძლება მათგან მცენარის გათავისუფლება.

ხავსმღიერები (ლიქინები) სოკოსგან და წყალმცენარეებისგან შემდგარი ორგანიზმებია. ისინი მთელი ზედაპირით აქტიურად ითვისებენ მცენარისგან წყალსა და მასში გახსნილ ნივთიერებებს, კეტავენ კანის სასუნთქ უჯრედებს და ხელს უშლიან მცენარის შიგა ქსოვილში ჰაერის მიწოდებას, რითაც მცენარეს უსპობენ ნორმალური განვითარების შესაძლებლობას. გარდა ამისა, მასში იზრდებიან და თავს აფარებენ სხვადასხვა მავნებლები. ხავსმღიერები თანდათანობით იწვევენ მცენარის დაკნინებასა და საბოლოო კვდომას.

აღსანიშნავია, რომ ლიქინები ადვილად იტანენ ხანგრძლივ და ძლიერ გამოშრობას და სათანადო პირობების შექმნისას ისევ ცოცხლდებიან.

ფერმერთა მომსახურების ცენტრებში ხავსამღიერებისგან მცენარეთა დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალების _ რკინის ძაღას სამკურნალო ხსნარის დამზადებისთვის საჭიროა ასევე ჩაუმქრალი კირი.

რადგან ჩვენში ნაკლებად იცნობენ ამ პრეპარატს, გთავაზობთ სამუშაო ხსნარის დამზადებისა და გამოყენების წესს:

იგი ჩამოგავს ბორდოს ხსნარის (შაბიამანი + კირი) დამზადების ტექნოლოგიას. რკინის ჭურჭელი ნაკლებად გამოსადეგია. 10 ლ სამუშაო ხსნარის დასამზადებლად საჭირო 0,2 კგ რკინის ძაღა ცალ-ცალკე უნდა გაიხსნას. კირის აღნიშნული რაოდენობის ჩასაქრობად საჭიროა 2,5 ლ წყალი, ხოლო რკინის ძაღას ვხსნით 1 ლ წყალში. საერთო შემრევ ჭურჭელში ჯერ ვასხამთ კირის რძეს, რომელსაც ვუმატებთ რკინის ძაღას ხსნარს და ვავსებთ წყლით 10 ლ-მდე. ეს პროპორციები შენარჩუნებული უნდა იყოს ნებისმიერი რაოდენობის სამუშაო ნაზავის დამზადებისას.

მიღებული სამკურნალო ნარევი გამოყენებული უნდა იქნეს 1 დღის (მაქსიმუმ დღე-ღამის) განმავლობაში. შესასხურებელ აპარატში ჩასხმის დროს ან საერთო ჭურჭლიდან ნაწილის გადმოღებისას, აუცილებელია მისი ენერგიული მორევა, ვინაიდან ძალიან სწრაფად ხდება მასის შრეებად დაშლა.

ხის შტამბსა და მსხვილ ტოტებზე, განსაკუთრებით, თუ დაავადება ძლიერ არის გავრცელებული, უმჯობესია ნარევის წასმა ფუნჯის მეშვეობით. ამ შემთხვევაში კირის რძის გაწურვა სამუშაო ხსნარის დამზადებისას საჭირო არ არის. ხსნარი წარმოადგენს როგორც სამკურნალო, ასევე დამცავ საშუალებას. ე.ი. შეთეთრება აღარ არის საჭირო.

ვარჯის დანარჩენი ნაწილის, ასევე მცირე ზომის ხეებისა და ბუჩქოვანი მცენარეების მკურნალობისთვის, მიზანშეწონილია შემასხურებელი აპარატის გამოყენება.

შესხურება უნდა მოხდეს მცენარეზე ყველა მხრიდან. ძლიერ დაზიანებული ხეები ჯერ მასზე ასვლით უნდა შეიწამლოს ზემოდან, შემდეგ კი ქვემოდან. ბოლოს კი ტანი და მსხვილი ტოტები უნდა დაიფაროს ფუნჯის გამოყენებით.

პრეპარატის ფუნჯით წასმა დასაშვებია წლის ნებისმიერ დროს, შესხურებით ვარჯის მკურნალობა კი მისაღებია გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე. მისი ეფექტურობა მაღალია, თუ გარემოს ტემპერატურა დღეღამის განმავლობაში +5 გრადუსზე დაბლა არ ეცემა.

გირჩევთ, თქვენ ბაღებში არსებულ მომაკვდავ მცენარეებს დროულად ჩაუტაროთ მკურნალობა და დაუბრუნოთ სიცოცხლისუნარიანობა, მომავალში კი იგივე გაიმეოროთ ხავსმღიერების პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...