კეთილშობილი დაფნის ფასიც გაკეთილშობილდა

ჩვენი რჩევები

კეთილშობილი დაფნის ფასიც გაკეთილშობილდა

2015 მარ 4 20:04:19

ჩვენში გავრცელებული კეთილშობილი დაფნის ჯიში, ძირითადად, კომუნისტების დროინდელ ხანად წოდებულ დროში მოიხმარებოდა აქტიურად. მართალია, მაშინ კილოგრამი დაფნის ფასი მაღალი არ იყო, მაგრამ დამზადება აქტიურად ხდებოდა. გეგმაც კი არსებობდა, კერძო პირს თუ კოლმეურნეობას რამდენი კილოგრამი უნდა ჩაებარებინა. შემდეგ, როცა სახელმწიფო სისტემა შეიცვალა, ცვლილებები ყველაფერზე აისახა და დაფნის კრეფა და ჩაბარება აღარავის ახსოვდა. ძირითადად, კეთილშობილი დაფნა ან გაველურდა, ან მოჭრეს და ამოძირკვეს.

გასულ წელს დასავლეთ საქართველოში კვლავ გამოჩნდნენ დაფნის ფოთლის დამზადების მსურველები და რამდენიმე თვის წინ კილოგრამი დაფნა 70 თეთრი ღირდა. დღეისთვის კი გურიაში კილოგრამ დაფნის გამხმარ ფოთოლს ორლარნახევრად იბარებენ. მართალია, დაფნის კვლავ გაშენების მსურველთა რიცხვი ბევრი არ არის, მაგრამ არა ერთი ადამიანი ეძებს სამეზობლო ეზოებსა თუ ტყეებში დაფნის ხემცენარეს, რათა ფოთოლი მოკრიფოს და დაამზადოს.

როგორც მიმღებ პუნქტებში მომუშავენი გვეუბნებიან, დაფნის ხმელი ფოთლის გატანა, ძირითადად, რუსეთში ხდება და მოთხოვნა მზარდია, რადგან ფასი დღითიდღე იმატებს.

დაფნა დეკორატიული მცენარეცაა, უხდება გაკრეჭა. მისი ცოცხალი ღობე და ბორდიურები ადვილად გასაკეთებელია, მცენარეს არ უჭირს გახარება და მისი მოვლა განსაკუთრებულ მძიმე შრომას არ ითხოვს.

ადვილი მოსალოდნელია, დაფნის კულტურა კვლავ მოთხოვნადი და პოპულარული გახდეს და გარდა სიმბოლური მნიშვნელობისა (როცა ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ხელოვნების ღმერთ აპოლონის აუცილებელი ატრიბუტი იყო), ჩვენი კარმიდამოებისა თუ კულტურული დასვენების პარკებისა და ხეივნების გამორჩეული მშვენება გახდეს.

ყველას, ვინც დაფნას მოიხმარს, უნდა ახსოვდეს, რომ მცენარის ღეროები ხელის პატარა ხერხით უნდა გადაჭრას და ერიდოს ცულითა და წალდით ჩაჩეხვას, თუ გვინდა, რომ ის ძველებურად ამართლებდეს კეთილშობილის ("ლაურის ნობილის") სახელს.




 ახალი ამბები
  • ივანიშვილი თქვენი ასე მარტივად სახსენებელი არ არის _ წულუკიანი ოპოზიციასთეა წულუკიანმა ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე უპასუხა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ოპოზიციისგან განსხვავებით, მან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის ფასი. „როდესაც თქვენ "ნაციონალური მოძრაობა" ბედავთ ჩემს გადადგომაზე საუბარს. მე რა ვუთხარი ბახტაძეს, რა მიპასუხა, რა შენიშვნა მომცა ბახტაძემ, იმან რა მითხრა, მე რა ვუთხარი ივანიშვილს, ეს ივანიშვილი თქვენი ასე მარტივად სახსენებელი არ არის. თქვენ ბევრჯერ მკითხეთ ქალბატონო თეა რა იცით თქვენ ბატონ ბიძინაზე?- მე ვიცი ძალიან ბევრი კარგი რამ. ის სიკეთეები ვიცი, რაც მას უკეთებია და მე ვიცი მისი ფასი. მე არსად გახტომას და გამოხტომას არ ვაპირებ, არ ვიქნები ამ საზოგადობისთვის მისაღები არაა პრობლემა, მე ვიქნები ამ გუნდის წევრი და "ქართული ოცნების" წევრობა არ არის ამისთვის საჭირო,“-განაცხადა თეა წულუკიანმა. თეა წულუკიანის განცხადებით მან იუსტიციის სამინისტროს დაუბრუნა ფუნქცია და დღეს უწყება მუშაობს ისე, როგორც უნდა ემუშავა თავის დროზე.  შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ... ...
  • ადა მარშანია: რაც თავში მომივა იმას ვიტყვი _ თქვენ საცოდავებო, თქვენ უბადრუკებობატონო კობახიძე, გულის სიღრმეში მართლა გგონიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიმსახურეთ და გეკუთვნით? – ამ კითხვით მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა, ადა მარშანიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს დღევანდელ პლენარულ სესიაზე. ადა მარშანია დღეს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, რომ „მარშანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს – რომან გოცირიძეს და ნიკა მელიას თვალს უპაჭუნებდა“. ამასთან, როგორც ადა მარშანიამ აღნიშნა, ღმერთმა დაიფაროს „ქართულ ოცნება“ იმისგან, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდეს. „გამოვედი ამ ტრიბუნასთან და პირველად ჩემს ცხოვრებაში, იცით, არაერთი წლის პარლამენტის წევრი ვარ, არც კი ვიცი, როგორ დავიწყო ჩემი გამოსვლა. უბრალოდ, რაც თავში მომივა იმას ვიტყვი, ისე ვარ ემოციებით გადავსებული და გადატვირთული. ბატონო კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე რომ ბრძანდებით თქვენ, გულის სიღრმეეში მაინც მართლა გგონიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიმსახურეთ და გეკუთვნით? აი, გულის სიღრმეში მაინც? თქვენს სინდისთან მარტო რომ დარჩებით, მართლა გგონიათ ეს თქვენს თავზე? რა გაბედეთ თქვენ გუშინ და რა მითხარით აქ. მართლა ცუდი სმენადობაა ამ პარლამენტში და გუშინდელი დღიდან უკვე უბადრუკ და სამარცხვინო სხდომებს ყურსასმენით ვუსმენ. რაღაც თვალის ჩაპაჭუნებაზე ბრძანეთ, მე ყურადღებაც არ მიმიქცევია, მართლაც არ უნდა მიმექცია, მაგრამ თურმე, რა გითქვამთ თქვენ ამ ხმაურში. ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ, „ქართულ ოცნებას“, ე.წ, პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომ გაგიჟდეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, შეუერთდეს „ნაციონალურ მოძრაობას“. მერე თქვენ რა გეშველებათ, თქვენ საცოდავებო, თქვენ უბადრუკებო. მართლა რა გეშველებათ მერე თქვენ, ეს ერთი. მეორე – უფრო მძიმე სათქმელი მელის წინ და თქვენ უფრო მძიმე ტექსტის მოსმენა გელით პატივცემულო კოლეგებო“, – მიმართა ადა მარშანიამ ... ...
  • რუსული ნარატივის საუკეთესო მაგალითი სალომე ზურაბიშვილის შემდეგ _ წულუკიანის პასუხი მარშანიასქალბატონო ადა, თქვენი გამოსვლა რუსული ნარატივის საუკეთესო მაგალითი იყო სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ _ ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სესიაზე გააკეთა. მან ადა მარშანიას მიმართა და სთხოვა, საპარლამენტო ტრიბუნიდან რუსული ნარატივით არასოდეს ესაუბრა. წულუკიანმა მარშანიას იმ განცხადებას უპასუხა, სადაც პატრიოტთა ალიანსიდან პარლამენტის დეპუტატმა მინისტრს მოუწოდა მათთან საუბრისას ტონი შეეცვალა. „არა ქალბატონო ადა, მე თქვენ აღარ დაგელაპარაკებით, არც ამ ტონით არც იმ ტონით, საერთოდ არანაირი ტონით,  იმიტომ რომ იმ პარტიას ვცემ და ქალბატონ ირმას პატივს, ვისთან ერთადაც მიბრძოლია. მაგრამ, ძალიან გთხოვთ, ქალბატონო ადა, რუსული ნარატივით ამ ტრიბუნიდან ნუ საუბრობთ. საუკეთესო მაგალითი იყო რუსული ნარატივის სალომე ზურაბიშვილის შემდეგ თქვენი გამოსვლა,“-განაცხადა იუსტიციის ... ...
  • წულუკიანი ბოკუჩავას: ახლა ვითხოვ, რომ დამიცვათ მომავალში, როდესაც სააკაშვილი თავს დამესხმება გენდერული ნიშნით"თქვენ ხართ ლამაზი ქალი და ხართ განათლებული ქალი. ვასწორებ ჩემს გამოსვლას,"- ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თინათინ ბოკუჩავას საპარლამენტო ტრიბუნიდან. თეა წულუკიანს გუშინ გაკეთებული იმ განცხადების შესწორება მოუწია, როდესაც მან აღნიშნა, რომ თინა ბოკუჩავა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია.  წულუკიანის თქმით, მან და თინა ბოკუჩავამ კულუარებში ისაუბრეს და ერთგვარად შეთანხმდნენ კიდეც. მინისტრის თქმით, შეთანხმების მიხედვით, თუ ის განცხადებას გამოასწორებდა, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი მასზე გენედერული ნიშნით უარყოფით კომენტარს გააკეთებდა, ბოკუჩავა მას დაიცავდა.  იუსტიციის მინისტრი მომავალში ოპოზიციონერი დეპუტატისგან პირობის შესრულებას ითხოვს. "ჩვენ ხელი ჩამოვართვით ერმანეთს და შევთანხმდი, რომ გავასაჯაროებდი, რაზეც ჩამოვართვით ხელი ერთმანეთს. იმაზე, რომ მე ვთქვი, რომ თქვენი გუშინდელი განცხადებები იყო ზედაპირული, თქვენ მითხარით, რომ თუ ამას იტყვით ტრიბუნიდან, მე თქვენ დაგიცავთო, ვასაჯაროებ, რაზე ვილაპარაკეთ, თორემ მე თქვენთან კულუარებში სასაუბრო არაფერი მაქვს. მე თქვენზე ვთქვი, რომ თქვენი განცხადებები იყო ზედაპირული, მაგრამ თქვენ ლამაზი ქალი ხართ. ეს არ არის კარგი განცხადებ, ვაღიარებ ამ ტრიბუნიდან. მაგრამ თქვენ ხართ ლამაზი ქალი და ხართ განათლებული ქალი. ვასწორებ ჩემს გამოსვლას. მაგრამ ამის სანაცვლოდ, თქვენ დამპირდით, წეღან იქ მითხარით, რომ ჩემმა ლიდერმა თქვენზე უხამსობები თქვა გენდერული ნიშნითო, დიახ, სააკაშვილი უხამსი კაცია, რომელმაც ჩემზე უხამსობით და გენდერული ნიშნით ანეკდოტები მოყვა. თქვენ თქვით, რომ როდესაც ჩემი ლიდერი თავს დაგესხმებათ, დაგიცავთო. ახლა ვითხოვ, რომ დამიცვათ მომავალში, როდესაც სააკაშვილი თავს დამესხმება გენდერული ნიშნით,“- განაცხადა თეა ... ...
  • თალაკვაძე ოპოზიციას: ცოტა მაღალ კლასზე გადადით, შემდეგ კლასში გადადით.ერთი მადლობის სიტყვა მაინც დაგცდენოდათ, თქვე პროდასავლურო ოპოზიციის წევრებო - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა საპარლამენტო ოპოზიციას საყვედურით მიმართა, არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ ოპონენტებს თეა წულუკიანისთვის მადლობა უნდა გადაეხადათ, თუმცა მათ მადლიერების სიტყვა არ დასცდენიათ. „ერთი სიტყვა მაინც დაგცდენოდათ, ასეთი მამულიშვილური ინტონაციებით, რომ გამოხვედით, ერთი სიტყვა მაინც გეთქვათ, რუსეთთან მოგებულ საქმეებზე. ერთი სიტყვა მაინც დაგცდენოდათ ამაზე, თქვე პროდასავლელო ოპოზიციის წევრებო. ჩვენ ვართ ნამდვილი პროდასავლური ძალა, თქვენ ხართ თვალთმაქცები,“_ მიმართა თალაკვაძემ ოპონენტებს. მისი თქმით, ოპოზიციას ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელი კომპლექსი აქვს, თუმცა თალაკვაძე ოპონენტებს ჰპირდება, რომ გასულ წლებს აღარ შეახსენებს. „ჩვენ აღარ შეგახსენებთ არაფერს, უბრალოდ გამოდით წარსულის კომპლექსიდან დაიწყეთ თავდაჯერებული ირონიით, მერე ტორტით გააგრძელეთ და ბოლოს გაბრაზებულებმა დაამთავრეთ, იმიტომ რომ ვერაფერი მოუხერხეთ თეა წულუკიანს ისევ ჩვენ მოგვიწევს მწვავე კითხვების დასმა,“- თქვა თალაკვაძე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იმასაც ამბობს, რომ თეა წულუკიანის ულტიმატუმზე საუბრით, რომელიც მინისტრმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წაუყენა გუნდში დაპირისპირებას ვერავინ გამოიწვევს.   „ეს რა მოიფიქრეთ კიდევ, შვიდჯერ რომ გაიმეორეთ აშანტაჟებს პარტიის თავმჯდომარეს - თქვენ მართლა გგონიათ, რომ ეგეთი იაფფასიანი პოლიტიკა არის, როგორსაც თქვენ აკეთებდით? გგონიათ გუნდის წევრები ერთმანეთზე გაბრაზდებიან? მართლა გგონიათ,რომ რაიმე ინტრიგას დათესავთ ამით? ცოტა მაღალ კლასზე გადადით, შემდეგ კლასში გადადით. დამთავრდა ის პოლიტიკა, როცა გადააგდებდით მარცვალს და იქიდან აღმოცენდებოდა კონფლიქტი. მაგაზე ვერვის გააბრაზებთ მმართველ გუნდში. რამე რთული და უკეთესი მოიფიქრეთ,“-მიმართა თალაკვაძემ ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...

„ახალბედა მწერალი“

ცნობილმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ ცოტა...

“უცნაური” ვარსკვლავები

ნებისმიერ პიროვნებას გარკვეული უცნაურობები ახასიათებს...

ადამიანის თვალის უსაზღვრო ხედვა

ამერიკელმა მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ ადამიანის...

ინტერპოლი ეძებს კატას

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The...