თბილი ზამთარი მეფუტკრეს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს

ჩვენი რჩევები

თბილი ზამთარი მეფუტკრეს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს

29 მარ. 2015, 14:17:42

წლევანდელი ზამთარი უჩვეულოდ თბილი იყო, ვიდრე გაზაფხულის პირველი თვე. ამან გამოიწვია ფუტკრის ოჯახებში კვერცხმდებლობა, ფუტკრის ახალი თაობის გამოყვანა, რაც სამარაგო საკვების ხარჯვასთანაა დაკავშირებული. ამიტომ მეფუტკრემ დროულად უნდა იზრუნოს საკმარისი საკვები მარაგის მისაცემად.

ყველაზე სერიოზული სამუშაოები მეფუტკრეს გაზაფხულზე აქვს ჩასატარებელი, განსაკუთრებით, თუ ის მოყვარულია და ძალიან უნდა, პროფესიონალად ჩამოყალიბდეს. ასეთები კი ჩვენთან ბევრია და მათ განსაკუთრებული რჩევებიც სჭირდებათ.

ფუტკრის ოჯახის შაქრის სიროფით კვების დროს, უნდა გამოვიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა უღალო პერიოდში არ მოხდეს ქურდობა, ურთიერთთავდასხმა, რაც შემდგომ ძნელი გამოსასწორებელია. კვება უმჯობესია, საღამო ხანს, წინასწარ მომზადებულ ოჯახებში. სუსტ ოჯახებს დავუპატარავოთ საფრენები, დავუკეტოთ სკის დაზიანებული ადგილები. სუსტი ოჯახებიდან ვიღებთ ზედმეტ ფიჭებს, ვტოვებთ იმდენს, რამდენსაც ფარავს ფუტკარი. ვუდგამთ ტიხარს და ვათბუნებთ. უდედო, სუსტ ოჯახს, ვაერთებთ მეორე სუსტდედიან ოჯახთან, დედას ვაქცევთ ხუფის ქვეშ ან ვაძლევთ გალიით.

ფუტკრის ოჯახის საგაზაფხულო შემოწმების დროს, ძირითადი ყურადღება ექცევა თაფლისა და ჭეოს რაოდენობას, საკვების ხარისხს, კვერცხმდებლობას, დედა ფუტკრის არსებობას და მის ხარისხს, ფუტკრის რაოდენობას და სხვა. გამოზამთრებული ფუტკრის ოჯახის მდგომარეობა, მეფუტკრის მიერ გასული წლის მუშაობის შედეგს გვიჩვენებს და მოიცავს სერიოზულ სამუშაოებს. მეფუტკრე, რომელიც ოჯახს თავის დროზე უტოვებს საჭირო რაოდენობის თაფლს, მას ნაკლებად უხდება ფუტკრის ოჯახის ხელოვნური კვება. მიუღებელია, როდესაც მეფუტკრე ფუტკრის ოჯახს, საკუთარი მიზნისთვის უფრო მოქმედებს და საჭიროზე ნაკლები თაფლის რაოდენობას უტოვებს გამოზამთრებისთვის, იმ იმედით, რომ ამ დანაკლისს ფუტკარს ხელოვნური საკვებით შეუცვლის. მოყვარულ მეფუტკრეს განსაკუთრებით შევახსენებთ, რომ ფუტკრის მიერ სკაში შემოტანილ თაფლს, ვერანაირი საკვები ვერ შეცვლის.

ფუტკრის ხელოვნური საკვები არსებობს სხვადასხვა სახის, სხვადასხვა დამატებით და ა.შ.

საგაზაფხულო დათვალიერების დროს, არაერთხელ ოჯახში ჩაშაქრებული და მანანა თაფლია დატოვებული, რადგან მეფუტკრემ დროულად ვერ შეძლო მათი შეცვლა კარგი ხარისხის თაფლით. ამიტომ გაზაფხულზე ხელოვნურად ვკვებავთ ოჯახებს შაქრის სიროფით და ცომისებური საკვებით, კანდით. მისი დანიშნულებაა, ადრე გაზაფხულზე, როცა ტემპერატურა შედარებით დაბალია, ფუტკრის კვება თუ ფუტკარი განიცდის სამარაგო საკვების ნაკლებობას ან საადრეო სტიმულირებისთვის.

კანდით კვება არ იწვევს ცივ ამინდში ფუტკრების გამოფრენას, გაღიზიანებას. ფუტკრისთვის, კანდის მიცემის წინ, სასურველია, კანდი მოთავსდეს თბილ ადგილას, 8-10 საათით ადრე. მისაცემი ულუფის რაოდენობა დამოკიდებულია ფუტკრის ოჯახის სიძლიერეზე.

ასევე, ფუტკრის ხელოვნური საკვები, რომელიც მზადდება სიროფის სახით, თაფლისა და წყლის ნარევით, ასე უნდა მომზადდეს: წინასწარ ადუღებული და გაციებული ერთი ლიტრი წყალი და ერთი კგ თაფლი, სიროფის სახით უნდა გაცხელდეს +60-70 გრადუს ტემპერატურამდე. სიროფს განუწყვეტელი მორევა სჭირდება.

შაქრის სიროფის მომზადების შემთხვევაში, შაქარწყლის პროპორცია გაზაფხულზე თანაბარი უნდა იყოს _ 1:1. ფუტკარს უნდა მიეცეს 25-30 გრადუსი ტემპერატურის სიროფი. გაზაფხულზე, კვების დროს, შაქრის სიროფთან ერთად უნდა მივცეთ რეკომენდირებული პრეპარატები.

გაზაფხულზე ფუტკრის ოჯახში ბუდის გაფართოება ხდება ეტაპობრივად, ოჯახის სიძლიერის მიხედვით. გახსოვდეთ, უეცრივ ბუდის გაშლა თბილ ამინდში, შემდგომ ტემპერატურის მკვეთრი დაცემის შემთხვევაში გამოიწვევს ბარტყის გაციებას, რაც ხშირი მოვლენაა გაზაფხულის პერიოდში _ ამ დროს ოჯახები სუსტდება და თავს იჩენს სხვადასხვა გართულებები. ამიტომ იყავით ძალიან ფრთხილად, განსაკუთრებით ახლა, როცა ძალიან თბილი ზამთარი გავიარეთ და გაზაფხული შედარებით სუსხიანია. სითბოსა და სიცივის ასეთმა მონაცვლეობამ წელიწადის ამ პერიოდში, შესაძლოა, ფუტკარზე დამღუპველად იმოქმედოს!

გაზაფხულზე, როცა გარემოს ტემპერატურა +10 გრადუსზე ზემოთ იქნება, შესაძლებელია, ფუტკარი ვარვატოზის საწინააღმდეგოდ დავამუშავოთ შემდეგი პრეპარატებით: ვარაკომი, მავრიკი სამჯერადი დამუშავებით, 5-7 დღის ინტერვალით. ვარასტოპი _ ახალი პრეპარატი, ფირფიტების სახით ჩაიკიდება ფუტკრის ოჯახში, სიძლიერის მიხედვით, 30-35 დღით. იგი იძლევა კარგ შედეგს.

საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების წესიერად და დროულად ჩატარებული ღონისძიება, გარანტიაა, რომ თქვენი ფუტკრის ოჯახები ჯანსაღად და მაღალპროდუქტიულობით შეხვდეს მთავარ ღალიანობას.

ჯანვერდ ცეცხლაძე, გურიის მეფუტკრეთა კავშირის თავმჯდომარე




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?