ბზის დაავადების შესახებ

gurianews.com

ჩვენი რჩევები

ბზის დაავადების შესახებ

2015 მაი 1 16:13:00
ძვირფასო რედაქცია, ძალიან შეშფოთებული გწერთ ჩვენში გავრცელებული ბზის დაავადების შესახებ. განსაკუთრებით მომიკვდა გული, როცა სააღდგომოდ სასაფლაოზე მივედი და იქ არსებული  ბზის ბუჩქების უმეტესობა გამხმარი და განადგურებული დამხვდა.  შარშანაც იყო მსგავსი ფაქტები, თუმცა ნაკლებად.
აშკარაა, ეს ძვირფასი მცენარე გადაშენების საფრთხის წინაშეა.
გთხოვთ, აგვიხსნათ, რა რატომ ხმება ბზა?
მანონ ლომჯარია, პედაგოგი, ოზურგეთი, სოფელი ლიხაური
სასწრაფოდ უნდა ვებრძოლოთ ბზის ალურას
2014 წლის ზაფხულში, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა საშიში საკარანტინო მავნებელი _ ბზის ალურა, რომელმაც დროის მოკლე მონაკვეთში გაანადგურა უძვირფასესი მცენარის _ კავკასიური ბზის კორომების დიდი ნაწილი.
ამ მხრივ სავალალოა გურიის რეგიონში გავრცელებული ბზების მდგომარეობაც _ მავნებელმა გაანადგურა არა მარტო დეკორატიული მიზნით გაშენებული ბზები, არამედ ერთეული სახით შემორჩენილი მცენარეებიც. არსებობს საშიშრობა, რომ მავნებელი შესაძლოა, გადავიდეს სხვა მცენარეებზეც (ჭანჭყატი, ბაძგი).
უცხოური ლიტერატურიდან ცნობილია, რომ მავნებელს წლის განმავლობაში შეუძლია ორი-სამი თაობის მოცემა. ჩვენს პირობებში მისი ბიოლოგია ისწავლება და ვფიქრობთ, რომ ის ჩვენში უფრო მეტ თაობებს განავითარებს. მაგალითად, გურიის რეგიონში (ოზურგეთი-ანასეული), მავნებლის პირველი თაობის მატლები უკვე გამოჩნდა იანვარ-თებერვალში და აპრილში მეოთხე, მეხუთე ხნოვანების მატლები მასიურად შეესივნენ მწვანედ დარჩენილ ბზის  მცენარეებს.
სამწუხაროდ, დღეისთვის, როგორც ზემოაღნიშნულიდან ჩანს, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ჩატარება დაგვიანებულია.
სათქმელი უნდა ითქვას და დაავადების სწრაფი გავრცელების მიზეზი უნდა ვეძებოთ შემდეგში:
1. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ არის პასუხისმგებელი მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიების გატარებაზე;
2. ვის ევალება ჩვენს არეალში შემოჭრილი საკარანტინო მავნებლების ბიოლოგიის შესწავლა გარემო პირობების  გათვალისწინებით, რადგან მავნებელს სხვადასხვა მავნეობის ზონაში განსხვავებული  ბიოლოგია ახასიათებს და გენერაციების რაოდენობაც სხვადასხვაა;
3. საჭიროა თუ არა ამა თუ იმ მავნე ორგანიზმის გავრცელებისა და საზიანო  მოქმედების პროგნოზირება?
აქედან გამომდინარე, სასწრაფო ღონისძიების  სახით, დასავლეთ საქართველო საკარანტინო ზონად უნდა გამოცხადდეს და დაწესდეს უმკაცრესი კონტროლი, რაც პირველ რიგში იმით უნდა გამოიხატოს, რომ კარანტინის დამრღვევი კანონით დაისაჯოს. არსებობს "წითელი წიგნის" კანონიც, რომ "ბზის მცენარეების მოჭრა აკრძალულია და ისჯება კანონით".
აქვე უნდა ითქვას, რომ ამ კანონმა ძალა დაკარგა, რადგან მოსაჭრელიც ბევრი არაფერია დარჩენილი  და ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა, რომ ბზის ალურას გავრცელების გამო დღემდე სერიოზული განგაში არაა ატეხილი.
ანგელინა ნიკოლაიშვილი,
აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკულ  კულტურათა და ჩაის მრეწველობის მეცნიერი თანამშრომელი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი

ნახვა: 206


 ახალი ამბები
  • ჰესის სათავე ნაგებობაში ნაპოვნი ცხედარი იდენტიფიცირებულიაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში, ჰიდროელექტრო სადგურის სათავე ნაგებობაში, წყალში ნაპოვნი გვამი იდენტიფიცირებულია. როგორც გვითხრეს ის 28 წლის. თურქეთის მოქალაქეა: _ ახალგაზრდა მამაკაცს, ჯიბეში ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ამით მოხდა ცხედრის იდენტიფიცირება. ასევე, მას ჯიბეში ჰქონდა საკრედიტო ბარათები და მანქანის გასაღები, _გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.  გარდაცვლილი ცხედარი უკვე ექსპერტიზაზეა ... ...
  • ჩოხატაურში წყალსაცავში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში ჰიდროელექტროსადგურის სათავე ნაგებობაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ წყალში მამაკაცის თავი შენიშნეს. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და პოლიცია. ამ დროისთვის უცნობია გარდაცვლილის ... ...
  • ბანკების „შავი სია“ უქმდებასექტემბრიდან ეგრეთ წოდებული შავი სია უქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ორგანიზაციები ვადაგადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს ნეგატიურ სტატუსს ვეღარ მიანიჭებენ. ამ დროისთვის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში 600 ათასზე მეტი მომხმარებელია. ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, სესხის გაცემისას უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა, ხართ თუ არა თქვენ ეგრეთ წოდებული ნეგატიური გადამხდელი და საფინანსო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას თქვენი საკრედიტო ისტორიისა და დადასტურებული შემოსავლის მიხედვით მიიღებს.  წყარო: ... ...
  • პური გაძვირდება _ ოზურგეთში პურის ფქვილის ფასმა მოიმატაამ დღეებში ქალაქ ოზურგეთში მდებარე მაღაზიებში პურის ფქვილის მოიმატა. 25 კგ. პურისფქვილი 23 ლარი და 50 თეთრი ღირდა, ხოლო ახლა 25 ლარია. ექსპერტები მედიასთან საუბრობენ, რომ ამ დღეებში პურის ფასიც მოიმატებს. “კი, მაგრამ ტელევიზორს არ უყურებთ? ლარი როგორ თამაშობს, რა გაგიკვირდათ ფასის მატება, _ უთხრა გამყიდველმა პურისფქვილის მყიდველს. “ტელევიზიით ჯერ არ გადმოუციათ ამბავი და ისე უმატებთ. გაჭირვებულმა ხალხმა იკითხოს ეს ფასები მატება, თორემ თქვენ რა“, _ დაუბრუნა პასუხი პენსიონერმა ... ...
  • ჩოხატაურში ლეოგრანდში დაღუპული ახალგაზრდის სახლი იწვისამ წუთებში ჩოხატაურში, სოფელ გოგოლესუბანში, შარშან,  24 ნოემბერს,  ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძარის შედეგად დაღუპული 21 წლის  გიორგი მორთულაძის სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიწეწები ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...