რჩევები ბიოგაზის შესახებ

ჩვენი რჩევები

რჩევები ბიოგაზის შესახებ

2015 მაი 1 16:32:21

_ გვყავს რამდენიმე სული მსხვილფეხა რქოსანი  პირუტყვი. გთხოვთ, გვიამბოთ ბიოგაზის დანადგარის ამუშავების, რეგულირების და უსაფრთხო ექსპლოატაციის წესების შესახებ. ძალიან გვსურს, ეს დანადგარი ჩვენს ოჯახში გავაკეთოთ და მივიღოთ როგორც გაზი, ისე უნიკალური ორგანული სასუქი.

რომან ნაცვალაძე, რევაზ ცვიტინიძე, ოზურგეთი, სოფელი ასკანა

ჩვენ დავუკავშირდით აღნიშნული საქმის მცოდნეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თემურ ირემაძეს და ვთხოვეთ, დაინტერესებული ფერმერებისთვის მოეწოდებინა ინფორმაცია, თუ  როგორ დაიწყონ ბიოგაზის დანადგარის მშენებლობა.

_ ალბათ, ბიოგაზის მიღების ყველა მსურველმა  იცის ელემენტარული საჭიროების შესახებ, რომ საწყის ეტაპზე საჭიროა ავზის შეძენა ან სასურველი სიღრმის ორმოს ისე ამოშენება, რომ სითხემ არ გაჟონოს. ეს ავზი ბოლომდე უნდა აივსოს ახალი ან 1-2 თვის ნაკელის ხსნარით. ნაკელი ზავდება წყალთან წილით 1:1. თუ ნაკელი მშრალია, მაშინ პროპორციით _ 2:1. მიღებული ხსნარი უნდა იყოს ფაფისებური და ერთგვაროვანი. გაზავებისას კი, გარემო ტემპერატურის მიუხედავად, იხმაროთ 30-40 გრადუსის მქონე წყალი. განსაკუთრებით უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ დანადგარის ამუშავებისთვის საჭიროა ბიოგაზის დანადგარში გადამუშავებული ბიო-მასის გამოყენება განსაზღვრული რაოდენობით, რათა სწრაფად მოხდეს მეთანგამომყოფი ბაქტერიების გამრავლება და ამოქმედება. ბიოგაზის დანადგარის ნორმალური ექსპლუატაციისთვის უცილობელი პირობაა ასევე დანაგარის ტემპერატურული რეჟიმის დაცვა. გაზის წარმადობის გაზრდისთვის ტემპერატურის გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაკელის ხსნარის პერიოდულ არევას. რაც შეეხება გაზქურის რეგულირებას, ამისთვის არსებობს სპეციალური ლიტერატურა და ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. რაც ყველაზე მთავარია, უნდა გვახსოვდეს უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვა. მუდამ უნდა გვახსოვდეს ასევე, რომ ბიოგაზის დანადგარი არის ფეთქებადი და აალებადი  აირი.

აღნიშნულ დანადგარზე ვრცელდება საწვავი გაზების აპარატების ექსპლოატაციის უსაფრთხოების წესები. ბიოგაზიც, ისევე, როგორც სხვა საწვავი გაზი, ჰაერთან 6-8%-ით შერევისას ფეთქებადი ხდება. ამიტომ ძალიან საშიშია მისი დაგროვება ოთახში და სპეციფიური სუნის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა გადაკეტოთ გაზქურა, გააღოთ ფანჯრები და გაანიავოთ ოთახი ასანთის ანთების და ნათურის ჩართვის გარეშე.




 ახალი ამბები
  • ნიკა მელია პარლამენტის სხდომათა დარბაზში მარტო იმყოფება (ფოტო)ამ წუთებში დაიწყო პარლამენტის  ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ უნდა იმსჯელონ. მელია პარლამენტის სხდომათა დაბაზში მარტო, თანაგუნდელების გარეშე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" სხდომა პროტესტის ნიშნად ... ...
  • "ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს" _ სალომე სამადაშვილისერგო რატიანის შემდეგ, პროტესტის ნიშნად ბიუროს სხდომა, სალომე სამადაშვილმა დატოვა. პარლამენტის ბიურო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. სამადაშვილის თქმით, არანაირი საბაბი არ არსებობს მელიას დასაკავებლად. ,,მე როცა ვიდექი პარლამენტის თავჯდომარის სკამთან და გავრილოვს არ ვაძლებდი ასვლის უფლებას, ვამბობდი თუ დღეს გავრილოვს აქედან არ გააძევებდნენ, აქ მოვა ქართველი ხალხი და მას გააძევებს-მეთქი, ეს იყო თუ არა ძალადობრივი მოწოდება? ამის გამო აპირებს ვინმე ჩემს დაპატიმრებას? _ რა თქმა უნდა, არა. ასე რომ, ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს", _ განაცხადა სალომე სამადაშვილმა ... ...
  • "ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ რომან გოცირიძე"ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. ბიუროს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ნიკა მელია ამ წუთებში მივიდა პარლამენტის ... ...
  • "გააჩერეთ ეს ქალი, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო" - კოპალიანი ბოკუჩავაზე გააჩერეთ ეს ქალი, კაცო, კაცებო, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო... ქალები ქალებს დაემსგავსეთ, კიდე -  მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა კარლო კოპალიანმა, ნაციონალური მოძრაობის წევრს, თინა  ბოკუჩავას გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე სადაც,  ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას განიხილავდნენ. კოპალიანი ენმ-ის დეპუტატის თინა ბოკუჩავას გამოსვლამ გააღიზიანა. ... ...
  • "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას" _ სერგო რატიანმა ბიუროს სხდომა დატოვასერგო რატიანმა ბიუროს სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს, პროტესტის ნიშნად დატოვა. "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, რა მდგომარეობაშიც არის ჩემი პარლამენტის უმრავლესობა, _ ეს განცხადება სე. ამ ადამიანებს სურთ გადაფარონ თავისი ხელისუფლების დანაშაული. ის დანაშაული, რომ ერთი დღის განმავლობაში ვერ გადააყენეს საკუთარი პარლამენტის თავმჯდომარე, სურთ გადაფარონ და დაიჭირონ ერთი დეპუტატი, ერთი პარლამენტის წევრი. ეს არის მართლაც ისეთი უსუსურობა, ისეთი საცოდაობა, რომ ეს ჩვენთვის არის ძალიან სანარცხვინო. ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო წუთი პარლამენტარიზმის ისტორიაში", _ განაცხადა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ15 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს. გამოძიება მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობა, მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...