როგორ ავიცილოთ თავიდან ფრინველის ჭირი

ჩვენი რჩევები

როგორ ავიცილოთ თავიდან ფრინველის ჭირი

2011 დეკ 29 06:40:09

მეფრინველეობისთვის ძლიერ საშიშია ფრინველის გადამდები დაავადებები. მათ შორის არის ნიუკასლის დაავადება (ცრუ ჭირი), რომლითაც ავადდებიან ფრინველები ქათმისებრთა რაზმიდან (ქათამი, ინდაური, ციცარი, ხოხობი, ფარშავანგი).

ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული და დაავადებამოხდილი ფრინველი. ვირუსის გავრცელება ხდება გამოყოფილი სეკრეციებით, ექსკრემენტებით, კვერცხით და ამონასუნთქი ჰაერით. აღმძვრელის გავრცელების ფაქტორებია: კვერცხი, ბუმბული და გერმა (ღინღლი), აგრეთვე ხორცი, ინვენტარი, დაავადებული ფრინველითვის გამოყენებული ქვეშსაფენი. თუ საინკუბაციო კვერცხი დაინფიცირებულია ვირუსით, ის იწვევს სეპტიცემიით ქათმის ემბრიონის სიკვდილს.

ფრინველის დაავადება ხდება ალიმენტარული და აეროგენური გზით, საკვებით, წყლით, ჰაერით, ასევე ჯანმრთელი და დაავადებული ფრინველის ერთად ყოფნით. ვირუსის რეზერვუარი შეიძლება იყოს გარეული ფრინველები, აგრეთვე, შინაური ფრინველები _ იხვები და ბატები.

ნიუკასლის დაავადების ტიპიური ფორმის დროს აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება, სისუსტე, უმადობა, მოძრაობის ორიენტაციის დარღვევა. დაავადებული ფრინველის უმეტესობას გაფართოებული აქვს ჩიჩახვი, პირის ღრუდან აღენიშნებათ მყრალი სუნის სითხის დენა, ფრინველი სუნთქავს ღია ნისკარტით, აცემინებს, ცდილობს გათავისუფლდეს სასუნთქ გზებში დაგროვილი ექსუდატებისგან. ნერვიული მოვლენები ვლინდება პარეზებით და დამბლის ნიშნებით _ კისერი გამრუდებული აქვს, ფრთები დაშვებული, ვითარდება უძრაობა. ფრინველი წონაში ჩამორჩება, წყდება კვერცხმდებლობა, ბუმბული აბურძგლული აქვს, ეტანება სიმყუდროვეს, სიბნელეს და განცალკევებას, ბიბილო თანდათან ლურჯდება და ბოლოს შავდება. ფეკალიები თხიერი, მომწვანო-მოყვითალო ფერისაა.

შეიძლება მოზრდილ ფრინველში ყველა ეს ნიშნები გამოხატული არ იყოს, მაგრამ დაავადება ფარული ფორმით მიმდინარეობდეს.

ფრინველის ჭირს ახასიათებს სეზონურობა. გამორიცხული არ არის დაავადების გამოვლენა წლის ნებისმიერ პერიოდში, მაგრამ უფრო მეტი საშიშროება იქმნება ადრეულ გაზაფხულზე და გვიან შემოდგომით, ვინაიდან ამ დროს უარესდება საკვები რაციონის სრულფასოვნება და საგრძნობია კლიმატური მერყეობა.

ცრუ ჭირზე დიაგნოზი ისმება ეპიზოოტოლოგიური მონაცემების, კლინიკური ნიშნების, პათოლოგიურ-ანატომიური ცვლილებების მიხედვითა და ლაბორატორიული გამოკვლევებით.

ნიუკასლის დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა დაფუძნებულია ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე და ამიტომ დიფერენცირება უნდა მოვახდინოთ ისეთი მსგავსი კლინიკური ნიშნებით მიმდინარე დაავადებებთან, როგორიცაა: პასტერელოზი, ლარინგოტრაქეიტი, ინფექციური ბრონქიტი, მიკოპლაზმოზი, ფრინველის გრიპი, სპიროქიტოზი და მოწამვლები.

ფრინველის ჭირის საწინააღმდეგო მკურნალობა არ არსებობს. ერთადერთი გზა, თავიდან ავიცილოთ ქათმის ჭირი, ეს არის ფრინველის დროული იმუნიზაცია მაღალეფექტური ვაქცინებით. დაავადება მოხდილი და იმუნიზირებული ფრინველი გამოიმუშავებს იმუნიტეტს.

ფრინველის იმუნიზაციისთვის გამოიყენება ვირუსვაქცინები დამზადებული შემდეგი შტამებისაგან: ბ, ლა-სოტა, გამ-61, ჰაშ, ბორ-74, კომაროვ-შტამი. მხედველობაშია მისაღები, რომ ერთჯერადი იმუნიზაცია ხშირად არ არის საკმარისი ფრინველის დასაცავად. დღეს მთელს მსოფლიოში მიმართავენ იმუნიზაციის კომბინირებულ მეთოდებს. მყარი იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა აიცრას კლინიკურად ჯანმრთელი ფრინველი შემდეგი სქემით: პირველი ვაქცინაცია ლასოტას შტამზე დამზადებული ვაქცინით 10-12 დღის ასაკში; მეორე ვაქცინაცია 25-30 დღის ასაკში. მესამე ვაქცინაცია ჰაში, გამ ან კომაროვ-შტამზე დამზადებული ვაქცინით 60-120 დღის ასაკში. შემდეგ, ზრდასრული ფრინველი _ წელიწადში ერთხელ იგივე ვაქცინით. ლა-სოტას შტამის გამოყენებით აცრა ტარდება ცხვირში ჩაწვეთებით ან სუფთა წყალში გახსნით და დალევინებით. აცრების წინ აცლიან სასმელ წყალს და საათი-საათნახევრის შემდეგ ისევ უდგამენ. ჰაშ ვაქცინას (გამ და კომაროვ) უკეთებენ შპრიცით მკერდის ან ბარძაყის კუნთში: 60-120 დღის ასაკის მოზარდს _ 0,5 ლ. დოზით. ზრდასრულ ქათმებს _ 1 მლ.; ინდაურს _ 2 მლ. აცრების პერიოდში ფრინველს უნდა შევუქმნათ განსაკუთრებული კვებისა და შენახვის პირობები, რათა "რბილად" გადაიტანოს პოსტვაქცინური რეაქცია.

ნიუკასლის დაავადების პროფილაქტიკის წარმატება, უწინარეს ყოვლისა, დამოკიდებულია ფრინველის შენახვისას მკაცრ ვეტერინარულ-სანიტარული ღონისძიებებისა და ნორმალური ზოოჰიგიენური პირობების შექმნაზე. მხოლოდ ამ ფონზე ექნება მოსალოდნელი ეფექტი დროული ვაქცინაციის ჩატარებას.

დაავადების აფეთქების შემთხვევაში, დაავადებულ და ეჭვმიტანილ ფრინველს ხოცავენ უსისხლო მეთოდით; ლეშს ანადგურებენ _ მარხავენ ღრმად ან წვავენ. დანარჩენ ფრინველს უტარებენ იმუნაზაციას, დაავადების კერაში დაბალღირებულების მოვლის საგნებს წვავენ, ხოლო საფრინველესა და დანარჩენ ინვენტარს უკეთებენ დეზინფექციას.

მოსახლეობისთვის ხელსაყრელია, ფრინველის ჭირის ვაქცინაციის ჩასატარებლად, გაითვალისწინონ სოფელში, უბანში, მეზობლად არსებული ფრინველის რაოდენობა და მოახდინონ მისი ერთდროული იმუნიზაცია.




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებსაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...

რატომ უნდა დაიბანოთ გაზიანი წყლით

კორეულ კოსმეტიკასა და თავის მოვლის...