მეციტრუსეები მინერალური ზეთის ახალ პრეპარატს გაეცნობიან

ჩვენი რჩევები

მეციტრუსეები მინერალური ზეთის ახალ პრეპარატს გაეცნობიან

2011 დეკ 31 06:57:36
ჩვენში, ციტრუსების მავნებელ-დაავადებებისგან დაცვის სისტემაში მინერალური ზეთების გამოყენების მრავალწლიანი ტრადიცია არსებობს _ მეციტრუსეები მათ "გაშავებული ფოთლის გაწმენდის" საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ. გარდა ამ ეფექტისა, ბევრმა არ იცის, რომ მინერალური ზეთის ემულსიები, ამავე დროს და უპირველეს ყოვლისა, ინექტო-აკარიციდული პრეპარატებია და მოქმედებენ მცენარის მავნე მწერების (ფარიანები, ცრუფარიანები, ჩრჩილები, ფსილები, ტკიპები) წინააღმდეგ. ამ უკანასკნელი თვისების, განსაკუთრებით ოვოციდური (მავნებლის კვერცხებზე ზემოქმედების) და აკარიციდული (მავნე ტკიპების წინააღმდეგ) ტოქსიკურობის გასაძლიერებლად და საჭირო შედეგის მისაღწევად, იგი საჭიროებს სხვა ინექტო-აკარიციდების დამატებას.

მავნებელთა უმრავლესობის ზრდასრულ ფორმებსა და მატლებში ჰაერცვლა ხდება სასუნთქი სტიგმებით, რომელიც გარეთ გამოდის სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო კვერცხებში სუნთქვა მიმდინარეობს მთელი ზედაპირით. მინერალური ზეთი კაპილარული ძალით ადვილად ბლოკავს სასუნთქ გზებს, რაც საბოლოოდ იწვევს მავნებლის ფიზიკურ მოხუთვას.

მინერალური ზეთის მოქმედების მაღალი ტექნიკური ეფექტის მისაღებად, საჭიროა მავნებლის ორგანიზმის ან მისი კვერცხების მაქსიმალური, მთლიანი დაფარვა აპკით, რათა შეიზღუდოს ტრაქიების გზით სუნთქვა და მწერმა განიცადოს ასფიქსია.

ამიტომ ემულსების ფოთოლზე თანაბარი და სრული განაწილების მიზნით, ახდენენ მის არა ჩვეულებრივ შესხურებას, არამედ "გაბანვას."

პრეპარატის მოქმედების ეს მექანიზმი გამორიცხავს მასზე რეზისტენტობის (შეგუების) გამომუშავებას მავნებლის მხრიდან, რაც ძალზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია.

ჩვენი რეგიონის მეციტრუსეებს ვთავაზობთ მინერალ ზეთს _ "ტრინოლ 2". ტექნოლოგიურად პრეპარატი მიიღება ნავთობპროდუქტების ვიწრო ტემპერატურულ დიაპაზონში გამოხდით, თავისუფალია მავნე მინარევებისგან. რეპარატული ფორმა ერთგვაროვანია, არ იწვევს მცენარეზე ფიტოტოქსიკურობას, უვნებელია ცხოველისა და ადამიანისთვის; ითვლება ორგანულ სოფლის მეურნეობის წარმოების პესტიციდად.

"ტრინოლ 2" გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელთა კომპლექსის მოზამთრე სტადიების (კვერცხი, მატლი) წინააღმდეგ, მცენარის მოსვენების სტადიაში კვირტების დაბერვამდე.

პრეპარატის ხარჯვის ნორმა: ვაშლი, ატამი, ალუბალი, მსხალი _ 17-20 ლიტრი 1000 ლიტრ წყალზე; ციტრუსებში _ 12-15 ლიტრი 1000 ლიტრ წყალზე.

პრეპარატი თავსებადია მრავალ სტანდარტულ პესტიციდთან. დამატებით ინფორმაციას მისი გამოყენების სხვა საკითხების შესახებ, მიიღებთ სპეციალისტებთან.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმესსამართალდამცველებმა 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ... ...

არქივი