ნატურალური თუ ფალსიფიცირებული _ როგორ შევარჩიოთ თაფლი?

ჩვენი რჩევები

ნატურალური თუ ფალსიფიცირებული _ როგორ შევარჩიოთ თაფლი?

2012 იან 2 07:08:29
გოზინაყის გარეშე ახალი წლის სუფრაწარმოუდგენელია. დღეს მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ თაფლი _ როგორ ამოიცნოთ, ნატურალურია თუ ფალსიფიცირებული იგი?

თაფლის სასარგებლო თვისებები

თაფლი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საკვები პროდუქტია. მისი მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები განისაზღვრება არა მარტო ადვილად ასათვისებელი შაქრის დიდი რაოდენობით, არამედ, ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველობით. ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ხასიათდება ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელი მოქმედებით. აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.

სამწუხაროდ, ბაზარზე საკმაოდ ხშირად იყიდება ფალსიფიცირებული თაფლი. სასარგებლოა, ვიცოდეთ ნამდვილი და ფალსიფიცირებული თაფლის გარჩევა. გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას.

გამჭვირვალობა: თაფლის სხვადასხვა ფერი შეიძლება იყოს (ყვავილოვანი თაფლი ღია ყვითელი ფერისაა, ცაცხვის - ქარვისფერი, იონჯისა - თითქმის უფერო, წაბლის - ყავისფერი). ნამდვილი თაფლი, თუკი მას დაწყებული არ აქვს ჩაშაქრება, აუცილებლად გამჭვირვალეა (თაფლი ჩაშაქრებას აცივებისთანავე იწყებს, ამიტომ, ზამთრის თვეებში ნატურალური თაფლიც გაუმჭვირვალე, დაბურული ხდება); თაფლი, რომელსაც მინარევები აქვს (შაქარი, სახამებელი ან სხვა) მღვრიეა და თუ კარგად დავაკვირდებით, შესაძლებელია ნალექის შემჩნევაც.

არომატი: ნამდვილი თაფლი გამოირჩევა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი არომატით, რომელიც არც ძალიან მძაფრი უნდა იყოს და არც _ ძალიან სუსტი. შაქრის შემცველ თაფლს არომატი თითქმის არ აქვს, მისი გემო ჰგავს შაქრიანი წყლის გემოს.

გემო: ნატურალური თაფლი არა მარტო ტკბილია, მისი სიტკბო ოდნავ წვავს ყელს.

სისქე: თაფლის მცირე რაოდენობის პირში ჩადებისას, ის სწრაფად არ დნება და დროის გარკვეულ მონაკვეთში ფორმას ინარჩუნებს; დაიწვეთეთ თაფლი ხელის ზურგზე, თუ წვეთი შეინარჩუნებს ფორმას და არ დაიშლება _ თაფლი ნატურალურია;

კონსისტენცია: გასრისეთ თაფლი თითებს შორის. ნატურალური თაფლის კონსისტენცია ნაზია, მას კანი შეიწოვს. ფალსიფიცირებული თაფლი უხეში კონსისტენციისაა დაკოშტების სახით რჩება თითებს შორის; ნატურალური თაფლი ჩაშაქრებულიც კი ერთგვაროვანია, განშრევებების გარეშე, შაქრის ცალკეული კრისტალები მასში არ იგრძნობა;

წყლის შემცველობა: მომწიფებული ნატურალური თაფლი თითქმის არ შეიცავს წყალს. ამიტომ, თუ მას დააწვეთებთ ქაღალდზე, არ წარმოქმის სველ ლაქას. ფალსიფიცირებული თაფლი კი ქაღალდს ასველებს; შეგიძლიათ ასეც გამოსცადოთ: ჩაუშვით თაფლში პურის პატარა ნაჭერი და გააჩერეთ 10-12 წთ. ამოიღეთ, თუ თაფლი ნატურალურია, პური გამაგრდება, თუ ფალსიფიცირებულია _ დარბილდება.

კიდევ რამდენიმე რჩევა ნატურალური თაფლის გამოსაცნობად:

_ ამოიღეთ თაფლი კოვზით, თუ იგი ნატურალურია, წარმოიქმნება გრძელი (10-12 სმ) "ძაფი", რომელიც დიდხანს არ წყდება და თუ კოვზს დაატრიალებთ, ზედ დაეხვევა. როდესაც თაფლის ძაფი გაწყდება, ზედაპირზე წარმოიქმნება პატარა ბორცვი, რომელიც ნელ-ნელა გასწორდება;

_ გახსენით ერთი სუფრის კოვზი თაფლი ერთ ჩაის ჭიქა ცხელ წყალში, ნატურალური თაფლი მთლიანად გაიხსნება და არ წარმოქმნის ნალექს, ხსნარი არ აიმღვრევა თუ მას ცოტაოდენ სპირტს დავუმატებთ;

_ წაუსვით თაფლის თხელი ფენა ფურცელს ისე, რომ კიდეები თავისუფალი დარჩეს. ფურცელს წაუკიდეთ ცეცხლი. თუ ცეცხლი ჩაქრა, თაფლი ნატურალურია, თუ მთელი ფურცელი დაიწვა, თაფლი ფალსიფიცირულია;

_ თაფლის წვეთს მოაყარეთ ცოტაოდენი სახამებელი, თუ იგი თეთრ ნაფიფქად დარჩა თაფლი ნატურალურია;

_ ჩაის სუსტ და თბილ ნაყენს დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი, თუ იგი ნატურალურია, ჩაი გამუქდება, მაგრამ ნალექი არ წარმოიქმნება;

_ გავარვარებული ნემსი ჩაუშვით თაფლში, თუ მასზე წარმოიქმნება წებოვანი მასა, თაფლი ფალსიფიცირებულია, ნატურალურ თაფლში ნემსი სუფთა დარჩება.

გახსოვდეთ: თუ ზამთარში ან გაზაფხულზე თხევად, გამჭვირვალე თაფლს გთავაზობენ, დაფიქრდით სანამ ასეთ თაფლს იყიდით. თხევადი თაფლი ზამთარში საკმაოდ იშვიათია, თაფლის ძალიან ცოტა სახეობა (აკაციის, წაბლის), რომლებშიც მაღალია ფრუქტოზის შემცველობა, გაზაფხულამდე თხევადი რჩება. თაფლი ზამთარში ჩაშაქრებას იწყებს და გამჭვირვალობას კარგავს. თუ ზამთარში თაფლს შებურული ფერიც კი არ დაკრავს, ის ან ხელოვნურია, ან ფუტკარს შაქრის ვაჟინით კვებავდნენ. შესაძლოა, თაფლი ნატურალურია, მაგრამ იგი ჩაშაქრდა და გასადნობად გააცხელეს. სამკურნალო თვისებები ასეთ თაფლს აღარ აქვს.

თაფლის შენახვა და მოხმარება:

_ თაფლი ბნელ და გრილ ადგილას უნდა შეინახოთ მინის ან მომინანქრებულ თავდახურულ ჭურჭელში, რადგან იგი საკმაოდ ადვილად იღებს უცხო სუნს. ასეთ პირობებში, თაფლი შეიძლება წლების განმავლობაში შევინახოთ;

_ მზის პირდაპირი სხივები უარყოფითად მოქმედებს თაფლზე. 48 საათით მზეზე გაჩერების შემდეგ, მასში იშლება ფერმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი;

_ არ შეიძლება თაფლის შენახვა ლითონის ჭურჭელში, ვინაიდან იგი რეაქციაში შედის და წარმოქმნის მომწამლავ მარილებს. პლასტმასის ჭურჭელში თაფლი შეიძლება შევინახოთ მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში;

_ თაფლის სასარგებლო თვისებები თერმული დამუშავების შემდეგ ისპობა, ამიტომ, ნუ გააცხელებთ ან მოხარშავთ თაფლს;

_ ნუ ჩადებთ თაფლს მდუღარე წყალში ან ჩაიში. გააგრილეთ ჩაი და მხოლოდ შემდეგ უყავით თაფლი.

_ თუ ჩაშაქრული თაფლი არ გიყვართ, იმისთვის რომ თაფლმა სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს, იგი ძალიან ფრთხილად უნდა გაადნოთ: ჩადეთ ქილა თბილ (არა უმეტეს 40C) წყალში და დაელოდეთ.

სამწუხაროდ, გოზინაყის მომზადებისას თაფლის სასარგებლო თვისებები ისპობა.

 

თაფლის წყალი ნებისმიერი კანისთვის:

1 სუფრის კოვზი თაფლი შეათბეთ, დაუმატეთ 1 ჭიქა თბილი წყალი და 3-5 წვენი ლიმონი. შეანჯღრიეთ. მოიხმარეთ სახის გასაწმენდად.

თაფლის ნიღბები

_ რომელიმე მკვებავი კრემის 1 ჩაის კოვზი დაუმატეთ 1 სუფრის კოვზ გამდნარ თაფლს. ჩააწვეთეთ 5-7 წვეთი ლიმონი. ყველაფერი კარგად აურიეთ. დაიდეთ სახეზე ნახევარი საათით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

_ 2 სუფრის კოვზ თაფლს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თბილი რძე. აურიეთ, წაისვით სახეზე. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

_ 2 სუფრის კოვზი თაფლი შეათბეთ, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ხორბლის უხეში ფქვილი, ნახევარი კოვზი ლიმონის წვენი. ნიღაბი თბილად დაიდეთ სახეზე. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

სხვა რჩევები

_ დაჭრილი ხახვი შეწვამდე ამოავლეთ ფქვილში. ასე უფრო ოქროსფრად შეიწვება და სურნელიც უკეთესი ექნება.

_ ქაშაყის ("სელიოდკის") გაწმენდის, ხახვის ან ნივრის დაჭრის შემდეგ ხელებზე სუფრის მარილი გაისვით, ან ძმარი შეიზილეთ და გრილი წყლით დაიბარეთ. უსიამოვნო სუნი გაქრება.

_ მინანქრის ქვაბი რძეს არ მიიწვავს, თუ შიგ 1 ნატეხ შაქარს ჩააგდებთ.

_ ხორცის ნაჭრები ლამაზად დაიბრაწება, თუ შეწვამდე შაქრის პუდრს მოაფრქვევთ.

_ კარტოფილს მას შემდეგ მოაყარეთ მარილი, როცა უკვე შეწითლდება. თუ თავიდანვე მარილიანს დაყრით ცხიმიან ტაფაზე, მაშინ მარილი ცხიმს შეერევა და კარტოფილის ნაჭრები ფორმას დაკარგავს.

_ ბევრს არ მოსწონს თხის რძის გემო, მაგრამ ამ მიზეზით არ ღირს ამ სასარგებლო პროდუქტზე უარის თქმა. მით უფრო, რომ უსიამოვნო სუნის გაქრობა ძალიან ადვილია: დუღილის დროს რძეში ჩაყარეთ ცოტა მარილი.

_ ცხიმის გადნობისას შხეფები არ იქნება, თუ მანამდე ტაფაზე დაყრით ცოტა მარილს.

_ მარილიანი წყლით კარგად იწმინდება სარკე და ფანჯრის მინები, თანაც მარილი ფანჯრის მინებს ყინვისგანაც იცავს.

 

 

 




 ახალი ამბები
  • ერთად დავეხმაროთ ძმებს დედის გადარჩენაში _ მაიასთვის დავამარცხოთ ლეიკემიაქართველი ძმების _ ნიკა და რატი ქართველიშვილების შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის _ ისინი, დედის გადასარჩენად მოქალაქეებს ტაქსის სერვისს სთავაზობენ. მათ დედას, მაიას ლეიკეიმია აქვს და ძმები ასე ცდილობენ მისი მკურნალობის თანხის შეგროვებას. ამჟამად, ძმები ბათუმში არიან და როგორც გვითხრეს, სეზონის დასრულებამდე ზღვისპირა კურორტზე იმუშავებენ. ნიკა ქართველიშვილის თქმით, დედის ოპერაცია, რომლისთვისაც საჭირო თანხა ჯერ არ აქვთ, 5 სექტემბერს არის დაგეგმილი. "გარკვეული თანხა მოგვიგროვდა, თუმცა, ჯერჯერობით, მთლიანი თანხის შეგროვება ვერ მოვახერხეთ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს თანხა შევაგროვოთ. როგორც იცით, თბილისიდან ადამიანები დასასვენებლად არიან წასულები და მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, რომ მე აჭარაში წამოვსულიყავი და აქ გამემგრძელებინა ჩვენი საქმიანობა. დედასთან ყოველდღიურად გვაქვს კონტაქტი. ის საბრძოლო განწყობაზეა, შემართებით არის, ჩვენი იმედი აქვს... თავიდან არ ვეუბნებოდით, რომ ასე ვცდილობთ ფულის შეგროვებას, თუმცა შემდეგ სადღაც უნახავს რეპორტაჟი ჩვენს შესახებ და ძალიან მადლიერია ყველა ადამიანის, ისევე, როგორც ჩვენ მადლიერები ვართ, მათი ვინც კი ამ ხნის განმავლობაში გვეხმარება“, _ - განაცხადა ნიკა ქართველიშვილმა. ძმები ქართველიშვილების დახმარების სურვილის შემთხვევაში მათი აბანკო რეკვიზიტებია: თიბისი ბანკი GE28თB7739345064300013 საქ.ბანკი GE95BG0000000161310779 მიმღები: რატი ქართველიშვილი პ/ნ 01019072195.მაგთის და ბილაინის აბონენტებისათვის: ... ...
  • გვაქვს ფული და "რუსთავი 2"-ზე უკეთესი შენობა, აწი ხვეწნას არ ვაპირებ - ნიკა გვარამიარუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის გუნდს მიმართავს. მისი თქმით, მას ჰყავს ინვესტორები და აქვს ფული, ასევე, რუსთავი 2-ზე უკეთესი შენობა. "მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა - რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ. მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთჩვენთან ერთადთავისუფლება ps ბოლო ოთხი სიტყვა მთავარი არხის სლოგანია pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია - რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის. as simple as that", _ წერს ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:20 საათზე დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა ... ...
  • ჟურნალისტების პროტესტი - კურიერი ეთერში არ გადის“რუსთავი 2-ის” ეთერში საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” დღეს ეთერში არ გასულა. ეთერში მხატვრული ფილმები გადის. გავრცელებული ინფორმაციით, 3 საათზე რ2 ის გენერალურ დირექტორს, მაყურებლისთვის უნდა მიემართა, თუმცა, ბოლო მომენტში, პაატა სალიამ გადაწყვეტილება შეცვალა. ახალი ამბები არცვებ გვერდზე ქვეყნდება. ამ ფორმით ჟურნალისტები პაატა სალიას საკადრო წმენდას აპროტესტებენ. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილმა თანამშრომლებმა უარი თქვეს გასულიყვნენ გადაღებაზე. ისინი ასევე აპროტესტებენ საინფორმაციოს ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას და ნინო შუბლაძესთან შეხვედრას არ აპირებენ. "რუსთავის 2"- ს ჟურნალისტები ტოვებენ, გუშინ, 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, ტელეკოპანია დატოვეს პატა იაკობაშვილმა, გიგლა თუმანიშვილმა, ეკა გაგუამ და მაია ლომიძემ. ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ  გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე "ინტერესთა კონფლიქტის" მოტივით ... ...
  • 23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება (R) 23  და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა  „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.     მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 23-25/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena-  თბილისი   #884/883 გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი 12:40 17:25 18:23 23:50 0:38 5:15  ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც  ექნებათ.  ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.  “საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ! (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...