როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი

ჩვენი რჩევები

როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი

2012 იან 4 07:25:25

იცით თუ არა, როგორ გაარჩიოთ ბებერი და ახალგაზრდა ქათამი? რომელს მიანიჭოთ უპირატესობა - მამლის თუ დედლის ხორცს? როგორ ამოიცნოთ, ახალი დაკლულია თუ არა ქათამი? რომელი უკეთესია სოფლის ქათამი თუ ფერმის?

ქათმის ხორცის სასარგებლო თვისებები

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. ქათმის ხორცი მაღალი ხარისხის, ადვილად შეთვისებადი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელი წყაროა ნებისმიერი ასაკის ორგანიზმის ზრდისა და ფუნქციონირებისათვის.

საქონლის ხორცთან შედარებით ქათმის ხორცი მეტ ცილებს შეიცავს (ქათმის ხორცში ცილები 19,5%-ია, საქონლის ხორცში კი _ 13%) და მას ადამიანის ორგანიზმი უფრო ადვილად ითვისებს, ამიტომ, ქათმის ხორცი შეიძლება სხვა ხორცზე უფრო ხშირად და მეტი ოდენობით მოვიხმაროთ. განსაკუთრებით სასარგებლოა ახალგაზრდა ფრინველის ხორცი. მნიშვნელოვანია ქათმის ჯიშიც - მეხორცული ქათმების ხორცი შეიცავს უფრო მეტ ცილასა და ცხიმს, ვიდრე კვერცხისმდებელი ქათმის ჯიშები, შესაბამისად, იგი უფრო გემრიელია და ყუათიანი.

ქათმისა და ინდაურის ხორცში არჩევენ თეთრ და მუქ ხორცს. მუქ ხორცთან შედარებით, თეთრ ხორცში უფრო მეტია სრულფასოვანი ცილები და ნაკლებია ცხიმები. ქათმის კანი შეიცავს ცხიმის დიდ რაოდენობას და, შესაბამისად, ქოლესტერინს; ამიტომ, ჭამის წინ ჯობს, იგი მოვაცილოთ. მოხარშული ქათმის ხორცი კანის გარეშე, უვნებელი და სასარგებლოა ყველასათვის.

ქათმის ხორცის არჩევა

ქათმის ხორცის შეძენისას, უნდა შეეცადოთ აირჩიოთ მეხორცეული ჯიშის, ახალგაზრდა, კარგად ნაკვები ფრინველი, სასურველია ახალდაკლული (შესაძლებელია, გაყინულიც). ახალგაზრდა ქათმის სქესს მნიშვნელობა არ აქვს - ყვინჩილებსა და ვარიკებს შორის საგემოვნო განსხვავებები ძალიან უმნიშვნელოა, მაგრამ თუკი ზრდასრულ ფრინველს ყიდულობთ, გირჩევთ დედალი შეიძინოთ - მამლის ხორცი საგემოვნო თვისებებით მას მკვეთრად ჩამოუვარდება.

ქათმის ჯიშის გარჩევა მომხმარებლისთვის საკმაოდ რთულია. ზოგადად, ერთი და იგივე ასაკის მეხორცეული ქათამი კვერცხისმდებელზე დიდია. დაკლული ფერმის ქათმები, ძირითადად, მეხორცეულია. სოფლის ქათმები კი, ძირითადად, კვერცხისმდებელი ქათმებია.

ფერმის ქათმებს, ძირითადად, 2-3 თვისას კლავენ, თუმცა, ხანდახან 1 წლამდე ასაკის ქათმებსაც (კვერცხისმდებლებს) კლავენ და ყიდიან. სოფლის ქათამი კი, საკმაოდ ბებერი _ 2-3 წლის ასაკისაც შეიძლება იყოს.

გირჩევთ, არ შეიძინოთ ბებერი ფრინველი _ მისი ხორცი მაგარი და უხეშია. ფრინველის ასაკის გასარჩევად, დააკვირდით მის კანს და ფეხებს: ბებერი ქათმის კანი უხეშია, მოყვითალო ფერის, ქონი მუქი ყვითელი ფერისაა. ფეხები დაფარულია უხეში ქერცლით, ხოლო ფეხის ქვედა მხარეზე კანის უხეში წანაზარდებია;

ახალგაზრდა ქათმის კანი ღია ფერისაა, ფრთებქვეშ ჩანს ძარღვები. ფეხები რბილია, დაფარულია წვრილი ყვითელი ქერცლით.

ფრინველის ნაკვებობის შესაფასებლად, დააკვირდით მკერდს _ კარგად ნაკვებ ფრინველს მკერდის ძვალი არ უნდა აჩნდეს, ცხიმი თხელი ფენით უნდა ფარავდეს მკერდს და მუცელს. ნაკვები ფრინველის კანის ფერი მქრქალი მოყვითალო ან მოთეთრო-მოყვითალოა, მუქი ფერის გარეშე. ადგილ-ადგილ გადაჰკრავს ვარდისფერი შეფერილობა. ხოლო ცუდად ნაკვები ფრინველის მკერდის ძვალი გამოკვეთილია, კანს მონაცრისფრო-მოყვითალო-მოწითალო ელფერი გადაჰკრავს;

თუმცა, გაითვალისწინეთ, ცხიმის რაოდენობამ შეიძლება მოგატყუოთ: ბებერი ქათამი ახალგაზრდაზე ცხიმიანი შეიძლება იყოს, თუმცა, ახალგაზრდა ქათმის ხორცი ბევრად უფრო ნაზი და გემრიელია. ამიტომ, ყოველთვის ჯობს, აირჩიოთ ახალგაზრდა ქათამი, თუნდაც ნაკლებ ცხიმიანი;

ახალდაკლული ფრინველის ცნობა კი ასე შეიძლება: ფრინველის ნისკარტი მშრალი და მკვრივია, არ უდის მჟავე სუნი და არ არის შებურული; პირის ღრუს ლორწოვანი გარსი ბზინვარე და მკრთალი მოვარდისფროა; თვალი ავსებს მთელ ორბიტას; ხორცი მკვრივია, დრეკადი; დიდი ხნის დაკლულ ქათმის გამოსაცნობად დააკვირდით შიგა ქონს -_ თუკი მას მომწვანო შეფერილობა გადაჰკრავს, ხორცზე ხელის შეხებისას იგრძნობა სირბილე და მთლიანად ქათამს მომჟავო სუნი დაკრავს _ ეს ქათამი ნამდვილად დიდი ხნის დაკლულია. ნუ შეიძენთ ასეთ ქათამს.

და კიდევ ერთი: ქათმის ხორცის სასარგებლო თვისებები ვლინდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქათამი გაზრდილია ნატურალურ საკვებზე, ჰორმონალური პრეპარატების დამატების გარეშე. თუმცა მეფრინველეობის ფაბრიკებში ფრინველების ზრდის სტიმულაციისა და დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით, როგორც წესი, ანტიბიოტიკებს და ჰორმონალურ პრეპარატებს იყენებენ და ფერმის ქათმის ხორცში შესაძლოა ამ პრეპარატების ნარჩენები იყოს, რაც თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის.

თუ საშუალება გაქვთ, შეეცადეთ არა ფერმის, არამედ სოფლის ქათამი შეიძინოთ. მაგრამ თუკი მაინც ფერმის ქათამს ან ქათმის ბარკლებს შეიძენთ, გირჩევთ: ხორცის მოხარშვისას, პირველი ნახარში (წამოდუღებიდან 2-3 წუთში) გადაღვაროთ _ ჰორმონები და ანტიბიოტიკები მას გაჰყვება და შემდეგი ნახარში უვნებელი იქნება. მოხარშულ ან შემწვარ ქათმის ხორცს მოაშორეთ და არ მიირთვათ კანი.

დაკლული ქათმის შენახვა სახლში

ახალდაკლული ქათამი მაცივარში 5 დღემდე ინახება. თუ მის შენახვას მეტ ხანს აპირებთ - საყინულეში შედეთ.

გაითვალისწინეთ: გამოუშიგნავი ფრინველი ძალიან მალე ფუჭდება. ამიტომ, შეძენისთანავე გამოშიგნეთ და ისე შეინახეთ.

ფრინველის ხორცის გაფუჭებისას კანზე, პირველ რიგში, ფრთების ქვეშ და ფეშხვის ბოლო ნაწილში, ჩნდება მოყვითალო-მონაცრისფრო ფერის ლაქები მომწვანო ელფერით, კანი ხდება წებვადი; არ მიირთვათ გაფუჭებული ქათმის ხორცი!

ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ შეარჩიოთ სხვადასხვა პროდუქტი, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.momxmarebeli.ge

მაღაზიაში იყიდეთ ან ნახეთ საკვებად უვარგისი პროდუქტი, არ იცით, როგორ მოიქცეთ და ვის მიმართოთ?

დარეკეთ "ცხელ ხაზზე": 2194242.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი




 ახალი ამბები
  • ადა მარშანია: რაც თავში მომივა იმას ვიტყვი _ თქვენ საცოდავებო, თქვენ უბადრუკებობატონო კობახიძე, გულის სიღრმეში მართლა გგონიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიმსახურეთ და გეკუთვნით? – ამ კითხვით მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა, ადა მარშანიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს დღევანდელ პლენარულ სესიაზე. ადა მარშანია დღეს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, რომ „მარშანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს – რომან გოცირიძეს და ნიკა მელიას თვალს უპაჭუნებდა“. ამასთან, როგორც ადა მარშანიამ აღნიშნა, ღმერთმა დაიფაროს „ქართულ ოცნება“ იმისგან, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდეს. „გამოვედი ამ ტრიბუნასთან და პირველად ჩემს ცხოვრებაში, იცით, არაერთი წლის პარლამენტის წევრი ვარ, არც კი ვიცი, როგორ დავიწყო ჩემი გამოსვლა. უბრალოდ, რაც თავში მომივა იმას ვიტყვი, ისე ვარ ემოციებით გადავსებული და გადატვირთული. ბატონო კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე რომ ბრძანდებით თქვენ, გულის სიღრმეეში მაინც მართლა გგონიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიმსახურეთ და გეკუთვნით? აი, გულის სიღრმეში მაინც? თქვენს სინდისთან მარტო რომ დარჩებით, მართლა გგონიათ ეს თქვენს თავზე? რა გაბედეთ თქვენ გუშინ და რა მითხარით აქ. მართლა ცუდი სმენადობაა ამ პარლამენტში და გუშინდელი დღიდან უკვე უბადრუკ და სამარცხვინო სხდომებს ყურსასმენით ვუსმენ. რაღაც თვალის ჩაპაჭუნებაზე ბრძანეთ, მე ყურადღებაც არ მიმიქცევია, მართლაც არ უნდა მიმექცია, მაგრამ თურმე, რა გითქვამთ თქვენ ამ ხმაურში. ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ, „ქართულ ოცნებას“, ე.წ, პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომ გაგიჟდეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, შეუერთდეს „ნაციონალურ მოძრაობას“. მერე თქვენ რა გეშველებათ, თქვენ საცოდავებო, თქვენ უბადრუკებო. მართლა რა გეშველებათ მერე თქვენ, ეს ერთი. მეორე – უფრო მძიმე სათქმელი მელის წინ და თქვენ უფრო მძიმე ტექსტის მოსმენა გელით პატივცემულო კოლეგებო“, – მიმართა ადა მარშანიამ ... ...
  • რუსული ნარატივის საუკეთესო მაგალითი სალომე ზურაბიშვილის შემდეგ _ წულუკიანის პასუხი მარშანიასქალბატონო ადა, თქვენი გამოსვლა რუსული ნარატივის საუკეთესო მაგალითი იყო სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ _ ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სესიაზე გააკეთა. მან ადა მარშანიას მიმართა და სთხოვა, საპარლამენტო ტრიბუნიდან რუსული ნარატივით არასოდეს ესაუბრა. წულუკიანმა მარშანიას იმ განცხადებას უპასუხა, სადაც პატრიოტთა ალიანსიდან პარლამენტის დეპუტატმა მინისტრს მოუწოდა მათთან საუბრისას ტონი შეეცვალა. „არა ქალბატონო ადა, მე თქვენ აღარ დაგელაპარაკებით, არც ამ ტონით არც იმ ტონით, საერთოდ არანაირი ტონით,  იმიტომ რომ იმ პარტიას ვცემ და ქალბატონ ირმას პატივს, ვისთან ერთადაც მიბრძოლია. მაგრამ, ძალიან გთხოვთ, ქალბატონო ადა, რუსული ნარატივით ამ ტრიბუნიდან ნუ საუბრობთ. საუკეთესო მაგალითი იყო რუსული ნარატივის სალომე ზურაბიშვილის შემდეგ თქვენი გამოსვლა,“-განაცხადა იუსტიციის ... ...
  • წულუკიანი ბოკუჩავას: ახლა ვითხოვ, რომ დამიცვათ მომავალში, როდესაც სააკაშვილი თავს დამესხმება გენდერული ნიშნით"თქვენ ხართ ლამაზი ქალი და ხართ განათლებული ქალი. ვასწორებ ჩემს გამოსვლას,"- ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თინათინ ბოკუჩავას საპარლამენტო ტრიბუნიდან. თეა წულუკიანს გუშინ გაკეთებული იმ განცხადების შესწორება მოუწია, როდესაც მან აღნიშნა, რომ თინა ბოკუჩავა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია.  წულუკიანის თქმით, მან და თინა ბოკუჩავამ კულუარებში ისაუბრეს და ერთგვარად შეთანხმდნენ კიდეც. მინისტრის თქმით, შეთანხმების მიხედვით, თუ ის განცხადებას გამოასწორებდა, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი მასზე გენედერული ნიშნით უარყოფით კომენტარს გააკეთებდა, ბოკუჩავა მას დაიცავდა.  იუსტიციის მინისტრი მომავალში ოპოზიციონერი დეპუტატისგან პირობის შესრულებას ითხოვს. "ჩვენ ხელი ჩამოვართვით ერმანეთს და შევთანხმდი, რომ გავასაჯაროებდი, რაზეც ჩამოვართვით ხელი ერთმანეთს. იმაზე, რომ მე ვთქვი, რომ თქვენი გუშინდელი განცხადებები იყო ზედაპირული, თქვენ მითხარით, რომ თუ ამას იტყვით ტრიბუნიდან, მე თქვენ დაგიცავთო, ვასაჯაროებ, რაზე ვილაპარაკეთ, თორემ მე თქვენთან კულუარებში სასაუბრო არაფერი მაქვს. მე თქვენზე ვთქვი, რომ თქვენი განცხადებები იყო ზედაპირული, მაგრამ თქვენ ლამაზი ქალი ხართ. ეს არ არის კარგი განცხადებ, ვაღიარებ ამ ტრიბუნიდან. მაგრამ თქვენ ხართ ლამაზი ქალი და ხართ განათლებული ქალი. ვასწორებ ჩემს გამოსვლას. მაგრამ ამის სანაცვლოდ, თქვენ დამპირდით, წეღან იქ მითხარით, რომ ჩემმა ლიდერმა თქვენზე უხამსობები თქვა გენდერული ნიშნითო, დიახ, სააკაშვილი უხამსი კაცია, რომელმაც ჩემზე უხამსობით და გენდერული ნიშნით ანეკდოტები მოყვა. თქვენ თქვით, რომ როდესაც ჩემი ლიდერი თავს დაგესხმებათ, დაგიცავთო. ახლა ვითხოვ, რომ დამიცვათ მომავალში, როდესაც სააკაშვილი თავს დამესხმება გენდერული ნიშნით,“- განაცხადა თეა ... ...
  • თალაკვაძე ოპოზიციას: ცოტა მაღალ კლასზე გადადით, შემდეგ კლასში გადადით.ერთი მადლობის სიტყვა მაინც დაგცდენოდათ, თქვე პროდასავლურო ოპოზიციის წევრებო - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა საპარლამენტო ოპოზიციას საყვედურით მიმართა, არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ ოპონენტებს თეა წულუკიანისთვის მადლობა უნდა გადაეხადათ, თუმცა მათ მადლიერების სიტყვა არ დასცდენიათ. „ერთი სიტყვა მაინც დაგცდენოდათ, ასეთი მამულიშვილური ინტონაციებით, რომ გამოხვედით, ერთი სიტყვა მაინც გეთქვათ, რუსეთთან მოგებულ საქმეებზე. ერთი სიტყვა მაინც დაგცდენოდათ ამაზე, თქვე პროდასავლელო ოპოზიციის წევრებო. ჩვენ ვართ ნამდვილი პროდასავლური ძალა, თქვენ ხართ თვალთმაქცები,“_ მიმართა თალაკვაძემ ოპონენტებს. მისი თქმით, ოპოზიციას ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელი კომპლექსი აქვს, თუმცა თალაკვაძე ოპონენტებს ჰპირდება, რომ გასულ წლებს აღარ შეახსენებს. „ჩვენ აღარ შეგახსენებთ არაფერს, უბრალოდ გამოდით წარსულის კომპლექსიდან დაიწყეთ თავდაჯერებული ირონიით, მერე ტორტით გააგრძელეთ და ბოლოს გაბრაზებულებმა დაამთავრეთ, იმიტომ რომ ვერაფერი მოუხერხეთ თეა წულუკიანს ისევ ჩვენ მოგვიწევს მწვავე კითხვების დასმა,“- თქვა თალაკვაძე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იმასაც ამბობს, რომ თეა წულუკიანის ულტიმატუმზე საუბრით, რომელიც მინისტრმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წაუყენა გუნდში დაპირისპირებას ვერავინ გამოიწვევს.   „ეს რა მოიფიქრეთ კიდევ, შვიდჯერ რომ გაიმეორეთ აშანტაჟებს პარტიის თავმჯდომარეს - თქვენ მართლა გგონიათ, რომ ეგეთი იაფფასიანი პოლიტიკა არის, როგორსაც თქვენ აკეთებდით? გგონიათ გუნდის წევრები ერთმანეთზე გაბრაზდებიან? მართლა გგონიათ,რომ რაიმე ინტრიგას დათესავთ ამით? ცოტა მაღალ კლასზე გადადით, შემდეგ კლასში გადადით. დამთავრდა ის პოლიტიკა, როცა გადააგდებდით მარცვალს და იქიდან აღმოცენდებოდა კონფლიქტი. მაგაზე ვერვის გააბრაზებთ მმართველ გუნდში. რამე რთული და უკეთესი მოიფიქრეთ,“-მიმართა თალაკვაძემ ... ...
  • „სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მაღლა, პირად ინტერესებს აყენებს“_ ჩიტაძე„სალომე ზურაბიშვილის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია. ის ამბობს, ცხინვალი ქართულმა მხარემ დაბომბაო, რაც ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას კიდევ უფრო ართულებს. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მაღლა, პირად ინტერესებს აყენებს. სჯობს, საქართველოს პრეზიდენტმა სიმართლე აღიაროს და განაცხადოს, რომ რუსეთი ის აგრესორი ქვეყანაა, რომელმაც ცხინვალი დაბომბა, ამგვარი ქმედება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე უფრო დადებითად აისახება“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ. მისივე თქმით, ზურაბიშვილის აღნიშნულ განცხადებაზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებს ეკისრებათ, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მას მხარი დაუჭირეს. „სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტ ქვეყანას პირდაპირ უბიძგებს, რომ თქვას: ჩვენ რატომ გვადანაშაულებთ აგრესიაში მაშინ, როცა  ცხინვალი ქართულმა მხარემ დაბომბაო. პრეზიდენტის რანგში ასეთ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება სირცხვილია. ზურაბიშვილის  ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმა უნდა აიღონ, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მას მხარი დაუჭირეს“, _ აღნიშნა ჩიტაძემ.  ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...

„ახალბედა მწერალი“

ცნობილმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ ცოტა...

“უცნაური” ვარსკვლავები

ნებისმიერ პიროვნებას გარკვეული უცნაურობები ახასიათებს...

ადამიანის თვალის უსაზღვრო ხედვა

ამერიკელმა მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ ადამიანის...

ინტერპოლი ეძებს კატას

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The...