როგორ ვებრძოლოთ თხილის მავნებლებს

ჩვენი რჩევები

როგორ ვებრძოლოთ თხილის მავნებლებს

2015 ივნ 1 14:04:48

ბოლო დღეებში გურიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თხილს მეტად საშიში მავნებელი შეესია და მოსალოდნელია მოსავლის განადგურება. რა ხდება სინამდვილეში?

_ ეს მავნებელი ადრეც არსებობდა და ახლაც აზიანებს თხილის ფოთოლს. საქმე იმაშია, რომ თხილის ფასის ზრდასთან ერთად, მოსახლეობა ფრთხილობს, საშიშმა მავნებლებმა არ გაანადგუროს პლანტაციები და მოსავალს საფრთხე არ შეექმნას. ეს ძალიან კარგია და ჩვენც მზად ვართ, შეტყობინებისთანავე მივიდეთ ადგილზე და გავუწიოთ კონსულტაცია, _ ამბობს აგრონომი, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი აკაკი ღლონტი.

მისივე განმარტებით, თხილის მავნებელი ბუგრის წინააღმდეგ მიზანშეწონილია ბიოლოგიური პრეპარატის ტურინგენის გამოყენება:

_ მისი ხმარების წესის შესახებ, შესაბამის მაღაზიებში ყველა ფერმერს აძლევენ ზუსტ განმარტებას, როგორ გამოიყენონ ის. წლევანდელ მოსავალზე ეს მავნებელი საზიანო გავლენას დიდად არ მოახდენს, თუმცა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და თუ მოსახლეობას სურვილი ექნება, რომ მაინც შეწამლოს თხილის პლანტაციები, აღნიშნული სამსახური კონსულტაციას გაუწევს თითოეულ ფერმერს, დაჟინებული მითითებით, იხმაროს მხოლოდ ბიოლოგიური პრეპარატი.

რაც შეეხება ზამთრის მეგალე ტკიპას, მის წინააღმდეგ ბრძოლა შემოდგომაზე იწყება, რადგან ის ზამთრის განმავლობაში კვირტშია და ახლანდელ მოსავალს ხელს ვერ შეუშლის, თუმცა საწინააღმდეგო ბიოლოგიური საშუალებებით ნებისმიერი მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია, მით უფრო, როცა თხილის ფასი და მასზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ტკიპას წინააღმდეგ, ასევე, შედეგიანია ტურინგენის გამოყენება.

საშიში ამბროზიის ხოჭო, რომელიც საკარანტინო მავნებელია და არათუ ფოთოლს, პირდაპირ თხილის ღეროს აზიანებს, ჯერჯერობით,  გავრცელებულია სამეგრელოს რეგიონში და მის წინააღმდეგ ბრძოლა განსაზღვრული ალკალოიდების ჯგუფის მეშვეობით ხდება, თუმცა, ეს არაა ზუსტი საწინააღმდეგო საშუალება და მხოლოდ მცირე ეფექტით განისაზღვრება.

ამ ეტაპზე მოსახლეობა უნდა ერიდოს სამეგრელოდან ნერგის შემოტანას. ამბროზიის ხოჭო პირდაპირ ღეროში შედის და მეცნიერულად მისი საწინააღმდეგო პრეპარატი ჯერ გამოგონებული და დადგენილი არ არის. ამიტომ პირველი შემჩნევისთანავე ხმობაშეპარული ან უკვე გამხმარი ღერო სასწრაფოდ უნდა გამოვჭრათ და დავწვათ. მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ბუგრი, ტკიპა და ამბროზიის ხოჭო, _ გვითხრა აკაკი ღლონტმა.




 ახალი ამბები
  • ნიკა მელია პარლამენტის სხდომათა დარბაზში მარტო იმყოფება (ფოტო)ამ წუთებში დაიწყო პარლამენტის  ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ უნდა იმსჯელონ. მელია პარლამენტის სხდომათა დაბაზში მარტო, თანაგუნდელების გარეშე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" სხდომა პროტესტის ნიშნად ... ...
  • "ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს" _ სალომე სამადაშვილისერგო რატიანის შემდეგ, პროტესტის ნიშნად ბიუროს სხდომა, სალომე სამადაშვილმა დატოვა. პარლამენტის ბიურო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. სამადაშვილის თქმით, არანაირი საბაბი არ არსებობს მელიას დასაკავებლად. ,,მე როცა ვიდექი პარლამენტის თავჯდომარის სკამთან და გავრილოვს არ ვაძლებდი ასვლის უფლებას, ვამბობდი თუ დღეს გავრილოვს აქედან არ გააძევებდნენ, აქ მოვა ქართველი ხალხი და მას გააძევებს-მეთქი, ეს იყო თუ არა ძალადობრივი მოწოდება? ამის გამო აპირებს ვინმე ჩემს დაპატიმრებას? _ რა თქმა უნდა, არა. ასე რომ, ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს", _ განაცხადა სალომე სამადაშვილმა ... ...
  • "ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ რომან გოცირიძე"ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. ბიუროს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ნიკა მელია ამ წუთებში მივიდა პარლამენტის ... ...
  • "გააჩერეთ ეს ქალი, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო" - კოპალიანი ბოკუჩავაზე გააჩერეთ ეს ქალი, კაცო, კაცებო, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო... ქალები ქალებს დაემსგავსეთ, კიდე -  მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა კარლო კოპალიანმა, ნაციონალური მოძრაობის წევრს, თინა  ბოკუჩავას გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე სადაც,  ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას განიხილავდნენ. კოპალიანი ენმ-ის დეპუტატის თინა ბოკუჩავას გამოსვლამ გააღიზიანა. ... ...
  • "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას" _ სერგო რატიანმა ბიუროს სხდომა დატოვასერგო რატიანმა ბიუროს სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს, პროტესტის ნიშნად დატოვა. "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, რა მდგომარეობაშიც არის ჩემი პარლამენტის უმრავლესობა, _ ეს განცხადება სე. ამ ადამიანებს სურთ გადაფარონ თავისი ხელისუფლების დანაშაული. ის დანაშაული, რომ ერთი დღის განმავლობაში ვერ გადააყენეს საკუთარი პარლამენტის თავმჯდომარე, სურთ გადაფარონ და დაიჭირონ ერთი დეპუტატი, ერთი პარლამენტის წევრი. ეს არის მართლაც ისეთი უსუსურობა, ისეთი საცოდაობა, რომ ეს ჩვენთვის არის ძალიან სანარცხვინო. ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო წუთი პარლამენტარიზმის ისტორიაში", _ განაცხადა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ15 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს. გამოძიება მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობა, მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...