მეცხვარე ფერმერთა საყურადღებოდ!

ჩვენი რჩევები

მეცხვარე ფერმერთა საყურადღებოდ!

2015 ივნ 1 15:13:21

საქართველოში კოღოების და სხვა მწერების გააქტიურებასთან ერთად, ცხვარში (ძირითადად მოზარდი  2-10 თვემდე) თავი იჩინა დაავადებამ, რომელიც კლინიკური ნიშნებით გავს ეპერითროზოონოზს, შეიძლება იყოს ანაპლაზმოზიც, რის დასადგენად სასურველია ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. თუმცა, ხშირად ფერმერები ლაბორატორიულ კონტროლს ნაკლებად მიმართავენ. ამდენად, დიაგნოსტირებამდე გთავაზობთ მკურნალობისა და პროფილაქტიკის გარკვეულ სქემას და რეკომენდაციებს.

ეპერითროზოონოზი სისხლის პარაზიტული დაავადებაა, ხასიათდება მწვავე და ქვემწვავე მიმდინარეობით, ანემიით, წონაში ჩამორჩენით, სიგამხდრით. ახასიათებს პერიოდული ციებ-ცხელება (იგივე ახასიათებს ანაპლაზმოზსაც), ძირითადად ავადობენ მოზარდები. პირველი სიმპტომების დროს ტემპერატურა იწევს 40.5-დან 41.10C- მდე, რომელიც გრძელდება 3-4 დღე მუდმივად ან მონაცვლეობით. შეიძლება ზრდასრული ცხვარიც დაავადდეს.  დაავადებულებს შორის სიკვდილიანობა არის 10%-მდე, თუმცა ზარალი დიდია, რადგან ცხვრის წონა და სანაშენე და სამეურნეო ფასეულობები მნიშვნელოვნად იკლებს. ამასთან, დაავადებაგადატანილები ადვილად ითვისებენ სხვა დაავადებებს. ინფიცირების წყაროა ავადმყოფი ან ნაავადმყოფარი ცხოველი. გადამტანები არიან: კოღოები, ბუზები, ტკიპები. დაავადება ვლინდება გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე.

ეპერითროზოონოზი ხშრად მიმდინარეობს პნევმონიის, თეთრკუნთოვანი და პარაზიტული დაავადებების თანხლებით. ჰგავს ცხვრის ანაპლაზმოზის, ბაბებიოზის დაავადებას. დაავადების წამყვანი ნიშანია ანემია, სიგამხდრე.

სისხლის დაბინძურების შემთხვევაში, ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2-5-დან 20 დღემდე. ცხვრის ტანზე ტკიპის გაჩენიდან პარაზიტები სისხლში გამოვლინდება ერთი კვირიდან 2 კვირამდე ან უფრო მეტი ხნის შემდეგ.

მკურნალობის დროს გამოიყენეთ პიროტექსი B12 ან მისი ანალოგი პრეპარატები 3,5 მგ/კგ ც.წონაზე ინტერვალით 24-48 საათი, დამატებით კობალტის შემცველი პრეპარატი. ანაპლაზმოზის მკურნალობისთვის ვაკეთებთ ანტიბიოტიკს, მაგალითად, ოქსიტეტრაციკლინ-200,  პრიმაფულს ან მსგავსი ოქსი და ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატებს. კუნთში პიროტექსი B12-ის შეყვანიდან, 24-48 საათში, სისხლში,  ეპერითროზოონები ქრება. ანაპლაზმოზზე ამ ტიპის პრეპარატები არ მოქმედებენ, ამიტომაც ვაკეთებთ დამატებით ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატებს.

დაავადების რომელიმე ნიშნის გამოვლენისთანავე მიმართეთ ვეტექიმს. დიაგნოსტიკა ტარდება ეპიზოოტიური, კლინიკური და პათმორფოლოგიური მონაცემების საფუძველზე. ზუსტი დიაგნოზის დადგენისათვის სასურველია ლაბორატორიული ანალიზი.

პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ცხვრის პარაზიტების საწინააღმდეგო გაბანვა, რომ დაავადება არ გავრცელდეს  მექანიკური გზით, სისხლის აღების დროს, ვაქცინაციის ან სხვა ქირურგიული მანიპულაციისას, დაიცავით ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესები.

დროული მკურნალობის შემთხვევაში გამოსავალი დადებითია.

ეს დაავადება ასევე გვხვდება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვშიც და ღორშიც.

მიხეილ ჭიჭაყუა, ასოციაცია "მომავლის ფერმერის" მთავარი ვეტკონსულტანტი, ბიოლოგიის დოქტორი

დარეკეთ ჩვენს"ცხელ ხაზზე": 597915367




 ახალი ამბები
  • ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდიუკვე მეორე წელია, რაც ბახმაროში დოღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება. „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ სპონსორებთან ერთად სპეციალური საპრიზო ფონდი და საჩუქრები დააწესა. წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“, ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი. ღონისძიების ფარგლებში შედგება 4 გარბენი: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულაგარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარიI ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი;I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; მონაწილეობაღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიროს რეგისტრაცია 18 აგვისტოს 10:00 დან 18:00 საათამდე, რეგისტრაცია გაიმართება ბახმროში, დოღის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე.აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა ცხონოსანი გამოცხადდეს ცხენის ... ...
  • ოზურგეთის ბაზარში ძაღლმა სოფელ მელექედურის მცხოვრები დაკბინადღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ძაღლმა მოქალაქე დაკბინა. მელექედურელი მამაკაცი ბევრს ეცადა, ძაღლი მოეშორებინა, თუმცა, ცხოველის მოსაგერიებლად  ვერც ირგვლივ შემოკრებილი ხალხი აღმოჩნდა საკმარისი და სამაშველო სამსახრური გამოიძახეს. ბაზარში მომუშავე ქალბატონი მანანა ფერცულიანი ამბობს, რომ ახლახან ის დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობას გადის. _ ამ მიუსაფარ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა მანანა ფერცულიანმა. ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ „გურია ნიუსთან“ თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა, იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში. _ ბაზარი კერძო ტერიტორიაა  და თუ იქედან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიებას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა მან. ვრცლად ოზურგეთში მოხეტიალე მიუსაფარი ძაღლების, მათ მიერ მიყენებული დაზიანებების და მათზე ზრუნვის შესახებ,  სტატიას უახლოეს საგაზეთო ნომერში ... ...
  • „გალტ ენდ თაგარტმა“ კვლავ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები...სს „გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს „საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ რიგით მეოთხე ემისიაა, რაც კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და ზოგადად, კომპანიის მზარდ ტენდენციებზე მეტყველებს.  „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 7,5%-ს, უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაშვებას ადგილობრივი საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში და შესაბამისად, მოხდება დარიცხული პროცენტის გათავისუფლება გადასახადებისაგან, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ინვესტორებისთვის. ობლიგაციების ვადა შეადგენს 2 წელს და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2021 წლის 9 აგვისტოს. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აქაც „გალტ & თაგარტია“.  „მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ, წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის“ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვემაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და „გალტ & თაგარტის“ თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება“ , - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.  „მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. კიდევ ერთი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სანდოობაზე, ისე, ზოგადად საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კომპანიებისთვის დაფინანსების კიდევ ერთი მეტად ხელსაყრელი წყარო. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ. ... ...
  • თავდასხმა საქართველოს ბანკზე _ პოლიციამ ერთი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია 1 პირი - 1994 წელს დაბადებული ვ.გ. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხა, იარაღის მუქარით გაიტაცა ფული (დაახლოებით 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით) და მიიმალა. სამართალდამცველებმა დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მომხდარიდან რამდენიმე დღეში იგი თბილისში დააკავეს. პოლიციამ ვ.გ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ტანსაცმელი, რომელიც მას ბანკის დაყაჩაღების დროს ეცვა, სახლის სხვენიდან კი ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. ყაჩაღობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. მიმდინარე წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებშიში ბანკებზე ყაჩაღური თავდასხმის 4 ფაქტი გახსნა, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 8 პირი. 3 ფაქტზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ... ...
  • გაზრდილი მგზავრთა ნაკადის მომსახურების მიზნით დამატებითი მატარებელი ინიშნება (R)საკურორტო სეზონზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის  მომსახურების მიზნით, 18 აგვისტოს „საქართველოს რკინიგზა“   თბილისიდან და  ბათუმიდან ორივე  მიმართულებით, სამგზავრო მატარებელს ამატებს.   მატარებელი  იმოძრავებს  შემდეგი განრიგით:  18/08/2019    თბილისი - ბათუმი -  თბილისი   №888/887   გასვლა- თბილისი   ჩასვლა-ბათუმი  გამოსვლა-ბათუმი   ჩამოსვლა- თბილისი 09:05 14 :42 18:30 00:07    შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.  ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.  საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...