როგორ გავხადოთ ბუშმალა მსხმოიარე

gurianews.com

ჩვენი რჩევები

როგორ გავხადოთ ბუშმალა მსხმოიარე

2015 ივნ 25 21:40:09

ძალიან მიყვარს ბუშმალა და არაერთხელ ვცადე მისი დარგვა. გაიზარდა, მაგრამ ნაყოფს დღემდე არ ისხამს. ჩემს მეზობლად, 200 მეტრის დაშორებით კი ხარობს და უხვადაც მსხმოიარობს.

გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, რომ ბუშმალა ჩემს ეზოშიც მსხმოიარე გახდეს? მიწის განოყიერებაც არაერთხელ ვცადე, რა არ ვიღონე, მაგრამ შედეგი ვერ მივიღე.

ეთერ ვაშაყმაძე. ოზურგეთი, სოფელი ლიხაური

ბუშმალა დეკორატიული მცენარეა, უგემრიელესი ნაყოფით. სამწუხაროდ, აქ ნიადაგი  არაფერ შუაშია. სრულიად მოსალოდნელია, რომ ერთ სოფელში, სადაც მაღლობი და დაბლობი ერთმანეთს ენაცვლება, ერთგან მოისხას, მეორეგან _ არა. საქმე იმაშია, რომ ბუშმალა ნოემბერსა და დეკემბერში ყვავილობს. დაბლობში ამ დროს უმეტესად ცივა და ყინავს. ყვავილიც ადვილად იყინება და ყოველ გაზაფხულზე მხოლოდ ცარიელი ხე რჩება, ლამაზი ფოთლებით.

მეც არაერთხელ ვცადე სოფელ გურიანთაში ბუშმალის მოშენება, თუმცა, დაბლობზე ვცხოვრობ და არ მოისხა. მისი ყვავილი ცივ ტემპერატურას ვერ უძლებს. სასურველია, არ მოჭრათ, რადგან ის ძალიან ლამაზი მარადმწვანე დეკორატიული მცენარეა და კარმიდამოს ამშვენებს.

აკაკი ღლონტი, სწავლული აგრონომი


ნახვა: 1132


 ახალი ამბები
  • ჰესის სათავე ნაგებობაში ნაპოვნი ცხედარი იდენტიფიცირებულიაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში, ჰიდროელექტრო სადგურის სათავე ნაგებობაში, წყალში ნაპოვნი გვამი იდენტიფიცირებულია. როგორც გვითხრეს ის 28 წლის. თურქეთის მოქალაქეა: _ ახალგაზრდა მამაკაცს, ჯიბეში ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ამით მოხდა ცხედრის იდენტიფიცირება. ასევე, მას ჯიბეში ჰქონდა საკრედიტო ბარათები და მანქანის გასაღები, _გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.  გარდაცვლილი ცხედარი უკვე ექსპერტიზაზეა ... ...
  • ჩოხატაურში წყალსაცავში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში ჰიდროელექტროსადგურის სათავე ნაგებობაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ წყალში მამაკაცის თავი შენიშნეს. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და პოლიცია. ამ დროისთვის უცნობია გარდაცვლილის ... ...
  • ბანკების „შავი სია“ უქმდებასექტემბრიდან ეგრეთ წოდებული შავი სია უქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ორგანიზაციები ვადაგადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს ნეგატიურ სტატუსს ვეღარ მიანიჭებენ. ამ დროისთვის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში 600 ათასზე მეტი მომხმარებელია. ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, სესხის გაცემისას უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა, ხართ თუ არა თქვენ ეგრეთ წოდებული ნეგატიური გადამხდელი და საფინანსო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას თქვენი საკრედიტო ისტორიისა და დადასტურებული შემოსავლის მიხედვით მიიღებს.  წყარო: ... ...
  • პური გაძვირდება _ ოზურგეთში პურის ფქვილის ფასმა მოიმატაამ დღეებში ქალაქ ოზურგეთში მდებარე მაღაზიებში პურის ფქვილის მოიმატა. 25 კგ. პურისფქვილი 23 ლარი და 50 თეთრი ღირდა, ხოლო ახლა 25 ლარია. ექსპერტები მედიასთან საუბრობენ, რომ ამ დღეებში პურის ფასიც მოიმატებს. “კი, მაგრამ ტელევიზორს არ უყურებთ? ლარი როგორ თამაშობს, რა გაგიკვირდათ ფასის მატება, _ უთხრა გამყიდველმა პურისფქვილის მყიდველს. “ტელევიზიით ჯერ არ გადმოუციათ ამბავი და ისე უმატებთ. გაჭირვებულმა ხალხმა იკითხოს ეს ფასები მატება, თორემ თქვენ რა“, _ დაუბრუნა პასუხი პენსიონერმა ... ...
  • ჩოხატაურში ლეოგრანდში დაღუპული ახალგაზრდის სახლი იწვისამ წუთებში ჩოხატაურში, სოფელ გოგოლესუბანში, შარშან,  24 ნოემბერს,  ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძარის შედეგად დაღუპული 21 წლის  გიორგი მორთულაძის სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიწეწები ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...