რა უნდა ვაკეთოთ ივლისში ჩვენს კარმიდამოში

ჩვენი რჩევები

რა უნდა ვაკეთოთ ივლისში ჩვენს კარმიდამოში

2015 ივნ 25 21:43:04

როგორც წესი, ივლისშიც ჩვენი ბოსტნები და ბაღები, პირველ რიგში, სარველებისგან უნდა ვასუფთავოთ და გამუდმებით დავიცვათ მათგან. ყველა მოთხრილი თუ მოთოხნილი სარეველა დავყაროთ ნაყოფიერი ხეების ირგვლივ. ასეთი მულჩირებით მცენარეს ზაფხულის ცხელ დღეებში ტენიანობა უნარჩუნდება. ხოლო ფესვთან ახლოს, ამ ბალახეულის თანდათან ჩაბარვით, ორგანული სასუქი გროვდება, რაც საბოლოოდ მცენარეს ბიოლოგიურად სუფთა ნაყოფის მოცემაში ეხმარება. წესად უნდა გავიხადოთ ის, რომ ბალახის ერთი ღერიც არ დავკარგოთ და საუკეთესო ბიოსასუქად ვაქციოთ.

ნიადაგი მუდამ ვაფხვიეროთ. განსაკუთრებით ვიზრუნოთ პომიდორზე _ ყოველი კვირის ბოლოს მოვაშოროთ ზედმეტი ყლორტები და ავახვიოთ სარზე. ეს საღამო ხანს უნდა მოხდეს, თორემ მზიან ამინდში ზედმეტი ტოტების შეცლით მცენარის ფოთლები მოიჟღლიმება. შეცლილი ფოთლები დავაქუცმაცოთ და ორი კილოგრამი ჩავყაროთ ხუთ ლიტრ წყალში. წამოვადუღოთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ, როცა გაგრილდება, გავწუროთ და ასე მომზადებული ხსნარი ხუთ ლიტრ წყალში ერთი ლიტრი შევურიოთ. კარგია, თუ სარეცხი საპნით აქაფებულ წყალსაც შევურევთ. შემდეგ შევასხუროთ პომიდორს. ეს უნდა მოხდეს საღამო ხანს, მზის გადასვლის შემდეგ და არა დაღამებისას. მცენარეს არც მზის სხივი უნდა მოხვდეს და შეშრობაც უნდა მოასწროს ღამის დადგომამდე. ეს არის ნაცადი ხალხური საშუალება, რომელიც ჩვენს ეკონომიკას დაზოგავს. ისე კი, საყოველთაოდ ცნობილი ბორდოს ხსნარი შეუცვლელია. იგივე ხსნარი შეიძლება შევასხუროთ როგორც ოთახის, ისე მინდვრის ყვავილოვან მცენარეებს, თუ შევამჩნევთ, რომ ამ ყვავილებს ბუგრი შეესია და ფოთლებს უწიწკნის, ჯერ ეს ბუგრი თუ ტკიპები ხის პატარა ნაფოტით ჩამოვფხიკოთ, მერე კი ხსნარი შევასხუროთ.

ზოგმა მეფუტკრემ არ იცის, რომ სკების სხვადასხვა ფერით შეღებვა მარტო სილამაზისთვის არაა საჭირო და ეს აუცილებელია. ყველაზე კარგად ფუტკარი ყვითელ, ლურჯ და შავ-თეთრ ფერებს არჩევს. ორი ერთნაირი ფერის სკას შუაში სხვა აღნიშნული ფერით შეღებილი სკა ჩავუსვათ. ფუტკრები ასე უფრო ადვილად აგნებენ საკუთარ სახლს.

ჩვენში თანდათან პოპულარული ხდება მარწყვის მოშენება საკარმიდამო ნაკვეთებში. მას ძალიან ემტერება ლოკოკინა. ამიტომ რიგთაშორის თუ დავრგავთ ოხრახუშს და აქა-იქ ნიორსაც ჩავთესავთ, ლოკოკინასებრები არ მიეკარებიან.

 ივლისშივე უკვე წუნწუხი და ჟიჟა უნდა მივცეთ ბოსტნეულს, რაც უმჯობესია, ნაწვიმარზე მოხდეს.

ივლისის ბოლოდან კი კვირტში მყნობას მივხედოთ. ვაზს შევაცალოთ ზედმეტი ყლორტები, ნამხრევები და ყველაფერი ეს კომპოსტისთვის გამოვიყენოთ. არ დაგვავიწყდეს ჭრაქის საწინააღმდეგოდ ბორდოს ხსნარის მიცემა. ასევე, ნაცრის საწინააღმდეგო კომბინირებული საშუალებების გამოყენება.

ივნისსა და ივლისში კიტრსა და გოგრას განსაკუთრებით მოეძალება ხოლმე ნაცრის დაავადება. ფოთლებზე ბევრია ნაცრისფერი ლაქები, რაც ნაადრევად, ნაყოფის გამოსხმამდეც აყვითლებს და აჭკნობს გოგროვანებს. ეს განსაკუთრებით მოსალოდნელია წლევანდელი უხვი ნალექის პირობებში. თუმცა, ნაცრის დაავადებას ცხელი ამინდების დროსაც არ ეშლება ხელი კიტრისა და გოგრის "დასაპყრობად". ამიტომ, საღამოობით ან დილით ადრე, მზის ამოსვლამდე, აუცილებლად უნდა შევასხუროთ 0,5 %-იანი კოლოიდური გოგირდის ხსნარი.

როგორც ინდიელები უწოდებდნენ, ღვთიური მცენარის _ სიმინდის მიხედვა არ დაგვავიწყდეს. ივლისში, ძირითადად, მეორე თოხნა სჭირდება და შემდეგ მივცეთ სასუქი. ყურადღება მივაქციოთ ერთ გარემოებას _ ჩვენში, თხილის პოპულარობის გაზრდის შემდეგ, ბევრმა მეურნემ საყანე ფართობში თხილის პლანტაცია გააშენა. ხშირადაც წუწუნებენ, ჭყინტი სიმინდიც აღარ გვაქვსო. გირჩევთ, თხოვოთ მეზობლებს, ვისაც სიმინდის ყანა აქვს, მოგცეთ ზედმეტი ნერგები, რომელსაც თოხნის დროს ისედაც გამოჭრის. შემდეგ წავაჭრათ მესამედი ნაწილი და ასე დავრგოთ თითოეული ძირი შერჩეულ ადგილზე ჩვენს ეზოში. 20-30 ძირი სიმინდის ადგილს ყველგან მოვძებნით. კარგად შემოუყარეთ მიწა და ვეგეტაციის პერიოდში ზუსტად ისე დაეხმარეთ, როგორც სიმინდის ყანაში მუშაობთ. თქვენ გექნებათ ჭყინტი სიმინდი გაცილებით დიდი ტაროებით, ვიდრე ყანაში მოტეხდით.




 ახალი ამბები
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • ზუგდიდში ტაძარი გაქურდესზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...

არქივი