ხილის კრეფის წესი და თავისებურება

ჩვენი რჩევები

ხილის კრეფის წესი და თავისებურება

2015 აგვ 10 18:52:53

ხილის მოსავლის აღება ისე უნდა მოხდეს, რომ თავიდან ავიცილოთ ნაყოფის ხარისხის გაუარესება და მისი რაოდენობის შემცირება. ბევრი ჩვენგანი ხშირად ფიქრობს, თითქოს, ხილის მოკრეფას ბევრი არაფერი სჭირდება, მაგრამ ეს ასე არ არის.

ზაფხულში _ ივლისსა და აგვისტოში მრავალი სახეობის ხილი იკრიფება. კრეფის დაწყებამდე უნდა მოვიმარაგოთ და მოვამზადოთ კრეფისთვის საჭირო ინვენტარი, ტარა და ხილის შესანახი შენობა.

აუცილებელია, ვიქონიოთ კიბე, ხეზე ასვლა დაუშვებელია, რადგან მკრეფავმა შეიძლება დააზიანოს ან დაამტვრიოს სანაყოფე ტოტები. ხილს აქვს ორგვარი სიმწიფე:  საკრეფი და მოხმარებითი. საკრეფი სიმწიფე მაშინ დგება, როცა ნაყოფის ზრდა დასრულებულია, ყუნწის ტოტთან მიმაგრების ადგილზე ჩნდება ქსოვილის თხელი შრე, რომლის მეოხებითაც ნაყოფი გამოავლენს მისთვის დამახასიათებელ ჯიშურ თვისებებს: შეფერვას, გემოს, არომატს.

გარემო პირობების შესაბამისად, კრეფის ვადები ყოველწლიურად იცვლება. კრეფა უნდა დავიწყოთ ქვედა ტოტებიდან, აუცილებლად მშრალ ამინდში.

ხილი ყუნწით უნდა მოიკრიფოს. კრეფის დროს არ უნდა დავაზიანოთ კანი, რადგან მასზე მაშინვე იწყებს დასახლებას მიკროორგანიზმები.

კრეფისას უნდა გავუფრთხილდეთ სანაყოფე წარმონაქმნებს. ვაშლის, მსხლის, ატმის და გარგარის კრეფისას ნაყოფი თავსდება ხელისგულზე, თითები შემოევლება ირგვლივ და ნაყოფი შემოტრიალდება.

ქლიავი იკრიფება ორი თითის ყუნწზე წავლებით.

განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მოვახდინოთ ბლისა და ალუბლის მოკრეფა ორი ან სამი თითის ყუნწში წავლებით და შემობრუნებით. უყუნწოდ მოკრეფა ხელს უწყობს ნაყოფის სწრაფად ლპობას.




 ახალი ამბები
  • რა ხდება პარლამენტის უკანა შესასვლელთან _ ფოტორეპორტაჟიპარლამენტის შესასვლელთან სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეებისგან ტერიტორია გაათავისუფლა. გთავაზობთ ფოტოებს, რა ხდება ამ წუთებში პარლამენტის უკანა ... ...
  • წყლის ჭავლის შემდეგ პარლამენტის წინ გაზი გაუშვესწყლის ჭავლის შემდეგ პარლამენტის წინ გაზი გაუშვეს, თუმცა აქციის მონაწილეები არ იშლებიან. როგორც "გურია ნიუსს" ადგილიდან ატყობინებენ, სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა ქაშვეთის ეკლესიის მხრიდანაც შევიდა. ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს ტროტურაზე ჯდომისკენ ... ...
  • მომიტინგეების დაშლას წყლის ჭავლით ცდილობენპარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეების დაშლას წყლის ჭავლით ცდილობენ. მიუხედავად ამისა აქციის მონაწილეები არ იშლებიან და ძირს ... ...
  • აქციის მონაწილეებისთვის მიცემული დრო ამოიწურა, სპეცრაზმელებმა ჯაჭვი გაწყვიტეს (ვიდეო) ამ წუთებში სპეცრრაზმი გამოვიდა, თუმცა აქციის მონაწილეები მათ წინ ხელებაწულები დაუდგენ და მოძრაობის საშუალებას არ ... ...
  • კუთხეში მიმწყვდეული ვირთხის მოქმედებები გაუთვლელია _ თამარ ჩერგოლეიშვილი"ივანიშვილი არის იზოლირებული. მან, თავისი მიუღებელი ნაბიჯით დაიპირისპირა მთელი პოლიტიკური სპექტრი, საზოგადოების უდიდესი ნაწილი და დასავლეთი. მან, თავისი ნაბიჯით ყველას გააგებინა, რომ არჩევნებს აგებს და ძალაუფლების უზურპაციით აპირებს მის შენარჩუნებას. იზოლირებული და კუთხეში მიმწყვდეული ვირთხის მოქმედებები გაუთვლელია და მისი მხრიდან საბედისწერო შეცდომის რისკიც მაღალია. ჩვენ უკან არ დავიხევთ - დაგვარბევს, ესეც შესაძლებლობა იქნება ივანიშვილის შემდგომი იზოლაციისკენ და ხელისუფლებიდან განდევნისკენ. ივანიშვილის ყველა შეცდომა არის ჩვენი შესაძლებლობა, _ ამბობს "ტაბულას" დამფუძნებელი  თამარ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?

პოლიტიკა

 

რა ხდება პარლამენტის უკანა შესასვლელთან _ ფოტორეპორტაჟი

პარლამენტის შესასვლელთან სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეებისგან ტერიტორია გაათავისუფლა. გთავაზობთ...

სრულად