ვენახის წლევანდელი მოსავლის მოლოდინი და დარჩენილი სამუშაოები

ჩვენი რჩევები

ვენახის წლევანდელი მოსავლის მოლოდინი და დარჩენილი სამუშაოები

2015 სექ 8 19:51:41

წლევანდელი წელი გურიის მევენახეობისთვის საკმაოდ რთული გამოდგა. თავიდან მოსავალს ძალიან კარგი პირი უჩანდა, ვაზმა გაზაფხულზე ბევრი ნასკვი გამოიღო, მაგრამ ყვავილობის ფაზაში მოსულმა წვიმებმა მეტად შეაფერხა დამტვერვის პროცესი და მტევნებიც საკმაოდ გამეჩხერდა. შემდგომში ამას გვალვებიც დაერთო, რამაც მცენარე სტრესულ მდგომარეობაში ჩააყენა და საგრძნობლად დააკნინა. შიგადაშიგ მოსული მცირე ნალექი და ღრუბლიანობა გვალვას არსებითად არ ამცირებდა, ხოლო სოკოვანი ავადობების, პირველ რიგში, კი ჭრაქის გავრცელებისთვის მეტად ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა.

შედეგად მივიღეთ ის, რომ მოსავალი, მთლიანობაში, შემცირდა, მაგრამ, ვინც დროულად და ხარისხიანად ჩაატარა საჭირო აგროტექნიკური ღონისძიებები, პირველ რიგში, კი ფუნგიციდებით წამლობები, მან მთლიანად თუ არა, დიდწილად მაინც შეინარჩუნა მოსავალი და ახლა რთველის მოლოდინშია.

საერთოდ კი, გასულ, მევენახეობისთვის (და არა მხოლოდ მევენახეობისთვის) უმძიმეს წელთან შედარებით, როცა ჯერ გაზაფხულის წაყინვების (უფრო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში) შემდეგ კი ივნისის დასაწყისში თავს დამტყდარი ქარიშხლის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტში) გამო, გურიის რეგიონი, ფაქტობრივად, ყურძნის მოსავლის გარეშე დარჩა. წლევანდელი წელიწადი კი მაინც საკმაოდ უხვმოსავლიანი იქნება. იმედია, რთველამდე დარჩენილ დროში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება. ახლა მთავარია, რაც აქამდე მოვიტანეთ, მას ვუპატრონოთ. ამ ეტაპზე მეტი წამლობა, მოსავლის აღების მოახლოების გამო, საჭირო აღარ არის. საერთოდ, ყოველგვარი წამლობები წყდება ვაზის შეთვალების შემდეგ. ერთეულ შემთხვევებში, თუ ამის გადაუდებელი საჭიროება შეიქმნა, ვთქვათ, მკვეთრი კლიმატური ცვლილების გამო, ისევ გაჩნდა ჭრაქის ნაცრის (რაც ნაკლებ სავარაუდოა) ან ამ პერიოდისთვის უფრო დამახასიათებელი ნაცრისფერი და სხვა სიდამპლეების ნიშნები ან რომელიმე მავნებელი გამოჩნდა, მაგალითად, ბოლო წლებში რეგიონში გავრცელებული ფოთლის ქვედა მხარეს მოსახლე თეთრი მწერები-თრიფსები, ასეთ შემთხვევებში შეიძლება შეიწამლოს ვაზის მხოლოდ ის სახეობები, რომლებიც მოსავალს ძალიან გვიან იძლევა (ჩხავერი, ალადასტური). წამლობა უნდა ჩატარდეს არა კომბინირებული ნაზავით, არამედ მხოლოდ მიზანმიმართულად რომელიმე კონკრეტული დაავადების ან მავნებლის წინააღმდეგ და ისიც კონტაქტური (მცენარეში შეღწევის უნარის არმქონე) პრეპარატით.

რაც შეეხება ვაზის მწვანე ოპერაციებს (ზედმეტი ყლორტების შეცლა, ყლორტების წვერის წაწყვეტა, ნამხრევის შეცლა, ცის გახსნა) მათგან მხოლოდ ბოლო, "ცის გახსნა" არის დარჩენილი. ეს ოპერაცია გულისხმობს მტევნებისა და ნაზარდი რქების ჩაყენებას უკეთესი განათებისა და აერაციის პირობებში მათი უკეთ მომწიფების მიზნით. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს სამომავლო კვირტებში ყვავილედების უკეთ ჩასახვას და ამრიგად, სასიკეთო გავლენას ახდენს შემდეგი წლის მოსავალზე.

მისი შესრულება გულისხმობს ყლორტების წვერის მოცილებას. ამ დროს ყლორტი საკმაოდ გახევებულია. ამიტომ ეს სამუშაო, როგორც წესი, სასხლავი მაკრატლით სრულდება.

"ცის გახსნის" ჩატარების საუკეთესო დროა ვაზის ზრდის შეჩერების პერიოდი _ აგვისტოს შუა რიცხვები ან მისი მეორე ნახევარი.

ანდრო ვაშალომიძე, ა(ა)იპ ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრის სპეციალისტი, ასოციაცია "გურული ვაზის" თავმჯდომარე




 ახალი ამბები
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...