ოქტომბერს შემოდგომისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

ჩვენი რჩევები

ოქტომბერს შემოდგომისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

26 ნოე. 2015, 23:44:46

შუაგულ შემოდგომაზე, ოქტომბერში, "წიწილების დათვლა" ანუ მთელი ჭირნახულის დაბინავება იწყება. ამიტომ ფერმერთა ამოცანა, პირველ რიგში, სათავსოების განიავება, შეწამვლა და შეთეთრებაა. უნდა მოხდეს ჭურჭლეულის, ძირითადად ყუთების დეზინფექცია, დაქლორვა. კივის, ფეიხოას, ვაშლის, ხურმის სამაცივრე დანადგარების მომზადება. სათავსოს და ყუთების შესაწამლად უნდა მივმართოთ აგროსამეურნეო მაღაზიებს. ნუ დავეყრდნობით კერძო რჩევებს. არსებობს სხვადასხვა სახის სითხე-ნივთიერება, რომლითაც თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ მოსავალი ძირითადად უდანაკარგოდ შეინახოთ. გაანიავეთ ბეღლები, ნალიები, მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, მათი კარი ღია დატოვეთ.

აუცილებლად იზრუნეთ თხილის შესაწამლად,  გალებიანი ტკიპას წინააღმდეგ. როცა მცენარე ფოთლებს დაყრის, დაიწყეთ შეწამვლა. შემოდგომაზე შეწამვლა თხილისთვის ყველაზე უმჯობესია წელიწადის დანარჩენ დროებთან შედარებით. ამ დროს ისპობა როგორც სხვადასხვა ბუგრები, ისე გალებიანი ტკიპა. გურიის რეგიონში მოსახლეობას დარიგებული აქვს სოლო-აპარატები. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მიმართონ მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურს, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს, სადაც ქმედით დახმარებას გაუწევენ.

ოქტომბერში  მიზანშეწონილია მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ძირების შემობარვა და ერთი ვედრო ნაკელის დაყრა. თუ 2-3 ვედროს საშუალებაა, რა თქმა უნდა, უმჯობესია. შემობარვა 20 სმ სიღრმეზე მაინც უნდა მოხდეს. ასეთი მეთოდით განადგურდება მავნებლებიც. ნიადაგში კი ჰაერი იმოძრავებს და მცენარე გაზაფხულს მოღონიერებული შეხვდება.

მრავალწლოვან ხეხილოვანებში, განსაკუთრებით კურკოვანებში, ხშირია გუმოზი ანუ წებოსდენა. ეს დამახასათებელია გურიაში არსებული მჟავე და ჭარბტენიანი ნიადაგისთვის. ამიტომ შემოდგომაზე შემობარვისა და სასუქის მცირე რაოდენობის მიცემის პარალელურად, გომოზიანი ადგილები ფრთხილად და საგულდაგულოდ გავასუფთავოთ, თუ გვაქვს, წავუსვათ მალამო ან ნაცრისა და თიხის შეზელვით გავაკეთოთ მასა და ასე გადავფაროთ მოშიშვლებული ადგილები.

ოქტომბერში აუცილებელია ქინძის, ოხრახუშის, საფოთლე ხახვის, წიწმატის, წითელი ფხალის დათესვა. სასურველია, დროებით ცელოფნით დახურვა, ვიდრე ახალამოსული ნათესი მოღონიერდება. ამ დროს ჰაერის ტემპერატურა მოულოდნელი ცვალებადობით გამოირჩევა. ამიტომ დარის მიხედვით გადავხუროთ ან პირიქით, გადავაძროთ ცელოფნის საფარი და ასე მოვაძლიეროთ ნათესი. ზამთრისთვის კვლავ უნდა დავხუროთ. წითელი ფხალი ზამთარში დახურვას არ საჭიროებს.

ოქტომბერში საგანგებო მნიშვნელობა ენიჭება პირუტყვის საკვების, ჩალის, თივის დამზადებას, რასაც ამინდი უნდა შევურჩიოთ. განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება სათივე მასას. არაერთხელ ხდება, რომ ყოვლისმცოდნე გლეხი ნახევრად დაობებულ თივას  აძლევს პირუტყვს. საბოლოოდ ეს პირუტყვის ჯანმრთელობასა და წველადობაზე ძალზე უარყოფითად მოქმედებს. თივის მოთიბვა და გაშრობა-გახმობა მზის გულზე უნდა მოხდეს, მისი ყოველდღიური გადაბრუნებითა და განიავებით. გაცილებით საფრთხილოა თივის შენახვა ზვინზე, ღია ცის ქვეშ თუ დახურულ ნალიებში. მას დანესტიანების საშუალება არ უნდა მიეცეს.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...
  • ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებულიროგორც უკვე ვიუწყებოდით, ადამიანის გატაცების ბრალდებით, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთელი სპორტსმენი, მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ირაკლი ლომაძეა, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა სპორტსმენმა დაუდასტურა. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, სხვა დაკავებულებიც სპორტსმენები არიან. ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად, შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. შსს არ ასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანის გატაცების ბრალდებით. იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...

არქივი