ზამთარი მალე მოვა

ჩვენი რჩევები

ზამთარი მალე მოვა

27 ნოე. 2015, 00:29:22

_ ზოგადად, კლიმატის სერიოზული ცვლილებით გამოწვეული ამინდის ჭირვეულობა სახეზეა. ამიტომ, ოქტომბერ-ნოემბერში კარგი მეურნე ზამთრის მოლოდინით უნდა საქმიანობდეს და წლის ჭირნახული ოჯახში დროულად უნდა მიიტანოს. მარცვლეული მოსავლის, ძირითადად, სიმინდის მოტეხვისა და დაბინავებისთვის გურულებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რადგან წელს ამინდის მოულოდნელი გაუარესების მოწმე არაერთხელ გავხდით, რაც სეზონს ნამდვილად არ შეესაბამებოდა. ნალექიანობის სიჭარბე ჩვენს მხარეს ისედაც ახასიათებს. პირუტყვი რომ საზამთროდ მშიერი არ დაგვრჩეს, ჩალისა და თივის დროულად დამზადებაზე სასწრაფოდ უნდა ვიზრუნოთ. ზოგს ეს დარიგება, იქნებ, სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ შუაგულ ზამთარში საქონლისთვის ხმელი ბალახის მაძებარი კაცი ხომ ხშირად  გვინახავს?, _ გვეუბნება აგრონომი, ჩვენი გაზეთის ერთგული კონსულტანტი აკაკი ღლონტი.

_ ახალგაზრდა ციტრუსოვანთა ნარგავების შეფუთვა სასურველია ნოემბრის შუა რიცხვებიდან. თუ ამინდს სერიოზულ ცვლილებას შეატყობთ, პირველი რიცხვებიდანვე შეფუთეთ. ფეიხოას ტოტები ფრთხილად ააკარით სარზე.

საზამთრო პირობებისთვის შემზადება სჭირდება ფუტკარს. სკების დათბუნება ძირითადად ნოემბერში უნდა მოხდეს.

ნიადაგის გადაბარვას ამ პერიოდში, დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად გურიაში ნუ ეცდებით, რადგან ჩვენთან უხვი ნალექი იცის და ეს საქმე ძირითადად იანვრიდან უნდა ვაკეთოთ. აღმოსავლეთ საქართველოში კი ნოემბრიდან უნდა დაიწყონ.

საზამთრო პირობებისთვის შემზადება სჭირდება ფუტკარს. სკების დათბუნება ძირითადად ნოემბერში უნდა მოხდეს.

ნოემბერში სასურველია ჩვენში ასე პოპულარული კულტურის, თხილის ნერგების მოძიება, შეთვალიერება. ნუ ამოთხრით. გეგულებოდეთ გარკვეულ ადგილზე. დარგვა კი დეკემბერში დაიწყეთ, როცა მცენარე მთლიანად დაყრის ფოთლებს.

ნოემბრის ბოლომდე საუკეთესო დროა თხილის პლანტაციების შეწამვლა ტკიპებისა და ბუგრების საწინააღმდეგო საშუალებებით. ჩვენი სამსახური ყველა მეურნეს დაეხმარება, ვინც თხოვნით მოგვმართავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ადგილებზე გავდივართ და შესაბამის კონსულტაციებს ვუტარებთ თითოეული სოფლის მცხოვრებს, ვისაც თხილის პლანტაცია აქვს, ზოგადად კი ნოემბრის თვე შედარებით პასიური თვეა სამეურნეო საქმიანობისთვის, _ ამბობს აკაკი ღლონტი.




 ახალი ამბები
  • უბედური შემთხვევა საგარეჯოში - 70 წლის ქალბატონი საკუთარ თონეში ჩაიწვაუბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოში - სოფელ  ვერხვიანში 70 წლის ქალბატონი საკუთარ  თონეში ჩაიწვა. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში,  ნოდარ ბეგიაშვილმა  დაუდასტურა. მისი განცხადებით, უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. არსებული ინფრმაციით, დაშავებული ქალის დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა  იგი მიღებული დამწვრობით  ადგილზე ... ...
  • სამტრედიაში მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით, ხოლო აპრილის-63,1 პროცენტით შესრულდა1 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ,,სპორტული კომპლექსი სამტრედიას" ბიუჯეტში ცვლილებას. კერძოდ გაიზარდა სტადიონის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება და საცურაო აუზში დანადგარების შეძენის ხარჯი. ინფორმაციის სახით გაჟღერდა 2020 წლის მარტისა და აპრილის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი. მარტში ადგილობრივი შემოსავლები 13 357 100 ლარით განისაზღვრა. მათ შორის საგადასახადო შემოსავლები-11 259 500 ლარი, სხვა შემოსავლები-2 900 700 ლარი. არაფინანსური აქტივების ზრდა-87 900 ლარი. მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით შესრულდა. აპრილის თვეში ადგილობრივი შემოსავლები იგივე დაგეგმარებით იყო, რაც მარტში. ბიუჯეტის შესრულებამ 63, 1 პროცენტი შეადგინა. მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა არზუმანიანის თქმით, მარტისა და აპრილის ბიუჯეტის დაბალი მაჩვენებლით შესრულება კოვიდ 19-ის პანდემიას უკავ ... ...
  • ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალსის" სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრშისაზეიმო ვითარებაში აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში სადაც განსაკუთრებული და სადღესასწაულო გარემო დაახვედრეს კლინიკაში მოსულ ბენეფიციარებს. პატარა პაციენტებს სასიამოვნო სიურპრიზებიც დაახვედრეს და კლინიკის გარემო საყვარელი გმირების ფერადი ნახატებით, ბუშტებით გააფორმეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდენენ. ამ ფორმით "ჯეო ჰოსპიტალსის" ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა და მენეჯმენტმა COVID 19 დაკავშირებული შეზღუდული რეგულაციების ფონზე მათთვის დღესასწაულის გახალისება ... ...
  • "ბოლომდე იხმართ და დააგდებთ" _ მეუფე იაკობიბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი პეტრე ცაავას მიერ მისი მისამართით გაგეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სინოდის დასრულების შემდეგ გახდება ყველაფერი ცნობილი. "დაეკოდეთ სინოდს...სახის ფერზე დააკვირდით ხოლმე, შეხედეთ ვინ არის ვისი იარაღი. მე სამართლიანად მივიღე ის, რაც მივიღე. ეგენი თავს თვითონ ისჯიან, ღმერთი კი არ სჯის, არც ჩვენ არ ვსჯით. ჩვენ სასჯელები არ გვაქვს, ჩვენ შეიძლება ეპიტამია დავადოთ ხოლმე, როცა ვეღარ ხვდებიან მერე ღმერთს, რომ თვითონ მიატოვებენ. მადლის გარეშე რჩებიან საწყლად და ცოტა ხანში გამოიყენებთ, ყველაფერს ათქმევინებთ, გამოწურავთ, ბოლომდე იხმართ, თქვენ თუ სხვები და დააგდებთ, მერე აღარც გაგახსენდებათ, - ამბობს იგი. ბოდბელმა მიტროპოლიტმა, კომენტარი გააკეთა სუს-ის განცხადებაზეც, სადაც ცალკეული ჯგუფების მიერ ეთნიკური შუღლის გაღვივებაზე იყო საუბარი. ბოდბელი ეპისკოპოსის შეფასებით, ამ ჯგუფებში სასულიერო პირები არ მოიაზრებიან და ეკლესია პირიქით, შერიგებისკენ არის მოწოდებული. "მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თვითონ საპატარიარქოს წარმომადგენელი ვარ, რისთვის?! ჩემი შიშები აქვთ სხვა რამის გამო, იმიტომ, რომ ასე თუ გააგრძელეს, მე ვთქვი, სათითაოდ, ყველაზე, ვინც გამოჩნდება ყველაზე ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი, ისე კი არა პეტრე რომ ჭორაობს ქალივით. ჩემი ეშინიათ", - აღნიშნავს მეუფე ... ...
  • „ისე ნუ იზამთ, იმ ველზე შემოხვიდეთ, სადაც არაფერი გაგეგებათ" _ გუბაზ სანიკიძე თენგიზ ცერცვაძესსახელს გაუფრთხილდით, არ არის პოლიტიკა თქვენი საქმე, იფიქრეთ ძალიან დანაღმულ ველზე შემოდიხართ, – ასე მიმართა გუბაზ სანიკიძემ „მთავარ აქცენტებში“, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს. სანიკიძემ თენგიზ ცერცვაძეს, ამ სიტყვებით მას შემდეგ მიმართა, რაც გადაცემის წამყვანმა ეთერში ცერცვაძის სიუჟეტი გაუშვა. სიუჟეტში ცერცვაძე საუბრობს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციასა და სხვადასხვა კულტურული ძეგლების აღდგენის შესახებ. „ისე ნუ იზამთ, იმ ველზე შემოხვიდეთ, სადაც არაფერი გაგეგებათ და აუცილებლად შარში გაეხვევით. თუ გავითვალისწინებთ იმ ვერაგი კაცის არსებობას, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი, ძალიან ცუდად გამოგიყენებთ. ასაკოვანი კაცი ხართ, მე ვერც უნდა გიბედავდეთ ამას, მაგრამ უმცროსი მეგობრის რჩევად მიიღეთ, დაანებეთ ამ საქმეს თავი, ძალიან ძვირად დაგიჯდებათ ჯანმრთელობის კუთხით, ბევრს ინერვიულებთ და მერე საქმე საქმეზე რომ მიდგება, ბიძინა რომ წავა ხელისუფლებიდან… ჩვენ უფრო ვუფრთხილდებით მე მგონი თქვენს სახელს, ვიდრე თქვენ. დაანებეთ თავი, არ არის პოლიტიკა თქვენი საქმე. ვინმე მოვიდა, ჩაერია, გასწავლათ ეპიდემიას როგორ უნდა ებრძოლოთ? დაგეთანხმეთ, დაგიჯერეთ მაგრამ ეკონომიკურად ექიმები ვერ დააყენებთ ფეხზე ამ ქვეყანას”, – განაცხადა სანიკიძემ ... ...

არქივი


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?