ფუტკარი, მცენარეულ-ცხოველური მანანა და მოახლოებული ზამთარი

ჩვენი რჩევები

ფუტკარი, მცენარეულ-ცხოველური მანანა და მოახლოებული ზამთარი

27 ნოე. 2015, 13:18:53

ფუტკარი რომ წარმატებით და უდანაკარგოდ გამოვაზამთროთ, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, პირველ რიგში, საჭიროა საზამთრო სამარაგო თაფლის განსაზღვრა და ხარისხი.

ცნობილია, რომ არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, გვალვიან ამინდში თაფლოვანი მცენარეები ამცირებენ ან წყვეტენ ნექტრის გამოყოფას სანექტრეების საშუალებით და ტკბილ წვენს გამოყოფენ ფოთლებზე, რასაც მცენარეული მანანა ეწოდება. ფუტკარს იგი შემოაქვს, როგორც ნექტარი.

არსებობს მანანის მეორე სახეც _ ცხოველური მანანა. იგი არის ფოთლის ზედაპირზე მცხოვრები პარაზიტების _ ფარიანების, ღიების და სხვათა მიერ კვების შედეგად გამოყოფილი, შეგროვილი ტკბილი წვენი, რომელსაც ითვისებს ფუტკარი.

მცენარეულთან შედარებით, ცხოველური წარმოშობის მანანა, რთული შემადგენლობის გამო, ფუტკრისთვის საშიშ პროდუქტს წარმოადგენს. მანანა თაფლს რუხი ფერი აქვს. შეიძლება იყოს ყავისფერიც, მომჟავო, ნაკლებად არომატული და ტკბილი, ზოგჯერ არასასიამოვნო მეტალისებური გემოსი. ფიჭაზე მიმობნეულია ძირითადად გადაუბეჭდავი სახით. თუ უჯრედში მანანა ნექტართან ერთად არის შერეული, მაშინ ასეთ თაფლიან უჯრედებს ფუტკრები გადაბეჭდავს. მანანა თაფლი ადამიანისთვის უვნებელია და მისი საკვებად გამოყენება შეუზღუდავია.

ხშირად მანანაზე, განსაკუთრებით ცხოველურზე, ვითარდებიან სხვადასხვა მიკროორგანიზმები, რომლებიც აძლიერებენ ფუტკარზე მის ტოქსიკურობას და ფუტკრის ორგანიზმი ვერ ინელებს მას, რაც ფუტკრის მოწამვლას იწვევს. ასევე ახასიათებს ჩაკრისტალება, როგორც სუროს თაფლს, რასაც ფუტკრის შიმშილი მოჰყვება.

თუ თაფლში აღინიშნება მანანა 5-10 %-ის რაოდენობით, იგი უარყოფითად არ იმოქმედებს დაზამთრებაში შესულ ფუტკარზე. თუ სამარაგო თაფლი მისი რაოდენობა 50%-ს შეადგენს, ამან შეიძლება ფუტკრის ოჯახის დაღუპვა გამოიწვიოს. ამიტომ საჭიროა, იგი შეიცვალოს კარგი, ხარისხიანი თაფლით ან ჩავუდგათ სათადარიგოდ შენახული თაფლიანი ჩარჩოები ან ვკვებოთ სქელი სიროფით, პროპორციით, 3 კგ შაქარი _ 2 ლიტრი წყალი. 1 ლიტრ სიროფზე მივცეთ 5 მილიგრამი ბიოპრეპარატი აპიმაქსი ან ნოზესტატის ხსნარი, რომელიც გამოირჩევა მკურნალობის მაღალი ეფექტით. რეკომენდებულია შაქრის სიროფით კვებისას _ 10 კგ შაქარს უნდა დაემატოს 3 გრამი კონცეტრირებული ძმარმჟავა, რაც ხელს უშლის თაფლის კრისტალიზაციას.

ზღვისპირა, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ზამთრის პერიოდშიც არის საამისო გარემო პირობები. როცა თბილა და ფუტკარი ჩვეულებრივ ფრენს, დაუბრკოლებლივ შეგვიძლია საფუტკრეში ჩავატაროთ საკონტროლო რევიზია გარკვეულ ოჯახებზე. საერთოდ, ფუტკრის ოჯახების საზამთროდ მომზადებისთვის თადარიგი უნდა დავიჭიროთ მეორე ღალიანობის (ივლისის ბოლო _აგვისტოს დასაწყისი) დამთავრებისა და თაფლის გამოწურვის შემდეგ. კარგად გამოზამთრებული, ჯანსაღი და ძლიერი ფუტკრის ოჯახები საწინდარია თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის.

ჯანვერდ ცეცხლაძე, 
გურიის მეფუტკრეთა  კავშირის თავმჯდომარე




 ახალი ამბები
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საგარეჯოში "საქმიანი ეზო" მოეწყოეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს  ხე-ტყის დამზადებას,  დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“. ახალი კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის, მათ შორის, „საქმიანი ეზოების”  მნიშვნელობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ საგარეჯოში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ყველა რეგიონში  „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. „აღსანიშნავია,  რომ   ტყის ახალი კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა,  სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად,  წარმოადგენს  ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს“,_  განაცხადა იური ნიზაძემ. „საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის სამუშაოები საქართველოს თითქმის  ყველა რეგიონში მიმდინარეობს.  წლის ბოლომდე,  ქვეყნის მასშტაბით  სულ  26   „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფეტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, შემცირდება უკანონო ჭრები. ... ...
  • „რურუა ცნობილი განგსტერია, უგულავა ყველაზე გარყვნილი პოლიტიკოსი“- ღარიბაშვილისაქართველოს თავდაცვის მინისტრმა,  ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ  გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტპატიმრებად მოხსენიებას არ ეთანხმება. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რურუა ცნობილი განგსტერია, უგულავა ყველაზე გარყვნილი პოლიტიკოსი, ოქრუაშვილი კი, „გრუს“ ბაზაზე ამზადებდა სპეციალურ ჯგუფს. „რომელია პოლიტპატიმარი, განვიხილოთ – ბატონი ოქრუაშვილი, რომელზეც დადასტურებული ვიდეოფაქტები არსებობს, რომ რუსეთში, „გრუს“ ბაზაზე ამზადებდა სპეციალურ ჯგუფს, რათა შემოსულიყო საქართველოში „ნაცმოძრაობის“ დროს; რურუა, რომელიც ცნობილი განგსტერია და ეს ყველამ იცის. პოლიციამ რა, უკანონოდ დააკავა რურუა? ეჭვებს სჭირდება დასაბუთება; უგულავა, რომელიც არის ჩვეულებრივი ქურდი, კლასიკური ქურდის ეტალონი. არ მინდა, ვიხმარო ეს ეპითეტი, მაგრამ თავად არ იშურებენ შეურაცხყოფას – ყველაზე ნამდვილად გარყვნილი პოლიტიკოსი ჩვენს რეალობაში, კორუმპირებული, მთავარი ქურდი. 50 მილიონი ლარის ქურდი რატომ არის პოლიტპატიმარი, საზოგადოებას ვეკითხები“, _  განაცხადა ... ...
  • "საქმე გვაქვს „ჩასაფრებული ადამიანის“ კლასიკურ შემთხვევასთან" _ ცერცვაძე ჟამურაშვილს პასუხობსინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმის, თამარ ჟამურაშვილის საპასუხოდ წერილი გამოაქვეყნა. წერილში ცერცვაძე ჟამურაშვილს აკრიტიკებს საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორთან დაკავშირებით გამოთქმული უარყოფითი შეფასების გამო და აცხადებს, რომ მისი პოზიცია “ჩასაფრებული” ადამიანის პოზიციაა. 22 მაისს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა ინტერვიუ გერმანიაში მომუშავე ქართველ ექიმთან ქ-ნ თამარ ჟამურაშვილთან. ინტერვიუს წამძღვარებული აქვს წინასიტყვაობა, რომ „თამარი გერმანიის გარდა საქართველოზეც ფიქრობს და ამბობს, რომ დრო, როცა მთელი ქვეყნის მოსახლეობა რეკომენდაციებს ასრულებდა და სახლში რჩებოდა, საქართველოს სამედიცინო სექტორის გასაძლიერებლად არ ყოფილა გამოყენებული და თუ შემოდგომისთვის მაინც არ დავიჭერთ თადარიგს, მეორე ჯერზეც გამართლების იმედად მოგვიწევს ყოფნა“ . რატომღაც, სამწუხაროდ, შეიმჩნევა ერთი ტენდენცია. უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველი ექიმების ნაწილი, საბედნიეროდ მხოლოდ ერთი ნაწილი, ცდილობს დააკნინოს და ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინოს ქართული მედიცინა და მისი მიღწევები. არადა, ეს ყოველთვის სამართლიანი არ არის. მართალია, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა საქართველოზე ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერია და ბევრად უფრო ძლიერი და გამართული ჯანდაცვის სისტემაც აქვთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქართულ მედიცინაში არაფერი ღირებული არ არის, მაღალი დონის სპეციალისტები არა გვყავს და ა.შ. არაიშვიათად უცხოეთში სამუშაოდ წასული ექიმები, სულაც არ გამოირჩევიან მაღალი დონით და თავიანთი ცოდნით და პროფესიონალიზმით არაფრით სჯობიან ქართველ კოლეგებს. ვფიქრობთ, ქ-ნი თამარი, ბ-ნი იაგო ფრანგიშვილის და სხვა მსგავსი ექსპონატებისაგან განსხვავებით, ნამდვილად კარგი პროფესიონალია. იგი კარგად აღწერს გერმანიის ჯანდაცვის სისტემის COVID-19-თან საპასუხო ღონისძიებების მაღალ დონეს და ეფექტიანობას და ასევე ობიექტურად აფასებს და კარგ შეფასებას აძლევს საქართველოს ეპიდსაწინააღმდეგო სამსახურის მუშაობას, მაგრამ ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო უკიდურესად ნეგატიურად და თან ყოველგვარი არგუმენტების გარეშე აფასებს საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორს და უაპელაციოდ ამბობს, „გაგვიმართლა, ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი ცოტა რაოდენობის კრიტიკული შემთხვევები გვქონდა“, თორემ შავ დღეში აღმოვჩნდებოდითო. ქ-ნი თამარი ხაზს უსვამს აგრეთვე საქართველოში მედპერსონალის ინფიცირების დიდ რაოდენობას, რასაც ასევე ჰოსპიტალური სექტორის მომზადების დაბალი დონით ხსნის. მე მინდა შევახსენო ქ-ნ თამარს ზოგიერთი ციფრები: გერმანიას, რომელიც მართლაც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება ევროპაში COVID-19-თან ბრძოლის საქმეში, სადღეისოდ ჰყავს 183 294 COVID-19-ით ავადმყოფი და 8 600 გარდაცვლილი, რაც დადასტურებული შემთხვევების 4,69%-ს შეადგენს. საქართველოს ჰყავს 783 ავადმყოფი და მხოლოდ 12 (თორმეტი) გარდაცვლილი, რაც დადასტურებული შემთხვევების 1,53%-ს შეადგენს. თუ ამ ციფრებს გადავიანგარიშებთ ერთ მილიონ მოსახლეზე, მივიღებთ, რომ გერმანიას ჰყავს 2 208 COVID-19-ით ავადმყოფი და - 104 გარდაცვლილი, ხოლო საქართველოს ჰყავს 196 ჩOVID-19-ით ავადმყოფი (11-ჯერ ნაკლები, ვიდრე გერმანიას) და მხოლოდ 3 გარდაცვლილი (34-ჯერ ნაკლები, ვიდრე გერმანიას). სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოზე შეუდარებლად უფრო ძლიერ გერმანიას რეალურად ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველოზე 11-ჯერ მეტი COVID-19-ით ავადმყოფი და 34-ჯერ მეტი გარდაცვლილი ჰყავს. აღარაფერს ვამბობ ევროპის იმ ქვეყნებზე (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და სხვ.), სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 10-დან 19%-მდეა. რაც შეეხება ინფიცირებულ მედპერსონალს, საქართველოს მართლაც ჰყავს 96 COVID-19-ით ინფიცირებული სამედიცინო მუშაკი (ერთ მილიონ მოსახლეზე 24). მაშინ, როცა გერმანიას 10 000-ზე მეტი ინფიცირებული სამედიცინო მუშაკი ჰყავს (ერთ მილიონ მოსახლეზე 120-ზე მეტი). ანუ, საქართველოზე სულ ცოტა 5-ჯერ მეტი. ეს მაშინ, როდესაც გერმანიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეუდარებლად უფრო ძლიერია. აი, ამას ჰქვია, რომ „კაცი საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავს და სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევსო“. გერმანიასთან შედარებას რომ თავი დავანებოთ, ჯანმო-ს მონაცემებით მსოფლიოში მედპერსონალზე მოდის COVID-19-ის ყველა დადასტურებული შემთხვევის, დაახლოებით 20%. მაშინ, როდესაც საქართველოში ინფიცირებული სამედიცინო მუშაკები დადასტურებული შემთხვევების მხოლოდ 12,6%-ს შეადგენს. აი ასეთია ობიექტური რეალობა და თუ ქ-ნ თამარს მართლა სჯერა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გამართლების და თან ძალიან გამართლების შედეგია, მისი ნებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“. რაც შეხება ავადმყოფების სიმძიმეს - საქართველოში 783 დადასტურებული შემთხვევიდან 101 ავადმყოფი იყო მძიმე, ხოლო 39 ავადმყოფი - კრიტიკულად მძიმე და მათგან მხოლოდ 12 გარდაიცვალა. ამასთან, მათ რიცხვში შედის ის ავადმყოფებიც, რომლებსაც COVID-19 ჰქონდათ, მაგრამ რეალურად სხვა თანმხლები დაავადებისგან (მაგ. ინსულტისგან) გარდაიცვალნენ, ხოლო 2 ავადმყოფი გარდაცვალებისას სულაც უკვე ვირუსნეგატიურები იყვნენ და მაინც COVID-19-ისგან გარდაცვალებულად ჩაითვალნენ. ანუ, საქართველო ზეპატიოსნად ითვლის COVID-19-ისგან გარდაცვალებულ პირებს, მაშინ როდესაც ყველა ქვეყანა ასე სულაც არ იქცევა. საინტერესოა, საიდან იცის ქ-ნმა თამარმა, რომ საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი, მისი სტაფი სრულიად მოუმზადებელი და გაუმართავი შეხვდა COVID-19-ის პანდემიას?! რასაც იგი არაერთგზის შესაშური დაჟინებით იმეორებს. მაშინ, როცა შედეგები საპირისპიროს მეტყველებს. სინამდვილეში საქართველოში სწორედ ჰოსპიტალური სექტორი მუშაობდა საათივით გამართულად. პაციენტების კვლევის და ნაკადების მოძრაობის ალგორითმები და პროტოკოლები იყო ოპტიმალური: სასწრაფო_სპეციალურად მომზადებული ოჯახის ექიმი_ე.წ. ცხელების ცენტრი _ COVID ცენტრი. არცერთი პაციენტი 1 საათიც კი არ მდგარა რიგში და არ დარჩენილა მაღალკვალიფიციური მომსახურების გარეშე. COVID-ის დიაგნოზი ისმებოდა მაქსიმუმ 12 საათში, ხოლო COVID ცენტრებში პაციენტებს მკურნალობენ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. ეს ეხება როგორც სიმპტომურ და დამხმარე მკურნალობას, ისე პათოგენეზურ მკურნალობას და ინოვაციურ მიდგომებს - პლაქვენილი, ლოპინავირ/რიტონავირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტების პლაზმის გადასხმა, პლაზმაფერეზი, ექსტრაკორპორალური „სისხლის გაწმენდა“ სხვადასხვა სორბენტების გამოყენებით და სხვ. სხვათაშორის პლაქვენილზე საქართველოში არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. ამასთან, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დროულად მოხდა L და H ტიპების გამიჯვნა და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილება, რაც სავარაუდოდ პოზიტიურად აისახა გარდაცვლილთა რაოდენობაზე. სხვათაშორის, როდესაც ჩვენ საქართველოში COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის შედეგებს ვდებთ, გაღიზიანებული ოპონენტები ხშირად გვეკითხებიან - „ესე იგი, თქვენ გინდათ თქვათ, რომ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებზე უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვთ“. არამცდა არამც, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში გაცილებით უფრო სუსტია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ სეგმენტებში ჩვენ შეიძლება უფრო წარმატებულები ვიყოთ და ამის შესანიშნავი მაგალითია ის, რომ აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და კომპანია GILEAD-მა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან C ჰეპატიტის ელიმინაციისათვის პირველ სამოდელი ქვეყანად სწორედ საქართველო აირჩიეს და არც შემცდარან, ან თუნდაც ის, რომ საქართველოში აივ/შიდსით სიკვდილობის მაჩვენებელი 2.5 ჯერ ნაკლებია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში და 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე აშშ-ში. ასეთი მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება. ქ-ნი თამარი იმასაც ამბობს, რომ საქართველოში COVID-19-ის გავრცელება გვიან დაიწყო, თორემ იანვარში რომ დაწყებულიყო, სავალალო შედეგები გვექნებოდაო. მოკლედ, აღარ იცის რა თქვას. ამის საპასუხოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა ა.წ. 26 თებერვალს დაფიქსირდა და სადღეისოდ 783 ავადმყოფი და 12 გარდაცვლილი (1.53%) გვყავს. ხოლო ევროპის ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყანაში - ნიდერლანდებში COVID-19-ის პირველი შემთხვევა ა.წ. 27 თებერვალს დაფიქსირდა, მაგრამ მათ სადღეისოდ 46 422 ავადმყოფი და 5 956 გარდაცვლილი (12,83%) ჰყავთ. ასეთი მაგალითები სხვაც ბევრია. ასე, რომ ჩვენ მიღწეული შედეგებით, რა თქმა უნდა, ზედმეტად არ უნდა გავთამამდეთ და თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, მაგრამ არც ის იქნება სწორი, რომ მუდმივად არასრულფასოვნების კომპლექსით ვიყოთ შეპყრობილი და მიგვაჩნდეს, რომ უცხოეთის ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან ყველაფერი უფრო ცუდად კეთდება. ზედმეტად მიმაჩნია იმის გამეორება, რომ ყველა საერთაშორისო ინსტიტუციები და ავტორიტეტული ლიდერები გაეროთი და ჯანმო-თი დაწყებული და აშშ-ს პრეზიდენტით და Washington POST-ით დამთავრებული, საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევენ. ქ-ნი თამარი არ ტოვებს ისეთი პიროვნების შთაბეჭდილებას, რომელიც კარგს და ცუდს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. მაშინ რატომ დასჭირდა მას საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის უკიდურესად ნეგატიურად და ტენდენციურად წარმოჩენა? ვფიქრობთ, მიზეზები ყველასთვის გასაგებია. საქმე გვაქვს „ჩასაფრებული ადამიანის“ კლასიკურ შემთხვევასთან. სხვათაშორის, ნიშანდობლივია, რომ ქ-ნი თამარი ძალიან გაახალისა (მისივე სიტყვებით) იმ დაუდასტურებულმა შეტყობინებამ, რომ მარნეულში სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა. ამის გაკეთება ცხადია, არ შეიძლება, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ქ-ნი თამარი საქართველოში მხოლოდ ნეგატიური ფაქტების წარმოჩენითაა დაკავებული და ძალიან „უტყდება“. და ბოლოს, ქ-ნო თამარ! გერმანია დიდი ქვეყანაა და COVID-19-ს ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა გამოწვევას იგი უთქვენოდაც გაუმკლავდება. დასაფასებელი ის არის, როცა ამას საქართველოსნაირი ეკონომიკურად შეზღუდული შესაძლებლობების ქვეყანა აკეთებს და თან ძალიან დიდი ... ...
  • რატომ არ მიეწოდება საგურამოს მოსახლეობას ელექტრო ენერგია და გაზისაგურამოს მოსახლეობას ამ დროისთვის არც გაზი და არც ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ „გურია ნიუსს“ აცნობა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, გაზის შეწყვეტა მოსახლეობისთვის გაზსადენის მილზე მომხდარმა დაზიანებამ გამოიწვია. საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის, ბადრი უნდილაშვილის თქმით, ელექტროენერგიის გათიშვას კავშირი ბუნებრივი აირის მილის დაზიანებასთან არ აქვს. „დაზიანდა გაზის მილი სადღაც და გამშვები აყენია საგურამოში, რის გამოც შეწყდა გაზი, რომ გააკეთონ. ელექტროენერგიის გათიშვა კი  ავარიულად მოხდა და მალე ჩაირთვება“,_ გვითხრა უნდილაშვილმა. როგორც "ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ აბონენტებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაშია ნათქვამი, ელექტრო ენერგიის შეწყვეტა ქსელში ავარიულმა დაზიანებამ გამოიწვია. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. აღდგენის სავარაუდო დროდ კი 22:00 საათი ... ...
  • ავტოავარია ოზურგეთში _ გარდაცვლილია 60 წლამდე ასაკის ქალბატონი, მძღოლი კი მიიმალაახლახან ოზურგეთში, პეტრიწისქუჩაზე, ტრაგიკულად დასრულდა ავტოავარია. ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ქუჩის კუთხეში მდგარ ქალბატონს დაეჯახა ადგილიდან მიიმალა. ქალატონი კი გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე ... ...

არქივი


ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?