როგორ მოუაროთ ოთახის მცენარეებს ზამთარში

ჩვენი რჩევები

როგორ მოუაროთ ოთახის მცენარეებს ზამთარში

2015 ნოე 27 13:20:43

ყველაზე მეტად მცენარეებს არ უყვართ ნოემბერი, შემოდგომის ბოლო და ზამთრის დასაწყისი. მოკლე დღეები და შედარებით ცივი ამინდები შესაძლოა, ცუდად აისახოს მცენარეების მდგომარეობაზე. საკვები ნივთიერებების მარაგი, რომელიც ზაფხულში დაგროვდა, შესაძლოა, მალე გახარჯოს მცენარემ და ამიტომ მათ დახმარება სჭირდებათ.

ყველაზე მთავარი ამ დროისთვის მცენარეებისათვის დღის განათების გახანგრძლივებაა. უნდა დავაყენოთ სპეციალური ხელოვნური განათება ან ჩვეულებრივი ნათურა და დაბნელებისთანავე ავანთოთ.

ბუნებრივი და ხელოვნური განათება, საერთო ჯამში, 10-12 საათი უნდა გრძელდებოდეს. იმისათვის, რომ მცენარეებმა კვირტების გაშლა შეძლონ, მათ პირდაპირი განათება სჭირდებათ და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

ყურადღების გარეშე არ უნდა დაგვრჩეს მიკროკლიმატური პირობებიც. ალოე, ასპიდისტრა, აუკუბა, დრაცენა, ლიმონი, ზიგოკაქტუსი, ფიკუსი, ციპერუსი და ბევრი სხვა მცენარე ტემპერატურულ ცვლილებებზე დიდად არ რეაგირებენ, ადვილად იტანენ სიცივესაც. თუმცა, ბეგონიები, ანტურიუმი, სენპოლია (უზამბარული იები და კიდევ ბევრი სხვა) სითბოს მოყვარულია და 15 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას საჭიროებენ.

გერანი, ჰორტენზია, კამელიები, ფურისულები, ვარდები, ფუქსია სიცივის მოყვარულები არიან, ციკლამენი (სპარსული ყოჩივარდა) საერთოდ ვერ იტანს ოთახის სითბოს.

მცენარეთა მოთხოვნილებები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა დაგვეღუპოს კიდეც. ცნობილია, რომ ფანჯრის რაფაზე, მინასთან ახლოს, ტემპერატურა 3-4 გრადუსით ნაკლებია ოთახისაზე. ასეთი კლიმატი კი კამელიის, ფურისულას, გერანის, ფუქსიის და ჰორტენზიისათვის გამოდგება.

მცენარეებს არ უყვართ ორპირი ქარი. ოთახის განიავების დროს, კარგი იქნება, თუ მათ ძველ გაზეთებს დააფარებთ. ფანჯრის რაფაზე მყოფი მცენარეებისათვის კი ასეთ დროს კარგი იქნება კარდონი.

ერთ-ერთი ფაქიზი პროცედურა მცენარეების მოვლის დროს მორწყვაა. ზედმეტ წყალს ზიანი მოაქვს, რადგანაც ქოთნის ძირში მიწა არ შრება და მჟავდება. ქვედა ფესვები ლპება და მცენარე ხშირად იღუპება. მცენარე, რომელსაც ფოთლები დასცვივდა, მორწყვას იშვიათად საჭიროებს. თუმცა, არ უნდა გამოშრეს. ეს წესი ეხება იმ მცენარეებს, რომლებიც ისვენებენ და ვეგეტაციის პერიოდი ჯერ არ აქვთ. მაგალითად, ბოლქვოვან ბეგონიებს, გლოქსინიებს და ციკლამენებს.

რაც შეეხება მორწყვისათვის გამოყენებულ წყალს, იგი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, სასურველია, ჭურჭელში ადრე დაყენებული. თბილი წყლის მიღების შემდეგ მცენარეები იზრდებიან, ცივი კი ფესვების მიერ ცუდად შეიწოვება და შესაძლოა, მცენარე დაიღუპოს კიდეც. მორწყვისათვის არ გამოდგება ანადუღარი წყალი, რადგანაც მასში ჰაერი არ არის. ჭავლი ზემოდან ქოთნის კიდისკენ უნდა იყოს მიმართული. საჭიროა მორწყვის დროს ფრთხილად ვიყოთ, რომ მიწა არ გადავრეცხოთ. დატკეპნილი მიწა კი მორწყვის დროს უნდა გაფხვიერდეს.

დროდადრო ზოგიერთ მცენარეს ხელოვნური წვიმაც ჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ფესვები შეუხმეს ან გაუფუჭდეს. ასეთია მაგალითად, მონსტერა, სინგონიუმი, ანტურიუმი და სხვები. ხელოვნური წვიმის დროს კარგი იქნება მცენარის ძირს თუ დაფარავთ და ზედმეტი წყალი არ ჩავა ქოთანში.

საკვები მცენარეებს ზამთარშიც სჭირდებათ, თუმცა, შედარებით ნაკლებად, ვიდრე ზაფხულში. კვება სჯობს გახორციელდეს კვირტების გამოჩენიდან ყვავილობის დასრულებამდე. გახსოვდეთ, რომ მცენარეები დაბალი კონცენტრაციის საკვებს უკეთ ითვისებენ. ამიტომ, არ არის სასურველი მაღალი კონცენტრაციის ნივთიერებებით კვება. ასეთი საკვები ზოგჯერ ფესვების დამწვრობასაც კი იწვევს.




 ახალი ამბები
  • თალაკვაძე ოპოზიციას: ცოტა მაღალ კლასზე გადადით, შემდეგ კლასში გადადით.ერთი მადლობის სიტყვა მაინც დაგცდენოდათ, თქვე პროდასავლურო ოპოზიციის წევრებო - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა საპარლამენტო ოპოზიციას საყვედურით მიმართა, არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ ოპონენტებს თეა წულუკიანისთვის მადლობა უნდა გადაეხადათ, თუმცა მათ მადლიერების სიტყვა არ დასცდენიათ. „ერთი სიტყვა მაინც დაგცდენოდათ, ასეთი მამულიშვილური ინტონაციებით, რომ გამოხვედით, ერთი სიტყვა მაინც გეთქვათ, რუსეთთან მოგებულ საქმეებზე. ერთი სიტყვა მაინც დაგცდენოდათ ამაზე, თქვე პროდასავლელო ოპოზიციის წევრებო. ჩვენ ვართ ნამდვილი პროდასავლური ძალა, თქვენ ხართ თვალთმაქცები,“_ მიმართა თალაკვაძემ ოპონენტებს. მისი თქმით, ოპოზიციას ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელი კომპლექსი აქვს, თუმცა თალაკვაძე ოპონენტებს ჰპირდება, რომ გასულ წლებს აღარ შეახსენებს. „ჩვენ აღარ შეგახსენებთ არაფერს, უბრალოდ გამოდით წარსულის კომპლექსიდან დაიწყეთ თავდაჯერებული ირონიით, მერე ტორტით გააგრძელეთ და ბოლოს გაბრაზებულებმა დაამთავრეთ, იმიტომ რომ ვერაფერი მოუხერხეთ თეა წულუკიანს ისევ ჩვენ მოგვიწევს მწვავე კითხვების დასმა,“- თქვა თალაკვაძე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იმასაც ამბობს, რომ თეა წულუკიანის ულტიმატუმზე საუბრით, რომელიც მინისტრმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წაუყენა გუნდში დაპირისპირებას ვერავინ გამოიწვევს.   „ეს რა მოიფიქრეთ კიდევ, შვიდჯერ რომ გაიმეორეთ აშანტაჟებს პარტიის თავმჯდომარეს - თქვენ მართლა გგონიათ, რომ ეგეთი იაფფასიანი პოლიტიკა არის, როგორსაც თქვენ აკეთებდით? გგონიათ გუნდის წევრები ერთმანეთზე გაბრაზდებიან? მართლა გგონიათ,რომ რაიმე ინტრიგას დათესავთ ამით? ცოტა მაღალ კლასზე გადადით, შემდეგ კლასში გადადით. დამთავრდა ის პოლიტიკა, როცა გადააგდებდით მარცვალს და იქიდან აღმოცენდებოდა კონფლიქტი. მაგაზე ვერვის გააბრაზებთ მმართველ გუნდში. რამე რთული და უკეთესი მოიფიქრეთ,“-მიმართა თალაკვაძემ ... ...
  • „სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მაღლა, პირად ინტერესებს აყენებს“_ ჩიტაძე„სალომე ზურაბიშვილის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია. ის ამბობს, ცხინვალი ქართულმა მხარემ დაბომბაო, რაც ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას კიდევ უფრო ართულებს. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მაღლა, პირად ინტერესებს აყენებს. სჯობს, საქართველოს პრეზიდენტმა სიმართლე აღიაროს და განაცხადოს, რომ რუსეთი ის აგრესორი ქვეყანაა, რომელმაც ცხინვალი დაბომბა, ამგვარი ქმედება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე უფრო დადებითად აისახება“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ. მისივე თქმით, ზურაბიშვილის აღნიშნულ განცხადებაზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებს ეკისრებათ, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მას მხარი დაუჭირეს. „სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტ ქვეყანას პირდაპირ უბიძგებს, რომ თქვას: ჩვენ რატომ გვადანაშაულებთ აგრესიაში მაშინ, როცა  ცხინვალი ქართულმა მხარემ დაბომბაო. პრეზიდენტის რანგში ასეთ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება სირცხვილია. ზურაბიშვილის  ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმა უნდა აიღონ, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მას მხარი დაუჭირეს“, _ აღნიშნა ჩიტაძემ.  ... ...
  • მარშანია წულუკიანს: არ გაბედოთ არასოდეს ასეთი ტონით, სიტყვებით ჩემთან საუბარი„ქალბატონო თეა, მინისტრო, თქვენ გგონიათ, რომ მართლა დაიმსახურეთ თქვენი თანამდებობა? ჩვენს ნაბრძოლზე ხართ იმ თანამდებობაზე და თქვენ წაიბრძოლეთ რაღაც ერთი წელი, დარბოდით რუსთველზე,“ - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ იუსტიციის მინისტრს. მარშანიამ თეა წულუკიანს "უნამუსო" უწოდა. "პატრიოტთა ალიანსის" წევრის თქმით, იუსტიციის მინისტრის მოხსენება პარლამენტში ფარისევლური იყო. ადა მარშანიას განცხადებით, მთავრობის წევრმა ყველა პოლიტიკური პარტიის დეპუტატს შეკითხვებზე თანაბრად და ნორმალურად უნდა უპასუხოს.  „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სასამართლო სისტემის რეფორმა გააკრიტიკა და წარუმატებლობაში თეა წულუკიანი დაადანაშაულა. „თქვენი პასუხების დროს გაურკვევლად ვიგრძენი თავი. თქვენ მე რაღაც საკითხებში ჭკუაც რომ გასწავლოთ, უნდა მიიღოთ ეს. პირველი ჭკუის სწავლება ჩემგან მინდა შეგახსენოთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბრძანდებით მინისტრის რანგში და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს უნდა უპასუხოთ თანაბრად, ნორმალურად, ზედმეტი კეკლუცობის, თავხედობის, უტაქტო და ზოგჯერ უზრდელი ტონალობის და პასუხების გარეშე. თქვენი გუშინდელი მთელი დღის ნარცისობა ვიხილეთ ჩვენ. თურმე იუსტიციის დარგში რამე მიღწევა თუ არის, თქვენი დამსახურებაა, მე ეს მიხარია, აღვნიშნე კიდევ მაგრამ თურმე, კომპლიმენტის, შექების, კარგი მუშაობის შედეგის დანახვის დაფიქსირების ღირსი არც ყოფილხართ. "რატომ ატრიალებთ უნამუსოდ ჩემს შეკითხვებს თქვენდამი. ეს არის უნამუსო ილეთი თქვენი მხრიდან. იმიტომ ხომ არა, რომ მე მთავარი გკითხეთ გუშინ, აშკარად გამოჩნდა აქ, რომ თქვენ ხელების დაბანა გინდათ და ისე გინდათ, წარმოადგინოთ მდგომარეობა, რომ ეს უბედურება, რაც მივიღეთ, რაც სასამართლო სისტემის ე.წ. რეფორმის, თქვენ არაფერ შუაში არ ხართ და თქვენ ხელებს იბანთ ჩვენ წინაშე. მე თქვენ დაგაბრალეთ იმ ავბედითი სიის შემოტანა პარლამენტში? არ დამიბრალებია. თქვენ უნამუსოდ და უსინდისოდ თავს იქნევთ სამთავრობო ლოჟიდან, რა უნდა ელაპარაკო ასეთ უნამუსო ადამიანს. შეიძლება ეს ადამიანი იუსტიციის მინისტრი იყოს?... არ გაბედოთ არასოდეს ასეთი ტონით, ასეთი მანერით, სიტყვებით და ასეთ არგუმენტაციით ჩემთან საუბარი, ქალბატონო მინისტრო. კარგად დაიმახსოვრეთ ეს," - განაცხადა ადა ... ...
  • სოფელ ჭველეში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვაჯვარში, სოფელ ჭველეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ინფორმაციით, ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა _ დამწვარია 130 კვ.მ ფართობი. ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ... ...
  • პოლიციამ რუსთავში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს: 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი თ.ჩ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი - 1968 წელს დაბადებული თ.პ. და 1986 წელს დაბადებული ზ.ქ.. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, თ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. პოლიციამ თ.პ.-ს და ზ.ქ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოიღო „ამფეტამინის“ და „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მათ პირადი მოხმარებისთვის ჰქონდათ გამზადებული. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...

„ახალბედა მწერალი“

ცნობილმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ ცოტა...

“უცნაური” ვარსკვლავები

ნებისმიერ პიროვნებას გარკვეული უცნაურობები ახასიათებს...

ადამიანის თვალის უსაზღვრო ხედვა

ამერიკელმა მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ ადამიანის...

ინტერპოლი ეძებს კატას

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The...