ზამთრის მიწურული და საბოსტნე მეურნეობა

ჩვენი რჩევები

ზამთრის მიწურული და საბოსტნე მეურნეობა

2016 იან 29 14:01:39

იანვრის ბოლოს, როცა თებერვლის მოახლოებას ხალხური სიბრძნეც კი ხეში წყალის ჩადგომით გვამცნობს, საბოსტნე მეურნეობის გასაახლებლად ვბრუნდებით მიჩნეულ ნაკვეთზე ან ახალს ვირჩევთ და ვიწყებთ ნიადაგის დამუშავებას. რა თქმა უნდა, თუ კარგი ამინდებია. უმეტესად კი, ჩვენში ამ დროს მშვენიერი დარებია და ნაკვეთის ნაადრევ მომზადებას მხოლოდ ნაადრევი და ხვავიანი მოსავალი მოაქვს.

საბოსტნე ნაკვეთი კარგად მოვფოცხოთ, მოვასუფთავოთ და ნიადაგი დავბაროთ. არ დაგვავიწყდეს (თუ უკვე მომზადებული არ გვაქვს) მოფოცხილი მასის საკომპოსტედ თავმოყრა, რაზეც არაერთხელ მივუთითებთ. ეს არის მუქთად ნაშოვნი შესანიშნავი სასუქი, რომელიც საბადოსავით მუდამ არსებობს ჩვენს კარმიდამოში. კარგად დაქუცმაცებულს წავაყაროთ მიწის თხელი ფენა. რა თქმა უნდა, ეს "საგაზაფხულო გროვა" იქნება, რომელსაც მერე შემოდგომაზე მოვიხმართ. მიწა ამ დროს განსაკუთრებით ფხვიერია და ადვილია ის ხელოვნურად, ორგანული და მინერალური სასუქით გავამდიდროთ. განსაკუთრებით ეს ეხება წითელმიწიან გურიას, სადაც შინაურ პირობებში, როცა მოსახლეობა გასათბობად ძირითადად შეშას მოიხმარს, ნაცარი მუდმივად გვაქვს. გავიტანოთ ის და გავანაწილოთ საბოსტნე ნაკვეთში. ეს შესანიშნავი საშუალებაა მჟავიანობის გასანეიტრალებლად.

საბოსტნე ნაკვეთში გამოვყოთ ადგილი კვალსათბურისთვის, რომლის განოყიერებაზე განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნოთ, რადგან თებერვალში ჩვენ უკვე დახურულ გრუნტში უნდა დავთესოთ საადრეოდ გამიზნული ბოსტნეული. ძირითადად, ეს არის პომიდორი, კიტრი, წიწაკა, სხვადასხვა მწვანილეული.

საადრეოდ მოსაყვანი კიტრის კვალსათბურს ორმაგი ცელოფანი უნდა გადავაფაროთ და მხოლოდ ძალიან კარგ ამინდში, შუადღისას გადავაძროთ, რომ მზემ რამდენიმე საათით დაანათოს. ასევე, თებერვალშივე უნდა დავთესოთ გოგრა (თეთრი კვახი), რომლის ნიადაგის (ე. წ. ბუდნა) ნახევარზე მეტი ნამწვისგან უნდა შედგებოდეს. კარგი ჯიშის გოგრა, რომლის შესახებაც არაერთხელ გვწერს და გვეკითხება ჩვენი მკითხველი, არანაირად არ მოგვცემს კარგ და სრულფასოვან ნაყოფს, თუ თებერვალში ადრიანად არ ვიზრუნეთ მის დათესვასა და დროულად გაღვივება-ამოსვლაზე. მას გააჩნია სპეციფიკური თავისებურება _ თუ თებერვალში დახურულ კვალსათბურში არ დავთესეთ, ნასესხების შემდეგ დათესილი (რასაც ბევრი აკეთებს), შემოდგომის ბოლოსთვის ვერ ასწრებს სიმწიფის სრულყოფილ სტადიამდე მისვლას. შეცვლილია კლიმატური გარემოც, რაც გოგრას საშუალებას არ აძლევს, კარგად გამოშრეს სიმწიფის წყალობით, მოხარშვის შემდეგ გახდეს "კვერცხის გულივით".

საბოსტნე ნაკვეთის კვლები (ბაზოები) ძირითადად სამხრეთისკენ მივმართოთ. ასეთ პოზიციაზე ნარგავებს დღის განმავლობაში მუდმივად ექნება სინათლე, ჰაერი და ფოტოსინთეზის უხვი გამოვლინებით მოსავალიც მეტი და ხარისხიანი იქნება.

მომზადებული კვლები აპრილამდე მუდმივად გავანოყიეროთ მსხვილფეხა პირუტყვის თუ ქათმის ნაკელით. გვახსოვდეს, რომ ეს უნდა იყოს ძველი ნაკელი თუ კომპოსტი. კვლებს სიგრძივად 10 სმ სისქის ნაკელით მოვამზადებთ, მერე 5 სმ სისქით მიწა მოვაყაროთ და ა.შ. კვლებს შორის გასასვლელებზე ფრთხილად ვიმოძრაოთ ისე, რომ თავად ეს კვლები არ დავტკეპნოთ.

საადრეო მოსავლისთვის სათესლე მასალა, რომელიც შინ გვაქვს, ნაწილი შევინახოთ, ნაწილი კი ჯერ დავალბოთ წყალში (ქილებში ჩავყაროთ ცალ-ცალკე და დავფაროთ წყლით). მესამე დღეს დავთესოთ და დავაფაროთ ცელოფანი. მჭიდროდ შემოვრაგვოთ, რომ სიცივე არ "შეიპაროს" ან ქარმა არ გადააძროს. ასეთი წესით გამოყვანილი ჩითილი თითქმის ერთი თვით ადრე იწყებს ვეგეტაციას.

როგორც აღვნიშნეთ, ეს ეხება საადრეოდ მოსაყვან ბოსტნეულ კულტურებს. ისე კი, ღია გრუნტში მსგავს მუშაობას, როგორც წესი, აპრილის შუა რიცხვებიდან ვიწყებთ.

დაინტერესებულ მეურნეებს საადრეოდ მოსაყვანი კიტრისთვის (საგვიანოსთვისაც) შეუძლიათთ გამოიყენონ ახალი, ნედლი ნაკელი, რასაც დანარჩენი ბოსტნეული კულტურა ვერ ეგუება. ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი _ბაზოებზე მოვათავსოთ მსხვილფეხა პირუტყვის ნედლი, გადაუწვავი ნაკელი, ზემოდან კარგად დავფაროთ გაფხვიერებული ნიადაგით, არ ჩავბაროთ, არც ჩავთოხნოთ და პირდაპირ ფრთხილად დავთესოთ ზედ კიტრი. მერე მჭიდროდ გადავხუროთ ცელოფნით.

როგორც ცნობილია, კიტრი წყლის განსაკუთრებით მომთხოვნია _ კვირაში ერთხელ ფრთხილად გადავაძროთ ცელოფანი და მოვრწყოთ საშუალო ტემპერატურის წყლით.

გვახსოვდეს, რომ კიტრის კვალსათბური განსაკუთრებით შეფუთული უნდა იყოს და ჩვენ მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში უკვე მივიღებთ კიტრის მოსავალს.




 ახალი ამბები
  • onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა (R)onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტს და გაყიდვას ახორციელებს. პროექტის წარმატებით გაშვება Onoff.ge-ს გუნდის გარდა, კომპანია Wandio-ს და ლიბერთის IT დეპარტამენტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის აქტიური თანამშრომლობის შედეგია. მათ მიერ შეიქმნა უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებ პლატფორმა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ლიბერთის ციფრული ბიზნესის ხელმძღვანელის, ნინო კვიჟინაძის განმარტებით: „Onoff.ge - აერთიანებს ბაზარზე არსებული ტექნიკის მაღაზიების შეთავაზებებს ერთიან ონლაინ სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსხვილი და წვრილი ტექნიკით მოვაჭრეს საშუალება აქვს გამოიყენოს ჩვენი პლატფორმა საკუთრი ბიზნესის განვითარებისა და ონლაინ გაყიდვების ზრდისთვის. Onoff.ge-ს დახმარებით მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მაღაზიაში, მისთვის სასურველი პროდუქტის საბაზრო ღირებულების მიხედვით არჩევა, ფასებისა და ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შეძენილი ნივთის ერთი ამანათით საქართველოში ნებისმიერ ლოკაციაზე უფასოდ მიღება. საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კურიერთან პოს-ტერმინალის ... ...
  • „ბეგის დღეები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშითბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ბეგის დღეები“ აღინიშნა. ცნობისთვის, ბეგი მამალაძის დაღუპვიდან 4 წელია გასული. ის 2015 წლის 25 მაისს  სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან მისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება  და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო. ღონისძიებაში, რომელიც 3 დღე გაგრძელდა მონაწილეობა 32-ე და 69-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე,  ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალებმა მიიღეს. ტექნიკური ხარვეზის გამო კი 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სპექტაკლი, რომელიც ბეგი მამალაძის „ჩემი სოფელის“ მიხედვით უნდა დადგმულიყო, პროგრამიდან მოიხსნა. მოსწავლეებმა ბეგი მამალაძის ხსოვნას მიუძღვნეს  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წვიმად მოვალ და ერთი ძაფი მეც ვიქნები საუკუნო ქსოვაში". მათ წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები ბეგი მამალაძის შემოქმედებიდან, გარდა ამისა, 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ ფილმი აჩვენეს. ცნობისთვის, მერაბ კოსტავა  1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა და მის შესახებ ფილმის წარდგენა სწორედ კოსტავას გარდაცვალების თარიღს უკავშირდებოდა, აღსანიშნავია ისიც, რომ  პოეტის და საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების თარიღი 26 მაისია, ხოლო ბეგი მამალაძე რადგან 25 მაისს არის დაღუპული, ამიტომაც მერაბ კოსტავას ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ხშირად იხსენებენ. როგორც  ბეგი მამალაძის დედა, მარიკა ზედელაშვილი ამბობს, კოსტავას შესახებ ფილმის ჩვენება იყო სიმბოლური, რადგან დამოუკიდებლობის  დარბაზი მათი სულების უკვდავებას ემსახურება. მომავალი თაობა კი ამ წინაპრების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს. რაც შეეხება ბეგი მამალაძის ხსოვნის დღეებს, ზედელაშვილის თქმით, ბეგის დღეების ჩატარების იდეა გასულ წელს გიორგი კეკელიძესთან შეხვედრისას გაჩნდა. დამოუკიდებლობის დარბაზში 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ბეგი მამალაძის ნამუშევრებიც გამოიფინა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეები კი ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალების სპექტაკლითა და აქციით „ნუ მოკლავ“ დასრულდა. როგორც რეჟისორი, ლევან ხაზიური  „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბეგი მამალაძის ნაწერების გაცოცხლებით სურთ ადამიანებს დაანახონ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი გზა არსებობს, მაგრამ არა მკვლელობა. „ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, ასეთი გმირი დედისთვის, რომელიც ასე მყარად დგას და პირადად მე მიკვირს,  საიდან გამონახა ამდენი ძალა ამ ქალბატონმა. რაც შეეხება ღონისძიებას,  გავაცოცხლეთ ბეგი მამალაძის არაჩვეულებრივი და საკმაოდ სიღრმისეული ნაწერები, პატარა მინიატურები. გვინდა, დავანახოთ მომავალ თაობას და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს, რომ არ უნდა მოკლა, რადგან გამოსავალი არსებობს ძალიან ბევრი და დაბალი დონე არის ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის სიცოცხლის გამოსალმება“,_ ამბობს ხაზიური. რეჟისორის თქმით, მოზარდი ცუდ ნაბიჯს მარტივად დგამს, საითკენაც ხშირ შემთხვევებში მშობელთან არამეგობრული ურთიერთობა და კომუნიკაციის არ ქონა უბიძგებს. „პრობლემა უმეტესად მოდის მშობელს და მოზარდს შორის არამეგობრული დამოკიდებულებიდან, კომუნიკაციის არ ქონიდან.  როცა მოზარდი იგებს, რომ დედა ან მამა ეწინააღმდეგება,  უკვე ქვეცნობიერად აკეთებს ცუდს და ცუდ ნაბიჯს დგამს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო.  ალბათ,  თვითონ ოჯახში უნდა ვიფიქროთ როგორ აღვზარდოთ, სკოლებში უნდა იყოს პედაგოგიკა, აღმზრდელობითი საუბრები ასეთი ასაკის მოზარდებთან, როცა ძალიან მარტივია ცუდი ნაბიჯის გადადგმა“,_ ამბობს ... ...
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...
  • “დაანებონ ლიხაურს და შემოქმედს თავი“ _ აშენდება თუ არა ლიხაურში ქვესადგური“ყველა ლიხაურს რატომ უტევს? ხვალ 17 ოქტომბერს,12 სთ ზე,კომპანია "სლრ ცუნსულტინგ" მართავს შეხვედრას სოფ.ლიხაურში. თემა-მძლავრი ელექტრო გადამცემი სადგურის მშენებლობა და გარემოზე დაკვირვების განხილვა. მსურს მოგახსენოთ, რომ სოფელი ლიხაური არის, უნიკალური ბუნების, ხეობის და უძველესი ისტორიის მქონე ტურისტული ზონა. ოზურგეთის ერთ-ერთი მარგალიტი. მჭიდროდ დასახლებული სოფელი. აქ, მის ტერიტორიაზე ასეთი სადგურის მშენებლობა, ყოვლად დაუშვებელია. ააშენონ ლიხაურის ტერიტორიის გარეთ. ყველა როგორ უტევს სოფელ ლიხაურს. ხან კლდის ნგრევა, კარიერები, ახლა სადგური გვაკლია. ავსახლდეთ სოფლიდან? ელექტრო მაგნიტურ გამოსხივებას სად გავექცეთ?“ - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში, გადავარჩინოთ გურიის მდინარეებს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ გაავრცელა. შეხვედრა სოფელ ლიხაურში მართლაც შედგა, მაგრამ დარბაზში ცარიელი სკამები უფრო ჭარბობდა, ვიდრე ხალხი. როგორც სოფელში აღნიშნეს, მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო და სწორედ ეს აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ ლიხაურისთვის კარგი არ კეთდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ  სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა იგეგმება. თინა დობორჯგინიძე, ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი: ისე ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ განვითარების წინააღმდეგი ვართ. ძალიან კარგად ვიცით, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, თუმცა... სახელმწიფო ადამიანებისთვის არსებობს უპირველეს ყოფვლისა. ადამიანებს ამ ჰესის წინააღმდეგი არის იმიტომ, რომ ჩვენ ბევრჯერ მოგვიაწია ლიხაურის დაცვა, ფაქტიურად ომში ვიყავით ჩართული. ეს იყო კარიერების თემა, ეს იყო ციხის თემა, ეს იყო მიწის თემა და არაერთი საკითხი, რომელიც ჩვენი სოფლისთვის მიუღებელია. რატომ? ლიხაური არის ერთ-ერთი საუკეთესო სოფელი გურიაში და მას პატრონობა ჭირდება და არა დაქცევა, განადგურება.  ირმა გორდელაძე: “ლიხაური არის ტურისტული ზონა და ეს ქვესადგური სხვა ადგილას ააშენონ, სადაც ადამიანებს და ბუნებას არ შეეხებიან. დაგვანებონ  ლიხაურს და შემოქმედს თავი, ამ ბოლო დროს ძალიან ამ სოფლებს გადაეკიდნენ და ყველას მივმართავთ, ნუ მიდიხარ ხალხის საწინააღმდეგო მხარეს. ვანო მუმლაძე, "სლრ ცუნსულტინგ საერთაშორისო პროექტების უფროსი ინჟინერი: “ეს პროექტები ხალხის კეთილდღეობისთვის კეთდება. ჩვენი შეხვედრა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რაც შეიძლება ინფორმირებული იყოს მოსახლეობას და მათ უნდა გავაცნოთ რამხელა მნიშნელოვანია ამ პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის და გურიის რეგიონისთვის.“ მთავარი კითხვა შედგება თუ არა სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა ამ ეტაპისთვის პასუხის გარეშე ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...

რატომ უნდა დადოთ საწოლთან გაჭრილი ლიმონი

ლიმონი ვიტამინი C-ს წყაროა. გარდა...

სიზმრის ახსნა

კბილის გატეხვა ან ამოღება -...