გამოვიყენოთ ბუნებრივი სასუქი

ჩვენი რჩევები

გამოვიყენოთ ბუნებრივი სასუქი

2016 აპრ 5 14:30:23

მეცნიერთა გამოანგარიშებით, სასუქების წარმოებაზე დახარჯული თითოეული ლარი, ათჯერ მეტი ღირებულების მოსავლის საშუალო ნამატს უზრუნველყოფს. ამიტომ, თუ სასუქი ბუნებრივად გაგვაჩნია და მისი ყიდვა არ გვჭირდება, ძნელი წარმოსადგენი არაა, რამდენად უფრო მეტი მოსავლით და ნაკლები დანახარჯით ვიქნებით უზრუნველყოფილი. მთავარია, მოტიცავია, სწორი მენეჯმენტი და საქმისადმი დაუზარელი მიდგომა.

შარდოვანა

სინთეზური შარდოვანა ყველაზე უფრო კონცენტრირებული აზოტიანი სასუქია. მიიღება ნახშირმჟავა ამონიუმის ან კალციუმის ციანამიდისგან. შარდოვანა 46% აზოტს შეიცავს. ამიტომ მასში აზოტის თანაბარი წილის გამო, საჭიროა ნიადაგში მისი 2,5-ჯერ ნაკლების შეტანა, ვიდრე სულფატამონიუმისა. მათ, ვისაც კარგად აწყობილი მეურნეობა აქვთ, ჰყავთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, აუცილებელია სადგომთან ავზი-კონტეინერის ისე გააკეთონ, რომ შარდი შიგ თავისუფლად და ნაკელისგან გამოყოფილად ჩავიდეს. მერე კი, როცა გარკვეული რაოდენობით შეგროვდება, ხეხილოვანთა თუ ვენახის ფართობში გავიტანოთ და მცენარის ძირთან შორიახლო დავასხათ. ნიადაგში შარდოვანა სწრფად იქცევა ნახშირმჟავა ამონიუმად. იგი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს და განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს მარცვალში ცილების გადიდებაზე. შარდოვანა, ასევე, წარმოადგენს აზოტიანი სასუქის ეფექტურ ფორმას მცენარეთა ფესვგარეშე გამოკვებისთვის.

ფრინველის გუანო, სკორე

ეს არის სწრაფად და ძლიერმოქმედი ადგილობრივი სასუქი, რომელიც ძირითადად სოფელში მცხოვრებთა უმეტესობას აქვს, შესაძლებელია ფართოდ გამოვიყენოთ ბოსტნეულის და სათოხნი კულტურებისთვის.

ბოსტნეული კულტურები უნდა გამოიკვებოს წყალში გახსნილი სკორეთი, რაც წინასწარ უნდა იყოს დადუღებული. ერთ ვედრო ქათმის სკორეს დავასხათ 15 ლიტრი წყალი და ათი დღის განმავლობაში დავდგათ დახურულ ჭურჭელში. დროგამოშვებით მოვურიოთ. ბოსტნეულს მივუსხათ დილით ადრე ან საღამო ხანს, მცირე რაოდენობით, რადგან ის ძლიერი სასუქია. ასევე, შეგიძლიათ დასათესად გამზადებულ კვალზე ან ბაზოზე თუ მულჩზე მოასხათ, შემდეგ თხლად მოაყაროთ ფხვიერი მიწა და მხოლოდ ამის შემდგ დათესოთ სასურველი ბოსტნეული, რომელსაც, ასევე, ზემოდან მოაყრით მიწას და მოტკეპნით.

სკორე ორგანული სასუქის დიდმნიშვნელოვანი რეზერვია.

ნაცარი

საუკეთესოა საყანე ფართობში თუ მინდვრებში შეგროვილი ორგანული ნარჩენების დაწვით მიღებული ნაცარი, რომელიც სოფელში მცხოვრებთა უმეტეს ნაწილს გააჩნია. მერქნოვანთა ნაცარი უფრო მდარე ხარისხისაა.

ზამთრის პერიოდში ნაცარი კასრში ან თავდახურულ ჭურჭელში უნდა შევაგროვოთ. ის ნაწილობრივ დაგვიზოგავს თანხებს, რომელიც სასუქების შესაძენად გვჭირდება. საგაზაფხულოდ გავცრათ და გამოვიყენოთ როგორც მშრალად, ისე ნაყენის სახით.

მშრალი, გაცრილი ნაცარი კარგია პამიდვრის ნარგავებისთვის. დილით ადრე, მშრალ ამინდში მსუბუქად შევაფრქვიოთ ფოთლებზე.

ნაყენს რაც შეეხება, გაცრილი 500 გრამი ნაცარი ავადუღოთ სამ ლიტრ წყალში. როცა გაგრილდება, გავწუროთ, შევურიოთ 15 ლიტრი წყალი და მშრალ ამინდში, დილით ან საღამოს, შევწამლოთ ხეხილოვნები.




 ახალი ამბები
  • სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა - კახა კალაძედედაქალაქის მერი კახა კალაძე, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. თბილისის მერის განცხადებით, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომელიც აქციის ორგანიზატორებს მიეცათ, პროცესები კანონის ჩარჩოებს გასცდა. მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებდნენ, რომ პარლამენტის ბლოკირება უკანონო ქმედება იყო, თუმცა მათ სიტუაციის გამწვავება სცადეს. როგორც მერი ამბობს, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.  "მინდა გამოვეხმაურო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს. ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს. დღეს, დილიდან, ამ ადამიანებმა, სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა, გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითაც უხეშად არღვევდნენ კანონს. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა, ხელისუფლების თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე. შესაბამისად, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა. პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად. აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა. ამისთვის გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სამართალდამცავს. ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია," - განაცხადა კახა ... ...
  • თალაკვაძე პარლამენტის ჭიშკარზე მოხსნილ ბოქლომს და ჯაჭვს ოპოზიციას უბრუნებსპარლამენტის პიკეტის მოხსნის შემდეგ ბიუროს სხდომა გაიხსნა. არჩილ თალაკვაძემ გაჭრილი ბოქლომი და ჯაჭვი ბიუროს სხდომაზე მიიტანა და თქვა, რომ მას ოპოზიციას უბრუნებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კვლავ ძალაშია გადაწყვეტილება, რომ პროპორციული წესით არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.  რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მოთხოვნას, არჩილ თალაკვაძის თქმით, შეკრების უფლება დაცული იქნება, სამწუხარო კი ის არის, რომ ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა აქცია.  პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება სცდება კონსტიტუციის მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების ფარგლებს.  „გუშინ პირადად დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და ვთხოვე, დაბრუნებულიყვნენ მანიფესტაციის მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში, ასევე შევთავაზე მათ პარლამენტში გადაგვეტანა დისკუსია და ყველა იმ საკითხზე, რომელზეც მათ აქვთ პოზიცია, განგვეხილა პარლამენტში“, - განაცხადა პარლამენტის ... ...
  • ალეკო ელისაშვილი: "აუდეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად"რა ბიუროს სხდომა, ამად გიღირთ, ასეთი ჩატარებული სხდომა გიღრდათ? რამდენჯერ გამოიყვანეთ სპეცრაზმი ბიუროს სხდომის ჩასატარებლად. აუდეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, _ თქვა ალეკო ... ...
  • პარლამენტში ბიურის სხდომა დაიწყოპარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პარლამენტში მედიის წარმომადგენლებს შესვლის საშუალება არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ დღეს პარლამენტში დაგეგმილი კომიტეტის და ბიურის სხდომები ჩაიშალა. ბიუროს სხდომა 15:00 საათზე უნდა გამართულიყო. პარლამენტარებმა საკანონმდებლო შენობაში შესვლა ცოტა ხნის წინ, მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც სპეზრამმა ჭავლის გამოყენებით, პარლამენტის პიკეტირებული შესასვლელები გაათავისუფლა და აქცია ... ...
  • სამართალდამცავები მედიას მუშაობაში ხელს უშლიანსამართალდამცავების მხრიდან ალეკო ელისაშვილის წაყვანას ინციდენტი მოჰყვა. ელისაშვილთან ერთად რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ისინი მედიას მუშაობაში ხელს ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?