ლამის გამოყენება

gurianews.com

ჩვენი რჩევები

ლამის გამოყენება

2016 აპრ 29 13:01:20
ნიადაგი რომ სხვადასხვა ორგანული თუ არაორგანული სასუქის გარეშე ნაკლებად ნოყიერი და ნაყოფიერია, ეს ყველამ კარგად ვიცით. ჩვენს პირობებში, როცა ხშირად ვსაუბრობთ ნიადაგის გამამდიდრებელ სხვადასხვა საშუალებაზე, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ მდინარის ლამს და უმეტესად ნაკელს, ტორფს თუ კირს ვიყენებთ.
ლამს ნიადაგის განოყიერებისთვის მრავალწლიანი თვისება ახასიათებს, რაც ნაკლებად აქვს, მაგალითად, საქონლის ნაკელს, რომელიც ნიადაგში შეტანის მხოლოდ პირველ წელს არის საუკეთესო.
ლამს ხშირად ლაბსაც ეძახიან. ის ბლომად არის მდინარეების, ღელეების, დაჭაობებული ადგილების, გუბურების ნაპირებთან. ის ტალახის მასას მოგვაგონებს, არის უფრო მუქი შეფერილობის, ვიდრე ქვიშა და მასში არ უნდა აგვერიოს. ლამი შეიძლება, პირდაპირ შევიტანოთ ნიადაგში ან ავურიოთ კირში, ნაცარში, ნაკელში, მერე მოვაყაროთ ფართობზე და ჩავხნათ ან ჩავბაროთ. თუ არ დაიზარებთ და ამ შესანიშნავ არაორგანულ ნაკელს თქვენს ბაღჩა-ბაღებში გადაიტანთ ახლომდებარე მდინარეების თუ გუბურების სანაპიროებიდან, რამდენიმე წლის მანძილზე თქვენს საბოსტნე მიწას განოყიერება ნაკლებად დასჭირდება.

ნახვა: 90


 ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ლ.შ., 1998 წელს დაბადებული გ.კ., 1982 წელს დაბადებული ზ.გ. და 1988 წელს დაბადებული ლ. მ., ქურდობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 ივნისს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და მიმალვას შეეცადნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ მოპარული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღები - სხვადასხვა სახის ხელსაწყოები, ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, დადგინდა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 20 ივნისს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნიანში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • პრემიერის დამალული წარსული _ ბახტაძის ბიოგრაფიაში "ცენტრ პოინტში" მუშაობის წლები ბიოგრაფიიდან წაშლილიასაქართველოს პრემიერის დამალული წარსული - მამუკა ბახტაძე, თითქმის, ორი წლის განმავლობაში კომპანია ცენტრ პოინტ ინვესტს ხლმძღვანელობდა, თუმცა, ეს წლები მისი ოფიციალური ბიოგრაფიიდან წაშლილია. ბახტაძე ამ თანამდებობაზე მაია რჩეულიშვილმა 2007 ნოემბერში დანიშნა და სადამფუძნებლო დოკუმენტების საქაღალდეში ყველა ეს საბუთი ინახება.   კომპანია ცენტრ პოინტ ინვესტმა, რომელსაც მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა, ასობით ადამიანის ფული მიითვისა და ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცენტრ პოინტის ხელმძღვანელი, გუკა რჩეულიშვილი, ამბობს, რომ კომპანია ცენტრ პოინტ ინცესტი, რომელსაც მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა, მოქალაქეებისგან ინვესტიციებს ანუ ნაღდ ფულს იზიდავდა და მათ ბანკზე ბევრად მაღალ პროცენტს ჰპირდებოდა. მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების მიზნით, ცენტრ პოინტ ინვესტს საქართველოში 2007 წელს ასობით მოქალაქემ მიმართა, ხალხმა ბინები გაყიდა და კომპანიაში ფული შეიტანა. საუბარია, ჯამში, რვა მილიონ დოლარზე. მამუკა ბახტაძემ თანამდებობა 2009 წლის 6 ივლისს დატოვა, მას შემდეგ, რაც ცენტრპოინტს ინვესტი უკვე გადახდის უუნარო იყო და ასობით მენაბრე ფულის დაბრუნებას ითხოვდა. მაშინ კომპანია სამართავად დექსუსს გადაეცა, რომელსაც კრიზის უნდა დაეძლია. გუკა რჩეულიშვილი ამბობს, რომ მამუკა ბახტაძე დროებითი მენეჯმენტის შესვლის წინააღმდეგ იყო. ამავე კომპანიაში ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელად ბახტაძის დედა - მანანა ნანიტაშვილი, მუშაობდა. ის გელოვანის გამზირზე დაკიდული ბაღების მენეჯერი იყო. მანანა ნანიტაშვილისგან ბინა სვეტა დანელიამ იყიდა და 23 ათას დოლარიანი ბინიდან 4000 დოლარი პრემიერის დედას ხელზე მისცა, თუმცა, ქვითარი არ მიუღია. ახლა სვეტა დანელიას აღარც ბინა აქვს და აღარც ფული. ერთი წლის წინ დანელიამ მანანა ნანიტაშვილს პროკურატურაში უჩივლა, თუმცა, საქმე თაროზე შემოდეს და დაკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ. პრემიერის დედა ცენტრ პოინტის სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია, მან სახელმწიფო ბრალდებას მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის წინააღდეგ ჩვენები მისცა. უცნობია, რატომ არ იძიებს პროკურატურა პრემიერმინისტრისა და მისი დედის საქმიანობას, რომელიც ცენტრპოინტის ხმაურიან საქმეს პირდაპირ უკავშირდება. მამუკა ბახტაძე, რომელიც ცენტრ პოინტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო, მითვისებული თანხების საქმეზე არც კი დაუკითხავთ, რის გამოც, ოპოზიცია ამბობს, რომ სახეზეა შერჩევითი სამართალი. ქუჩაში მოქალაქეები ბინებს და ცენტრ პოინტ ინვესტში ჩადებულ ფულს ამ დრომდე უშედეგო ითხოვენ. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი დააკავეს. მობინადრეებს ჰპირდებიან, რომ კუთვნილ ფართებს მიიღებენ, თუმცა, ჯერ ბინა უბინაოდ დარჩენილებს თვალით არ უნახავთ. ვრცლად იხილეთ: ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ შრი-ლანკის 8 მოქალაქე დააკავაშინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N1 სამმართველოს (ბათუმი) N3 სასაზღვრო სექტორის (გორგაძეთი) დასაცავ მონაკვეთზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შრი-ლანკის 8 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • წვიმა ელჭექით და სეტყვა _ მოსალოდნელი ამინდის პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.  "ჰაერის ტემპერატურა 24 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 25 ივნისს 3 – 4 გრადუსით მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსამდე დაფიქსირდება"- წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ... ...
  • საქართველოში "თაფლის საბჭო" შეიქმნებაგორში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თაფლის ახალი საწარმო შენდება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კავკასიის ალიანსების პროგრამის ინიციატივით გამართულ თაფლის მრჩეველთა კომიტეტის პირველ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, მიიღოს ხარისხის, ერთგვაროვანი თაფლი, რომლის საექსპორტო პოტენციალს მაქსიმალურად გამოიყენებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ბიომრავალფეროვნების გათვალისწინებით, ქვეყანას მაღალი ხარისხის თაფლის წარმოების პოტენციალი აქვს. „მეფუტკრეობის სექტორის განვითარება არის ძალიან კომპლექსური და დაკავშირებულია ბევრ საკითხთან, ამისათვის საჭიროა ჩვენ კომუნიკაციის პლატფორმა შევქმნათ და ჩამოვაყალიბოთ „თაფლის საბჭო“, სადაც ჩართული იქნება სამინისტრო, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები. საბჭოში მოხდება მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა. თუ ეს იქნება მობილური საბჭო და გვექნება რეგულარული შეხვედრები, მივაღწევთ პროგრესს და ოპერატიულები ვიქნებით გადაწყვეტილებების მიღებაში”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისთვის, „თაფლის საბჭო“ იქნება კერძო და საჯარო უწყებების ერთობლივი გეგმის შემუშავებისათვის მნიშვნელოვანი გაერთიანება. ლევან დავითაშვილმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო კვლავ აქტიურად მუშაობს მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის მიმართულებით. თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას კავკასიის ალიანსების პროგრამის ხელმძღვანელი ჰელენ ბრადბერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, თაფლის სექტორის მრჩეველთა საბჭოს კომიტეტის წევრები და მეწარმეები ესწრებოდნენ. ... ...

არქივი

ზაფრანი

იცით თუ არა რომ

დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს...

მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ

ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ...

ტელეფონი-ხელთათმანი

ამერიკელმა დიზაინერმა და მხატვარმა, ბრაიან...

გინესის წიგნში შეტანილი ქვეწარმავლები

ყველაზე დიდი ბაყაყი. აფრიკული ბაყაყი...

ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელმა მეცნიერმა...

დაავადება, რომელსაც "დორიან გრეის სინდრომი" ეწოდა

დორიან გრეის სინდრომი ოსკარ უაილდის...