როცა თევზს ამზადებთ...

ჩვენი რჩევები

როცა თევზს ამზადებთ...

2012 ივნ 3 06:33:53
_ შეწვის დროს რომ არ დაიშალოს, თევზს 10-15 წუთით ადრე მოაყარეთ მარილი, დაელოდეთ, სანამ კარგად შეიწოვს და მერე მოამზადეთ;

_ შეიძლება, მარილი და კვერცხი ერთად კარგად ათქვიფოთ, თევზის ნაჭრები ამ ნაზავში ამოავლოთ და ისე შეწვათ;

_ თევზის შეწვისას ოთახში უსიამოვნო სუნი რომ არ დარჩეს, მდუღარე მცენარეულ ზეთში ჩაყარეთ 1 ცალი დაჭრილი კარტოფილი, გააჩერეთ 2-3 წუთი და ამოიღეთ.

ამის შემდეგ შეწვით თევზი;

_ შემწვარი თევზი უფრო გემრიელი გამოვა, თუ შეწვამდე 10 წუთით ჩააწყობთ რძეში. შემდეგ ოდნავ დაწურავთ, საფანელში ამოავლებთ და მდუღარე ზეთში შეწვავთ;

_ შეწვის დროს ცხიმიანი შხეფებისგან რომ დაიცვათ თქვენი სამზარეულო, ტაფას საწური დაახურეთ;

_ ნებისმიერი თევზი უფრო გემრიელი გამოვა, თუ მას კარაქის და ზეთის (1:1) ნარევში შეწვავთ.

ამ შემთხვევაში ტაფაზე დახურვა არაა საჭირო. თევზის ნაჭრები ნაზი, ხრაშუნა ქერქით დაიფარება;

_ თევზის კოტლეტი გემრიელი კერძია, მაგრამ როცა თევზს ხორცსაკეპში ატარებთ, სითხე მოწვეთავს. ეს არც თუ ისე სასიამოვნოა _ სწორედ აქ დაგეხმარებათ ორცხობილა. თევზი ორცხობილასთან ერთად გაატარეთ _ იგი "ჩაყლაპავს" სითხეს.

ასეთი კოტლეტი გაცილებით უფრო გემრიელი გამოვა, ვიდრე ის, რომელსაც წყალში ჩამბალ პურს უმატებენ. თანაც ამ შემთხვევაში ხორცსაკეპსაც ადვილად გარეცხეთ.

 




 ახალი ამბები
  • სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს აჭარის ტელევიზიაში შექმნილი მოვლენების გამოსაქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეშფოთებას გამოთქვამს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ მიმდინარე მოვლენების გამო, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე. გასათვალისწინებელია, რომ ტელეკომპანია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოირჩევა თავისუფალი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით, რაც არაერთხელ დადასტურდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებით. თუმცა, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების საკითხი. კერძოდ, 2019 წლის 22 ნოემბერს აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობის დროს, მისმა ახლად არჩეულმა დირექტორმა არხს კრიტიკული ტონი დაუწუნა. მოგვიანებით, ტელევიზიის თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ახალი დირექტორის მხრიდან მათ მიკერძოებაში დადანაშაულების თაობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, სახალხო დამცველთან გამართულ შეხვედრაზე, ჟურნალისტებმა გარკვეულ ფაქტებზე მიუთითეს, რომლის თანახმადაც, მიიჩნევდნენ, რომ საფრთხის ქვეშ დგებოდა კრიტიკული მაუწყებლობა და სარედაქციო დამოუკიდებლობა. გავრცელებული მოსაზრებით, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილს დაუკავშირდა აგრეთვე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მიერ მისი პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის შრომითი ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი ცვლილება, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელი ჩამოშორდა მაუწყებლის პლატფორმებზე სარედაქციო პოლიტიკის მართვას და საბოლოოდ, დაკავებული თანამდებობა დატოვა. საგულისხმოა, რომ ნათია ზოიძის მიერ თანამდებობის დატოვება კრიტიკულად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ მიერ, რომელმაც აღნიშნული საქართველოში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის ზრდას დაუკავშირა. განსაკუთრებით საყურადღებოა აგრეთვე ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ტელევიზიაში დაგეგმილი საშტატო ცვლილებების, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების და გადაცემა „ჰეშთეგის“ ერთ-ერთი წამყვანის ეთერიდან მოსალოდნელი ჩამოშორების თაობაზე. სახალხო დამცველის შეფასებით, ზემოხსენებული გარემოებები აჩენს ეჭვებს კრიტიკული მედიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობის შესახებ. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიების მესაკუთრეებთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი საქმეების წარმოების სიმრავლის გათვალისწინებით. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს დემოკრატიულ საზოგადებაში ჯანსაღი მედიის სასიცოცხლო ფუნქციას და იმედოვნებს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები უარყოფითად არ აისახება მედია გარემოზე და აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე, ხოლო არხის ჟურნალისტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ გავლენებისგან თავისუფალი პროფესიული საქმიანობა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ აჭარის ტელევიზია წარმოადგენს საჯარო დაფინანსებით მოქმედ მაუწყებელს, რომლის შექმნის მიზანსაც გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება წარმოადგენს. თავის მხრივ, მსგავსი ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად, ტელევიზიას კანონმდებლობა არაერთ ვალდებულებას უდგენს, რომელთა ზედმიწევნით განხორციელებას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში არსებული პოლარიზებული მედიაგარემოს გათვალისწინებით. ამდენად, სახალხო დამცველი მოუწოდებს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, შემოთავაზებული საშტატო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება კრიტიკულად განიხილონ და მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მიმართული იქნება საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაქარწყლებისა და ტელეკომპანიის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფისკენ. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენების შესწავლას და მოახდენს საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას. ''ოცნების ქალაქში'' მცხოვრებლებს მაუწყებლის მიმართ პრეტენზიები ... ...
  • ''ოცნების ქალაქში'' მცხოვრებლებს მაუწყებლის მიმართ პრეტენზიები აქვთთითების თეატრთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია იმართება, შენობაში კი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ''ოცნების ქალაქში'' მცხოვრებლებს მაუწყებლის მიმართ პრეტენზიები აქვთ. ამბობენ, რომ გუშინ საინფორმაციო სამსახურში დარეკეს, სურდათ თორნიკე რიჟვაძისთვის მადლობა გადაეხადათ, რადგან სოციალური სახლის ფუნდამენტი ჩაისხა. ჟურნალისტები კი ამ ინტერვიუს ჩასაწერად ადგილზე არ მივიდნენ. ''ოცნების ქალაქში'' მცხოვრებლების გარდა თითების თეატრთან იმყოფებიან პირები, რომლებიც საკუთარ ვინაობას არ ასახელებენ, ამბობენ, რომ ტელევიზია უნდა ეკუთვნოდეს ხალხს და არ უნდა იყოს მიკერძოებული. მხოლოდ პრობლემებს არ უნდა აშუქებდეს. აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ ''ქართული ოცნების'' გაკეთებული საქმეები ტელევიზიით არ შუქდება. თეატრთან იმყოფებიან მოძრაობა "ალტერნატივას" წევრები. ისინი ჟურნალისტებსა და ტელევიზიას სოლიდარობას უცხადებენ. "ჩვენ მოვედით თავისუფალი ჟურნალისტების დასაცავად. ივანიშვილს ყველა ტელევიზიის ჯიბეში ჩასმა სურს. არ დავუშვებთ ამას. გვჭირდება თავისუფალი ტელევიზია'' - ამბობს ხათუნა ბერიძე. ... ...
  • თბილისში სოფიკო ჭიაურელის ბიუსტი დააზიანესსოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი იაშვილი ფეისბუქზე თბილისში, სიონის სკვერში მსახიობ სოფიკო ჭიაურელის ბიუსტის  კვარცხლბეკის ფოტოს აქვეყნებს. კვარცხლბეკზე უცნობმა ადამიანმა რამდენიმე წარწერა გააკეთა „კაიო“, “Love Me and Be Happy”, „სოფიკო დამიმატე ფეისბუქზე“. „ქართულის ყველაფრის გადაჯიშებას როგორ ცდილობთ?! ამდენი გახრწნილი სულის მატარებელ ადამიანს არასოდეს არ უცხოვრია საქართველოში კომუნისტების დროსაც კი!“_ წერს სოციალურ ქსელში გიორგი იაშვილი. ... ...
  • რისი გაკეთება იგეგმება სოფლის მხარდამჭერი პროგრამით შემოქმედშისოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ შემოქმედში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე იმყოფებოდა. 2020 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება: გონებისკარში სტადიონის მოწყობა, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება და შიდა გზების რეაბილიტაცია. გომში მოსახლეობამ უპირატესობა ცენტრისა და განათების მოწყობას მიანიჭა. შემოქმედში კი მდინარე ბჟუჟზე ნაპირსამაგრი სამუშაოები, შიდა გზების რეაბილიტაცია, სპორტული ცენტრის მოწყობა, ფატარის უბანში კი სკვერის მოწესრიგება დაიგეგმა. რაც შეეხება წითელმთასა და კვირიკეთს, ადგილობრივთა გადაწყვეტილებით გაკეთდება სპორტული ცენტრი, მოწესრიგდება სკვერი , მოეწყობა გარე განათება და მოწესრიგდება შიდა ... ...
  • სიტყვიერი დაპირისპირება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზეაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში შესვენება გამოცხადდა. იყო ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება.  ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირების წევრები დღის წესრიგის დამტკიცებამდე სიტყვით გამოსვლას ითხოვდნენ, მრჩევლებმა კი ამის საშუალება არ მისცეს და განუმარტეს, რომ განცხადებების გაკეთებას მოგვიანებით შეძლებდნენ. ''თუ მუშაობაში ხელისშეშლა იქნება იძულებული ვიქნები მივიღო სხვა ზომები. ეს არის უკანონო ქმედება და წესრიგისკენ მოგიწოდებთ'' - განაცხადა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილმა. პროფკავშირების თავმჯდომარის თქმით, თუ მრჩეველთა საბჭო ამ რეგლამენტით დაიწყებდა მუშაობას, მათ კითხვის დასმის საშუალება არ მიეცემოდათ. ''დღის წესრიგზე მინდა რამდენიმე წინადადება ვთქვა, სულ სამი წუთი მინდა, ამის უფლება თქვენ გაქვთ. სხდომა, რომ დასრულდება და მაუწყებლის ბედი გადაწყდება მერე არ გვინდა. სხდომა, აქ რომ ჩატარებულიყო წერილობით მოგმართეთ, მადლობა რომ დათანხმდით და აქ იკრიბებით. მრჩეველთა საბჭომ გვინდა ვუთხრათ, რომ კონკრეტული საკითხი დღის წესრიგში არ უნდა იყოს. ეს თანამშრომლებთან შეთანხმებული არ არის. მიდგომა, რომ კანონში ასე წერია, ასე მინდა და ჩემსას გავიტან ნაციონალური მოძრაობის დროს იყო '' - უპასუხა გიგა ჩხარტიშვილს მალხაზ რეხვიაშვილმა. ცნობილია, რომ დღის წესრიგში მესამე საკითხადაა ჩანიშნული საშტატო ერთეულების გაუქმება, რასაც ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ეწინააღმდეგება. ცვლილებას სარედაქციო პოლიტიკასა და შინაარსზე პასუხისმგებელი პირები, ალტერნატიულ პროფკავშირებთან ერთად საფრთხედ აფასებენ, ამბობენ, რომ ამის მიზანი სარედაქციო ვექტორის შეცვლაა. ცვლილება ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო. თითების თეატრში, სადაც სხდომა იმართება იმყოფებიან მესამე სექტორის წევრები, მაუწყებლის თანამშრომლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. დარბაზში ასევე არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან ჟურნალისტების მიმართ და ცდილობენ რეპორტიორს მუშაობაში ხელი შეუშალონ.   წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...