კარტოფილი და მისი აგროტექნიკა

ჩვენი რჩევები

კარტოფილი და მისი აგროტექნიკა

2012 ივნ 15 05:58:28

საქართველოში კარტოფილს თესავენ უმთავრესად ახალქალაქის, ახალციხის, წალკის, დმანისის, თეთრი წყაროს, ხულოს, შუახევის რაიონებში. მოჰყავთ მთაშიც (ნინოწმინდის რაიონი, სვანეთი, რაჭა, ზოტი, ბახმარო და სხვა), სადაც ნათესები ზღვის დონიდან 2200-2300 მ-მდე აღწევს.

70-იან წლებში ფართოდ გავრცელდა საადრეო კარტოფილის მოყვანა. საქართველოს ბარის ზონაში კარტოფილს თესავენ ზაფხულშიც, თავთავიანი პურეულის აღების შემდეგ და მეორე მოსავალს იღებენ. ამ ზონაში (ზღვის დონიდან 500 მ-მდე) საადრეო მოსავლის მისაღებად კარტოფილი შეიძლება დაითესოს შემოდგომაზეც _ ნოემბერში.

საქართველოში კარტოფილის ფართოდ გავრცელებული ჯიშებია: მაჟესტიკი, თრიალეთური სახალხო, ლორხი, ეპიკური და სხვა.

კარტოფილი მრავლდება ვეგეტატიურად _ გორგლით (სელექციის მიზნით _ თესლით), რომელიც საშუალოდ შეიცავს 76,3% წყალს და 23,7% მშრალ ნივთიერებას, მათ შორის _ 17,5% სახამებელს, 0,5% შაქარს, 1-2% ცილას, 1%-მდე მინერალურ მარილებს, აგრეთვე C, B1, B2, B6, PP და სხვა ვიტამინებს.

საქართველოს აგრარიკოსთა კავშირის თავმჯდომარის, ანდრო ხეთერელის თქმით, კარტოფილის ტუბერი მდიდარია სახამებლით, ცილით, C ვიტამინით. გამოირჩევა კარტოფილის სათესლე, საქარხნო, საკვები და უნივერსალური ჯიშები: _ კარტოფილი საუკეთესო წინამორბედია თავთავიანი კულტურებისათვის. მოსავლის აღების შემდეგ იგი ნიადაგს ტოვებს გაფხვიერებულ და სარეველებისაგან სუფთა მდგომარეობაში. ხასიათდება კარგი შემგუებლობით გარემო პირობებისადმი _ მისი მოყვანა შეიძლება ყველა ტიპის ნიადაგზე, დაწყებული ქვიშნარიდან, მძიმე თიხნარი ნიადაგით დამთავრებული, გარდა დაჭაობებული ნიადაგისა. კარტოფილი ზომიერი ჰავის მცენარეა. უყვარს გრილი ჰაერი და კარგად იტანს სიცივეს, მაგრამ ვერ ეგუება ჩრდილს. რაც უფრო დაჩრდილულია ნაკვეთი, მით უფრო იკლებს მოსავლიანობა. საკმაოდ მომთხოვნი მცენარეა საკვები ნივთიერებების მიმართ. ერთ ტონა ტუბერს ერთი ვეგეტაციის განმავლობაში დაკავებული ფართობიდან გამოაქვს 50კგ. აზოტი, 90კგ. კალიუმი, 40 კგ. კალციუმი და 20 კგ. მაგნიუმი მოქმედ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, _ ამბობს ხეთერელი.

მისი თქმით, აღნიშნული მონაცემები ცხადჰყოფს რომ უხეში შეცდომაა საქართველოს კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებში დამკვიდრებული სტერეოტიპი იმის თაობაზე, რომ კარტოფილს მხოლოდ აზოტშემცველი მინერალური სასუქებით გამოკვება ესაჭიროება მაღალი მოსავლისათვის, რის შედეგადაც ფართობზე შედის გადამეტებული რაოდენობით აზოტშემცველი სასუქები, რაც უკარგავს კარტოფილს გემურ ხარისხს და უარყოფითად მოქმედებს მცენარის განვითარების პროცესზე: _ ერთ ჰექტარზე კარტოფილის მინერალური სასუქებით გამოკვებისათვის ნიადაგის განოყიერების ოპტიმალუტრ სქემას წარმოადგენს აზოტი _ 90-110 კგ (მოქ. ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) ფოსფორი _ 80-100 კგ. (მოქ. ნივთიერებაზე გადაანგარიშებით), კალიუმი დ 100-120 კგ (მოქ. ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) , აქედან თესვისწინა განოყიერებისას შეტანილ უნდა იქნეს აზოტის მთელი დოზის 68-70%, ხოლო ფოსფორისა და კალიუმის მთლიანი დოზა შეიტანება ნიადაგის ძირითადი დამუშავების დროს და თესვისწინა განოყიერებისას. აზოტის დარჩენილი რაოდენობა გამოიყენება დამატებით გამოკვებაში, ინტენსიური ვეგეტაციის პერიოდში (მცენარეზე მიწის შემოყრისას) და ტუბერების ფორმირებისას. ძალიან კარგ შედეგს იძლევა კარტოფილში კომპლექსური სასუქების გამოყენება, რომელთა შეტანის ნორმა უნდა განისაზღვროს სასუქში საკვები ელემენტების პროცენტული შემცველობისა და მათი საჰექტარო დოზის გათვალისწინებით. ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების საუკეთესო საშუალებაა ორგანული სასუქების (გადამწვარი ნაკელი) გამოყენება ჰექტარზე 20-40 ტონის ოდენობით. ასევე მწვანე სასუქების გამოყენება (სიდერეცია), რისთვისაც ითესება პარკოსანი მცენარეები. ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს საშემოდგომო და ზამთრის სიდერატები. კარტოფილს სერიოზულად აზიანებენ მავნებელდდაავადებები, რაც მოქმედებს როგორც მოსავლიანობაზე, ასევე ნაყოფის ხარისხზე.

კარტოფილის მთავარი დაავადებებია: კარტოფილის ფიტოფტოროზი, რიზოქტონიოზი, ფუზარიოზი, ვერტიცელიოზი, შავფეხა, სამხრეთული ფესვის სიდამპლე, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებები.

მავნებლებიდან უმთავრესია: კოლორადოს ხოჭო, მავთულა ჭიები, მახრა, კარტოფილისჩრჩილი, კარტოფილის ღეროს ნემატოდა: _ კარტოფილის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ საჭიროა ჩატარდეს ბრძოლის ქიმიური ღონისძიებები. ამ მიზნით არსებობს კულტურის წამლობების სხვადასხვა სქემები, განკუთვნილნი კარტოფილის როგორც პროფესიონალურ, ასევე სამოყვარულო დონეზე წარმოებისათვის, _ ამბობს ხეთერელი და კარტოფილის მავნებლებისგან დასაცავად საჭირო სქემასაც გვთავაზობს:

პირველი წამლობა

კარტოფილის სარგავი მასალა დარგვამდე უნდა დამუშავდეს პრეპარატ პრესტიჟით _ 1 ლ. პრეპარატი იხსნება 15-20 ლიტრ წყალში და მიღებული ხსნარი საკმარისია ერთი ტონა სარგავი მასალის დასამუშავებლად. დამუშავების წინ საჭიროა კარტოფილის ერთ ფენად გაშლა და ხსნარის მოსხურება ისე, რომ შეძლებისდაგვარად ყველა ტუბერი დასველდეს. შემდეგ საჭიროა ტუბერები გაშრეს და მხოლოდ გაშრობის შემდგომ მოხდეს მათი დარგვა.

მეორე წამლობა

დათესვის შემდგომ, კულტურის აღმოცენებამდე საჭიროა ნაკვეთი დამუშავდეს ჰერბიცი-ზენკორით. 200 გრ. ზენკორი იხსნება 100 ლიტრ წყალში და ხდება მოსხურება ნიადაგზე. ერთ ჰექტარზე საჭიროა 1კგ. ზენკორი რომელიც გაიხსნება 400-500 ლ. წყალში.

მესამე წამლობა

მესამე წამლობა ტარდება მას შემდეგ, რაც კულტურის სიმაღლე მიაღწევს 10-15 სმ-ს. ამ დროს 300 გრ. ანტრაკოლი იხსნება 100 ლ. წყალში და ხდება მიღებული ხსნარის მცენარეებზე შესხურება. ერთ ჰექტარზე საჭიროა 1,5კგ ანტრაკოლი, რომელიც გაიხსნება 400-500ლ წყალში.

მეოთხე წამლობა

მეოთხე წამლობა ტარდება მესამე წამლობიდან 10-12 დღის შემდეგ. ამ დროს 240გრ. ინფინიტო იხსნება 100ლ წყალში და მიღებულ ხსნარი სხურდება მცენარეებზე. ერთ ჰექტარზე საჭიროა 1,2 ლ ინფინიტო, რომელიც გაიხსნება 400-500ლ წყალში.

მეხუთე წამლობა

მეხუთე წამლობა ტარდება მეოთხე წამლობიდან 10-12 დღის შემდეგ. მოცემულ პერიოდში საჭიროა როგორც ფიტოფტორას, ალტერნარიოზის და მაკროსპორიოზის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე ფოთლოვანი კვების უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, 300გრ. ანტრაკოლ ბლაუ და 600გრ. ვუქსალ მაკრომიქსი იხსნება 100ლ. წყალში და ხდება შესხურება. ერთ ჰექტარზე საჭიროა 1,5კგ. ანტრაკოლ ბლაუ და 3ლ. ვუქსალ მაკრომიქსი.

მეექვსე წამლობა

მეექვსე წამლობა ტარდება მეხუთე წამლობიდან 10-12 დღის შემდეგ. ამ პერიოდში საჭიროა ფიტოფტორასა და მაკროსპორიოზის წინააღმდეგ ბრძოლა და ფოთლოვანი კვება. მეექვსე წამლობისას 500გრ. მელოდი დუო და 600გრ. ვუქსალ მაკრომიქსი იხსნება 100ლ წყალში და ხდება შესხურება. ერთ ჰექტარზე საჭიროა 2,5კგ. მელოდი დუო და 3ლ. ვუქსალ მაკრომიქსი.

მეშვიდე წამლობა

მეშვიდე წამლობა ტარდება მეექვსე წამლობიდან 10-12 დღის შემდეგ და მოცემულ პერიოდში, გარდა დავადებებისა, საჭიროა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალების ჩართვა წამლობის სქემაში. ამიტომ 1-1,2 კგ. კუპერვალი და 10 გრ. კონფიდორ მაქსი იხსნება 100 ლ. წყალში და ხდება შესხურება. ერთ ჰექტარზე საჭიროა 5-6 კგ. კუპერვალი და 50 გრ. კონფიდორ მაქსი.

მოამზადა ნათია დოლიძემ




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...