ყვავილები არა მხოლოდ ჰერბარიუმისთვის

ჩვენი რჩევები

ყვავილები არა მხოლოდ ჰერბარიუმისთვის

2016 ივლ 29 17:44:56

ჰერბარიუმის გაკეთება ვის არ უცდია. სპეციალურად შეგროვებული გამხმარი მცენარეების კოლექცია რომ მოვამზადოთ, სასურველი ყვავილები თუ მცენარეთა ფოთლები უნდა შეგროვდეს დარში, უქარო ამინდში.

ჰერბარიუმისთვის არსებობს სპეციალური წიგნი-ალბომი, რომლის თითოეულ სქელ ფურცელს, ასევე თხელი ქაღალდის ფენაც ახლავს, რომელთა შუაშიც უნდა მოაქციო მცენარის სასურველი ნაწილი. უმჯობესია ყვავილები.

თუ ასეთი ალბომი არ გვაქვს, უფრო მარტივი ფორმითაც შეიძლება, გავაკეთოთ. ყვავილი თუ ნებისმიერი ფოთოლი ჩავდოთ ძველ წიგნში ან რვეულში, მჭიდროდ დავხუროთ. დავდოთ იქ, სადაც არის სინათლე და ნაკლები ტენი. ერთი თვის შემდეგ მივიღებთ სასურველი ფორმის და ვიზუალის მქონე გამხმარ ყვავილს. ასეთი ყვავილები შესაძლებელია, გამოვიყენოთ კომპოზიციების შესაქმნელად.

განსაკუთრებით მათ, ვისაც ეხერხება ქსოვა, ქარგვა, ხატვა, სხვადასხვა ხელსაქმე. შესაძლებელია მისი ჩვეულებრივ ჩარჩოში ჩასმა, თუმცა, ძალიან ლამაზია ყაისნაღით თუ მაკრამეს ხელოვნებით მოქსოვილ ჩარჩოში თუ ქოთანში, ჰერბარიუმის კოლექციიდან, სასურველი ყვავილის ჩასმა. ასევე, ლამაზია ლარნაკში მოთავსებაც.

ფანტაზია ამოუწურავია. აუცილებლად გააკეთეთ მრავალფეროვანი ჰერბარიუმი, რომელიც გვიან შემოდგომასა და ზამთარში, გრძელი ღამეების დროს, ორიგინალური კომპოზიციების შექმნაში დაგეხმარებათ. ამით თქვენ გაალამაზებთ საცხოვრებელი ბინის ოთახების კედლებს, ასევე, მეგობრებსაც გაახარებთ ორიგინალური საჩუქრებით.




 ახალი ამბები
  • გუდაური -კობის მონაკვეთზე მოძრაობა ნებადართულიაგუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსორტის მოძრაობა აღსდგა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შეგახსენებთ, რომ გადაადგილება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, ზვავსაშიშროებისა და ინტენსიური თოვის გამო, აკრძალული ... ...
  • ოზურგეთში ტაძარი გაქურდესოზურგეთში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი გაქურდეს. ამ წუთებში ტაძარში, სადაც შვიდგზის ზეთისცხება უნდა შესრულებულიყო,  პოლიცია იმყოფება და მიმდინარეობს მამაოების დაკითხვა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გატეხილია შესაწირი ყუთები. ზუსტი ინფორმაცია, რა წაიღეს ტაძრიდან ამ დროისთვის უცნობია. „გურია ნიუსი“ მომხდართან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით, დეტალებს ცოტა ხანში ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ისევ გაიზარდააქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281 პირი. ინფორმაციისთვის, 131 ადამიანიდან 26 ... ...
  • “პრემიერ-მინისტრი არ ამბობს, როდის დაიკეტოს მაღაზიები“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სასურსათო მაღაზიებთან და აფთიაქებთან მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საინფორმაციო ფურცლები გააკრა; ტექსტში, ცხადია, აღნიშნულია, რომ ადამიანები სახლში უნდა დარჩნენ, ვაჭრობისას დისტანცია დაიცვან, თუმცა, ამ საინფორმაციო ფურცლებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სავაჭრო ობიექტებს სამუშაო დრო 19 საათამდე განუსაზღვრეს. “გუშინ, 7 საათზე რომ დავხურე მაღაზია, რამდენიმე ადამიანი გარეთ, ერთმანეთისგან დინსტანცირებით  მელოდებოდა; თხოვნის მიუხედავად, მათთვის უარის თქმა მომიხდა -  შიშში ვიყავი, ვინმემ არ დამაჯარიმოს-მეთქი. მთავარია, ცხრა საათზე სახლში ვიყოთ და შვიდ საათზე დავკეტავ თუ ცხრის ნახევარზე, ეს მგონი არაა კანონდარღვევა“, _ განუცხადა “გურია ნიუსს“ ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ. სასურსათო მაღაზიის კიდევ ერთი მეპატრონე კი წუხს, რომ 7 საათამდე დისტრიბუციას ვერ მოასწრებს, რადგან მომწოდებელს რვა საათზე ელოდება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ კომენდანტის საათის გამოცხადების მერე შეუთანხმდა მომწოდებლებს და გრაფიკი შესაბამისად დაგეგმა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 19 საათზე მაღაზიის დაკეტვის მოთხოვნის გამო კი გრაფიკი მთლიანად დაერღვა და ხელი ეშლება. ამგვარი შეზღუდვის დაწესება ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებას სცდება და დამატებით შეზღუდვებს უწესებს მოქალაქეებს, რაც არაკანონიერია.  მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ამ შეზღუდვის შესახებ “გურია ნიუსში“ გუშინ გამოქვეყნდა, დღეს მდგომარეობა უცვლელი დაგვხვდა და შემზღუდავი საინფორმაციო ფურცლები ისევ გამოკრული იყო, არც მაღაზიის პატრონების ხელახალი ინფორმირება მომხდარა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ლომთათიძის თქმით, მერიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 19 საათიდან დაკეტილიყო მაღაზიები: “ჩვენ გავაფრთხილეთ მაღაზიების მეპატრონეები. თუ მათი თანამშრომლები ცხოვრობენ სოფელში და სამსახურის შემდეგ მიდიან სახლში, რომ არ მოხვდნენ კომენდანტის საათში, 7 საათზე უნდა დაიწყონ მაღაზიების დაკეტვაზე ზრუნვა. შეიძლება 8 საათამდეც გააგრძელონ მუშაობა. არავისთვის გვითქვამს, რომ ამისთვის დავაჯარიმებთ ვინმეს. უბრალოდ, თუ 9 საათზე ისინი არ იქნებიან სახლში, დაჯარიმდებიან კომენდანტის საათის დარღვევის გამო. ჩვენ ყველას ვაფრთხილებთ, რომ ინდმეწარმეები და მაღაზიებში დასაქმებული პირები არ დაჯარიმდნენ“, _ გვითხრა ვლადიმერ ლომთათიძემ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის თქმით, მთავარია, რომ გონივრულ ვადაში დაიკეტოს მაღაზიები, რადგან ღამის ცხრა საათზე მისი მეპატრონეები და იქ მომუშავე პერსონალი სახლში იყვნენ. მისი თქმით, მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ შესაბამის დოკუმენტებში არსად წერია, რომ მაღაზიები 19 საათზე უნდა დაიკეტოს: “პრემიერ-მინისტრი არ ამბობს, როდის დაიკეტოს მაღაზიები. რადგან ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი  იწყება 21 საათზე, თავად მაღაზიის მეპატრონემ უნდა გადაწყვიტოს, როდის დაკეტოს მაღაზია, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ კომენდანტის საათის დაწყებამდე ყველა თანამშრომელი  სახლში იყოს“, _ გვითხრა თამაზ ... ...
  • საქართველოში, კორონავირუსთან დაკავშირებული აპლიკაცია იტესტებასაქართველოში აპლიკაცია იტესტება, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გქნცხადებით, აპლიკაციის ამოქმედების შემთხვევაში, მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას ჰქონდათ თუ არა მათ კონტაქტი ინფიცირებულ პირთან. მისივე თქმით, ადამიანები მიიღებენ ინფორმაციას იმ ლოკაციებთან დაკავშირებით, სადაც ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ. „აპლიკაციასთან დაკავშირებით ვგეგმავთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის. ის ამ ეტაპზე არის მხოლოდ სატესტო რეჟიმში და ჩვენ ვრწმუნდებით ახლა იმაში, რომ აპლიკაცია ნამდვილად იქნება ეფექტური და ასევე, მიმდინარეობს აპლიკაციის შესაბამისობაში მოყვანა ქართული რეალობისთვის და სხვადასხვა საინფორმაციო ბაზებით მისი გამყარება. მას შემდეგ შემდეგ რაც ეს ყოველივე იქნება მზად, ჩვენ შეგვეძლება უკვე მოქალაქეებს გავაცნოთ ამ აპლიკაციის დეტალები, რომ მათ შეძლონ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ინფიცირებული და ჰქონდა თუ არა მას პერსონალურად პოტენციურ ინფიცირებულთან გარკვეული კონტაქტი, რაც დაეხმარება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგებს შემდგომი და ადრეული კონტაქტების დაიდენტიფიცირებაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ... ...

არქივი