როგორ მოვახდინოთ ჩალის და თივის კვებისწინა შემზადება

ჩვენი რჩევები

როგორ მოვახდინოთ ჩალის და თივის კვებისწინა შემზადება

2016 აგვ 25 15:45:26

სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა საკვებ ბალანსში განსაკუთრებით დიდ ადგილს იკავებს მარცვლოვანთა და პარკოსანთა ჩალა.

შემოდგომის დადგომისთანავე, ჩალის და თივის კვებისწინა შემზადების არაერთი ნაცადი მეთოდი არსებობს. ჩვენ გირჩევთ, გამოიყენოთ მათ შორის მარტივი წესები, რომელიც შესაძლებელია, დავნერგოთ მეცხოველეობის ფერმებსა თუ მცირე საფერმერო გარემოში. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, მაქსიმალურად და უდანაკარგოდ გამოვიყენოთ ჩალა ცხოველთა კვებაში და გავზარდოთ მათი პროდუქტიულობა.

ჩალის დაჭრა, დანამვა და შეზავება მიზნად ისახავს, გაუადვილოს ცხოველს მისი ჭამა და თავიდან ავიცილოთ დანაკარგი. პირუტყვისთვის დაჭრილი ჩალის მიცემის წინ საჭიროა, ის დავასველოთ მარილიანი წყლით იმ ანგარიშით, რომ ყოველ ათ კილოგრამ ჩალაზე მოდიოდეს ხუთი ლიტრი მარილიანი წყალი.

ასე მომზადებულ ჩალას პირუტყვი მადიანად და დიდი რაოდენობით ჭამს. დაჭრილი და დასველებული ჩალა შესაძლებელია შევაზავოთ შავი პურის ფქვილით, ქატოთი, დაფქვილი კოპტონით, დაჭრილი ძირხვენით, სილოსით...

უხეშ საკვების სამზადისს, ბალახისმჭამელ ცხოველთა ბაგური შენახვის პერიოდისთვის, შემოდგომიდანვე უნდა შევუდგეთ. თივა უმნიშვნელოვანესი საკვებია და მისი გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან უიმისოდ ორგანიზმს დიდი ზიანი ადგება.

მარცვლოვანების და პარკოსნების შემცველი ხარისხიანი თივა უნივერსალური საკვებია. ცხოველის საზრდოობისთვის ის ყველა საჭირო ნივთიერებას შეიცავს თავისი ფიზიკური აგებულებით, აგრეთვე, დიეტური თვისებებით კარგად პასუხობს ბალახისმჭამელ ცხოველთა კუჭ-ნაწლავის მოთხოვნებს, უზრუნველყოფს მონელებითი რეფლექსების აქტივაციას და ულუფის ნორმალურ შეთვისებას. ამიტომ თივის წარმოების გაფართოება და ბაგური შენახვის პერიოდის მოახლოებისას სამზადისი, პირუტყვის ამ საკვებით უზრუნველსაყოფად, დიდ ყურადღებას ითხოვს.

თივის ხარისხი, საყუათო ღირებულება მეტად ცვალებადია. ეს თავისებურება ყველა თივას ახასიათებს, მაგრამ განსაკუთრებით შესამჩნევია ე. წ. მდელოს თივის მიმართ. ხშირია მდელოს თივის (რასაც გურიაში ამზადებენ), მდარე ხარისხი და ყუათიანობა. თივის ხარისხი და სასაზრდოო ღირსება მრავალი პირობით განისაზღვრება. ამ პირობებიდან აღსანიშნავია ბალახის გათიბვის ვადები ანუ მცენარის განვითარების სავეგეტაციო პერიოდი და შრობა-შენახვის ხერხები. რაც უფრო მცირე ასაკისაა მცენარე, მით მეტი რაოდენობით შეიცავს ადვილმონელებად ნახშირწყლებს და მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოცდილების მქონე ჩვენმა ფერმერებმა, ვისაც საოჯახო მეურნეობა წლების მანძილზე აქვთ, კარგად იციან თივის დამზადების წესი, თიბვის დაწყების დრო. და მაინც კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ საკვებად თივის დამზადება, მხოლოდ ადრე გათიბული ბალახისგან შეიძლება. ამ შემთხვევაში ბალახის გათიბვა უნდა ხდებოდეს დაკოკრების ან თავთავების ამოღების პერიოდში. ბალახის ადრე გათიბვა, ამასთანავე, სარეველა მცენარეების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე კარგი საშუალებაა. ადრე გათიბვის პირობებში სარეველა მცენარეები ვერ ასწრებენ თესლის დამწიფებას, რითაც მათი შემდგომი გავრცელება შეუძლებელი ხდება.

მაღალყუათიანი, ვიტამინოვანი თივის მიღებაზე ზრუნვა მარტო ბალახის ადრე გათიბვით არ ამოიწურება _ გათიბული ბალახი ისე უნდა გავაშროთ, რომ მთლიანად შევინარჩუნოთ თავთავი და თავიდან ავიცილოთ მწვანე ბალახის გაუფერულება, შეხურება და სხვა არასასურველი მოვლენები. უმეტესად ჩრდილში შრობა უზრუნველყოფს ბალახის მწვანე ფერის შენარჩუნებას, ამავე დროს, ვიტამინების გადარჩენას. სპეციალური ჩრდილების მოწყობა შეუძლებელია, მაგრამ გათიბვის შემდეგ შემხმარი ბალახის დაბულულება და ისე შრობა უზრუნველყოფს ვიტამინების გადარჩენას.

შრობის პროცესში მყოფი მასის ყოველგვარი გადანაცვლება _ შექუჩება, გაშლა, გადაზიდვა და სხვა, ისე უნდა ვაწარმოოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ხმელი ბალახის ფოთლის მტვრევა თუ კარგვა. როგორც კი ასეთი შრომა დასრულდება, თივა უნდა დაიზვინოს. რაც უფრო დიდი ზომის იქნება ზვინი თუ ზვინბულულა, მით უფრო უკეთ შეინახება თივა. ამის გარდა, დაზვინვისას თივის მაგრად დატკეპნვას დიდი მნიშვნელობა აქვს _ კარგად დატკეპნილი ზვინი წარმატებით უზრუნველყოფს თივის ხანგრძლივად და უდანაკარგოდ შენახვას სუნის, არომატის, საგემოვნო თვისებების, ვიტამინოვანი თვისებების შესანარჩუნებლად.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...