გაუმხილეთ თქვენი გრძნობები... ყვავილოვანი სერენადებით

gurianews.com

ჩვენი რჩევები

გაუმხილეთ თქვენი გრძნობები... ყვავილოვანი სერენადებით

2012 ივლ 18 06:59:06
ყვავილების თაიგულის მიღება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ. ალბათ. იშვიათად ჩაფიქრდება ვინმე იმაზე, თუ რას უნდა ნიშნავდეს თაიგულად შეკრული ყვავილთა კომპოზიცია.

ყურადღება, პატივისცემა, სიყვარული _ აი, რის გამოხატვას ცდილობენ მამაკაცები ამ ლამაზი ჟესტით; თუმცა, არც თუ იშვიათად, მათი განზრახვა შეიძლება არასწორად იქნას გაგებული.

ჩვენი დიდედები და პაპები უფრო ფრთხილები და დახვეწილები იყვნენ თაიგულისთვის ყვავილების შერჩევისას. მათი წარმოდგენით, ყვავილებს შეეძლოთ ეამბნათ ადრესატისთვის იმ გრძნობების შესახებ, რასაც განიცდიდა მგზავნელი. ყოველი ყვავილი რომელიმე გრძნობის ან იდეის სიმბოლო იყო. მათ არცოდნას შეეძლო დიდ უხერხულობაში ჩაეყენებინა მაღალი საზოგადოების წევრი. არის ყვავილები, რომელთა მირთმევა მიღებულია მხოლოდ ქალბატონებისთვის, გოგონასთვის ჩუქება კი საშინლად შეურაცხყოფს ამ უკანასკნელს.

_ ხავერდის (იგივე ხაოიანი) ვარდი პატარა ბავშვისთვის იყო განკუთვნილი. ალბათ, ადვილი წარმოსადგენია ჭარმაგი ქალბატონის რეაქცია, თუ მას ასეთ ვარდს მიართმევდნენ.

_ თეთრი ვარდი და ზიზილა უბიწოებას აღნიშნავდა; ვარდის კოკორი _ გაფურქვნის ასაკში მყოფ ახალგაზრდა ქალს; მიმოზა _ სიმორცხვეს; გველის სურო ჴ მუდმივი თანადგომის, მეგობრობის რწმენას; შროშანი _ ბედნიერების სურვილს; თეთრი ზამბახი _ სიფაქიზეს, სისუფთავეს. ყველა ეს ყვავილი მხოლოდ ახალგაზრდა გოგონებისთვის იყო მისაღები და სასაცილო იქნებოდა შუახანს გადაცილებული ქალბატონის ხელში.

_ თეთრ იასამანსაც გოგონებს ჩუქნიდნენ, ხოლო იისფერს _ მხოლოდ ახალგაზრდა ქალებს. ბალბა და ხუთფურცელა დედობრივი სიყვარულის სიმბოლო იყო. ია, როგორც მორცხვობისა და მოკრძალების გამომხატველი, შეიძლებოდა მიეძღვნათ როგორც გოგონებისთვის, ისე, ქალბატონებისთვის ნებისმიერ ასაკში. ასეთივე იყო რეზედაც, რომლის ჩუქებითაც აკეთებდნენ იმის მინიშნებასაც, რომ შინაგანი სამყარო უფრო ხიბლავდათ, ვიდრე გარეგნული სილამაზე.

_ მკვეთრი წითელი ფერის ყვავილები: ოლეანდრა, ყაყაჩო, მიხაკი, დედოფლის ყვავილი გამოხატავდა ძლიერ გრძნობას, ვნებას და მხოლოდ მამაკაცებს ეკუთვნოდათ.

იქნებ, თქვენც მოახერხოთ უსიტყვოდ გადასცეთ თქვენი გულისნადები საყვარელ ადამიანს, თუ გაითვალისწინებთ ოდესღაც არსებულ ყვავილების სიმბოლიკას:

ასტრა _ საიდუმლო განზრახვა;

ჩინური მიხაკი _ ზიზღი;

ველის მიხაკი _ ნებაყოფლობითი უარი;

ბაღის თეთრი მიხაკი _ ნუგეში და პაემანი;

წითელი მიხაკი _ ვნებიანი, ცეცხლოვანი, წმინდა სიყვარული;

ხავერდოვანი მიხაკი _ გამორჩეული ნიჭიერება;

მერანი _ მიზეზიანობა, ცვალებადი ხასიათი;

სუმბული _ მიდრეკილება, გადახრა;

ჟასმინი _ მხოლოდ მეგობრობით დაკმაყოფილება;

კაქტუსი _ ხანმოკლე ბედნიერება;

თეთრი ზამბახი, შროშანი _ უცოდველობა, უბიწოება;

ყვითელი ზამბახი _ სიამაყე;

ცისფერი ზამბახი _ განდიდება;

თეთრი ნარცისი _ თვინიერება, მორჩილება;

თეთრი ნარცისი _ პატივმოყვარეობა;

პალმის რტო, ფოთოლი _ გამარჯვება;

გვიმრა _ ნდობა;

თეთრყვავილა _ ბედნიერი განზრახვა;

თეთრი ვარდი _ უბიწოება;

ყვითელი ვარდი _ ღალატი და ფლირტი გაუთხოვარი, ხოლო მეუღლისადმი ერთგულება და სიყვარული გათხოვილი ქალებისთვის;

წითელი ვარდი _ მგზნებარე სიყვარული;

ქერი _ ქონება, სიუხვე;

გვირილა _ სიძულვილი;

ოქროცოცხა _ მოთმინება;

ტიტა _ სიყვარულის ახსნა;

თეთრი ია _ სუფთა გული;

ღამის ია _ პირფერობა;

იისფერი ან ცისფერი ია _ ორმხრივი მეგობრობა;

პატარძლის ყვავილი _ ვნება, წინდაუხედაობა;

კვირისთავა _ სურვილების შესრულება.


ნახვა: 3814


 ახალი ამბები
  • ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება _ მერაბ ჭანუყვაძეროგორც დღეს "ბახმაროს თასი 2018"_ზე გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ განაცხადა, კურორტი ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება. მისივე თქმით, ბახმაროს განვითარების გეგმა უკვე შემუშავებულია. "უკვე შემუშავებულია ქალაქმშენებლობითი გეგმა, მთავრობასთან ერთად იგეგმება ექსპერტების ჩამოყვანა, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და ამის შემდეგ დავიწყებთ იმ კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრას, რომელიც წლების განმავლობაში აქვს კურორტს. ფაქტობრივად ყველაფერი 0-დან არის დასაწყები, სწორედ ამიტომ განხორციელდა ქალაქდაგეგმარების შემუშავება, როგორც კი ექსპერტები მოიწონებენ მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ინფრასტქურტურულ პროექტებს, ეს არის არის წყალი, კანალიზაცია, რაც პირველ რიგში საჭიროა", - განაცხადა ... ...
  • რა ხდება ბახმაროში (ფოტორეპორტაჟი)დღეს ბახმაროში "ბახმაროს თასი 2018" იმართება. როგორც ცნობილია, ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. "გურია ნიუსი" გთავაზობთ კადრებს რა ხდება ბახმაროში. ... ...
  • "ბახმაროს დასახლებული პუნქტის სახელი მიენიჭება"_ მაია ცქიტიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება და მას შემდეგ შეძლებს განვითარებას. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ბახმაროში ელექტრომომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. მინისტრის განცხადებით, ბახმაროს განვითარების გენგეგმაში ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევაც არის გათვალისწინებული. " ბახმაროს, როგორც კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფოს ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ბახმაროს განვითარების გენგეგმა საშუალებას გვაძლევს, ამ კურორტს ერთიანად მივუდგეთ, პირველ რიგში, გადავარჩინოთ ის გარემო, რომელიც ბახმაროში უკვე არსებობს - უნიკალური გარემო, რის გამოც ბახმაროში ჩადის დამსვენებელი, მეორეს მხრივ განვავითაროთ თანამედროვე კურორტად. რაც შეეხება კურორტზე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რამდენიც იქნება საჭირო ამ კურორტის განვითარებისთვის", _ განაცხადა ... ...
  • ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალის სამზადისი პრემიერმა მოინახულაამ წუთებში ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტუვალის სამზადისი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მისმა მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, პრემიერის აპარატის უფროსმა გიორგი ჭოლაძემ და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ მონახულეს. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის ყველაზე კარგი წამოწყება და ამან ტრადიციული სახე აუცილებლად უნდა მიიღოს. ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალი 5 საათზე ... ...
  • "ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი იქნება" _ სოზარ სუბარიბახმაროში, ბახმაროს თასი 2018-ზე იმყოფება სოზარ სუბარიც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი გახდება. "ძალიან მიყვარს აქ ჩამოსვლა და როცა ვახერხებ, აუცილებლად ჩამოვდივარ. ბახმაროს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ბახმარო იქნება 4-სეზონიანი კურორტი და ადამიანებს 12 თვის განმავლობაში შეეძლებათ აქ ამოსვლა, იქნება სათხილამურო ტრასები და იქნება საყვარელი ადგილი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის", _განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...