მოიმარაგეთ უცხო სუნელი

gurianews.com

ჩვენი რჩევები

მოიმარაგეთ უცხო სუნელი

2012 დეკ 4 11:16:07
უცხო სუნელი საოცარი გემოთი და სურნელით გამორჩეული სანელებელია. ზოგს იგი ქართული წარმომავლობისა ჰგონია, თუმცა, საქართველოში მეოცე საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს ინდოეთიდან. ამ მცენარემ გავრცელების არეალი ძალიან კარგად ჰპოვა, სახელი "უცხოც" ამიტომ შემორჩა და კერძებისა თუ საწებლების მოსამზადებელ აუცილებელ სანელებლად იქცა.

ახლა, შემოდგომის მიწურულს, ის ბლომადაა დასავლეთ საქართველოს არა ერთ რაიონში, განსაკუთრებით, იმერეთში.

ჩემს მშობლიურ სოფელში, ხონის რაიონში, აქვთ ასეთი წესი: შემოდგომის ბოლოს, ათი დღის განმავლობაში, წყლის წისქვილებში "უცხო სუნელის" სეზონია _ ამ დროს მას ფქვავენ. დოლაბი გრიალებს, ოფიჩოში დაფქული სანელებელი იყრება, სურნელი კი მთლიანად იგრძნობა პატარა სოფლის სივრცეში. ყველა ოჯახმა ამ მონაკვეთში უნდა მოათავოს "უცხო სუნელის" დაფქვა. შემდეგ დოლაბებს აიღებენ, საგულდაგულოდ გაწმენდენ და ზედ კვლავ სარეკელას დაადებინებენ თავს.

რიგიანმა დიასახლისებმა, ვისაც შინ არ აქვს უცხო სუნელი, სწორედ ახლა, შემოდგომის მიწურულს უნდა შეიძინონ, თან მთელ ზამთარში სამყოფი. თუ რატომ, ახლავე მოგახსენებთ _ რადგან უცხო სუნელზე დიდი მოთხოვნაა და გადამყიდველებიც აქტიურობენ, ამ პერიოდში ხდება ამ სანელებლის დიდი რაოდენობით შეძენა ცალკეული პირების მიერ. შემდეგ მასში ურევენ სიმინდის ფქვილს და ასე ყიდიან. რა თქმა უნდა, ეს ფალსიფიკაციია, თან საკმაოდ გავრცელებული. ამ პერიოდში უცხო სუნელი, ქინძი თუ სხვა სანელებლები გაცილებით იაფია და ნატურალურიც. ზამთარში კი შედარებით ძვირი და ფქვილშერეული, რომელიც იძენს მომწვანო ფერს, ადვილად ობდება და მომწარო გემოც აქვს.

გირჩევთ, ახლა შეიძინოთ და ზამთრისთვის მოიმარაგოთ უცხო სუნელი, ეს იშვიათი სანელებელი, რომლის გარეშე უამრავი კერძი კარგავს გემოსა და სურნელს.


ნახვა: 2679


 ახალი ამბები
  • ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება _ მერაბ ჭანუყვაძეროგორც დღეს "ბახმაროს თასი 2018"_ზე გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ განაცხადა, კურორტი ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება. მისივე თქმით, ბახმაროს განვითარების გეგმა უკვე შემუშავებულია. "უკვე შემუშავებულია ქალაქმშენებლობითი გეგმა, მთავრობასთან ერთად იგეგმება ექსპერტების ჩამოყვანა, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და ამის შემდეგ დავიწყებთ იმ კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრას, რომელიც წლების განმავლობაში აქვს კურორტს. ფაქტობრივად ყველაფერი 0-დან არის დასაწყები, სწორედ ამიტომ განხორციელდა ქალაქდაგეგმარების შემუშავება, როგორც კი ექსპერტები მოიწონებენ მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ინფრასტქურტურულ პროექტებს, ეს არის არის წყალი, კანალიზაცია, რაც პირველ რიგში საჭიროა", - განაცხადა ... ...
  • რა ხდება ბახმაროში (ფოტორეპორტაჟი)დღეს ბახმაროში "ბახმაროს თასი 2018" იმართება. როგორც ცნობილია, ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. "გურია ნიუსი" გთავაზობთ კადრებს რა ხდება ბახმაროში. ... ...
  • "ბახმაროს დასახლებული პუნქტის სახელი მიენიჭება"_ მაია ცქიტიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება და მას შემდეგ შეძლებს განვითარებას. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ბახმაროში ელექტრომომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. მინისტრის განცხადებით, ბახმაროს განვითარების გენგეგმაში ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევაც არის გათვალისწინებული. " ბახმაროს, როგორც კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფოს ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ბახმაროს განვითარების გენგეგმა საშუალებას გვაძლევს, ამ კურორტს ერთიანად მივუდგეთ, პირველ რიგში, გადავარჩინოთ ის გარემო, რომელიც ბახმაროში უკვე არსებობს - უნიკალური გარემო, რის გამოც ბახმაროში ჩადის დამსვენებელი, მეორეს მხრივ განვავითაროთ თანამედროვე კურორტად. რაც შეეხება კურორტზე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რამდენიც იქნება საჭირო ამ კურორტის განვითარებისთვის", _ განაცხადა ... ...
  • ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალის სამზადისი პრემიერმა მოინახულაამ წუთებში ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტუვალის სამზადისი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მისმა მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, პრემიერის აპარატის უფროსმა გიორგი ჭოლაძემ და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ მონახულეს. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის ყველაზე კარგი წამოწყება და ამან ტრადიციული სახე აუცილებლად უნდა მიიღოს. ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალი 5 საათზე ... ...
  • "ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი იქნება" _ სოზარ სუბარიბახმაროში, ბახმაროს თასი 2018-ზე იმყოფება სოზარ სუბარიც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი გახდება. "ძალიან მიყვარს აქ ჩამოსვლა და როცა ვახერხებ, აუცილებლად ჩამოვდივარ. ბახმაროს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ბახმარო იქნება 4-სეზონიანი კურორტი და ადამიანებს 12 თვის განმავლობაში შეეძლებათ აქ ამოსვლა, იქნება სათხილამურო ტრასები და იქნება საყვარელი ადგილი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის", _განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...