როგორ შევინახოთ მოსავალი

ჩვენი რჩევები

როგორ შევინახოთ მოსავალი

2012 დეკ 6 11:40:06

იმისათვის, რომ შემოდგომაზე აღებული ხილი და ბოსტნეული ხანგრძლივი დროის მანძილზე შეინახოს და სასარგებლო თვისებებიც შეინარჩუნოს, არსებობს უამრავი ხალხური წესი. ყოველი ასეთი წესი გარკვეული კლიმატური პირობებისთვის არის განკუთვნილი და გარკვეულ გეოგრაფიულ არეალშია ჩამოყალიბებული. მაგალითად, ის, რაც მისაღებია აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი კლიმატისათვის, მიუღებელია დასავლეთ საქართველოს ნესტიანი კლიმატური პირობებისათვის.

აღმოსავლეთ საქართველოში საზამთროდ ხილისა და ბოსტნეულის შენახვა სარდაფშიც შეიძლება, დასავლეთ საქართველოში კი მაღალი ტენიანობის გამო, ბევრ რეგიონში ამ მიზნით სარდაფი არ გამოდგება.

უპირველესად, უნდა შევარჩიოთ შენობა ან ადგილი სადაც სიმშრალეა. აუცილებელია ეს ადგილი კარგად ნიავდებოდეს და დაცული იყოს მზის პირდაპირი სხივებისგან.

შესანახად განკუთვნილი ხილი ან ბოსტნეული ჯანსაღი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიდამპლე ან დაავადება შენახული მოსავლის ჯანსაღ ნაწილზეც გავრცელდება.

სასურველია, შესანახი ადგილი მკვეთრი ტემპერატურული ცვლილებებისაგან დაცული იყოს. არ არის კარგი ზედმეტი სიცივე ან სითბო.

არ არის სასურველი შესანახი ხილისა და ბოსტნეულის ცელოფნის პარკებში მოთავსება. ამისთვის ორგანული მასალისაგან დამზადებული საშუალებების გამოყენება სჯობია, რომელშიც ჰაერი თავისუფლად მოძრაობს.

ციტრუსოვანთა ნაყოფის: მანდარინის, ლიმონის და ფორთოხლის შენახვა ხანგრძლივი დროის მანძილზე, ისე რომ არ დაკარგოს საგემოვნო თვისებები და გარეგნული იერი შესაძლებელია ნახერხის მეშვეობით. ამისთვის საჭიროა, ხის ყუთის ფსკერზე ხუთი სანტიმეტრის სისქეზე დავყაროთ ნახერხი. შემდეგ დავაწყოთ შესანახი ხილი, შემდეგ ისევ ნახერხი და ასე შემდეგ. ამ წესით შენახული ციტრუსი აგვისტოს თვემდე ინახება და ცალკეული ეგზემპლარების ლპობის შემთხვევაში სხვა ნაყოფები დაცულია. ნახერხში შენახვის დროს საჭირო ტენიანობა და ტემპერატურული რეჟიმი კარგადაა დაცული. თუმცა, აუცილებელია, რომ შესანახად გამოყენებული ნახერხი სუფთა და მშრალი იყოს.

სტაფილოს, ჭარხლისა და ბოლოკის შენახვა კი სილაში შეიძლება, სადაც კარგად ინახება და არ ჭკნება.




 ახალი ამბები
  • სუფთა ჰაერი, ნისლი, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _Sunset Fest Bakhmaro დასრულდა სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _ აი, ასე დახვდა Sunset Fest Bakhmaro 2019 სტუმრებს. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე თანამედროვე მუსიკის შემსრულებლები 10 საათზე მეტ ხანს უკრავდნენ და მრეროდნენ. Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua, Kraumur _ ამ შემსრულებლების მოსასმენად ბახმაროში 5000-ზე მეტმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი. ფესტივალი, რომელიც მეორე წელია რაც ტარდება და უკვე მოიპოვა პოპულარობა,  „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიმართა და მისი თანადამფინანსებელი საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო იყო. უკვე მეორე წელია, ფესტივალის გენერალური სპონსორი „წყალი მარგებელია“. სპონსორები და მხარდამჭერები იყვნენ: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერი გახლდათ ... ...
  • საქართველოს ბანკმა Deutsche Bank-ისგან Operational Excellence Award-ი მიიღო (R) Deutsche Bank-მა საქართველოს ბანკს 2018 და 2017 წლებისთვის ევროსა და დოლარში სწრაფი, ეფექტური და კომფორტული გადარიცხვებისა და საუკეთესო STP ( Straight-Through-Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა. „მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Deutsche Bank New York-ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2017-2018 წლებში განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. Operational Excellence Award ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალ სტანდარტებს. ამისთვის კი მიუკერძოებელი ჟიური შეისწავლის კორესპონდენტი ბანკების შეფასებებს, და ასევე, ბანკის მიერ განხორციელებული გადახდების ხარისხსა და ტრანზაქციების რაოდენობას. სწორედ ამ კრიტერიუმების შეფასების შედეგად ვლინდებიან გამარჯვებული ბანკები. წელს კი ეს აღიარება საქართველოს ბანკმა მოიპოვა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. ინფორმაციისთვის, Deutsche Bank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროსა და დოლარში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი სტანდარტებითა და ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს ენიჭებათ გამართული STP პროცესებისთვის. ... ...
  • დაინიშნება თუ არა სეს-ის გურიის სამმართველოს უფროსად კოტე შარაშენიძის დეიდაშვილი მანანა ერქომაიშვილისანდო წყაროს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად, ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ამავე სამმართველოს სპეციალისტი, მანანა ერქომაიშვილი ინიშნება. იგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კოტე შარაშენიშის დეიდაშვილია და ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, მისი ძალისხმევით ხერხდება ეს საქმე.„გურია ნიუსმა“ სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურიშვილთან სცადა დაკავშირება, თუმცა, ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს. სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვნელმა თეა შველიძემ გვითხრა, რომ ინფორმაციას ვერ დაგვიდასტურებს. სამაგიეროდ, თითქმის დაგვიდასტურა ინფორმაცია სამმართველოს სპეციალისტმა მანანა ერქომაიშვილმა._ჯერ ვერ გეტყვით დაზუსტებით. მე თვითონ დაგირეკავთ._ქალბატონო მანანა, სანდო წყაროს ინფორმაციით, თქვენ კოტე შარასენიძის ძალისხმევით ინიშნებით. მართალია ეს? ადასტურებთ თუ არა?_კოტე შარაშენიძის დეიდაშვილი რომ ვარ, ამიტომ არ მნიშნავენ, არ შეგიყვანოთ ვინმემ შეცდომაში. მე გაცილებით ადრე ვმუშაობდი სისტემაში და ეს აქ არ წყდება, მუნიციპალიტეტში, თბილისი წყვეტს, _ „აგვიხსნა“ ... ...
  • ვინ გახდა ბახმაროს დოღის მთავარი პრიზის მფლობელი და რა საჩუქრები მიიღეს გამარჯვებულებმაბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულის აღნიშვნა, საზეიმო წირვა-ლოცვით დაიწყო და სახალხო ზეიმით გაგრძელდა.  ზღვის დონიდან 2050 მეტრზე ასულ სტუმრებს, კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტის პარალელურად, ადგილობრივ ოსტატთა რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვაზე მისვლა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების „სტუმარ-მასპინძლის“ კუთხეებში შესვლაც შეეძლო. გამოვლინდა „ბახმაროს ფალავანი", რომლის დასრულების შემდეგ ტრადიციული დოღი დაიწყო. I გარბენი (ადგილობრივი ჯიშის ცხენები გურიის თასი) 2400 მეტრს და 2 წრეს მოიცავდა, რომელშიც სოფელ სურების წარმომადგენელმა სოსო რამიშვილმა გაიმარჯვა და 1000 ლარი დაიმსახურა. 2 გარბენი შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს დაეთმო (2400 მეტრი) და გათამაშდა გმირების თასი, რომელშიც პირველობა ოზურგეთელმა გივი გიორგაძემ არავის დაუთმო და 1000 ლარიც დაიმსახურა. 3 გარბენი 2400 მეტრზე (ნახევრად წმინდა ჯიშის ცხენები), "ნაბეღლავის თასი და 1000 ლარი ზუგდიდელმა საბა ეხვარიამ მოიპოვა. საბა ეხვარია, ასევე, მთავარი პრიზის _ "მარულას" მფლობელი გახდა და ჯილდოდ 2500 ლარი გადაეცა. დოღის ყველაზე უხუცეს მონაწილეს, 79 წლის ზაურ ტატიკოვს 1000 ლარი კომპანია "New Road"-ისგან გადაეცა. აღსანიშნავია, რომ პირველადგილოსნებმა, ფულადი პრიზების გარდა, კომპანია "გალფისგან" პერსონალური კომპიუტერები მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ტრადიციულ დოღი, ბახმაროში, მეორე წელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით იმართება. ამავე თემაზე: ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის ... ...
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...