რაც აუცილებლად უნდა მიირთვათ

ჩვენი რჩევები

რაც აუცილებლად უნდა მიირთვათ

2012 დეკ 7 11:41:12
ყველაზე სასარგებლო პროდუქტების ათეული ასეთია: 1. ბრინჯი, 2. კვერცხი, 3. რძე, 4. ისპანახი, 5. ბანანი, 6. ქათმის ხორცი, 7. ორაგული, 8. მოცხარი, 9. მწვანილი, 10. ნიორი.

ბრინჯი _ ამცირებს ქოლესტერინის დონეს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებების, სწორი ნაწლავის კიბოს, ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვების, დიაბეტის და სიმსუქნის რისკს. ხელს უწყობს ნაწლავების მუშაობას.

კვერცხი _ ლუთეინის წყაროა. იგი თვალებს კატარაქტის დაავადებისგან იცავს; ამცირებს თრომბის წარმოქმნის საფრთხეს, რითაც ხელს უშლის ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას. კვირის განმავლობაში 6 ც. კვერცხის მოხმარება 44%-ით ამცირებს სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკს.

რძე _ კალციუმის საბადოა. ძალიან სასარგებლოა ძროხის უცხიმო რძე. ის მდიდარია კალციუმით და აუცილებელია ძვლების სიმტკიცისთვის. რძის ყოველდღიურ რაციონში ჩართვით თავიდან აიცილებთ ოსტეოპოროზს.

ისპანახი _ უხვად შეიცავს რკინას, ანტიოქსიდანტებს; ც, ა, კ ვიტამინებს; ორგანიზმს იცავს ინფარქტისა და ინსულტისგან, სწორი ნაწლავის კიბოს, ოსტეოპოროზისა და ართრიტის განვითარებისგან. მდიდარია ლუთეინით, მიირთვით კვერცხით, ასე მისი სამკურნალო მოქმედებას უფრო გააძლიერებთ.

ბანანი _ 1 ც ყვითელი ბანანი შეიცავს 467 მგ. კალიუმს, რაც აუცილებელია კუნთების, უფრო გულის, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ბანანი ამცირებს არტერიულ წნევას, ანეიტრალებს მჟავიანობას, აგაცლებთ გულძმარვას.

ქათმის ხორცი _ ყველაზე ჯანსაღი პროდუქტია. უკეთესია მიირთვათ გულმკერდის თეთრი ხორცი. საერთოდ კანგაცლილი, მდიდარია ცილებით, აფერხებს ძვლის მასის შემცირებას, არის სელენის ჯგუფის ვიტამინების წყარო. ამცირებს კიბოს დაავადებების რისკს. მატებს ენერგიას და აძლიერებს ტვინის მუშაობას.

ორაგული _ მდიდარია "ომეგა-3"-ის ჯგუფის ცხიმებით, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს, თრომბისა და კიბოს რისკს, ამსუბუქებს დეპრესიას; აუცილებელია მეხსიერებისთვის. შეიცავს ნიკოტინის მჟავას, რომელიც იცავს ალცჰეიმერის დაავადებისგან.

მოცხარი _ ნაკლებადკალორიულია, მაგრამ შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს, ანტიოქსიდანტებს. აფერხებს გლაუკომისა და კატარაქტის განვითარებას, ამცირებს ვენების გაგანიერებას ჰემოროის, კიბოს, კუჭის წყლულის რისკს. თავიდან აგაცილებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, აღადგენს ტვინის მუშაობას ინსულტის შემდეგ; საუკეთესოა საჭმლის მომნელებელი ორგანოების ანთებისას.

მწვანილი _ აძლიერებს გემოს შეგრძნებას, შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს, ხელს უწყობს საკვების ათვისებას, გადამუშავებას, ეხმარება ტვინს;

ნიორი _ აფერხებს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, ამცირებს ინსულტის რისკს. აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.




 ახალი ამბები
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • კომენდანტის საათი ჩოხატაურში _ დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩებიფოტოები, რომლებსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ, ჩოხატაურში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ 21 საათამდეა ... ...
  • რატომ მოსთხოვეს ჩოხატაურში მაღაზიების 19 საათზე დაკეტვა მეპატრონეებსრა ხდება ჩოხატაურში? – ამ კითხვით “გურია ნიუსს“ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ ადამიანები. "გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ პრემიერის ბრძანება შეცვალა და სასურსათო მაღაზიებს უბრძანა 7 საათზე დაკეტონ ყველაფერი. როგორც ცნობილია, პრემიერის ბრძანებით, კომენდანტის საათი იწყება 9 საათზე". მათი თქმით, გაფრთხილება ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიღეს. გურიის გუბერნატორმა ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრის დროს არ დადაასტურა: “პრემიერ-მინისტრის ბრძანებას მე როგორ შევცვლიდი?! მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", _ გვითხრა ნასარაიამ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით კი მოქმედებენ მთავრობის განკარგულების შესაბამისად. "მთავრობის განკარგულებაში ზომების გამკაცრების შესახებ, მკაფიოდაა გაწერილი ყველა შეზღუდვა. ჩვენ ვმოქმედებთ ამ დოკუმენტის შესაბამისად. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრა ... ...
  • რას უკავშირდება ლანჩხუთის ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებებიკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეზღუდვების მიუხედავად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გამონაკლისი არც ლანჩხუთია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოუწიათ საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს შეკრება, სადაც ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის წევრები სხდომაზე ერთმანეთისგან დისტანცირებულად და ნიღბებით ისხდნენ. "სხდომის ჩატარების აუცილებლობა გამომდინარეობს იქედან, რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მუნციპალიტეტის ფუნქციონირება“, _ თავშივე აღნიშნა კომისიის თავკაცმა ალექსანდრე მახათაძემ. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტში გასახორციელებლ ცვლილებებს, რომელიც კომისიამ განიხილა და მხარიც დაუჭირა, ირკვევა, რომ ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო დაფინანსება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით. კერძოდ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს 1800000 ლარი ერგო, რომელიც მიიმართა 2019 წლის დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კერძოდ, ხიდების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე . სკოლების რეაბილიტაცისთვის - 520000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით -748000 ლარი. გაეროს განვითარების პროგრამის-რეგიონული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო გრანტი 309890 ლარი, რომლითაც დაფინანსდება ორი პროექტი. გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისათვის დაიხარჯება 250000 ლარი. ტურისტული მარშუტების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისათვის 67040 ლარი. მათ შორის გრანტით ფინანსდება 59890 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 7150 ლარს. კომისიაში მიღებული მხარდაჭერის შემდეგ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს სხდომაზე მოუწევს, რომლის გამართვის თარიღიც ჯერჯერობით ცნობილი ... ...

არქივი