სამუშაოები თებერვალში

ჩვენი რჩევები

სამუშაოები თებერვალში

31 იან. 2013, 13:43:31

ჩვენს საკარმიდამო ნაკვეთში თებერვლის პირველივე რიცხვიდან უნდა შევუდგეთ საქმიანობას. ნუ დაველოდებით "ნასესხების" ჩავლას და ვისაც თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობილი სათბური არ გაქვთ, საოჯახო პირობებში შეგიძლიათ, მოაწყოთ მცირე კვალსათბურები და დაიწყოთ საადრეო ჩითილების გამოყვანაზე ზრუნვა. ამასთანავე არისი ისეთი ბოსტნეული კულტურები, რომელთა დათესვა აუცილებელია თებერვლის პირველ დღეებში, რადგან სრულყოფილი ზრდა-განვითარება მოასწროს.

გოგრა _ იგივე თეთრი კვახი, რომელიც ასე პოპულარულია და სადღესასწაულო სუფრაზეც აუცილებლობად ითვლება, უნდა დავთესოთ თებერვლის დასაწყისში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან კარგი ამინდების შემთხვევაშიც კი, იგი სრულყოფილ სიმწიფეს ვერ ასწრებს.

დიდი მნიშვნელობა აქვს სათესლე მასალას. ამის შემდეგ მოვამზადოთ ნიადაგი, რომელშიც უმეტესად უნდა იყოს ნამწვი, ე.წ. "ბონდო". გაითვალისწინეთ ისიც, რომ მთლიანად ნამწვი არ შეიძლება. თავიდან თესლი კარგად გაღვივდება და აღმოცენდება, თუმცა, ზრდაში შესვლის შემდეგ, მორწყვის მიუხედავად, უცებ ხმობას დაიწყებს. ამის მიზეზი ნამწვის ნაადრევი გამოფიტვაა. ამიტომ თავიდანვე უნდა შევაზავოთ იგი ორგანული სასუქითა თუ მდინარის შლამით. დათესვისას, სასურველია, მზიანი დარი იყოს. ერთ მოზრდილ ბუდნზე 15 ცალი თესლის დაფლვა შეიძლება. თეთრი კვახი კარგად იტანს გადარგვას. დათესვის შემდეგ, თხილის წნელი რკალისებურად გადავაჭდოთ და დავახუროთ ცელოფანი, ირგვლივ შემოვუწყოთ ქვები ან რაიმე მძიმე საგნები, რომ ქარმა ეს ცელოფანი არ გადააძროს. აუცილებელია, სითბო, რომ მალე გაღვივდეს. მორწყვა კარგა ხანს არ დასჭირდება, რადგან ამ დროს მიწა დიდხანს ინარჩუნებს სინოტივეს. თებერვლიდან მარტის ბოლომდე გოგრას სჭირდება განსაკუთრებული მიხედვა, რომ არ "შესცივდეს" და ზრდაში წინ წავიდეს. ნასესხების გავლის შემდეგ, გადავაძროთ ცელოფანი და ღია გრუნტში მის ზრდა-განვითარებას შევუწყოთ ხელი. შემდგომი მოვლის შესახებ რჩევებს, ჩვენს გაზეთში ადრე ვწერდით. გოგრის გადარგვა ისეთივე წესითაა შესაძლებელი, როგორც სხვა დანარჩენი ბოსტნეული კულტურებისა. დაახლოებით სამ-ოთხ ადგილზე მომზადებული ბუდნა და იქ გოგრის დათესვა, ერთი ოჯახისთვის სავსებით საკმარისია. დავიმახსოვროთ, რომ ერთ ადგილზე 2-3 ძირის მეტი არ დავტოვოთ, თორემ ერთმანეთს "დაახრჩობს".

ოხრახუში _ თებერვალში შეგვიძლია დავთესოთ ოხრახუში, თითქმის, ყველა კერძისთვის ესოდენ საჭირო ბოსტნეული. მისი დათესვა შესაძლებელია ღია გრუნტში, დაუხურავად, რადგან თოვლი და ყინვა ვერაფერს ვნებს. თუ გადახურავთ კვალსათბურს, უკეთესი იქნება და საგაზაფხულოდ ქორფა მწვანილი გვექნება. ოხრახუშის დათესვა, ქინძისგან განსხვავებით, წელიწადში ორჯერაც საკმარისია.

ბარდა და ცერცვი _ როგორც ადრე შემოდგომაზე ვწერდით, ბარდას (ცერცვს რომ ვეძახით, უფრო სწორად ცერცვის ნაირსახეობა), ოქტომბერში ვთესავთ. თუმცა, სოფელში მცხოვრები მეურნეების დიდი ნაწილი, რატომღაც მაინც გაზაფხულზე დათესვას ამჯობინებს, თან მოგვიანებით. გვიან დათესილი ბარდა კი, როცა სხვა პარკოსანი და უფრო გემრიელი ბოსტნეულიც შემოვა, მთლად სახარბიელო ვერ არის. ამიტომ, ვურჩევთ, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუთესია, თებერვლის დასაწყისში, კარგ ამინდში, სასწრაფოდ შეუდექით საქმეს და კვალში, მწკრივებად დათესეთ ბარდა (უხაზო ცერცვი).

"ოქროს ცერცვი" _ ცერცვის ნაირსახეობა, უამრავ ჯიშთაგან ერთ-ერთი, რომელიც ფარჩხზე "ღოღვას" არაა ჩვეული და ჩვეულებრივად 40-50 სანტიმეტრის სიმაღლისა იზრდება, წარმოადგენს პარკოსან კულტურას, ესეც სასურსათო დანიშნულებისაა. მისი მარცვალი ფართო ღილის ოდენაა და ისევე მწკრივებად ვთესავთ, როგორც ბარდას. თოვლი და ყინვა, როგორც წინაპრებს უთქვამთ, "მისთვის ბაბაა" და ვერაფერს აკლებს. რა თქმა უნდა, სათანადო ყურადღებას საჭიროებს და ზოგჯერ მასაც ესაჭიროება დაბალი ჯღა.

შევამზადოთ ნიადაგი _ თებერვლის დადგომისთანავე მოვამზადოთ ბოსტნეული კულტურების დასათესი მიწა, რომლის შემადგენლობა, წილობრივად უნდა იყოს ნაკელი, ნაცარი, სხვადასხვა მცენარის ფოთლებისგან გადამუშავებული ნეშომპალა, რომელიც უხვად მოიპოვება ხის, ბუჩქის თუ ღობის ძირებში. ეს ყველაფერი შევურიოთ ერთმანეთს, გავცრათ სპეციალურად ბოსტანში სამუშაოდ გამოყოფილ საცერში და გავამზადოთ განიერ მულჩებად. დავყოთ და თითოეულში დავთესოთ პომიდორი, მწარე და ტკბილი წიწაკა, ბადრიჯანი. გადავხუროთ ცელოფნით. ეს ყველაფერი საადრეოდ გამოსაყვანი ჩითილებისთვის დაგვჭირდება. აღნიშნული ბოსტნეული კულტურების დათესვა მოგვიანებითაც შეიძლება, განმეორებით, რათა შემოდგომაზე გვიანი სეზონისთვის ოჯახში ბოსტნეული გვექნეს.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...
  • ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებულიროგორც უკვე ვიუწყებოდით, ადამიანის გატაცების ბრალდებით, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთელი სპორტსმენი, მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ირაკლი ლომაძეა, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა სპორტსმენმა დაუდასტურა. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, სხვა დაკავებულებიც სპორტსმენები არიან. ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად, შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. შსს არ ასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანის გატაცების ბრალდებით. იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...

არქივი