მავნებლებთან მცენარეული საშუალებებით ბრძოლა

gurianews.com

ჩვენი რჩევები

მავნებლებთან მცენარეული საშუალებებით ბრძოლა

2013 აპრ 30 09:23:35

ჩვენს გარემო პირობებში შესაძლებელია სხვადასხვა მავნებელ მწერებთან ბრძოლა, სხვადასხვა მცენარეული საშუალებებით. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის რამაზ გახოკიძის მითითებით, ეს მეთოდი, სარგებლობის თვალსაზრისით, მეურნე ადამიანისთვის ეკონომიკურ შეღავათს წარმოადგენს და, ამავე დროს, აბსოლუტურად უსაფრთხოა.

ბატონ რამაზს ვთხოვეთ, მის მიერ მოძიებული რამდენიმე ისეთი ხალხური მეთოდი გაეზიარებინა ჩვენთვის, რაც საჭირო და უვნებელია ჩვენს გარემო პირობებში, ბაღის თუ ბოსტნეული კულტურების მავნებლებთან ბრძოლაში.

ფოთლის მღრღნელი მატლების, ხერხიების, ხვატრების და ჩრჩილების წინააღმდეგ შესასხურებელი ნაყენი

მზადდება შემდეგნაირად: 10 ლიტრ წყალში ჩავყაროთ ოთხი კილოგრამი პომიდვრის ნაფცქვენი, ან სულაც ფოჩი. შემდეგ, ნახევარი საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ. გადმოვდგათ და როცა გაგრილდება, გავწუროთ. შემდეგ ეს ნახარში, ანუ გაწურული სითხე, 2-3 ლიტრის რაოდენობით გავაზავოთ 10 ლიტრ წყალში, დავუმატოთ 40 გრამი თხევადი საპონი და სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით, ღრუბლიან ამინდში, დილით ადრე ან საღამოს, შევასხუროთ დაზიანებულ ფოთლებს, მთლიანად მცენარეებს.

_ ეფექტური და ადვილად მოსამზადებელია შემდეგი ნაყენი: ნახევარი ვედრო ნაცარი ჩავყაროთ 10 ლიტრ წყალში და გავაჩეროთ ორი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ გავწუროთ და ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, ღრუბლიან ამინდში შევასხუროთ, დილას ან საღამოს.

ხმელი ბალახით ხეების შეხრჩოლება

ავიღოთ ოთხი კილოგრამი ნედლი ან ხმელი კულმუხოს ბალახი და ერთი დღის განმავლობაში მოვათავსოთ ათ ლიტრ წყალში. შემდეგ გავწუროთ ნაყენი და ღრუბლიან ამინდში შევასხუროთ ხეებს.

იგივე ბალახი _ კულმუხო, ოღონდ ხმელი, ჩავყაროთ მეტალის ვედროში, ჩავპრესოთ და წავუკიდოთ ცეცხლი ისე, რომ ხრჩოლავდეს. ასე დავდგათ ხეების ძირში, კარგ ამინდში, 2-3 საათის განმავლობაში. კულმუხო მრავალწლიანი ბალახია, მთელ საქართველოშია გავრცელებული, განსაკუთრებით ნესტიან ადგილებში.

ბუგრების, ფსილების, ლოფორთქინების, წვრილი მატლების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება

ნახევარი ვედრო ანწლის ფოთლები, ორი დღე-ღამის განმავლობაში მოვათავსოთ 10 ლიტრ წყალში. შემდეგ გადმოვწუროთ და ნაყენი წყალში შემდეგი პროპორციით გავაზავოთ: ერთ ლიტრს დავასხათ ორი ლიტრი წყალი. რაოდენობა სურვილის მიხედვით გავზარდოთ და შევასხუროთ ღრუბლიან, მშრალ ამინდში, დილით ან საღამოს.

ხახვის ფურცლების ნაყენი

ხუთ კილოგრამამდე ხახვის მშრალი ფურცლები ჩავყაროთ ოთხ ლიტრ წყალში, დავდგათ 24 საათის განმავლობაში. შემდეგ გავწუროთ და გავაზავოთ ოთხ ლიტრ წყალში. შევასხუროთ მცენარეებს.

გახსოვდეთ! დაიცავით მშრალი ამინდის წესი, შესხურება მხოლოდ დილით ან საღამოს უნდა მოხდეს.

ნაყენი მხოლოდ ბოსტნეული კულტურების მავნებლების წინააღმდეგ

ავიღოთ ხუთასი გრამი მწარე წიწაკის პარკი. დავნაყოთ ან გავატაროთ. დავასხათ ათი ლიტრი წყალი და დავდგათ ორი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ ეს ნაყენი წამოვადუღოთ ნახევარი საათის განმავლობაში. უმჯობესია, ეს გავაკეთოთ ღია ცის ქვეშ, თავდახურულ ჭურჭელში, რათა წიწაკის სუნმა არ შეგვაწუხოს. შემდეგ გადმოვდგათ, გაცივდეს, გავწუროთ, დავუმატოთ 40 გრამი საპონი და გავაზავოთ ორჯერ, 10 ლიტრ წყალში (ჯერ ათი ლიტრი დავუმატოთ, მოვურიოთ და მერე კიდევ ათი ლიტრი). ამ ნაყენით უნდა შევასხუროთ კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ლობიო, ფხალი. სპობს წითელ ხოჭოებს კარტოფილზე (კოლორადოს ხოჭო).

ვებრძოლოთ ლოკოკინას

ლოკოკინის წინააღმდეგ საბრძოლველად კარგ შედეგს იძლევა ბაღის გარშემო მარილი დაყრა, მშრალ ამინდში და არა წვიმის დროს.

დახმარება ჯანსაღმცენარეებსაც სჭირდება

საღი და დაუავადებელი მცენარის გაზრდას ძალიან უწყობს ხელს ნიადაგში ხის ნახშირის შეტანა. კარტოფილის, ყაბაყის, პატისონის ფოსოებში, მარწყვისა და კენკროვანი ბუჩქნარის დარგვისას, კიტრის, ჭარხლის, კომბოსტოს დათესვის წინ, კარგია მწკრივებში ხის ნახშირის შეტანა, ერთ კვ. მეტრზე 20-200 გრამის ოდენობით. ნახშირი შეაგროვეთ ნაცრისგან გამოთავისუფლების დროს.

მიკრობიოლოგიური ნაყენის გამოყენება

მოცხარის, ჟოლოს თუ სხვა კულტურათა ნაცრის წინააღმდეგ შესასხურებლად გამოიყენება შემდეგი სახის მიკრობიოლოგიური ნაყენი: ერთ მესამედ ვედრო ძროხის ნაკელს ან ჩაშმორებულ თივას დავასხათ სამი ლიტრი წყალი და დავდგათ სამი დღის განმავლობაში. შემდეგ გავაზავებთ სამჯერ მეტი წყლით, გავწუროთ და დამზადების დღესვე ვასხუროთ მცენარეებს დაავადების ხარისხის მიხედვით.


ნახვა: 2149


 ახალი ამბები
  • ტროტუარზე გამოტანილი პროდუქტები ოზურგეთშიქალაქ ოზურგეთში გარევაჭრობის საკითხი ისევ მოუგვარებელი რჩება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი შალვა გაბრიჩიძე ამბობს, როომ ეტაპობრივად ეს საკითხი გადაიჭრება. “ძველი ბაზრის უკანა მხრიდან ეს საკითხი მოგვარებულია, რაც შეეხება წინა მხარეს, იქ მიმდინარეობს სხვადასხვა სარემონტო სამუშაოები, რის დასრულების შემდეგ ყველას მოუწევს ბაზარში შესვლა. ჩვენ ყველა გარემოვაჭრეს ვაფრთხილებთ და მათ იციან, რომ ძალიან მალე მოუხდებათ ბაზარში შესვლა“, _ ამბობს შალვა გაბრიჩიძე. ქალაქ ოზურგეთში უნივერმაღთან მისვლამდე უკვე რამდენიმე დღეა, ჩვეულებრივად მიმდირეობს სასოფლო პროდუქტების გაყიდვა. ხან ისეთი მდგომარეობაა, რომ ფეხით მოსიარულეების ტროტუარზე გავლა უჭირთ. “ჩემს პროდუქციას ვყიდი და ვმუშაობ. ბაზარში რომ შევიდე, იქ ადგილი არ არის. ახლა სადაც ვარ, ბევრი ხალხია და ამიტომ დავდექი აქ. მოსავალი ხომ უნდა გავყიდო? თქვენ გონიათ მე მიხარია აქ დგომა?“ _ გვითხრა ერთ-ერთმა ... ...
  • მყინვარწვერზე ლაშქრობისას რუსეთის მოქალაქეს მეხი დაეცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სტეფანწიმნდაში, მყინვარწვერიდან, რუსეთის ფედერაციის დაშავებული მოქალაქე ჩამოიყვანეს. 1969 წელს დაბადებულ მამაკაცს მყინვარწვერზე (ზღვის დონიდან 4300 მეტრი) ლაშქრობისას მეხი დაეცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ... ...
  • „საქნახშირის“ ხელმძღვანელი პირები გადადგნენ„საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა დირექტორის მოადგილე გია ქარქაშაძე, წარმოების დირექტორი აკაკი ახვლედიანი და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს კომპანიაში დაუდასტურეს.  თავად გენერალური დირექტორი, ჯამბულ ჯაყელი თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები და კვლევა დასრულდება. მეშახტეები თავის მხრივ მოითხოვენ, რომ საქნახშირის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების შერჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება მისცენ. მათ ტყიბულში საპროტესტო აქცია დღეს დილით დაიწყეს. 22 ივლისს მინდელის შახტში დაღუპული მეოთხე მეშახტე დაკრძალეს.  მანამდე, 21 ივლისს ტყიბულში დაღუპული 3 მეშახტე დაკრძალეს. ტყიბულის შახტში ტრაგედია 16 ივლისს, დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა. სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიიღო. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. მომხდარის მიზეზების კვლევაში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა. წყარო: ... ...
  • გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმში შეტანილი ღვაწლისთვის დააჯილდოვესსაქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმში შეტანილი ღვაწლისთვის  შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციიამ და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა (NBR-UNION) დააჯილდოვა. ცერემონია შეკვეთილში, სასტუმრო პარაგრაფში გაიმართა. ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის (NBR-Union) დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურია. კავშირის მიზანია ბიზნეს კომპანიების აღმოჩენა, მათი განვითარების ხელშეწყობა და დაჯილდოება. საქართველო კავშირში 2015 წელს ... ...
  • ზუგდიდსა და თბილისში ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგიის მასტერკლასები ჩატარდა (R)საერთაშორისო პრინტ ფესტივალის - „LIFE - N - STYLE" ფარგლებში ზუგდიდსა და თბილისში ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგიის მასტერკლასები ჩატარდა. თიბისის მხარდაჭერით, პრინტ ფესტივალი საქართველოში უკვე მესამედ ტარდება. ფესტივალი, რომლის მიზანი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა) განვითარების  ხელშეწყობაა, აგვისტოში თუშეთსა და ბათუმში იმოგზაურებს. დასკვნითი ღონისძიება კი დედაქალაქში ოქტომბერში გაიმართება. ფესტივალი პრინტის, კერამიკის, ტექსტილისა და დიზაინის სინთეზს წარმოადგენს და მის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მხატვრების მიერ ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნიკით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ვორქშოფების ფარგლებში ახალგაზრდებთან ერთად საკუთარი ნამუშევრები ისეთმა ცნობილმა არტისტებმა შექმნეს, როგორებიც არიან: გელა წულაძე, მარი ათანელი, ოლეგ ტიმჩენკო, ყარამან ქუთათელაძე, გუგა კოტეტიშვილი, გია ბუღაძე, გურამ წიბახაშვილი და სხვები. ხელით ბეჭდვის უნიკალური დარგის გასაცოცხლებლად შექმნილი პროექტი, ქართველი არტისტების გარდა, ხელოვანებს აზერბაიჯანიდან, კანადიდან, ისრაელიდან, ლიბანიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან აერთიანებს. ბეჭდვითი მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა საქართველოში მივიწყებული დარგია. ხელით ბეჭდვაში თავად არტისტია ჩართული და მისი ყოველი ნამუშევარი ორიგინალია. პრინტი ნამუშევრის 10-15 ეგზემპლარად ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, რაც ნამუშევრის მასობრივად გავრცელებას ამარტივებს და მის ღირებულებას ხელმისაწვდომს ხდის. „LIFE - N - STYLE" - „ცხოვრების სტილი" - ფესტივალის კონცეფციაა. „DO OR DO NOT" – „თუ აკეთებ გააკეთე" - კი წლევანდელი თემა. ფესტივალი სტარტს თუშეთში, 8 აგვისტოს აიღებს. ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანი

57 წლის ტიმ კუკი, კორპორაცია...

საინტერესო ცნობები „ქინდერ სიურპრიზის“ შესახებ

„ქინდერ სიურპრიზი“ - ეს საკონდიტრო...

მარსის საიდუმლო

ყველას დაგვბადებია კითხვა ვართ თუ...

გამქრალი ტბა

2007 წლის მაისში, ჩილეში პატაგონიაში,...

ცხოველთა სამყაროც ირჩევს

გასული საუკუნის 30–იან წლებში, როდესაც...