შინაური აფთიაქი

ჩვენი რჩევები

შინაური აფთიაქი

2013 აპრ 30 08:49:52

ვებრძოლოთ ალერგიას

 

გაზაფხულის შემოსვლა ბევრი ადამიანისთვის საშიშროების შემცველია, სიხარულთან ერთად. ამის მიზეზი კი ჯანმრთელობის ერთ-ერთი დაუძინებელი მტერი ალერგიაა. მე გთავაზობთ მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით ნაცად მეთოდებს, რომლითაც პირადად მიმკურნალია და შედეგიანადაც. მე თვითონ ალერგიული ადამიანი ვარ, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა სხვადასხვა მცენარე ჰყვავის.

ავიღოთ ზღვის წყალი (მზადდება ასე: ერთ ჭიქა წყალში ჩავყაროთ ერთი ჩაის კოვზი ზღვის მარილი). ასეთი წყლით დღეში ორჯერ გამოირეცხეთ ცხვირი. ასევე, იგივე წყალი სვით 10 დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ, თითო სუფრის კოვზი. ასევე, პარალელურად უნდა სვათ ხახვის წვენი. ჩვეულებრივად გავხეხოთ ორი თავი ხახვი და ვუყოთ შაქარი. გავაჩეროთ ერთი დღე-ღამე. ასე ყველას გვაქვს მონამზადები. შემდეგ გავწურავთ და ვსვამთ თითო სუფრის კოვზით, სამჯერ დღეში, ცხელ რძესთან ერთად. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. შედეგის მისაღწევად საკმარისია ათი დღე. ეს რეცეპტი მტვრის ალერგიის საწინააღმდეგოცაა.

საგაზაფხულო პოზიცია

გაზაფხულია. დათბა და ყველას ჰგონია, რომ ზამთართან ერთად, ყველანაირი ავადმყოფობა უკან დარჩა, გაქრა ვირუსები. თუმცა, ეს ასე არ არის. უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ სხეულსაც და სულსაც ამ დროს განსაკუთრებული სითბო სჭირდება. ხშირად მივიღოთ ცხელი საკვები და ნუ ვიქნებით მშრალი დელიკატესების ამარა. მეტ ხანს ვიყოთ სუფთა ჰაერზე. კარგი იქნება. თუ სხვადასხვა ბალახეულ ნაყენს გამოივლებთ ყელში, სულაც დალევთ. ამისთვის საკმარისია ბოსტნეული: კამა, ოხრახუში, ნიახურიც კარგია. ჩვევად აქციეთ და დილით ჩაიში აუცილებლად ჩავუმატოთ ცოტა დარიჩინი, კოვზის წვერით. ყავაში კი ასევე სულ ცოტა მიხაკი ან კორიცა დაუმატეთ, დღეში ერთხელ. დამერწმუნეთ, თუ ასე სისტემატურად გააგრძელებთ, ათი დღის მანძილზე მაინც, ახალ ენერგიას იგრძნობთ. თუ კვლავ გააგრძელებთ, უკეთესია.

რაც შეეხება გარეგნულ მხარეს. ხშირად გამოზამთრებულ პერიოდში, გაზაფხულზე უფრო იქერცლება კანი და ფრჩხილები მსხვრევადი ხდება. ამ დროს სასწრაფოდ გჭირდებათ ჩ და E ვიტამინი, ბეტაკაროტინი. ამ ვიტამინის შეცვლა შეუძლია, დღე-ღამეში თუ მიიღებთ 2-3 ცალ ვაშლს ან კივის, ორი კვირის განმავლობაში მაინც. სვით ნატურალური წვენები, მწვანე ჩაი, ბალახეულის, მაგალითად, ჟოლოს, პიტნის და ბარამბოს ჩაი. ეს მცენარეები ახლა უკვე მწვანედ ხასხასებს. მოკრიფეთ, გაასუფთავეთ, დაასხით მდუღარე წყალი და ცოტა ხნის შემდეგ დალიეთ. ასევე ამ მცენარეების ხმელი მასაც კარგია, რის საშუალებაც გექნებათ. ასე გაიმეორეთ ათი დღის მანძილზე მაინც. ბევრი სვით სუფთა წყალი.

ბალზამი "ანტივირუსი"

მსურს, გაგაცნოთ ჩემი რეცეპტი გრიპის წინააღმდეგ, რომელსაც დიდი ხანია, ვიყენებ. გრიპის ეპიდემია წელიწადის ამ დროსაც იჩენს ხოლმე თავს. სამ სუფრის კოვზ თაფლს ვურევ ათ-ათ გრამ დაფშვნილ კალენდულის და იის ყვავილს და სალფეის. შემდეგ დავამატებ ერთ ჭიქა არაყს, ვურევ კარგად და ქილას დავახურავ მჭიდროდ ხუფს. შემდეგ ჩავდგამ ანადუღებ წყალში ერთი საათის განმავლობაში. ვსვამთ სამჯერ დღეში ერთ სუფრის კოვზს. დალევის წინ ვაცხელებთ კვლავ ცხელ წყალში, ოღონდ მომდევნო დალევისას ცხელ წყალში დიდხანს გაჩერება არ სჭირდება.

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

გაზაფხულზე, როცა ადამიანი ბევრს მუშაობს ან დადის, ხშირად თითებს შორის წარმოიქმნება სოკოვანი გამონაყარი, ან კანი სკდება. ამ დროს ძალიან ადვილი საშუალებაა ასპირინი. ფეხი აუცილებლად ცივი წყლით დაიბანეთ. კარგად გაიმშრალეთ. შემდეგ დაფშვენით სამი აბი ასპირინი და თითებს შორის, დაავადებულ ადგილებზე თხლად მოაყარეთ. შეიზილეთ კარგად და ათი წუთით გააჩერეთ ასე. შეიგრძნობთ ძლიერ ქავილს. არ შეგეშინდეთ. მალე გაჩერდება. შემდეგ ამოიცვით წინდები. უმჯობესია, ეს საღამოს, დაწოლის წინ გააკეთოთ.

ხანმოკლე ძილისსასიცოცხლო მნიშვნელობა

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ხანმოკლე, ექვსწუთიან ძილში მეხსიერება უმჯობესდება. მეცნიერებმა ჩაატარეს ტესტი _ აიყვანეს სკოლის მოსწავლეების სამი ჯგუფი, რომლებსაც დავალებად მისცეს რამდენიმესიტყვიანი კრებულის დამახსოვრება.

პირველ ჯგუფს ერთსაათიანი ძილის საშუალება მისცეს. მეორე ჯგუფს მხოლოდ ექვსი წუთისა, მესამე ჯგუფი კი საერთოდ არ დააძინეს.

ტესტების შედეგებით ყველა გაოცდა: მეორე ჯგუფის წევრმა მოსწავლეებმა, რომლებმაც ექვსი წუთი იძინეს თუ წაიძინეს, ზუსტად გაიმეორეს სიტყვების კომბინაცია. პირველმა და მესამე ჯგუფმა კი ნახევარიც ვერ დაიმახსოვრა. ასეთი ცდა კიდევ ჩაატარეს და იგივე შედეგი მიიღეს. ამიტომ, როცა ძალიან დატვირთული მუშაობა გიწევთ, თუ დროს იხელთებთ და ცოტას წაიძინებთ, ეს ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ. საერთოდ კი ნაშუაღამევს, ღამის 12 საათის შემდეგ ორიოდე საათით ძილი სჯობს, საღამოს ადრიანად დაძინებას.




 ახალი ამბები
  • რა ღონისძიებებია დაგეგმილი საახალწლოდ ჩოხატაურში წინაასაახალწლო სამზადისი  დაიწყო. საახალწლო განათებებს მუნიციპალიტეტის მთავარ ქუჩაზე უკვე ამონტაჟებენ. „გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რა თანხა დაიხარჯება წელს ბიუჯეტიდან საახალწლო სამზადისისთვის და რა ღონისძიებები იგეგმება_ ამ საკითხების შესახებ კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას ვესაუბრეთ. მერის თქმით, საახალწლო სამზადისისთვის 25 000 ლარია გამოყოფილი, რაც სხვადასხვა აქტივობას მოხმარდება. „საახალწლო სამზადისის ბიუჯეტი 25 000 ლარს შეადგენს. ეს თანხა დაიხარჯება  როგორც საახალწლო მორთულობების განახლებაზე, ასევე, სხვადასხვა აქტივობისთვის. წელსაც გვექნება ჩვენს მთავარ მოედანზე კონცერტი, ჩვენი შემოქმედებითი  ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. ახალი წლის შეხვედრა დასრულდება ფეიერვერკით. საახალწლო ღონისძიებები გაგრძელდება შობის სადღესასწაულო დღეებშიც”, _ გვითხრა ... ...
  • რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალარეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რეჟისორის ახლობლები ადასტურებენ. ურუშაძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.  მან დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი 1987 წელს. 1988-1999წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმი", დამდგმელი რეჟისორი; 1999-2000წწ. სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმი", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. დამდგმელი რეჟსორია ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013); სცენარის ავტორია ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა"(1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი"(2008), "მანდარინები" (2013); პროდიუსერია ფილმების: "სამი სახლი" (2008), "მანდარინები" (2013); გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" ... ...
  • ზვიად ქორიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ გუნდს შეურთდაჟურნალისტი ზვიადი ქორიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ გუნდს შეურთდა. ის რეგიონული ოფისების მენეჯერი გახდა. ცნობისთვის, ზვიად ქორიძე 2019 წლის 1 იანვრიდან ნოემბრამდე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტის ფუნქციებს ასრულებდა. აჭარის ტელევიზიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა თავად ზვიად ქორიძემ ისურვა. ზვიად ქორიძე დაიბადა 1968 წლის 10 ოქტომბერს, თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1992 წელს. 1986-1987 წლებში იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" კორესპონდენტი; 1989-1990 წლებში რადიოპროგრამა "პიკის საათის" რედაქტორი; 1990-1991 წლებში გაზეთ "7 დღის" კორესპონდენტი; 1991-1996 წლებში "7 დღის" დამფუძნებელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1996-1997 წლებში მთავარი რედაქტორი; 1997-1998 წლებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 1998 წლიდან "საქართველოს გაზეთის" მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია. 2014 წლის 4 ივლისიდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წარდგენით შეწყალების კომისიას თავმჯდომარეობდა. აღნიშნულ თანამდებობას ის 2018 წლის 31 დეკემბრამდე ... ...
  • პრემიერ-მინისტრი ბათუმში ე.წ. მუყაოს ქალაქში მოსახლეობას შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში ე.წ.  მუყაოს ქალაქში მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის მეთაური ადგილობრივების მძიმე საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები არიან. პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი საცხოვრებელი პირობები მალე გაუმჯობესდება, ვინაიდან 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ფინანსური რესურსი პირველ ეტაპზე 580 ბინის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ასაშენებლად. უკვე გამოცხადებულია ტენდერი, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ კი დაიწყება შესაბამისი სამუშაოები, რომელიც 18 თვეში დასრულდება. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე აშენდება სკოლა, საბავშვო ბაღი და სათამაშო მოედნები. პრემიერმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობა მოწოდებულია, მაქსიმალურად სწრაფად გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, იმისთვის, რომ ადგილობრივებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ნორმალური საცხოვრებელი პირობები. ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრებმა მოსახლეობამ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის სტუმრობა მათთვის განსაკუთრებული მხარდაჭერის ... ...
  • 38 წლის ოზურგეთელი მედიკოსის, ალექსანდრე თავართქილაძის რევოლუციური ნაბიჯები ქართულ მედიცინაშიონკოლოგი და გენეტიკოსი, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი , ოზურგეთელი ალექსანდრე თავართქილაძე , ჯერ მხოლო 38 წლისაა, თუმცა მან თბილისის სახემწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების და ევროპული განათლების მირების შემდეგ, უზარმაზარი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილების გზა გაიარა.  ჩვენთან ინტერვიუში,  რომელსაც მალე შემოგთავაზებთ, მისი  ძალიან ტევადი ევროპული სამედიცინო გზის მიუხედავად , ალექსანდრე თავართქილაძე  ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს იმას,  რომ ის არის საქართველოს იმ კუთხის წარმომადგენელი, რომელსაც გურია ქვია, კერძოდ ამბობს, რომ  ქალაქი ოზურგეთი, მის მოგონებებში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. „დიახ, წარმოშობთ ვარ ოზურგეთიდან, ძალიან მიყვარს გურია და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ იქ გავატარე ბავშობის საოცარი წლები და იქედანვე დავიმუხტე საოცრად თბილი ენერგიით. ალბათ და რა თქმა უნდა ყველა ადამიანს თავისი ფესვები უყვარს, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ გურია არის მართლა საქართველოს გული.  როგორც ცოცხალ ორგანიზმში გული ყველაზე „ცოცხალი“ ორგანოა, შეიძლება ითქვას, რომ ასევეა გურია საქართველოში და შესაბამისად  შეუძლებელია, რომ იქ ადამიანმა თავი  „ყოვლისშემძლედ“ არ იგრძნო.  ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა ვინც გურიაში ერთხელ მაინც მოხვდება ის აუცილებლად შეიგრძნობს „ჭეშმარიტი თავისუფლების არსს“ ... მე მყავდა არაჩვეულებრივი ბაბუა, სამამულო ომის ვეტერანი, მე მის სახელს ვატარებ, მის მოყოლილ ზღაპრებსა და მეორე მსოფლიო ომის საოცარ ისტორიებზე გავიზარდე, რომლებიც დღემდე ზეპირად მახსოვს.  მყავს  საოცარი ბებია, რომელთანაც, როგორც იტყვიან, უხილავი ძაფებით ვარ კავშირში. ალბათ, მუდმივად, მას აქვს იუმორის საოცარი გრძნობა, რაც გარკვეულ ჩუმ მელოდიასავით გამოჰყვა მთელს ჩემს შემდგომ ცხოვრებას... ბებიაჩემი პროფესიით ექთანი, ლამის 50 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მე ხშირად დავდიოდი ბებიასთან სამსახურში ასევე დავყვებოდი პაციენტებთან ბინაზე (მაშინ ძალიან პატარა ვიყავი), საოცრად საიტერესოა სნეულ ადამიანებზე ზრუნვა და თუ ეს სურვილში გადაიზარდა, რომ შენ ეს საქმე მოგწონს და ხვდები, რომ „ეს შენია“ აუცილებლად ადამიანი აირჩევს იმ პროფესიას, რომელსაც ექიმობა ქვია, მე უკვე ეს სკოლამდელ ასაკში გადავწყვიტე და სრულად ვუკავშირებ ბებიაჩემის - თინა მდინარაძის მიერ ჩემს, ასე ვთქვათ, „პატარა ბავშვის“ ჩართვას სნეულთა დახმარებაში.  მედიცინის აკადემიური დოქტორი, რომლის დოსიეც, ლამის ქაღალდზე არ ეტევა, ონკოლოგიასთან ბრძოლის საქმეში მსოფლიოს აკვირვებს _ ახლახან მან უნიკალური ოპერაცია გააკეთა პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტში, რაც უდიდესი გარდატეხაა ქართულ მედიცინაში _ მან პირველმა ჩაატარა თ ლიმფოციტების გადანერგვა და დღეისათვის სახეზეა სიმსივნისგან სრულიად განკურნებული პაციენტი! „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ ინტერვიუს სახელგანთქმულ ახალგაზრდა მეცნიერთან, რომლის გიგანტურ წინვლას სამედიცინო სფეროში, თვალს ადევნებს მშობლიური ოზურგეთი. ალექსანდრე თავართქილაძის მშობლები და ბებია სოფელ ნაგომარში ცხოვრობენ და მასთან შეხვედრა, როგორც ჩვენი მკითხველებისთვის, ისე ოჯახის წევრებისთვის, თან მშობლიურ გურიაში, განსაკუთრებით საინტერესო ... ...

არქივი

ზაფრანი

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

კაკაოს გასაოცარი თვისებები

კაკაო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კარგია...

პროდუქტები რომლებიც სწრაფად გვაბერებს

მარგარინი – შეიცავს ტრანსცხიმს და...

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს