ადრიანი გაზაფხული და ყვავილები

ჩვენი რჩევები

ადრიანი გაზაფხული და ყვავილები

2017 აპრ 13 12:08:16

ჩვენი მკითხველები ხშირად გვწერენ საადრეო ყვავილებზე, განსაკუთრებით ადრიანად მოყვავილე ბუჩქოვნებსა და ხალიჩოვნებზე, რომლებიც ლამის გაზაფხულს ასწრებენ შემოსვლას.

მკითხველები გვთხოვენ, ვურჩიოთ, რომელია საადრეო ბუჩქოვანი თუ ხალიჩოვანი ყვავილები, როგორია მათი გამრავლების წესი, განსაკუთრებით აინტერესებთ ბუჩქოვნები, რომლებიც ჩვენში კარგად ხარობენ და დიდხანს ცოცხლობენ.

ბუჩქოვნებიდან ჩვენში ძალიან კარგადაა გავრცელებული წითლად მობრიალე იაპონური კომში, ჩინური დაფნა და ნაირფერი აზალია, რომლებიც განსაკუთრებით ამშვენებენ გარემოს. ეს ყვავილოვნები კარგად ეგუებიან გურიაში არსებულ მჟავე ნიადაგებს.

სასურველია, ნიადაგში ბლომად შეიტანოთ ნაკელი. რაც შეეხება გადარგვას, გამრავლებას, ტოტის ჩარგვითაც საკმაოდ ადვილად ხარობს, უფრო გვიან შემოდგომაზე. ადრე გაზაფხულზე კი ფესვთა ჩაჭრით შეიძლება გადავიტანოთ და საკმარისია, ერთი პატარა ტოტიც, რომელიც მალე დაფესვიანდება და მომდევნო წელს უკვე კვლავ ამ ახალი ძირიდან გამრავლებაა შესაძლებელი.

სასურველია ამ ჯიშის ბუჩქოვნებს თუ ყოველ წელს თუ ისეთი ფორმით მსუბუქად გავსხლავთ, რომ დავამრგვალოთ და ხედ არ ვაქციოთ. თუ სურვილი გაქვთ, პირიქით, შეგიძლიათ სასურველ სიმაღლემდე გაზარდოთ. რაც შეეხება ხალიჩოვნებს, გან­­­­ს­­აკუ­­თრებით პოპულარულია ივანდა მარია _ "სამფერა იები", რომელიც ადრე გაზაფხულზე გადარგვის შემდეგ იკეთებს ნამხრევებს, კარგად მრავლდება და დიდხანს ჰყვავის.

ადრიანად ჰყვავის ტიტაც, რომელიც ულამაზესია და მაღალი ტემპერატურა სულაც არ სჭირდება. პირიქით, ბოლქვები ფესვებს შედარებით დაბალ ტემპერატურაზე იკეთებს. ადრე გაზაფხულზე ადვილია მისი გაზრდილი ფორმით გადატანა _ ჩავრგოთ 10 სმ სიღრმეზე და ასევე 10 სმ დავაშოროთ ერთმანეთთან. უხდება ნეშომპალიანი მიწა, რადგან ზომიერ სითბოს ინარჩუნებს, რაც ძალიან უყვარს ტიტას. როცა საბოლოოდ დაყვავილდება და ეს ადრე გაზაფხულზევე ხდება, ბოლქვები არ ამოიღოთ. თუ საბოლოოდ მიწაში ბოლქვების დატოვება არ გსურთ, ის ამოიღეთ შემოდგომაზე, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.

რაც შეეხება ნიადაგს, ძალზე ადვილია, ავიღოთ მდინარის სილა და ორ-სამ წილს დავუმატოთ ერთი წილი გადამწვარი ნაკელი და ერთი წილი ეზოს ჩვეულებრივი მიწა. ეს ნაზავი გურიაში, სადაც წითელმიწა თიხიანი ნიადაგებია, ძალიან კარგია, როგორც ყვავილებისთვის, ისე აგრარულ საქმიანობაში, კვალსათბურებისთვის.




 ახალი ამბები
  • „ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მზად ვართ“ _ რას მოუწოდებენ ჩოხატაურელი ექიმები მოსახლეობასსაქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ისევე, როგორც ყველგან, ჩოხატაურში ხალხის მღელვარებამ იმატა. "გურია ნიუსი" დაინტერესდა რამდენად მზად ხვდებიან ახალ და საშიშ გამოწვევას მუნიციპალიტეტში მდებარე კლინიკები. როგორც კლინიკის _ „სამედიცინო ცენტრი გურიაში“, მთავარი ექიმი, თემურ კოროშინაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, კლინიკა სრულ მზადყოფნაშია. _ რადგან ჩვენთან კორონავირუსის დიაგნოზტირება არ ხდება, შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ დაავადებაზე ეჭვმიტანილი. გვაქვს დაცვის საშუალებები და ეჭვის შემთხვევაში, მოხდება პაციენტის რეფერალი. ამ დროისთვის მიმდინარეობს პაციენტების გამოკითხვა, ანამნეზის შეკრება. თუ საეჭვოდ მივიჩნევთ და გამოვლინდება პიროვნება, რომელიც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, ან იქ მყოფ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ კონტროლზე გვეყოლება და შემდგომი კვლევისთვის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადამისამართდება. თუმცა, ამ დროისთვის მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. მინდა გითხრათ, რომ კლინიკა სრულ მზადყოფნაშია და მედპერსონალი მობილიზებულია“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე „მედალფას“ სამედიცინო ცენტრის დირექტორი ანტონ ხუნდაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ცენტრი კორონავირუსს, გამოვლენის შემთხვევაში, მომზადებული ხვდება. _ კორონავირუსის თემაზე უკვე ერთ კვირაზე მეტია, მედპერსონალს უტარდება ტრენინგ-სემინარები. მედპერსონალს მიეწოდება ინფორმაცია ჩაცმა-აღჭურვიდან დაწყებული, პაციენტთან და საზოგადოებასთან ურთიერთობით დამთავრებული, ყველაფერზე. როგორ უნდა აღმოაჩინონ ვირუსის კლინიკური ნიშნები, რა უნდა გაითვალისწინონ, პაციენტებთან საუბრისას გამოკითხვები, რომ არ გამორჩეთ, არც ერთი დეტალი, უმნიშვნელოც კი. რაც არის დამცავი საშუალები, ყველაფერი გვაქვს და კიდევ შემოგვივა. ხშირია შემთხვევა, როცა არ ამბობენ ამა-თუ იმ დაავადების შესახებ. მთავარია, მოსახლეობამ არ დამალოს ინფორმაცია. ეს ვირუსული ინფექციაა, რომელიც დანარჩენი ვირუსების მსგავსად, ყველას არ დაემართება. კორონავირუსი ჩვეულებრივი დაავადებაა, დაავადება კი არ არის სირცხვილი! ის აუცილებლად უნდა იქნეს გამოვლენილი და მიღებული საჭირო ზომები. კორონავირუსის გადატანა, სხვა ვირუსების მსგავსად ქრონიკული დაავადებებით მოავადე ადამიანებს უჭირთ უფრო მეტად, სხვა შემთხვევაში, საშიში არაფერია, დროული დიაგნოზტირებისა და მიზანმიმართული მკურნალობის დროს. ამიტომ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მოსახლეობას, თუ უახლოეს დროს იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ან კონტაქტი ჰქონდა იმ ქვეყნებში მყოფ ადამიანებთან, რომლებიც კორონავირუსის გამო წითელ ზონაში იმყოფება, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და გულახდილად ესაუბრონ ექიმებს! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ავადმყოფობა სირცხვილი არ არის, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელსაც უნდა მიხედვა. ამდენად, ჩემი თხოვნაა, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, მოგვმართონ ჩვენ თუ სხვა სამედიცინო დაწესებულებებს. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მზად ვართ“, _ ამბობს ანტონ ... ...
  • სამტრედიის აფთიაქებში პირბადეზე ფასი 18 თეთრიდან 1 ლარსა და 40 თეთრამდე მერყეობს საქართველოში კორონავირუსის  შემთხვევის დაფიქსირებას პანიკა მოჰყვა რეგიონებში. სამტრედიის აფთიაქებში პირბადის შეძენის მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.  თუმცა, სხვა მუნიციპიტეტებისაგან განსხვავებით  პირბადეების მარაგი არ ამოწურულა. ზოგიერთ აფთიაქში ფასები გაიზარდა, ნაწილში ძველი ფასია შენარჩუნებული. ,,პირბადეები გუშინაც იყიდებოდა, მაგრამ დღეს დილით ჩვენს აფთიაქში მომხმარებელთა რაოდენობა ძალიან გაზრდილია. განსაკუთრებით, ნიღბებზე, სპირტებზე, წყალბადის ზეჟანგზე, ანტიბაქტერიულ ხსნარებზე, ანტიბაქტერიულ სველ ხელსახოცებზე. ჩვენთან შენარჩუნებულია ძველი ფასი-0,18 თეთრი ერთი პირბადის ღირებულება. მართალია, დღეს დილით 2000 ცალი პირბადე გაიყიდა, ჯერჯერობით მარაგი გვაქვს",_ ამბობს „გურია ნიუსთან" ნატალია თვალავაძე, შპს ,,ავერსი ფარმას" სამტრედია №2 აფთიაქის მენეჯერი. ძველი ფასია შენარჩუნებული ჯპს-შიც. იმპექსში გუშინ სამტრედიელ მომხმარებელს თუ 95 თეთრად შეეძლო, შეეძინა ერთი პირბადე, დღეს 1 ლარი და 40 თეთრი გახდა. მართალია, მოსახლეობა აფთიაქებს პირბადეების შესაძენად დილიდანვე მიაწყდა,  სამტრედიელები გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებენ. უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სერიოზული პანიკის საფუძველი არ ... ...
  • თიბისის მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა (R) დღეიდან, მომხმარებელი თიბისის განახლებულ მობაილბანკში საკუთარი საპენსიო დანაზოგის ნახვას შეძლებს. „ჩემი საპენსიო დანაზოგის" ფუნქციონალი თიბისის მობაილბანკის მთავარ გვერდს უკვე დაემატა. სიახლე მომხმარებლებს, რომლებიც ამავე დროს საპენსიო სქემის მონაწილეები არიან, შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი საპენსიო აქტივების ჯამური ღირებულების შესახებ ინფორმაცია თიბისის  ინტერნეტბანკის შემდეგ, უკვე მობაილბანკით მიიღონ. „ჩემი საპენსიო დანაზოგის" ფუნქციონალით საპენსიო სააგენტოს სისტემაში ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადასვლა და სახელმწიფოს, დამსაქმებლის და დასაქმებულის მიერ განხორციელებულ შენატანებსა და მათზე დარიცხულ სარგებელის შესახებ დეტალურ ინფორმაციის მიღებაც არის შესაძლებელი. „თიბისის მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ისეთი პროდუქტი ან მომსახურება შევთავაზოთ, რაც მაქსიმალურად დაზოგავს მათ დროს. მოხარული ვართ, რომ საპენსიო სააგენტოსთან ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით შედგა",  -  გიორგი ვახტანგიშვილი, თიბისის ციფრული სერვისების განვითარების ექსპერტი. სიახლე საპენსიო სქემაში ჩართულ ყველა იმ მომხმარებელს შეეხება, რომელიც თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკით სარგებლობს. მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, საპენსიო დანაზოგის შესახებ  ინფორმაცია  ინტერნეტ და მობაილბანკში ავტომატურად განახლდება. ... ...
  • "ხალხი პანიკაშია" _ ჩოხატაურში სამედიცინო ნიღბები აღარ იშოვება„დაზაფრულები ვართ, აფთიაქებში ნიღბები აღარაა. ისეც პანიკაშია ხალხი და ნიღბით რომ უზრუნველგვყონ თუ უფასოდ არ დაარიგებენ, ხელმისაწვდომი მაინც იყოს, ეს მაინც გააკეთოს ხელისუფლებამ. ყველა აფთიაქი ჩამოვიარე და ნიღაბი „იმპექსის“ გარდა არსადაა. ფასს არ იკითხავთ? _ 1 ლარი და 40 თეთრი ღირს“, _ „ყვება „გურია ნიუსთან“ ერთ-ერთი ჩოხატაურელი. ქალბატონის ნაამბობი „გურია ნიუსმა“ სააფთიაქო ქსელებში გადაამოწმა. როგორც პსპ-ში გვითხრეს, ამ ეტაპზე აფთიაქში სამედიცინო ნიღბები არ არის და არც იციან როდის შემოიტანენ. „ამ ეტაპზე პირბადე არ გვაქვს. დღეს დილით გაიყიდა, რაც გვქონდა 1500 ცალი. არ ვიცით, როდის შემოვიტანთ, რადგან ბაზაში არ არის“, _ გვეუბნებიან პსპ-ში და ამბობენ, რომ მიუხედავად დეფიციტისა, სამედიცინო ნიღბების ფასი არ გაზრდილა და ცალი 15 თეთრად გაიყიდა. ჩოხატაურის „ავერსის“ აფთიაქში სამედიცინო ნიღბები აღარაა, თუმცა, როგორც ადგილზე გვითხრეს, აფთიაქი კლინიკას ამარაგებს და ზუსტად რამდენი გაყიდეს არ იციან. „ჩვენი აფთიაქი კლინიკას ამარაგებს, ძალიან ცოტა გვქონდა დარჩენილი. ამდენად ზუსტი ციფრის თქმა არ შეგვიძლია, რამდენი ნიღაბი გაიყიდა საცალოდ“. არც „ავერსის“ აფთიაქში იციან, როდიდან შეეძლებათ მოქალაქეებს სამედიცინო ნიღბების შეძენა. აქაც მიზეზად ნივთის ქსელში არარსებობას ასახელებენ. ნიღბები არ არის და შემოტანის თარიღს ვერ ასახელებენ ჩოხატაურში მდებარე კიდევ ერთი აფთიაქი „გუდფილში“. „წუხელ გაიყიდა, რაც გვქონდა ყველა. დაახლოებით, 600 ცალზე მეტი. ზუსტ თარიღს, როდის შემოიტანენ, ვერ გეტყვით. როგორც ვიცი, ბაზაში დეფიციტია“, _ გვითხრეს აფთიაქში. ჯერჯერობით, ჩოხატაურელებს სამედიცინო ნიღბების შეძენა შეუძლიათ „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში, სადაც იმ მომენტისთვის, როცა „გურია ნიუსი“ იმყოფებოდა, 180 ცალი იყო დარჩენილი, თუმცა, ფასი გაზრდილი იყო. _ დღეს დილიდან 100-ზე მეტი სამედიცინო პირბადე გაიყიდა დარჩენილია 180 ცალი, თუმცა ფასი გაიზარდა. 20 წუთის წინ 95 თეთრი ღირდა, ახლა 1.40 ლარია, _ გვეუბნებიან ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება (R)27 თებერვალი, 2020- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში 12 სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი (საქართველო,აშშ,გაერთიანებული სამეფო,გერმანია,ესტონეთი,თურქეთი,იტალია, ლიეტუვა, პოლონეთი,საფრანგეთი, სომხეთი, უკრაინა) იქნება 80-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივი უნივერსიტეტი, კოლეჯი, ასევე, უმაღლესი სასწავლებელი და პროფესიული განათლების დაწესებულება. გამოფენაზე მისული მომავალი სტუმრები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სპეციალურად სტუდენტებისთვის შექმნილ ბარათს, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას  ტრანსპორტში გადაიხადონ შეღავათიანი ტარიფით, უფასოდ გამოიყენონ მობილბანკი, ინტერნეტბანკი, SMS ბანკი, TskApp აპლიკაცია, დააგროვონ PLUS-ები. ასევე, ისარგებლონ სტუდენტური შეთავაზებებით სხვადასხვა სავაჭრო თუ კვების  ობიექტებში.   გამოფენაზე მისული სტუდენტები განათლების მიღების შესაძლებლობებსა და სასწავლო პროგრამებს გაეცნობიან. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ის საგანმანათლებლო პროექტები რასაც საქართველოს ბანკი უკვე წლებია ახორციელებს. ესენია: ფულბრაიტის, ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამები. შარშან ბანკმა ახალი სასტიპენდიო პროგრამის Miami Ad School-ის განხორციელებაც დაიწყო, რომელიც ყოველწლიურად ერთ ქართველ სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას, Miami Ad School Europe-ში სრული დაფინანსებით ისწავლოს. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება  თემატური ღონისძიებები პრეზენტაციები, ვორკშოპები, ლექციები და სემინარები. ასევე დაჯილდოების ფარგლებში გამოვლინდება დამთვალიერებლის რჩეული; ყველაზე ინტერაქტიული, ინოვაციური და ინფორმაციული სტენდი, ასევე ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდებიან საგანმანათლებო ორგანიზაციები.    „საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, არაერთი წელია მხარს უჭერს განათლებას, აფინანსებს სამაგისტრო სტიპენდიებს დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და ახლა უკვე გერმანიაშიც.  ასევე, აფინანსებს განათლებასთან დაკავშირებულ საინტერესო პროექტებს. მაგალითად- ჩივნინგის, ფულ ბრაიტის, სან დიეგოს უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამას. ბანკი წარმატებული სტუდენტებისთვის ქმნის ახალ შესაძლებლობებს. სწორედ შარშან, ბანკმა დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც, ყოველ წელს, ერთი ქართველი სტუდენტი Miami Ad School Europe-ში სრული დაფინანსებით ისწავლის.  მოხარული ვართ, ვიყოთ ასეთი მასშტაბური და საერთაშორისო განათლების გამოფენის მხარდამჭერები. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ სტუდენტებს, მიიღონ უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მათთვის სასურველ უნივერსიტეტში, შეიძინონ ევროპული და დასავლური გამოცდილება და აღმოაჩინონ უსაზღვრო შესაძლებლობები. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ცოდნა და მიღებული გამოცდილება მოახმარონ საკუთარ კარიერულ წინსვლასა და განვითარებას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...