ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩვენი რჩევები

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

2018 იან 26 11:15:11

ჩაის გაშენება

ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის გამოცხადების შემდეგ, დიდი აქტიურობით არა, მაგრამ დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში გაჩნდა ინტერესი "მწვანე ოქროს" ძველი დიდების აღსადგენად. ადამიანები უფრო და უფრო ინტერესდებიან ჩაის პლანტაციების დარჩენილი ფართობების გაწმენდით თუ აღდგენით, ასევე, სულაც, თავიდან გაშენებით. მიუხედავად იმისა, რომ გურია ჩაის სავანედ იყო მიჩნეული, ვიცით, რომ 25 წლის მანძილზე ჩაის კრეფის და რეალიზაციის პროცესი მისმა ამოძირკვამ ჩაანაცვლა.

დღეს ჩვენი მკითხველები არაერთხელ გვიკავშირდებიან და გვთხოვენ, კიდევ ერთხელ, ახლებურად მივაწოდოთ მათ ინფორმაცია ჩაის ახლებურად გაშენების, მისი ფორმირების და შემდგომი გაუმჯობესების შესახებ.

ჩვენში ჩაის პლანტაციის გაშენება გაზაფხულზეა მიზანშეწონილი. პლანტაცია შპალერული წესით უნდა გავაშენოთ, როცა რიგთაშორისი მანძილი 5 მეტრს აღწევს.

თუ ჩაის დათესვას ვაპირებთ და არა ყოფილი პლანტაციის აღდგენას, მაშინ ჯერ ნიადაგის ლენტისებური გადაბარვა უნდა მოვახდინოთ. დასამუშავებელი ზოლის სიგანე 0,5 მ, ხოლო სიღრმე 30 სმ უნდა იყოს. ჩაის სათესი ზოლი დამუშავებისას უნდა გავწმინდოთ ქვებისგან, ძირკვებისა და ფესვებისგან ან სხვა მინარევებისგან. ჩაის თესვა წარმოებს ბუდობრივად: ორმოში 5-6 ცალი საუკეთესო ხარისხის თესლი უნდა მოვათავსოთ. აღმოცენების შემდეგ კი 3-4 ცალ ჯანსაღ ნერგს ვტოვებთ. თუ გვალვებს დაიჭერს, სანამ ამოვა, ნათესი უნდა დავმულჩოთ.

ჩაის პლანტაციის წესიერი გაშენება მისი ფორმირების მხოლოდ პირველი ნაწილია, რაც უზრუნველყოფს მცენარის ფესვების ნორმალურ განვითარებას ნიადაგში. ჩაის ამოსვლის შემდგომ კი უნდა დავიწყოთ პლანტაციის ფორმირების მეორე პერიოდი.

სანამ ბუჩქის ფორმირება ხდება და ვიდრე ის სრულმოსავლიანი გახდება, სარეველები უფრო ადრე ამოდის, ვიდრე ჩაის მცენარე და ხშირად სჭირდება გამოხელვა. რიგთაშორისების დამუშავება შეიძლება თოხით. თუ ბუდნიდან ჩაის თესლი არ აღმოცენდა, უნდა ვებრძოლოთ მეჩხერიანობას. ამ დროს შესაძლებელია გადაწვენის გზით ჩაის ნერგის გამრავლება და ბუჩქად ქცევა. შეიძლება გამორჩენილ ადგილებში ჩაის მცენარის გამორგვა. სიმეჩხრის ლიკვიდაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ეროზიის საწინააღმდეგო თვალსაზრისითაც.

 ჩაის პლანტაციის მთავარი ფორმირება _ გასხვლა

გასხვლის სისტემა უმთავრესი საქმეა პლანტაციის მოვლის საქმეში. ახალგაზრდა პლანტაციის ფორმირებისთვის, შემდგომ პერიოდში _ მოსავლიანობის გადიდებისა და გაახალგაზრდავების მიზნითაც.

ახალგაზრდა პლანტაცია გაშენებიდან მეორე წელს უნდა გავსხლათ, ფორმის მიცემის მიზნით. საუკეთესო თვე ამ საქმისთვის არის მარტი. გასხვლის სამუშაოთა შემჭიდროებულ ვადებში შესრულებისა და შრომითი დანახარჯების შემცირებისთვის იყენებენ სპეციალურ მიკროსასხლავ მანქანებს. ანასხლავი მასალის ერთი ნაწილი გამოიყენება საკოფეინე მასალად და იგზავნება კოფეინის ქარხანაში. მეორე ნაწილი კი რჩება პლანტაციაში, როგორც ორგანული სასუქი. ამასთანავე პლანტაციის ფორმირების მთელ პერიოდში საჭიროა ნიადაგის რიგთაშორისების დამუშავება 5-6 მ სიღრმეზე. დამუშავება წარმოებს სასუქის შეტანისას ან სხვა დროსაც, როცა საჭიროა სარეველა ბალახების მოსპობა, მაგრამ ნიადაგის გაფხვიერებას, ტენის აორთქლების შემცირების მიზნითაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, შემოდგომა-ზამთარში ადგილი აქვს ნიადაგის საზამთრო დამუშავებას 15 სმ სიღრმეზე.

ვეგეტაციის პერიოდში ნაზი ყლორტების გამოტანის თანაბრობის შენარჩუნების მიზნით, გასხვლას ორი წესით აწარმოებენ: ბუჩქის სიმაღლის რეგულირება და ფართო ვარჯის გამოყვანა. ამ წესების გათვალისწინებით, გასხვლის სამი სახე არსებობს, რაც დღეისთვის შეუცვლელია: 1. შპალერული, როცა მსუბუქად და ღრმადაც სხლავენ 2. ნახევრადმძიმე, როცა 1-2 და 3-4-წლიანი ნაზარდების მოშორება და გასხვლა ტოტების დამუხლების ქვემოთ 50 სმ სიმაღლეზე ხდება; 3. მძიმე გასხვლა _ სრულად გაახალგაზრდავება.

მძიმე გასხვლა ყველაზე რთული ოპერაციაა. ახლა, როცა გადარჩენილი ჩაის გავერანებული პლანტაციები არსებობს, სწორედ ამ ფორმას ვიყენებთ. ამ დროს ჩაის მცენარე კარგავს ღერო-ტოტების დიდ ნაწილს და ახალი ფოთლების განვითარებამდე საზრდოობს ფესვებსა და დაბალზე ასხეპილ ტოტებში დარჩენილი საკვები ნივთიერებით, რაც არც თუ ისე სრულად უზრუნველყოფს ჭრილობების შეხორცებისა და გაძლიერებული სასიცოცხლო პროცესისთვის გაზრდილ მოთხოვნებს. ამიტომ ჩაის პლანტაციის მძიმე გასხვლა აუცილებლად უნდა ჩავატაროთ ნიადაგის განოყიერების და მცენარეთა წინასწარი მოღონიერების შემდეგ. მით, უფრო, დღევანდელ პირობებში _ მიწა გამოფიტულია, ჩაის დარჩენილი პლანტაციები კი _ გავერანებული.

დღეს სარეაბილიტაციო, ანუ გავერანებულ ფართობს წინანდელ სახეს მხოლოდ მძიმე გასხვლა დაუბრუნებს. ამიტომ, ასეთი ფართობების მფლობელებმა მხოლოდ ეს ფორმა უნდა გამოვიყენოთ, თუ გვინდა სერიოზული შედეგი მივიღოთ.

საქართველოს პირობებში მძიმე გასხვლა უნდა დავიწყოთ 10 თებერვლიდან და შეიძლება 10 აპრილამდე გაგრძელდეს.




 ახალი ამბები
  • „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ - რუსი ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენსაქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ. საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები მოგზაურობას უსაფრთხოდ განაგრძობენ და აცხადებენ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. 2008 წლის აგვისტოს ომი კი რუსეთის ამბიციის შედეგია. წყარო: ... ...
  • ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდებაქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. ახალი ორი ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, აღნიშნული გზის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარს ... ...
  • ყვითელი მიკროავტობუსები ახლებით უნდა შეიცვალოს„ყვითელი მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და ისინი ახლებით უნდა ჩანაცვლდეს“, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 ივლისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიკროავტობუსებმა, რომლებიც თბილისში 2011 წელს არის შემოყვანილი და მას შემდეგ ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, ყველანაირი რესურსი ამოწურა: „ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას კომპანიასთან, რომ ძველი მიკროავტობუსები ახლებით ჩანაცვლდეს“, - ამბობს კახა კალაძე. თბილისის მერმა ისიც თქვა, რომ მიკროავტობუსები ივლის მხოლოდ და მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც 8 და 10 მეტრიანი ავტობუსენი ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას. და რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში იმოძრავებს. „ჩვენ არასდროს დაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ უბნებად და გარეუბნებად, ეს მიდგომა ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიურებელია“, _ განაცხადა თბილისის ... ...
  • ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი მოქალაქეები მაშველებმა გადაარჩინესმაშველებმა  3 200 მეტრის სიმაღლეზე ყაზბეგში, მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ  ყუროს წვერზე ორი ადამიანი იყო ჩარჩენილი, რომელთაგან ერთ-ერთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფების მაშველები. რთული რელიეფის და მანძილის სიშორის გამო სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ამ დროისთვის ორივე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ... ...
  • გოგი წულაიამ ქუთაისის მერს გაუხსნა ვარსკვლავიპარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა, გოგი წულაიამ ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას სიმბოლურად გაუხსნა ვარსკვლავი, რომელსაც "სახელოვანი მოგზაურის, გიორგი სენკევიჩის" სახელი უწოდა. ვარსკვლავი 16 ივლისს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ განთავსდა. გოგი წულაია ამბობს, რომ 2019 წელს მერიამ მივლინებებში 155 000 ლარზე მეტი დახარჯა. მისივე განმარტებით, თანხა არამიზნობრივად არის დახარჯული და მერს ვიზიტის შედეგები არ წარუდგენია არც საკრებულოსთვის და არც საზოგადოებისათვის. "არასდროს გვინახავს, რომ მივლინებიდან დაბრუნებულ მერს ბრიფინგი მოეწყოს და მისი ვიზიტების შედეგები გაეცნოს საზოგადოებისათვის. ეს არის ჩვეულებრივი მოგზაურობები და ექსკურსიები მაშინ, როდესაც ყველაზე მეტი ემიგრანტი მსოფლიოში ქუთაისიდანაა, ქალაქი მსოფლიოში მესამე ადგილზეა გამონაბოლქვის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლით და მოუწესრიგებელია გზები. იმ დროს, როცა ქალაქი თავზე გემხობა, მერი ექსკურსიებზე დადიოდეს, უზნეობაა", _ ამბობს წულაია. ტელეწამყვანი და მოგზაური იური სენკევიჩი საბჭოთა კავშირის დროს, რუსეთის ტელეარხზე უძღვებოდა გადაცემას „მოგზაურთა კლუბი“. გიორგი წულაიამ სწორედ მისი გვარი და ქუთაისის მერის სახელი ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...