აუცილებელი რჩევა მოყვარულ მეფუტკრეებს

ჩვენი რჩევები

აუცილებელი რჩევა მოყვარულ მეფუტკრეებს

2017 ივნ 5 23:15:54

ღალიანობა

მეფუტკრეობა ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია და აგრარულ სფეროში, ნებისმიერი მიმართულების განვითარებას პერსპექტივა არც აქვს ფუტკრის გარეშე.

ადამიანთა მოდგმის უარყოფითმა ზემოქმედებამ გარემოზე, ფუტკარზეც მოახდინა გავლენა და ეს მოხდა მსოფლიო მასშტაბით _ იმატა დაავადებათა რიცხვმა. ფუტკრის სიმცირის გამო, ზოგიერთ ქვეყანაში იძულებული გახდნენ, რომ შეექმნათ უპილოტო საფრენი აპარატები მცენარეთა კულტურების დასამტვერიანებლად. თუმცა, ეს გართობას უფრო ჰგავს, ვიდრე საქმეს.

მსოფლიოში აღიარებული, სამი ოქროს მედლის მქონე ქართული მთის რუხი ფუტკარი ერის სიმდიდრე და სიამაყეა. მასთან თანამშრომლობა სიღრმისეულ ცოდნას, სიფაქიზეს და ზნეობრივ ინტელექტს მოითხოვს. საქართველოში გავრცელებული ფუტკრის პოპულაციებს შორის საუკეთესოა გურული პოპულაცია. ფუტკარი საოცარი ფარმაცევტია, შეუცვლელი აგრონომი და პირველი ეკოლოგი პლანეტაზე! ამიტომ, რაც უნდა ბევრი ვისაუბროთ მასზე, თემა ამოუწურავია.

 თითქოს უმნიშვნელო დეტალია ის ფაქტი, რომ ერთ რეგიონშიც კი ხდება ისე, რომ მიუხედავად კლიმატური პირობების შესაბამისობისა, მცენარეები ნექტარს და ყვავილის მტვერს სხვადასხვა დროს გამოყოფენ.

დროს, როდესაც მცენარე ნექტრის ყველაზე მეტ რაოდენობას გამოყოფს, მთავარი ღალიანობა ეწოდება. ღალიანობის დაწყებასთან ერთად, ინტენსიურად იცვლება ფუტკრის მუშაობაც. ოდნავ ინათებს თუ არა, ფუტკრების დიდი რაოდენობა ხალისით მიფრინავს ნექტრის მოსატანად და გვიან, შებინდებამდე მუშაობს. ასევე, ღალიანობის დაწყებისას ფუტკარი სრულებით არ ეტანება საფუტკრეში დავარდნილ ფიჭის ნაჭრებსა და თაფლს. ამ დროს არავითარი ქურდობა და თავდასხმა არ ხდება. ოჯახის გახსნისას თეთრი ცვილითაა დაფარული ჩარჩოს ნაწილები, საღამოს კი საფუტკრეში დგას თაფლის სპეციფიკური სუნი და მის ახლო-მახლო ისმის ფუტკრის გუგუნი.

მთავარი ღალიანობისთვის მზადება ნიშნავს, ვიყოლიოთ ძლიერი ფუტკრის ოჯახები და იყოს სათანადოდ მომზადებული, რაც აუცილებელია მაღალპროდუქტიულობისთვის.

სუსტი ოჯახები უნდა შევაერთოთ. როდესაც ოჯახი გაძლიერდება, უნდა დავადგათ წინასწარ ფიჭით გაწყობილ საკუჭნაოს. ასევე, საკუჭნაოს ნაცვლად შეიძლება მეორე კორპუსის დადგმა, რაც არის მისი დადებითი თვისება და იმაში მდგომარეობს, რომ უკეთ ხდება ბუდის განახლება. შემდეგ, ეტაპობრივად ბუდიდან ამოვიტანოთ ზემოთ მუქი, დაბერებული, სამამლიანი ფიჭები და მის ადგილას ჩავანაცვლოთ ახალ საშენი, თუ გვაქვს, ან აშენებული ფიჭები, რომელიც საკვერცხედ ვარგისია.

ზოგი მეფუტკრე ჩქარობს და საქმის მოთავების მიზნით, ბუდიდან ამოაქვს სამი-ოთხი ცალი ფიჭა ერთბაშად, რასაც შეიძლება მოყვეს ფუტკრის არათანაბარი გადანაწილება და ზედა კორპუსში დედაც ავა. მერე კი, ფაქტობრივად, მოხდება მუშა ფუტკრების მიერ ბუდის დატოვება, სამუშაო პროცესის არათანაბრად განაწილება, რაც შემდგომ უარყოფითად აისახება და საქმის გამოსწორებისთვის დიდ დროს წაგვართმევს.

კარგი ღალიანობის დროს, კარგი ოჯახები თუ ადრე გაავსებენ საკუჭნაოს ან ბუდეს, დროულად ვადგამთ დამატებით საკუჭნაოს.

მთავარი ღალიანობის დროს დიდი ყურადღება ექცევა ფუტკარს და მაქსიმალური ძალისხმევით უნდა შევასრულოთ შემდეგი სამუშაოები:

სამუშაოდან დაბრუნებული ფუტკარი დამძიმებულია ნექტრით და იქვე, ბალახებში, საფრენის წინ ეცემა. მალე რომ შევიდეს ფუტკარი ბუდეში, საჭიროა საფრენზე ფიცრის საბიჯელას მიდგმა.

ოჯახში უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი ჰაერაცია. ამისთვის საჭიროა, საფრენი მთლიანად გავხსნათ, ბუდე უნდა ავწიოთ და ძირსა და კორპუსს შუა ჩხირები შევუწყოთ. თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, ღალიანობის დამთავრებისთანავე, ჩხირებს მოვაცილებთ. ძირითადად, პირველი მთავარი ღალიანობა ბარის ზონაში, მაისის ბოლოს, ხუთ ივნისამდე მიმდინარეობს.

დაახლოებით, 10 ივნისიდან, შემოწმების შემდეგ, თაფლიან ჩარჩოზე თაფლის ერთი მესამედი გადაბეჭდილია. შეიძლება, ვიფიქროთ თაფლის გამოწურვაზე. გადაუბეჭდავი, დაუმუშავებელი თაფლის ხარისხი დაბალია და ამჟავდება. თაფლის გამოწურვის შემდგომ, ცარიელ ფიჭებს ისევ ვუბრუნებთ ფუტკრის ოჯახებს. ღალიანობის დროს, დღისითაც შეიძლება ფიჭების დაბრუნება, ხოლო როცა უღალო პერიოდია, ფიჭების დაბრუნება ხდება ღამით.

ბინა, სადაც თაფლის გამოწურვა ხდება, უნდა იყოს საიმედოდ დაცული, ინვეტარ-მოწყობილობა _ მუშა, გამართულ მდგომარეობაში. თაფლის დაწურვისას ოთახში ტემპერატურა 18 გრადუსზე დაბალი არ უნდა იყოს.

ახალ აშენებული თაფლიანი ფიჭები ცალკე უნდა გამოვწუროთ, ციბრუტის შედარებით ნელი ბრუნვით, რომ არ დაიშალოს. ციბრუტის სახელურს, წუთში 70-80-ჯერ გადავაბრუნებთ. მისი ბადურიანი ყუთი (კასეტა) 250-260-ჯერ შეტრიალდება, რაც სრულიად საკმარისია ჩარჩოებიდან თაფლის გამოსაწურად. ძველი ჩარჩოები იშვიათად ტყდება.

სასურველია, გამოწურული თაფლი ჩავასხათ ისეთ ეკოლოგიურ სათავსში, რომელიც უვნებელია თაფლისთვის _ ასეთებია მინის, თიხის, და სხვადასხვა მომინანქრებული ჭურჭელი.

მთაბარობა _ ფუტკრის ოჯახების ღალაზე გაყვანა

საქართველო ძალზე მრავალფეროვანია თავისი რელიეფით და ფლორით. თბილი, ზომიერი ჰავის შედეგად, გვიან შემოდგომამდე, სხვადასხვა თაფლოვანი მცენარის ყვავილობა როცა ერთ რაიონში მთავრდება, თაფლოვანი მცენარეების მიერ ნექტრის გამოყოფა-ყვავილობა (ღალიანობა), რამდენიმე კილომეტრის მანძილზე, მეორე რაიონში, მთის განაპირა ზონებში იწყება. ყველა მეფუტკრემ უნდა გამოიყენოს რელიეფის თავისებურებები.

უხვი მოსავლის მისაღებად საჭიროა ინტენსიური მთაბარობის მოწყობა. საფუტკრეების გადატანის დროს, თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მუდამ უნდა გვახსოვდეს, იმდენად ძლიერია ოჯახი, რამდენად მეტია ბუდეში თხელი თაფლი ან მძიმე ჩარჩოები. საფუტკრე ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მეფუტკრეს ადვილად, ზედმეტი შრომის დაუხარჯავად შეეძლოს მისი სამთაბაროდ გადატანა.

საფუტკრის სამთაბა­როდ მოწყობისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევამოწმოთ, აიტანენ თუ არა მგზავრობას სკები, სადმე ხომ არ აქვს ნახვრეტი. დეფექტის აღმოჩენისას, სკები უნდა შეკეთდეს ან ბუდე სხვა სკაში უნდა გადავსვათ. მას არ უნდა ჰქონდეს მძიმე თაფლიანი ჩარჩოები, რომელიც შეიძლება, გზაში ჩაიმტვრეს და ფუტკარი დაიღუპოს. ამიტომ უნდა ამოვიღოთ, გამოვწუროთ ან მარაგი შევინახოთ.

ახლად აშენებული თაფლიანი ჩარჩოები, სისუსტის გამო, ვერ უძლებს სიცხეს, მგზავრობის დროს ადვილად იმტვრევა და შემდგომ ბუდეში გამოყენებისთვის გამოუსადეგარი ხდება. ამიტომ ისინი ადგილზე ნელ-ნელა უნდა გამოვწუროთ. ახლად აშენებული თაფლიანი ჩარჩოები კი ადგილზე დატოვებულ სუსტ ოჯახებს ჩავუდგათ.

სატრანსპორტო საშუალება, რითაც ოჯახები გადაგვყავს, უნდა იყოს საიმედოდ მოწყობილი და გამართული. ასევე, მძღოლიც არ უნდა იყოს უძინარი, ნაბახუსევი, გაბრაზებული, პრობლემური და სხვა.

მგზავრობის დროს მისაწვდომ ადგილას უნდა ვიქონიოთ ჩაქუჩი, ლურსმანი, პირბადე, საფხეკი, მოზელილი თიხა, თოკი, ფარანი, ასანთი, წყალი და სხვა.

ფუტკრის ყველა მძიმე ოჯახი მანქანაზე უნდა დაიწყოს ძარის წინა ნაწილში. მას უნდა დაედგას შედარებით მსუბუქი ოჯახები. მგზავრობა უმჯობესია ღამით, თუ ღალა ახლო მანძილზეა. მგზავრობა შეიძლება დღისითაც, ვიდრე დაცხება.

კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება _ თუ სკების ტრანსპორტირება ხდება მატარებლით, სკა ისე უნდა დაიდგას, რომ ჩარჩოები მოძრაობის მიმართულებით მოექცეს. მანქანით გადაყვანისას კი პირიქით, საფრენით მარჯვნივ ან მარცხნივ უნდა დავდგათ.

ადგილზე მისვლისას და სკების სადგამზე მოთავსების შემდეგ, თუ ჯერ კიდევ სიბნელეა, 15-20 წუთის შემდეგ, შეიძლება ყველა სკის საფრენების ერთბაშად გაღება. მაგრამ თუ ადგილზე მისვლის დროს, უკვე საკმაო სინათლეა, სადგამზე დადგმიდან 30-40 წუთის შემდეგ, ე. ი. ფუტკრის დაწყნარებისთანავე, თითო სკის გამოშვებით, თანდათან ვუღებთ საფრენს. ფუტკრები, დაახლოებით, ერთ საათში იმახსოვრებენ ბუდის ადგილმდებარეობას და ახალ გარემოში ხალისით იწყებენ შრომას.

ღალიანობის დამთავრებისთანავე, საჭიროა სკების დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება.

 ჯანვერდ ცეცხლაძე, მეფუტკრე




 ახალი ამბები
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორი აირჩიაიუსტიციის უმაღლეს საბჭომ დამოუკიდებელ ინსპექტორად ზურაბ აზნაურაშვილი აირჩია. მან საბჭოს 9 წევრის მხარდაჭერა მოიპოვა. ცნობისთვის, ზურაბ აზნაურაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატიც იყო. დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანსიაზე სულ 42 კანდიდატი დარეგისტრირდა, თუმცა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება მხოლოდ 20-მა კანდიდატმა შესძლო. დღევანდელ გასაუბრებაზე კი  9 ... ...
  • რა გახდა ზუგდიდში ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზილაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ახალგაზრდა გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძეს თქმით, ინფორმაცია, რომ თითქოს ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა, არ შეესაბამება სიმართლეს. „რა თქმა უნდა, სამწუხარო ინფორმაციაა ახალგაზრდა ქალბატონის გარდაცვალება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივუსამძიმრო მის ოჯახს. ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა, რომ თითქოს ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაიცვალა არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს უკვე ლაბორატორიულად არის დადგენილი. აღებული იყო ნიმუში და სწორედ 2 საათის წინ დასრულდა კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში, სამწუხაროდ აღნიშნული გარდაცვალების შემთხვევა დაკავშირებულია გრიპთან. ლაბორატორიულად გრიპის B ტიპი დადგინდა. ეს ამ სეზონზე გრიპის გამო, ლაბორატორიულად დადგენილი გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა. თქვენი საშუალებით მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციას, ამ შემთხვევაში არავითარ კორონავირუსთან საქმე არ გვქონია“, - განაცხადა ამირან ... ...
  • თურქი მინისტრი: რატომ არ ვიწვევთ საქართველოს ნატოში"ნატო-ს ჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა"_აღანიშნული განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა და აღნიშნა, რომ დასავლეთს რუსეთის პროვოცირება არ სურს, რის გამოც, საქართველოს ნატოში შესვლაზე შეთანხმებულები არ არიან.  „არ მესმის რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო ან რატომ არ გავააქტიურეთ საქართველოს წევრობის გეგმა.  გვაკრიტიკებენ, რომ რუსეთთან შედარებით უკეთესი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ არიან შეთანხმებულნი, რომ მოიწვიონ საქართველო, რადგან მათ არ სურთ რუსეთის პროვოცირება. ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი“,_  განაცხადა ... ...
  • სამტრედიაში სკოლამდელ დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესის დაწყებას 5 თებერვლიდან ვარაუდობენსამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი 24 ბაგა-ბაღი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყების მოლოდინშია. გახანგრძლივებული არდადეგები საკვებ პროდუქტებზე გამოცხადებული ტენდერების ჩაშლამ გამოიწვია. ცნობისთვის, სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ წელს 340 000 ღირებულების ტენდერი გამოაცხადა საკვები პროდუქტების შეძენაზე. როგორც  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი, ხათუნა გაგუა განმარტავს,  ხორცის პროდუქტების გარდა ყველა ტენდერი შემდგარია. ,,სამტრედიაში საბავშვო ბაღებს დროულად, რომ დაეწყოთ ფუნქციონირება, შარშან 17 დეკემბერს გამოვაცხადეთ ტენდერები. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ეს პროცესი გადაიდო. კერძოდ, სამჯერ ჩაგვეშალა ხორცის პროდუქტების შეძენაზე ტენდერი,"_ამბობს გაგუა.  23 იანვრის მდგომარეობით სამტრედიაში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი კვლავ შეჩერებულია. შედარებისთვის, შარშან, 20 იანვარს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლებული იყო. პრობლემის მოგვარებას წელს, სავარაუდოდ, 5 თებერვლისთვის ... ...
  • გიორგი მეგრელიძე ოლიმპიადის მესამე ტურში, ფიზიკასა და მატემატიკაში გამარჯვებით გადავიდამოსწავლეთა ოლიმპიადის მესამე ტურში, მთელ საქართველოში, სულ 50 მოსწავლე გადავიდა. ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, გიორგი მეგრელიძე,  განსაკუთრებული შედეგით, ფიზიკასა და მატემატიკაში გამარჯვებით გადავიდა. ვულოცავთ გიორგის ამ ტრიუმფალურ გამარჯვებას. უფრო დაწვრილებით „გურია ნიუსი“ ოლიმპიადის შესახებ მოგვიანებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობა უკანასკნელი 200 წლის...

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

სამი საუკეთესო დედამთილი

მშვილდოსანი - როგორც წესი ვერასოდეს...

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...