ჩიფსი მავნებელი ყოფილა

gurianews.com

ჩვენი რჩევები

ჩიფსი მავნებელი ყოფილა

2017 დეკ 1 02:05:58

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩიფსები და კარტოფილის ფრი მსოფლიოში ყველაზე მავნე საკვებად დაასახელა.

სამწუხაროდ, ჩვენ ირგვლივ უამრავი მშობელია, რომელიც ბავშვს ამ "ნუგბარზე" უარს არ ეუბნება, მეტიც, საკმაოდ ცნობილი სწრაფი კვების ობიექტები სავსეა პატარებით, რომლებსაც კარტოფილის ფრით უმასპინძლდებიან.

რა თქმა უნდა, თქვენი შვილის მენიუ მხოლოდ თქვენი არჩევანია, მაგრამ ზოგჯერ შეცდომა ინფორმაციის ნაკლებობითაც არის გამოწვეული. ამიტომ ვეცდებით, ამ პროდუქტების შესახებ მეტი გიამბოთ, შემდეგ კი თავად გადაწყვიტეთ, ღირს ბავშვისთვის მათი შეთავაზება თუ არა.

ჩიფსებსა და კარტოფილის ფრიში პრაქტიკულად არაფერი ნატურალური და სასარგებლო არ არის. ეს მხოლოდ ცხიმებისა და ნახშირწყლების ერთობლიობაა, რომელსაც მარილი, საღებავები და გემოს გამაძლიერებელი ქიმიური საშუალებები ემატება. გარდა ამისა, ჩიფსი ხშირად მზადდება არა მთლიანი კარტოფილით, არამედ კარტოფილის ფხვნილით, რაც კიდევ ერთი მინუსია ამ პროდუქტისთვის. ჩიფსი ძალიან კალორიულია და ხელს უწყობს ჭარბწონიანობას. განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ბავშვები, რადგან ეს პროდუქტი კალორიების მათ დღიურ ნორმას ბევრად აჭარბებს.

ყველაფერთან ერთად, ჩიფსი და ფრი უხარისხო, მრავალჯერ გამოყენებულ ცხიმში იწვება და კანცეროგენულია, რაც სიმსივნის წარმოშობის მიზეზი შეიძლება გახდეს. მარილების დიდი რაოდენობა, რომელიც ჩიფსებთან ერთად ხვდება ბავშვის ორგანიზმში, ძვლების განვითარებას აფერხებს და ბევრ პათოლოგიასაც უწყობს ხელს, არღვევს ნივთიერებათა ცვლას. ხოლო საღებავებსა და არომატიზატორებს არაპროგნოზირებადი რეაქციების გამოწვევა შეუძლიათ.


ნახვა: 313


 ახალი ამბები
  • საბროკერო კომპანია „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ სამი დამფუძნებელი დააკავესდიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და კომპიუტერული დანაშაულის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საბროკერო კომპანია „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ სამი დამფუძნებელია დაკავებული. ამის შესახებ დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა 2016 წლის აგვისტოში დაარეგისტრირეს შპს „ეფიქს ბიზნეს გრუპი“, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს, თითქოსდა საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა წარმოადგენდა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაახლოებით, 50 მოქალაქე მოატყუეს, რომ სავაჭრო ბირჟაზე წარმოადგენდნენ საშუამავლო საბროკერო კომპანიას და იმ შემთხვევაში, თუ ისინი განსაზღვრულ ანგარიშზე თანხას შეიტანდნენ, კომპანია მათ სავაჭრო ბირჟაზე გარკვეული თანხების მოგებაში დაეხმარებოდა. დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, ბრალდებულებმა მათ მიერ წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე მოქალაქეებს შეატანინეს სხვადასხვა ოდენობის თანხები, რის შემდეგაც, ხელოვნური მანიპულირებისა და კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევის გზით, შეცვალეს დაზარალებულების კომპიუტერული მონაცემები, რათა მათ ეფიქრათ, რომ თანხა წარუმატებელი ვაჭრობის შედეგად წააგეს და კომპანიის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონოდათ. ამ გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უკანონოდ დაეუფლნენ, დაახლოებით, 500 000 ლარს. დაკავებულებს ბრალი ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევაში, მონაცემების უკანონო შეცვლასა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებაში. გამოძიების პროცესში შესაძლოა, დაზარალებულთა რაოდენობა გაიზარდოს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 180-ე, 284-ე და 286-ე მუხლებით, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვესქარელის სოფელ სამწვერისში, მდინარე  მტკვარში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცი გუშინ მდინარე  მტკვარზე თევზაობის დროს წყლის დინებამ გაიტაცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მყვინთავები დაკარგულ პიროვნებას  2 დღე ... ...
  • სასამართლომ გლდანის N8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი დამნაშავედ ცნოთბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებაში პატიმარ დ.რ-ს მიმართ ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარე საქმის განხილვა დასრულდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი კ.ყ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2008 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს დ.რ, რომელსაც 2008 წლის 27 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და შესახლებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილეში. ბრალდებულ დ.რ.-ს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილის მე-3 სარეჟიმო კორპუსზე შესახლების შემდგომ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა და მე-3 სარეჟიმო კორპუსის ოფიცერმა კ.ყ-მ გადაწყვიტა დ.რ-ზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარების მიზნით. 2008 წლის 27 ოქტომბრიდან 2009 წლის 16 მარტამდე პერიოდში - თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დ.რ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, კ.ყ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროს ინსპექტორ ლ.ჩ-სა და სხვა თანამშრომლებთან ერთად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილის მე-3 სარეჟიმო კორპუსის C3 ფლიგელში დ.რ-ს კატეგორიულად მოსთხოვა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის აღიარება, ამ უკანასკნელისგან უარის მიღების შემდეგ კი მის ხელთ არსებული ხელის რადიოგადამცემი, ე.წ. „რაცია" ძლიერად ჩაარტყა სახის არეში. დარტყმის ძალის შედეგად დ.რ. წაიქცა და დაეცა ძირს, რის შემდეგაც კ.ყ. უსაფრთხოების განყოფილების უფროს ინსპექტორ ლ.ჩ-სთან ერთად დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებდა, ამცირებდა მას და გამეტებით ურტყამდა ფეხებს თავში, ტანის არესა და კიდურებზე, რის გამოც დ.რ. განიცდიდა ძლიერ და აუტანელ ტკივილს. დ.რ-ს საკანში დაბრუნების შემდეგ კ.ყ-მ იგი მკაცრად გააფრთხილა, რომ მისი ცემის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის თანასაკნელებსაც ანალოგიურად გაუსწორდებოდა. აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე კვირაში, სასამართლოს მიერ დ.რ-სთვის განაჩენის გამოტანამდე, აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით კ.ყ. და ლ.ჩ. გლდანის №8 საპყრობილის სხვა თანამშრომლებთან ერთად შევიდნენ გლდანის №8 საპყრობილის მე-3 სარეჟიმო კორპუსის №236-ე საკანში, სადაც მოთავსებული იყო ბრალდებული დ.რ. კ.ყ-მ დ.რ-ს კვლავ ჰკითხა აღიარებდა თუ არა იგი ჩადენილ დანაშაულს, რაზეც უარყოფითი პასუხის მოსმენის შემდეგ კ.ყ-მ და ლ.ჩ-მ მისი მისამართით დაიწყეს გინება და სახეში რამდენჯერმე გაარტყეს ხელი. დაზარალებული დ.რ-ს ცემა და ძალადობა მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც მის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მისგან აღიარებითი ჩვენების მიღება საქმისთვის აღარ იყო მნიშვნელოვანი. კ.ყ-ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს შედეგად მოჰყვა დ.რ-ს უფლების არსებითი დარღვევა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი ხელყოფა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი - კ.ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, დამატებითი სასჯელის სახით - ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 3 წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლითა და 3 თვის ვადით. რაც შეეხება დ.რ-ს მიმართ ძალადობაში მხილებულ მეორე პირს - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ყოფილ ინსპექტორ ლ.ჩ.-ს, მის მიმართ გამოტანილია დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ, მისი გარდაცვალების ... ...
  • სოზარ სუბარი: "მერაბ ჭანუყვაძე გადადის ცენტრალურ ხელისუფლებაში""ხვალ ოზურგეთში პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტარები ჩამოდიან და იმ ადამიანებს შეხვდებიან, რომლებიც მერაბ ჭანუყვაძის გადადგომის გამო განაწყენდნენ", _ ამის შესახებ სქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა. მისივე თქმით, ჭანუყვაძემ წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო: _ ხვალ, პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტარები ჩამოდიან, რომლებიც ყველა იმ ადამიანს შეხვდება, რომლებსაც კითხვები აქვთ. შეხვდებიან მთლიანად პარტიის აქტივს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, _ აღნიშნა სოზარ სუბარმა. _ ბატონო სოზარ, თქვენ არ გაქვთ კითხვები, როცა აქტიურ თანამებრძოლს, ადამიანს, რომელიც "ქართულ ოცნებას" დაფუძნების დღიდან გვერდით ედგა; რომელიც ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხელისუფლებაში დღეს მყოფი ზოგიერთი პირი "ნაციონალურ მოძრაობას" ადიდებდნენ ოპოზიციაში იყო და ამას ხმამაღლა აფიქსირებდა და რომელსაც გურულები ძალიან დიდი პატივს სცემენ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სახლში უშვებენ?  _ მერაბ ჭანუყვაძემ საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. _ თქვენი ეს განცხადება არადამაჯერებელია, თუნდაც, იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება ადამიანმა ორშაბათს დატოვოს თანამდებობა და ნახევრ საათში ახალი გუბერნატორი წარადგინონ... _ მერაბ ჭანუყვაძემ ჯერ კიდევ 20 დღის წინ გააკეთა განცხადება წასვლის შესახებ, მაგრამ მაშინ პრემიერის თხოვნა იყო, რომ დარჩენილიყო და იმის შემდეგ მიდიოდა ამაზე საუბრები.  _ პრემიერმა გვითხრა, რომ მერაბ ჭანუყვაძეს აწინაურებენ. კონკრეტულად, რა თანამდებობაზე გადაგყავთ, შეგიძლიათ, გვითხრათ?  _ ის გადადის თბილისში, ცენტრალურ ხელისუფლებაში. ზუსტი ადგილი ამ დროისთვის არ ვიცი, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ მერაბი რჩება ჩვენი გუნდის წევრად, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სოზარ სუბარმა. შეგახსენებთ, რომ მერაბ ჭანუყვაძე თანამდებობიდან ორშაბათს წავიდა, რის გამოც "ქართული ოცნების" რამდენიმე წევრმა პარტია დატოვა. ჭანუყვაძის წასვლის გამო სოციალურ ქსელში ხელისუფლებას ასობით ადამიანი აკრიტიკებს და აღნიშნავენ, რომ მისი წასვლა დიდი შეცდომაა, რაც პარტიაზე აუცილებლად ... ...
  • გურიის გუბერნატორი: არ მიჭირს ხალხთან ურთიერთობამე არ მიჭირს ხალხთან ურთიერთობა და ყველა კატეგორიის ხალხთან ვითანამშრომლებ, _ განაცხადა გურიის ახალმა გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, რომელმაც მის მოადგილეებს პირველი დავალება მედიის და დარბაზში მყოფების თანდასწრებით მისცა, რომლის თანახმადაც რეგიონში გასვლები უნდა დაიწყონ. მან, ასევე, მოუწოდა მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს, რომ 2018 წლის ბიუჯეტი გაიარონ. _ ჩემი თხოვნა იქნება, რომ ვიყოთ ერთი გუნდი,_ აღნიშნა ... ...

არქივი

ზაფრანი

მოგზაურობა ვულკანის კრატერში

მეცნიერები სამართლიანად ითვლებიან ყველაზე ცნობისმოყვარე...

მოგზაურობა დროში - რეალობა თუ მითი

არსებობს უამრავი იდუმალებით მოსილი ისტორი....

რამდენად ხშირად იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები?

ვერძები იტყუებიან მხოლოდ გადასარჩენად. თუ...

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...