ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი რჩევები

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

15 ივნ. 2020, 15:05:03

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ მეთოდს გვთავაზობენ ჩითილების გადარგვის დროს.

ოზურგეთელი ნინო გიორგაძე, რომელიც ჩვენი მკითხველია და გამოცდილი მეურნეც, გვიამბობს, როგორ გააუმჯობესა ჩითილების გამოყვანა ნახერხის და პურის საფუარის ("დროჟი") გამოყენებით.

 "ადრე გაზაფხულის გარდა, ბოსტნეულის ჩითილების მომზადება კოშტებში, ახლაც, ივნისის დასაწყისშიც, გაცილებით უკეთესი შედეგის მომცემია. როცა უკვე თბილა და კარგად ამოსული ბოსტნეულის ნერგები ღია გრუნტში თავს მშვენივრად გრძნობენ, მაინც უმჯობესია, ისინი ნაკელით, მოძველებული ნახერხით და ნეშომპალათ მომზადებულ კოშტებში გადაიტანოთ და მერე, მოგვიანებით კვლავ ბოსტანში დარგოთ.

პომიდვრის ნერგებს ორმოში ჩარგვის დროს, მწიკვი პურის საფუარიც ჩაუყოლეთ, ნახერხთან ერთად. ამ მეთოდმა შარშან საუცხოო შედეგი გამოიღო. ასე ხდება ნერგის მოძლიერება, ფესვის კარგად განვითარება, ამასთანავე არ დამჭკნარა და თითქმის დაზღვეული ხართ, რომ სისუსტე და სხვადასხვა დაავადება ნერგს ვეღარ მოერევა", _ ამბობს ნინო გიორგაძე.

ფერმერი აკაკი ღლონტი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ნახერხი სინესტეს ინარჩუნებს და ფესვიც კარგად ვითარდება, თუმცა, საფუარის ("დროჟის") ასეთი მიზნით გამოყენება, არსად გაუგია:

_ შესაძლოა, მართლაც იყენებენ საფუარს რაღაც სოკოვან დაავადებებთან მიმართებაში. თუმცა, მე ვერ დავეყრდნობი იმას, რაც მეცნიერულად შესწავლილი და დადასტურებული არ არის. არც უარვყოფ, ოღონდ თავად უნდა ახსნას ამა თუ იმ მეურნემ, რა შედეგს მიაღწია და როგორ. შესაძლოა, მეცნიერული შესწავლაც დაიწყონ, თუ რაიმე არგუმენტირებული შედეგი იქნება. ჯერჯერობით კი, ვერაფერს გეტყვით, _ გვითხრა ბატონმა აკაკიმ.





 ახალი ამბები
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, 15 მაისს ქუთაისში +27 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი. ზუგდიდში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. მესტიაში +18 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურშიც უმეტესად მზიან დღესა და +27 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ქარი. ახალციხეში დღისით +26 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს. +28 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში იწვიმებს. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. გორში დღისით +29 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ქარი. გუდაურში +18 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უმეტესად მზიანი დღე და +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში დღისით დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი ... ...
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...

არქივი