დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

ჩვენი რჩევები

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

2018 დეკ 18 16:18:34

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე მივიწყებული ნასტურცია, დღეს კვლავ აღმავლობის გზაზეა და ისევ გამოჩნდა საკარმიდამო ბაღებში, აივნებსა თუ სკვერებში.

 "დედოფლის ყვავილად" წოდებულს განსაკუთრებული მოვლა სულაც არ სჭირდება და ყველანაირ მიწას კარგად ეგუება. განსაკუთრებით არ ჭირვეულობს ის გურიაში, წითელმიწა ნიადაგზეც კი.

ნასტურცია ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე მუდმივად ჰყვავის, არსებობს მრავალი ფერის და თითოეულ მათგანს განსაკუთრებული სიკაშკაშე ახასიათებს. ამიტომ, სადაც ის ჩანს, გეგონება, რომ ფერადი ნათურები კაშკაშებს.

ნასტურციას, თუნდაც ერთ ძირს, ახასიათებს მოზრდილ სივრცეზე გაშლა და მიწის ზედაპირს ხალიჩასავით ეფინება. ერთ ღეროზე ყვავილი ისე არ ჩაქრება, რომ მომდევნოზე უკვე არ ჰყვაოდეს. ამიტომ, როგორც კარმიდამოს თუ აივნების მუდმივ მანათობელს, ძალიან ბევრი ტრფიალი ჰყავს. მისგან სილამაზის გარდა, განწყობის მომნიჭებელი დადებითი ენერგია უხვად მოედინება.

ნასტურციას თესლს დათესვამდე დალბობა სჭირდება, რათა უფრო მალე ამოვიდეს. მისი დარგვა ჩრდილში მართებული არაა, რადგან უფრო მზის მოყვარული მცენარეა. როგორც ვთქვით, ადვილად ეგუება ყველანაირ ნიადაგს, თუმცა, განოყიერებული ნიადაგი უფრო უყვარს და განტოტვაც კარგად ხდება.

ნასტურცია არის წითელი, ყვითელი, მუქი შინდისფერი და ნარინჯისფერი ჯიშების. სასურველია, სხვადასხვა ფერის დავრგოთ. თუმცა, ერთ ფერშიც საოცარ სილამაზეს ასხივებს, სულ ცოტა, შვიდი თვის განმავლობაში.

ნასტურცია შეგიძლიათ, ჩარგოთ ან ჩათესოთ ქოთანშიც და ღია გრუნტშიც. ერთნაირად ყვავილობს ყველგან. ის ერთწლოვანი მცენარეა, ვერ უძლებს მხოლოდ ყინვას. ამიტომ შემოდგომაზე, გვიან თუ გადაიტანთ ქოთანში და თბილ, განათებულ ადგილზე დადგამთ, ზამთრის განმავლობაში დაამშვენებს თქვენი სახლის ინტერიერს.




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...