ლიმონის ინფექციური დაავადების განახლებული საფრთხე

ჩვენი რჩევები

ლიმონის ინფექციური დაავადების განახლებული საფრთხე

2017 ოქტ 4 15:18:13

დღეს საქართველოში მცენარეთა ახალი დაავადებებების თუ მავნებლების შემოტევაა. ახლახან კვლავ განახლდა იმის საშიშროება, რომ ლიმონის დაავადება _ მალსეკო კვლავ გავრცელდეს დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, რადგანაც ეს სოკოვანი დაავადება კვლავ შემოყვა საზღვარგარეთიდან შემოტანილ ლიმონის სარგავ მასალას, რომელიც გაშენებულია სადემონსტრაციო ნაკვეთზე.

ამიტომ, თუკი გამოვლინდება მალსეკოსთვის დამახასიათებელი პირველადი სიმპტომები რომელიმე ჯიშის ლიმონზე, უდიდესი ყურადღებაა საჭირო _ იგი ნიადაგიდან უნდა ამოვიღოთ და ადგილზევე დავწვათ.

ლიმონის ხმელა ანუ მალსეკო, რომელსაც იწვევს სოკო Phoma tracheiphila, პირველად აღწერილია ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, საბერძნეთში კუნძულ ხირსზე, 1894 წელს. შემდეგ იგი თანდათან აღმოაჩინეს კვიპროსზე, პალესტინასა და თურქეთში, რის შემდეგ სწრაფად მოედო ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების ციტრუსოვანთა ნარგავებს.

მალსეკო დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკებში აჭარაში, ციხისძირში გასული საუკუნის პირველ ნახევარში აღმოჩნდა, მოგვიანებით კი ქობულეთსა და ოზურგეთში (მაშინდელი მახარაძე) ნახეს. დაავადება მოგვიანებით აფხაზეთშიც გავრცელდა.

მალსეკო ანუ სოკო Phoma tracheiphila ტრაქეომიკოზული დაავადებაა, რომელიც იჭრება მცენარის გამტარ სისტემაში, როგორც ჰაერიდან, ასევე ნიადაგიდან, იცობა სოკოს მიცელიუმით ანუ სოკოს გუმისებრი ნალექით, მექანიკურად იწყება ფესვებიდან ფოთლებისკენ წყლის მიწოდება, ამავე დროს სოკო გამოყოფს ტოქსინებს, რომლებიც წარმოადგენენ ნივთიერებათა ცვლის პროდუქტს პატრონ მცენარესთან ურთიერთდამოკიდებულებით, რის შემდეგაც იწყება მცენარის მოწამვლა.

დაავადების გარეგნული ნიშნები, პირველ რიგში, მჟღავნდება მოზვერა ანუ ახალგაზრდა მოუმწიფებელ ყლორტებზე. დაავადების პირველი ნიშანია ფოთლების ქლოროზულობა (გაყვითლება) და ცვენა. ხის შერხევისას ფოთლები ადვილად ცვივა, როგორც ყუნწიანად, ასევე _ უყუნწოდ. სიყვითლე ფოთლის ფუძის მხარეს უფრო შესამჩნევია, ვიდრე წვეროს ნაწილში. ფოთლების ცვენის შემდეგ, ყლორტებზე წარმოიქმნება მოყავისფრო-ნაცრისფერი ლაქები, რომლებიც იზრდებიან ყლორტის გარშემო, რის შედეგადაც წვეროს ნაწილიდან ფესვის მიმართულებით ყლორტი იწყებს ჭკნობას.

დაავადების გაძლიერებისას იგი გადადის მთავარ ტოტებზე და ვრცელდება მთელ შტამბზე. დაავადებული ყლორტის გასწვრივ და მის გარდიგარდმო ანაჭერზე შეიმჩნევა ქსოვილების მოწითალო-ნარინჯისფერი შეფერვა, რაც დაავადების უტყუარი დიაგნოსტიკური ნიშანია. მერქნის ასეთი შეფერვა კარგად ჩანს ჯერ კიდევ ცოცხალ ყლორტებზე. გამხმარ ნაწილზე კი ეს შეუმჩნეველია. ძლიერ დაავადებულ ხეზე დაავადება ნაყოფზეც გადადის, რის შემდეგაც ნაყოფი იწყებს ცვენას. დაავადების სრული იდენტიფიკაციისთვის აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა, ანუ სოკოს გადათესვა საკვებ არეზე.

სოკოს მიცელიუმი ვითარდება მცენარის მერქანში და გამტარ ჭურჭლებში, კარგად განტოტვილი უფერული ჰიფების სახით. ინფექციის გავრცელებაში დიდ როლს თამაშობს სოკოს პიკნიდიალური ნაყოფიანობა, მასში განვითარებული სპორებით, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ინფექციის წყაროს წარმოადგენენ.

ჩვეულებრივი სოკოს განვითარება ზამთრის პირობებში მიმდინარეობს და ახასიათებს პერიოდულობა. მისი პირველი ნიშნები ვლინდება გაზაფხულის დასაწყისში, შემდეგ თანდათან იკლებს ზაფხულში _ მაღალი ტემპერატურის დროს, 30 გრადუს სითბოს პირობებში, სოკოს განვითარება მთლიანად წყება. შემოდგომაზე კი კვლავ პროგრესულად ვითარდება. მთელი ვეგეტაციის პერიოდში მიმდინარეობს სოკოს ნაყოფიანობის შექმნა და შესამჩნევია დაავადების ახალი კერები.

მალსეკოსთვის ისევე, როგორც სხვა ინფექციური დაავადებისთვის, არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ მის გავრცელებას და მავნეობას. ესენია: ჰაერის მაღალი ტენიანობა, ტემპერატურა და ლიმონის ჯიშების მიმღეობა, ინფექციური საწყისის არსებობა. ზამთრის ყინვებისგან და ქარისგან დაზიანებულ მცენარეებში ინფექციის შეჭრა ხდება წვეროს ტოტებიდან.

ფიტოპათოლოგებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დაავადება მალსეკო ლიმონის ისეთ მცენარეებზე გამოვლინდება, რომელიც ინტენსიური ზრდით ხასიათდება და კარგად განვითარებული წვეროს ტოტები გააჩნია _ ასეთ მცენარეს ადვილად აზიანებს ყინვა, ქარი, მზის რადიაცია, რომელთა ზეგავლენით მცენარე სუსტდება.

სოკო სახლდება განსაკუთრებით მოზვერა ტოტებზე. ასეთი ყლორტები ხასიათდება ფაშარი ქსოვილებით, რომლებიც ადვილად ზიანდებიან მაღალი ტემპერატურით, ქარებით. პირველ რიგში, ზიანდება ლიმონის ისეთი ხეები, რომლებიც არ არიან დაცული ქარსაფრით. ასეთ ხეებზე დაავადების პირველი სიმპტომები შესამჩნევია იმ მხრიდან, საიდანაც ქარის ზეგავლენას განიცდის. ვინაიდან ქარი იწვევს ლიმონის ეკლების საშუალებით ფოთლების მექანიკურ დაზიანებას. ასეთი დაზიანებული ადგილები საუკეთესო ხელშემწყობი ფაქტორია ინფექციის წარმოსაქმნელად.

გარდა იმისა, რომ ქარი ხელს უწყობს სოკოს სპორების გავრცელებას, იქ სადაც ლიმონის ნარგავები შერეულია სხვა სახეობის ციტრუსებთან და დაცულია, როგორც ქარის, ასევე ყინვების ზემოქმედებისგან, დაავადება ნაკლებად იჩენს თავს. მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე, სასუქების შეტანის ვადებს, ვინაიდან გვიან შეტანილი სასუქი მცენარის ზრდა-განვითარებას ახანგრძლივებს, რის გამოც ყლორტი ვერ ასწრებს მომწიფებას და დაბალი ტემპერატურის დროს ადვილად ზიანდება, რის შემდეგაც მასში ადვილად იჭრება სოკოს სპორები.

მიუხედავად მრავალი წლის გამოკვლევებისა, დადგენილია, რომ მალსეკოს წინააღმდეგ ბრძოლის რადიკალური ღონისძიებები, ჯერჯერობით, არ არსებობს არც ჩვენთან და არც საზღვარგარეთ, ლიმონის მწარმოებელ ქვეყნებში. ბრძოლის ერთადერთი სწორი გზა ეკუთვნის მხოლოდ სელექციას, მალსეკოგამძლე ლიმონის შერჩევასა და ახლის გამოყვანაში.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მალსეკო მოისპო საქართველოში, რადგან თითქმის მთლიანად განადგურდა მკვებავი მცენარეები: უნიკალური ლიმონის ჯიშები. გადარჩა მხოლოდ ერთეული ეკზემპლარები აჭარა-გურიაში. ისიც საკარმიდამო ნაკვეთებში.

დღეს რაკი მალსეკოს გაჩენის საშიშროება დიდია საქართველოში, თუკი გამოვლინდება დაავადების დამახასიათებელი პირველადი სიმპტომები, აუცილებელია ნიადაგიდან მცენარის ამოღება და დაწვა; ასევე, დაუშვებელია დაავადებული მცენარის ნაკვეთიდან ლიმონის ნერგების ამოღება და მისგან ახალი პლანტაციის გაშენება. მართალია, მალსეკო სპორებით ვრცელდება, თუმცა, დაავადების გავრცელება შესაძლებელია ვეგეტატიური გზით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მყნობის პერიოდს _ ამ დროს კვირტი არ უნდა იყოს აღებული დაავადებული მცენარიდან; ასევე, არ უნდა მოხდეს დაავადებულ საძირეზე საღი კვირტის მყნობა, ვინაიდან დაავადება თავისუფლად ვრცელდება ვეგეტატიური გზით გამრავლების დროს. 

ნ. ხალვაში, ც, ქაშაკაშვილი,
სოფლის მეურნეობის ასოცირებული დოქტორები




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ბარამიძესთან და სარიშვილთან სააპელაციოში საქმე წააგოოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გიორგი ზვიადაძის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოჩა აბუსერიძემ. კონკრეტულად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაავალა ქალაქ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერიის თანამშრომლების კუკა ბარამიძისა და თინათინ სარიშვილის დასაქმება. როგორც კუკა ბარამიძემ გვითხრა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს ბარამიძისა და სარიშვილის მესამე რანგის პირველი კატეგორიის ტოლფასს თანამდებობაზე გადაყვანა და დასაქმება და ასევე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. მოსამართლემ დააკმაყოფილა სააპელაციო მოთხოვნა და ბათილად ცნო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის N45 დადგენილება, რომლითაც სადავო საშტატო ერთეულების კატეგორიები შეიცვალა. შეგახსენებთ, რომ ბარამიძე და სარიშვილი  მობილობის და რეორგანიზაციის პროცესში გამოცემული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი აქტების  და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის #45 დადგენილების ბათილად ცნობას; მობილობის წესით თანამდებობაზე გადაყვანის დავალდებულებას; მერიის უკანონო მოქმედებით გამოწვეული იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და ამასთან ერთად    ხელფასზე დაკლებული ანაზღაურების  ნაწილის დაუყოვნებლივ ჩარიცხვის  დავალდებულებას ითხოვდნენ. გაასაჩივრებს თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მერია, უახლოეს დღეებში გახდება ... ...
  • სავაჭრო პალატის გურიის რეგიონული ოფისის კარი, ჯერჯერობით, დაკეტილიასაქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, ორიოდე კვირის წინ, გურიის რეგიონული ოფისი გახსნა.  ამისთვის ოთახი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე გამოიყო. გაკეთდა აბრაც, თუმცა, ოთახში, რომლის კარი, უბრალოდ, მიკეტილია, არანაირი ინვენტარი არ დგას. არაერთი დაინტერესებული მოქალაქე კითხულობს, ვინ და როდის დაიკავებს  კაბინეტს, რომ ხალხს პასუხი გასცეს. _ როდის იწყებენ მუშაობას? აკი, მეწარმეთა იმედად მოვდივართო. ვინ გაგვცემს პასუხს? ან ამ აბრის გაკვრას, ხომ სჯობდა, დაეწერათ, როდის იწყებენ მუშაობას, _ კითხულობენ რეგიონულ ოფისში მისული მოქალაქეები, რომლებსაც, ჯერჯერობით, მხოლოდ ცარიელი ოთახი და კარზე გაკრული აბრა ხვდებათ. „გურია ნიუსი“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პიარმენეჯერს, თამუნა დემეტრაშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ ჭიანურდება სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონული ოფისის ამოქმედება. _ დღეიდან ათი დღის ვადაში რეგიონული ოფისი მუშაობას დაიწყებს, _ გვითხრა ... ...
  • საგარეჯოში ეროვნული სანავიგაციო პროექტის საველე–აღწერითი სამუშაოები დასრულებულია (R)ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ოპერატორებმა  აღწერითი სამუშაოები  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში დაასრულეს.  სულ, 45 სოფელში აღწერილია 17137 მიწის ნაკვეთი, 31762 შენობა-ნაგებობა, 17137 სამისამართო ერთეული, 1054 ინტერესის ობიექტი და 824 საგზაო ნიშანი.  ამჟამად საველე სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს. სოფლის ტიპის დასახლებული პუნქტების საველე აღწერა ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის მეორე ეტაპია.  პროექტის პირველ ეტაპზე, ქალაქისა და დაბის ტიპის ყველა დასახლებული პუნქტი აღიწერა.   საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები სოფლებში პლანშეტური კომპიუტერებით  გამოყენებით მუშაობენ და   როგორც სანავიგაციო, ისე სამისამართო მონაცემებს ერთიანად, ციფრულ ფორმატში  აღწერენ. ეროვნული სანავიგაციო სისტემა მომხმარებელს  ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს. სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს.  რაც შეეხება მოწესრიგებულ სამიმართო სისტემას,  მოსახლეობითვის ისეთი სერვისების მიწოდება გაუმჯობესდება, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, ფოსტა, სახანძრო, სამართალდაცვითი ღონისძიებები, სასწრაფო დახმარება და სხვა. ... ...
  • კომიტეტმა კობახიძის კანონპროექტს მოსამართლეების შერჩევაზე, მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი კობახიძისა და "ოცნების" იდევ 6 დეპუტატის მიერ შემუშავებულ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტს მხარი დაუჭირა. პროექტის განხილვა კამათისა და დაპირისიპირების ფონზე წარიმართა. მმართველ გუნდის კანონპროექტს არ იზიარებდნენ ოპოზიციის წევრები, მათ შორის გედევან ფოფხაძე და ეკა ... ...
  • პირველი აპრილიდან მოქალაქეებს დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა შეეძლებათპირველი აპრილიდან 40 წელს გადაცილებულ 200 ათასამდე მოქალაქეს უფლება აქვს დატოვოს საპენსიო სისტემა, თუმცა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ რეფორმის მიღმა დარჩენილთა რაოდენობა მცირე იქნება.  როგორც „რადიო იმედის“ ეთერში ლევან სურგულაძემ განაცხადა, „დაინტერესებულმა პირმა 1-ელი აპრილიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა მიმართოს სააგენტოს განცხადებით და მოითხოვოს სისტემის დატოვება. მას სამი თვის დანაზოგიდან, მხოლოდ მისი შენატანი, უკან დაბეგრილი თანხა დაუბრუნდება", -  თქვა ლევან სურგულაძემ. „ვეცდებით თანხა დროულად დაბრუნდეს. მიმდინარეობს მოლაპარაკება სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, რომ მათ ოფისებშიც მოხდეს განაცხადების მიღება, განსაკუთრებით რეგიონებში“, - დასძინა სურგულაძემ. კითხვაზე, რატომ არ ხდება ელექტრონული განაცხადით სისტემის დატოვება, საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ეს აუცილებელია იდენტიფიცირებისა და რისკებისგან დასაზღვევად. „ბანკში ვერ გახსნით ანგარიშს თუ პირადად არ მიხვედით. ჩვენც ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ“, - განაცხადა სურგულაძემ. მისი თქმით, დარჩენილ დროში კიდევ ერთხელ შეეცდებიან ამ ადამიანების დარწმუნებას, თუ რა სიკეთე მოაქვს საპენსიო რეფორმას. ბოლო მონაცემებით, საპენსიო ფონდში 107 მილიონი ლარია აკუმულირებული. სისტემაში ჩართულია 620 ათასი დასაქმებული და 47 ათასზე მეტი კომპანია. რაც შეეხება 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს, მათი რაოდენობა 200 ათასია. შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის ... ...

არქივი

ზაფრანი

გერმანელებს ჭკვიანი ცოლები არ უნდათ

რამდენიმე დღის წინ გერმანულმა გამოცემამ...

ერთი ვაშლი დღეში სიმსუქნისგან გიხსნით

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

სტრესის მოხსნის ყველაზე მარტივი ხერხი

ბრიტანელმა ექიმებმა, რომლებიც ცდილობდნენ ეპოვათ...

ბრედ პიტი - ახალი მოდის კანონმდებელი

ცოტა ხნის წინ ცნობილმა ამერიკელმა...

ბრიუს უილისი პაპარაცის წინააღმდეგ

ცოტა ხნის წინ, ცნობილი ამერიკელი...