მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

gurianews.com

ჩვენი რჩევები

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

2018 მაი 9 15:43:18

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის ბოლომდე, უამრავი საგაზაფხულო სამუშაოა შესასრულებელი, რის შესახებაც ჩვენს მეურნეებთან არაერთხელ გვისაუბრია და ახლაც ვაგრძელებთ მათთვის რჩევების მიცემას. თუმცა, კლიმატის ცვლილებებთან და სხვადასხვაგვარი მავნებლების გამოჩენასთან დაკავშირებით, ბევრი რამ შეიცვალა. თავად გარემო და შექმნილი ვითარება მეურნეებისგან ითხოვს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საკარმიდამო ნაკვეთებსა და ბაღჩა-ბაღებში აუცილებელ შეწამვლით სამუშაოებს.

პირველი და აუცილებელი პროფილაქტიკური ღონისძიებაა სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო შეწამვლა. სოკოვანი დაავადებები საკმაო საშიში ფორმით გავრცელდა ჩვენში და სერიოზული დარტყმა მიაყენა თხილის კულტურას. მის საწინააღმდეგოდ კარგია ორპროცენტიანი ბორდოს ხსნარიც კი.

ზოგადად, გურიაში, იყო დრო, შეწამვლა საერთოდ არ სჭირდებოდა ხეხილოვნებს, თუმცა, ვითარება შეიცვალა და დღეს მეურნე ადამიანსაც უჭირს იმის დაჯერება, რომ აქ უკვე ფერმერი, შესაწამლი აპარატის გარეშე, ფართობში სამუშაოდ აღარ უნდა გადიოდეს.

სიდამპლის წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოების დასრულებისთანავე, თუ რომელიმე მავნებელი გამოჩნდება, ასევე, სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ შეწამვლა. გამოვიყენოთ ხალხური საშუალებებიც _ სხვადასხვა ბუგრებისა და ტკიპების საწინააღმდეგოდ კარგად ჭრის მწარე წიწაკის თუ პომიდვრის ფოთლების ნაყენი, ასევე, ანწლის და ხახვის ფურცლების ნაყენი, რაც საუკეთესოა ყველანაირი ბუგრების და ტკიპების მოსასპობად. ამის შესახებ ჩვენმა მკითხველებმა იციან და მომზადების წესებსაც იცნობენ ჩვენი გაზეთის მეშვეობით.

საგაზაფხულო თესვა, ნერგების გადატანა ღია გრუნტში, გათოხნა _ ეს სამუშაოები ყველაზე აქტიურად ამ პერიოდშია შესასრულებელი.

მაისში ყველაზე სასურველია ხურმის მყნობა შენახული კვირტით. ხაშია ხურმის დასამყნობად და გასაკვირტად ახლა შესაფერი დროა.

 


ნახვა: 173


 ახალი ამბები
  • ტყიბულში ოთხი მეშახტის დაღუპვასთან დაკავშირებით დღეს რამდენიმე პირი გამოიკითხება ტყიბულში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ტყიბულის რაიონულ სამმართველოში დღეს იმ პირთა გამოკითხვა გაგრძელდება, რომლებიც შესაძლოა, მინდელის შახტში გუშინდელ შემთხვევაზე ინფორმაციას ფლობდნენ. პირველი არხის ინფორმაციით, დღეს „საქანახშირის“ ადმინისტრაციის თანამშრომლები და ის მეშახტეები უნდა გამოკითხონ, რომლებიც კონკრეტულ უბანზე მუშაობდნენ. ასევე, შესაძლოა, გამოკითხვაზე დაიბარონ იმ შახტის უბნის ინჟინერიც, სადაც აფეთქება მოხდა. მინდელის შახტში შემთხვევას გუშინ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი პირი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით ... ...
  • დედაქალაქის რომელ უბნებში შეიზღუდება გადაადგილება 17-19 ივლისს _ შსს-ს განცხადება"ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტთან დაკავშირებით თბილისში, ზოგიერთ უბანში მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 17-19 ივლისს თბილისში ,ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტი გაიმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. სამიტში მონაწილე სტუმრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 18-19 ივლისს 08:00-იდან 00:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქროყანის გზიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის. ჩაიკეტება სამანქანო შესასვლელი. რადგან სამიტის მიმდინარეობის გამო რესტორანი ,,ფუნიკულიორი“ და მიმდებარე ობიექტები გადაკეთებული იქნება სასესიო სივრცეებად. მოქალაქეებს მთაწმინდის პარკში მოხვედრა ფუნიკულიორის ტრამვაის მეშვეობით შეეძლებათ. ასევე, 19 ივლისს 05:00 საათიდან 11:00 საათამდე ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება რესპუბლიკის მოედანზე. ... ...
  • სანამ შახტები იქნება დახურული, მანამდე თითოეული მეშახტე მიიღებს ხელფასსპრემიერ-მინისტრის დავალებით, ტყიბულში, სოზარ სუბარი ჩავიდა. „ქართული ოცნების“ წევრის განცხადებით, მინდელის შახტების დახურვის მიუხედავად, თითოეული მეშახტე მიიღებს ხელფასს. მისივე თქმით, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დაიდება დასკვნა, თუ რამდენად უსაფრთხოა ამ შახტებში მუშაობის გაგრძელება მომავალში. „გამოძიების რაღაც ნაწილი უკვე დასრულებულია და ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი არის უკვე დაკითხული, შახტები დახურულია შსს-ს მიერ და ამ დროისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მუშაობს შახტებში. ვმუშაობთ იმაზე, რომ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დაიდოს დასკვნა, თუ რამდენად უსაფრთხოა ამ შახტებში მუშაობის გაგრძელება მომავალში, მას შემდეგ, რაც გაიხსნება. რაც შეეხება მუშებს, მინიმუმ ერთი თვის ხელფასს მათ კომპანია გადაუხდის, შემდგომ როგორ გაგრძელდება, ამაზე უკვე გაგრძელდება მოლაპარაკება კომპანიასა და სახელმწიფოს შორის, მაგრამ მანამ, სანამ ეს იქნება დახურული, სანამ ექსპერტიზის დასკვნები არ დაიდება, მანამდე თითოეული მათგანი მიიღებს ხელფასს“,-განაცხადა ... ...
  • საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის (R)ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და  მგზავრთა გაზრდილი ნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რკინიგზა გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე, რაც დამატებითი რეისების დანიშვნას ითვალისწინებს. 19 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე  ყოველდღიურად შესრულდება 5 (ხუთი) რეისი, რომელთაგან ერთ რეისს შეასრულებს GRS ტიპის (Stadler) რვავაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა, ხოლო დანარჩენ რეისებზე იმოძრავებენ როგორც GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები, ასევე - ერთი GRT ტიპის ელექტრომატარებელი. მცირედი ცვლილებებია სხვა მიმართულებებზეც. მატარებლების სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.railway.ge. დამატებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების, რკინიგზის ვებ-გვერდისა და სმარტფონებისთვის სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით (Georgian Railway Tickets). ძვირფასო მგზავრებო, ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ახალ განრიგზე გადასვლამ გამოიწვია მცირედი ცვლილება არსებულ განრიგში, რომლის მიხედვით GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი მატარებელი ბათუმიდან 07:30-ის ნაცვლად, გამოემგზავრება 08:15-ზე. საქართველოს რკინიგზა გისურვებთ სასიამოვნო მგზავრობას! (R) ... ...
  • ეფექტურია თუ არა წამლობა _ ფაროსანამ გამრავლება დაიწყო (ფოტო)ფოტოები, რომელსაც კომენტარის გარეშე გთავაზობთ, ჩოხატაურში, ერთ-ერთ საკარმიდამო ნაკვეთში, თხილის ერთ ბუჩქზეა გადაღებული. ფოტოებზე კარგად ჩანს ფაროსანას განვითარების ფაზები. ასეთი მდგომარეობაა თითქმის მთელ ... ...

არქივი

ზაფრანი

ბავშვები ტყუილებს 6 თვიდან სწავლობენ

ბრიტანელმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვილი...

საინტერესო ფაქტები, რომლებიც თქვენ არ იცით

პარალელური ხაზები კოსმოსში იკვეთება. ფენ-შუი...

რომელი ასტროლოგიური ქვა მოგიტანთ წარმატებებს

თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის...

"ორქიდეა მაიმუნი"

ეს საოცარი "ორქიდეა მაიმუნი" საიდუმლოდ...

რა არ მოსწონთ კაცებს ქალებისაგან

მამაკაცებს ინსტიქტი, იმპულსი ამოძრავებთ, ქალები...