მოვლა და საგანგებო შენახვა "შენახულებსაც" სჭირდება

ჩვენი რჩევები

მოვლა და საგანგებო შენახვა "შენახულებსაც" სჭირდება

21 იან. 2020, 14:23:03

მერი შავაძე ერთი იმ საოცარ დიასახლისთაგანია, ვინც მაღალმთიან ზონაში, ოზურგეთში, სოფელ მთისპირში, უკანავაში ცხოვრობს და მთის გარემოს დამახასიათებელი გრძელვადიანი ზამთრისთვის, დიდი სასურსათო მარაგის შენახვა უწევს.

_ მრავალი წლის წინ, როცა სოფელ მთისპირში, უკანავაში მთის ფერდობზე დავფუძნდით, მაშინვე ვიცოდი, რომ აქ საკუთარი გასტრონომია საგანგებოდ უნდა მომეწყო, _ გვეუბნება ის და მის მიერ გაკეთებული სხვადასხვა კონსერვების თუ კომპოტ-მურაბების "საწყობში" სტუმარს ექსკურსიამძღოლივით ეპატიჟება:

_ მინდა ყველას ვურჩიო, რომ სათავსო, სადაც ვინახავთ სხვადასხვა ჩვეულებრივ მჟავეულს თუ დელიკატურ საკვებს, ისევე, უნდა დავალაგოთ და გავანიავოთ და დავასუფთავოთ, როგორც ის სამზარეულო თუ საძინებელი, სადაც ყოველდღიურად ვატარებთ ცხოვრებას. მოვლა, საგანგებოდ სუფთა და განიავებულ ადგილზე შენახვა, იმ "შენახულებს" ყველაზე ძალიან სჭირდება, რომელსაც ზამთარში მივირთმევთ. მოგეხსენებათ, ქილებში შენახულ კონსერვ-მურაბებს თუ ქვაბებსა და კასრში მოთავსებულ ყველს, სიმინდს, ფქვილს, არ უნდა მოედოს ობის, სინესტის, მტვრის ნატამალი.

კვირაში ერთხელ კარგად ვანიავებ ჩემს სათავსოს, ხოლო, ყოველდღე ხელში სუფთა ჩვარი მიჭირავს და საგულდაგულოდ ჩამოვუვლი ქილებსა და კასრებს, ყველა ჭურჭელს, რაშიც სხვადასხვა საკვებს ვინახავ. დაიხსომეთ, მაინცდამაინც სველი ტილოთ ნუ გაწმენდთ ჭურჭლეულს, რომელშიც საჭმელად განსაზღვრული და დაკონსერვებული მასაა მოთავსებული.

სათავსოში თაგვმა არ უნდა გაიჭაჭანოს _ ბებია გვეტყოდა, მაგის "დასუნული" არაფერი ვარგაო _ სათავსოს სისუფთავის ხარისხის განსასაზღვრად, ეს აუცილებელია.

ზოგი მიიჩნევს, რომ რაკი ქილები თავმოკრულია, სულერთია, სად შეაგდებ. მე ჩვევად მაქვს, სტუმარი ჩემს სათავსოშიც შევიყვანო და საკუთარი სურვილით ავარჩევინო სუფთა გარემოში, რას მიირთმევს. ეს არის ჩემი გასტრონომია, სადაც გულსა და სულს ვდებ, ყველაფერს კი სისუფთავით ვიწყებ.

სამომავლოდ მინდა, აქ ფანჯრები დავამატო, ყვავილებით და სხვა სილამაზეებით მოვრთო და "მთის გასტრონომი" დავარქვა. ვინმეს, იქნებ, გაეცინოს, მაგრამ ადამიანის არსებობა საკვების მიღებით იწყება. ამიტომ ყველანაირი საგემოვნო მახასიათებელი ვიზუალურად ისე უნდა გამოიყურებოდეს, რომ მიმზიდველობა არ აკლდეს. ყოველთვის ასეც არაა, როგორც საკვების, ისე ადამიანის შემთხვევაშიც, მაგრამ ხშირად სიმართლეს შეესაბამება, _ ასეთ ღიმილიან, ახლებურ რჩევას გვთავაზობს "მთის გასტრონიმის" იდეით შეპყრობილი მთიელი ქალბატონი მერი შავაძე.




 ახალი ამბები
  • „ეს არის სამოქალაქო პასუხისმგელობა"- პრემიერი მოსახლეობასსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ვირუსი ჯერ დამარცხებული არ არის და მოსახლეობას მოუწოდა ყოველთვის ატარონ ნიღაბი, განსაკუთრებით,  საზოგადოებრრივ ტრანსპორტში და თავშეყრის ადგილებში. გიორგი გახარიას თქმით, ამას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს.  „ეს არის სამოქალაქო პასუხისმგელობა, რომელიც არის მარტივი და რომელიც ყველას შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენ იძულებული ვართ ნელ-ნელა ეკონომიკა გავხსნათ და ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არ გვაქვს უკან დაბრუნების სურვილი ან ხელახალი დახურვისა და გადაკეტვის. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ვატაროთ ნიღებები. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ პირველ რიგში გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევინარჩუნოთ ეკონომიკის აღდგენს პოტენციალი, რომელიც საქართველოს აქვს“,_  აღნიშნა ... ...
  • როგორ ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები1-5 ივნისს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 3-4 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 3 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან და 4 ივნისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი ... ...
  • „უფულობას რა ვუთხარი, თორემ... “ _ ოზურგეთის სავაჭრო ცენტრმა მუშაობა განაახლადღეს, დილით, ოზურგეთის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრმა, რომელიც წარსულში უნივერმაღის სახელით იყო ცნობილი და ახლა სააქციო საზოგადოება „იმედი“ ჰქვია, მუშაობა განაახლა. იგი  ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრია ოზურგეთში, სადაც საყოფაცხოვრებო დანიშნულების ყველანაირი საქონელი იყიდება. სავაჭრო ცენტრის კარის გაღებამდე, შენობის წინ  თავი მოიყარა აქ მომუშავე პერსონალმა. ერთმანეთის კითხვა-მოკითხვა, მხიარულმა დიალოგმა  ჩაანაცვლა: _უფულობის რა ვთქვი თუ არა, სულ არ მინდა მუშაობა.  დევისვენე, არც წნევას შევუწუხებივარ, არც ფეხი მომიტეხია, არც ყაყანი მესმოდა და არც ვინმესთან მიჩხუბია. მოკითხვითაც არავის მოვუკითხივარ, ეგერ, ე, იმ ერთმა თანამშრომელმა  დამირეკა ერთხელ, როგორ ხარო - თქვა ერთ-ერთი სექციის თანამშრომელმა, რასაც გულიანი სიცილი მოჰყვა. მალე სავაჭრო ცენტრის დირექტორი, ოლეგ გობრონიძეც მოვიდა და კარიც გაიხსნა. _რაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაგვავალა, ყველაფერს ვასრულებთ. დადგმულია თერმობარიერი და დისტანციის მაჩვენებელი სტიკერები. შემოსასვლელშივე მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. პირბადე ყველასთვის სავალდებულოა, მყიდველია თუ გამყიდველი.  რაკი შენობა დიდია, შემომსვლელთა რაოდენობით არასდროს იტვირთება. დღეისთვის ნორმალური ვითარებაა. ბევრი ხალხი არ არის,  თუმცა არც უმაგისობაა. ჩვულებრივად, მოდიან ადამიანები,  იცავენ წესს და ვაჭრობენ, - გვითხრა მან. რაც შეეხება სექციებში მომუშავე პერსონალს, უმეტესობა აღნიშნავს პირბადის გამო შექმნილ  უხერხულობას, განწყობა კი იმედიანი აქვთ. _ ცოტა  შეშინებულები კი ვართ ამ პანდემიის გამო. თუმცა, მაინც იმედით ვართ. პირბადე უფრო გვიქმნის უხერხულობას, საღამომდე ასე უნდა ვიმუშაოთ, თუმცა  წესი წესია და უნდა დავემორჩილოთ. სააქციო საზოგადოება „იმედის“ თანამშრომლები ვართ და როგორ შეიძლება, უიმეოდ ვიყოთ, _ ხალისიანი განწყობით განაცხადეს ... ...
  • ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ნუ ვივლით სტუმრადთუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ნუ ვივლით სტუმრად, _ ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. კულუმბეგოვი საზოგადოებას მოუწოდებს, სადარბაზოებსა და ლიფტებში ნიღაბი ატარონ. მისი თქმით, რაც უფრო მეტად მოდუნდება საზოგადოება, ინფექციის ტალღის გაჩენის რისკიც მით უფრო მოიმატებს. „ისევე როგორც ამერიკის, იტალიის, ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების ჰოსპიტალურ სექტორებს, განუზომელი შესაძლებლობები არც ჩვენ გვაქვს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სოციალური დისტანცირება, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ნუ ვივლით სტუმრად და ნურც დიდი რაოდენობით სტუმარს მივიღებთ. ნიღაბი ვატაროთ სადარბაზოებსა და ლიფტებში, რადგან შესაძლოა, ჩვენამდე 5 წუთით ადრე აქ ინფიცირებული ადამიანი იმყოფებოდა. თუკი, ამ რეკომენდაციებს დავიცავთ, ვირუსი მართვადი პანდემიის სახეს მიიღებს. სადავეები თითოეული ადამიანის ხელშია. თუკი წონასწორობას დავკარგავთ, ეს ყველაფერი ისევ ჩვენს ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, ჩაკეტვასა და ყველაფრის გაჩერებაზე აისახება, რამაც შესაძლოა მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს, ვიდრე კორონავირუსმა. არ მივცეთ უფლება მას, რომ გაიმარჯვოს ჩვენზე, ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა გავიმარჯვოთ კორონავირუსზე“, - ამბობს ბიძინა ... ...
  • გამკაცრდება თუ არა რეგულაციები ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე - მარინა ეზუგბაიას განმარტებაინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას მოსაზრებით, ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, არაა საჭირო, რომ რეგულაციები სახელმწიფომ დააწესოს, ჩვენ უნდა დავიწესოთ თვითშეზღუდვები და რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავსა და ჩვენს ოჯახებზე. „ჩემი აზრით, რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება, იმიტომ, რომ საბურთალოს კლასტერი თავიდან ბოლომდე შეისწავლება, ყველა იზოლირებულია, ტარდება კვლევები და ეს კლასტერი არ გავრცელდება. რაც შეეხება სხვა კლასტერებს, ყველაზე ცხელი წერტილები იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი, სადაც უკვე ბოლოსკენ გავდივართ. ვნახოთ, როგორი იქნება შემდეგი ორი კვირა, იმიტომ რომ კონტაქტები შესწავლილია და მიმდინარეობს საინკუბაციო პერიოდი. თუმცა მუდმივად ვიმეორებთ, რომ არაა საჭირო, რომ რეგულაციები სახელმწიფომ დააწესოს. ჩვენ უნდა დავიწესოთ თვითშეზღუდვები და რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავსა და ჩვენს ოჯახებზე“, _ განაცხადა ... ...

არქივი


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?