პალმას სერიოზული მავნებელი უტევს

gurianews.com

ჩვენი რჩევები

პალმას სერიოზული მავნებელი უტევს

2017 მაი 2 10:08:18

ფინიკის პალმის 15-მდე სახეობა ცნობილია აფრიკისა და აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ის ჩრდილოეთ აფრიკის, ავღანეთის, პაკისტანის მშრალი სუბტროპიკების უძველესი კულტურული მცენარეა. მისი ღეროს სიმაღლე 15-20 მეტრია, დიამეტრი _ 80 სმ, ფოთლის სიგრძე კი 4-6 მეტრს აღწევს.

ნაყოფი ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საჭმელია. ღეროს დასერვით მიღებული წვენიდან აკეთებენ შაქარს და ღვინოს. ამ პალმის ბევრი სახეობა, როგორც დეკორატიული მცენარე, ცნობილია სუბტროპიკებში, მათ შორის, საქართველოს შავიზღვისპირეთის ბაღებსა და პარკებში.

ფინიკი სხვა ხილზე გაცილებით დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს _ დაახლოებით 65%-ს. მდიდარია რკინით, მაგნიუმით, თუთიით, სპილენძით, კალციუმით, კობალტით, გოგირდითა და სხვა ძვირფასი ელემენტებით.

ფინიკის ჩირი განსაკუთრებულია იმით, რომ შეიცავს 23 ამინომჟავას, რომელთა უმრავლესობა სხვა ხილის შემადგენლობაში არ შედის. რაც მთავარია, ის რეკომენდირებულია დიეტური კვებისას მათთვის, ვისაც ტკბილეულის ჭამა ეკრძალება.

ფინიკის შაქარი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ჭარხლისა. ამიტომ მას წარმატებით იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში.

100 გრამი ფინიკი საშუალოდ 270 კალორიას შეიცავს.

ფინიკის სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. მის ნაყოფს ოდითგან იყენებდნენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა კიბო, ტუბერკულოზი და სხვადასხვა ინფექციური დაავადება. პექტინის, სელენის და საკვები ბოჭკოების შემცველობის წყალობით, ფინიკი ონკოლოგიის პათოლოგიის შემაფერხებელ საკვებად გვევლინება. სელენი, რომელიც ფინიკში უხვად არის წარმოდგენილი, აფერხებს აგრეთვე გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ფინიკის ნაყოფის უნიკალური თვისებებია _ სიცოცხლის გახანგრძლივება და კეთილისმყოფელი გავლენა მამაკაცის პოტენციაზე.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფინიკის ჩირი აუმჯობესებს თავის ტვინისა და შინაგან ორგანოთა ფუნქციას, გასაგები გახდება, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მას ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ექიმები რეგულარულ კვებას ურჩევენ იმ პაციენტს, რომელთაც აღენიშნებათ გულის პრობლემები, სახის ნერვის დამბლა, სისუსტე და სასიცოცხლო ძალთა განლევა, გახანგრძლივებული მძიმე დაავადების შემდეგ.

პალმის ფოთოლი მსოფლიოში მშვიდობის ემბლემად ითვლება. ის ყველაზე ლამაზია მცენარეთა სამეფოში. პალმების ხეივანში გასეირნება ადამიანში ამაღლებულ, საზეიმო განწყობას ქმნის.

დეკორატიული მებაღეობაში პალმებს უნივერსალური გამოყენება აქვთ: ძვირფასია ბაღ-პარკებში ორნამენტულ ხეივნებად, ნაირგვარი დანიშნულების არქიტექტურულ აქცენტებად, როგორც გაზონებზე, ისე ყვავილნარებში. გამოიყენება საოთახო მებაღეობაში და ყვავილწნულების ხელოვნებაში.

ბოლო წლებში შავიზღვისპირეთის ბულვარის გასამშვენიერებლად დიდი რაოდენობით იქნა თურქეთიდან ინტროდუსირებული დეკორატიული კანარის ფინიკის პალმა, რომლის სამშობლო კანარის კუნძულებია. ის გვალვაგამძლეა, ხოლო _9 გრადუსზე ფოთლები იყინება. ჩვენს პირობებში ზამთარში შეფუთვას არ საჭიროებს, ამიტომ ამ ნერგებმა აკლიმატიზაცია კარგად გაიარა.

2009 წლის გაზაფხულზე (მარტი) პალმებით გაშენებულ შეკვეთილის უბანში აღინიშნა ძალიან საშიში, საკარანტინო მავნებელი _ პალმის წითელი ცხვირგრძელა, რომელიც საქართველოში ადრე შენიშნული არ ყოფილა.

პალმის ცხვირგრძელა იკვებება პალმების მთავარი ღეროს შიგთავსით, სადაც მავნებელი გაივლის განვითარების ოთხ სტადიას: კვერცხის, მატლის, ჭუპრის და იმაგოს. ზრდასრული ფაზა 1-70 მმ სიგრძისაა, სხეულის წინ წაგრძელებული თავი აქვს, რომელზეც მოთავსებული აქვს ყბები. ისინი წარმოადგენს მოხრილ ანტენებს.

მავნებელი ცხოვრობს პალმაზე, სანამ ზრდასრული არ გახდება, ხოლო იმაგო ტოვებს დაზიანებულ მცენარეს და მიფრინავს ახალი მცენარისკენ. ის ფიტოფაგია და იკვებება ყველანაირი მცენარეულობით. მისი განვითარების ბიოლოგიური ციკლი ერთ მცენარეზე ვითარდება. წლის განმავლობაში ივითარებს 3-4 თაობას. დედალი დებს განაყოფიერებულ კვერცხს ახალ მცენარეზე. იმაგოს დიდი მანძილის გადაფრენა შეუძლია.

როცა ვნახეთ, ნაკვეთში დარგული სამმეტრიანი პალმის ფესვები მთლიანად განადგურებული იყო, ხოლო ორმო, სადაც მცენარე იყო მოთავსებული, ამოვსებულია მავნებლის ათასობით სხვადასხვა ფაზით. პალმები, ძლიერი დაზიანების გამო, ადვილად ტყდება ფესვის ყელთან, ხოლო მისი ზედა ნაწილი _ ფოთლები მთლიანად გაყვითლებული და გამხმარი იყო.

საკარანტინო მავნებლის ამ უეცარი შემოჭრის აღნიშვნისთანავე გაცემული იქნა სასწრაფო რეკომენდაციები:

1. დაზიანებული პალმების ადგილზე დაწვა, ფესვთა სისტემის ჩათვლით და ნიადაგში არსებული მავნებლის ყველა ფაზის განადგურებით.

2. დაწვის შემდეგ ამ ადგილების მოსხურება ბულდოკის 0,3 %-იანი სამუშაო ხსნარით, რათა ნიადაგში დარჩენილი ფაზები მთლიანად განადგურებულიყო.

მავნებელი სასწრაფოდ იქნა ლიკვიდირებული აღნიშნული ნაკვეთიდან. აქა-იქ, ის შესაძლოა, კვლავ შეგვხვდეს. ამიტომ დიდი ყურადღებით უნდა ვიყოთ და ვათვალიეროთ ფინიკის პალმების ნარგაობები, რათა საკარანტინო მავნებელი "პალმის წითელი ცხვირგრძელა" ისევ არ შემოგვესიოს და არ დაგვიზიანოს ეს ძვირფასი დეკორატიული მცენარე, რომელიც თავისი ულამაზესი ფოთლით მცენარეთა სამეფოში უმშვენიერესია, ნაყოფით კი _ უნიკალური.

ანგელინა ნიკოლაიშვილი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი



 ახალი ამბები
  • პრინტ ფესტივალი LIFE – N – STYLE გაიხსნა (R)თიბისი ბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო პრინტ ფესტივალი LIFE – N – STYLE  საქართველოში უკვე მეორედ იმართება.  ფესტივალი, რომლის მიზანი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა) განვითარების  ხელშეწყობაა, ბათუმის თიბისი გალერეაში გაიხსნა და ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  იმოგზაურებს.  დასკვნითი ღონისძიება  დედაქალაქში  სექტემბერში გაიმართება.  ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, ესპანეთი, გერმანია თურქეთი, აზერბაიჯანი...) ხელოვანებთან ერთად  ქართველი მხატვრები მონაწილეობენ, მათ შორის: ვახო ბუღაძე,  ლევან ჭოღოშვილი, ქეთევან დავლიანიძე, დავით ევგენიძე,  გია გუგუშვილი, თუთუ კილაძე, გუგა კოტეტიშვილი, ნიკო ცეცხლაძე.  ფესტივალი პრინტის, კერამიკის, ტექსტილის და დიზაინის სინთეზს წარმოადგენს და მის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი მხატვრების მიერ ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნიკით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება თანამედროვე მხატვრების მიერ შექმნილი ხელით ნაბეჭდი და ხელნაკეთი წიგნები და აქსესუარები.   ბეჭდვითი მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. პრინტი ნამუშევრის 10-15 ეგზემპლარად ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, რაც ნამუშევრის მასობრივად გავრცელებას ამარტივებს და მის ღირებულებას ხელმისაწვდომს ხდის. ეს დარგი მსოფლიოში საკმაოდ განვითარებულია, შექმნილია სპეციალიზირებული სახელოსნო-გალერეები, ეწყობა საერთაშორისო ფესტივალები, ბიენალეები, მიმდინარეობს ბეჭდვითი მედიის მუდმივი პოპულარიზაცია და მასში ახალგაზრდა მხატვრების ჩართვა. 'LIFE- N- STYLE' - ცხოვრების სტილი  - წლევანდელი ფესტივალის კონცეფციაა, რაც ფესტივალის ორგანიზატორების თქმით ხელს შეუწყობს ამ დარგის სტიმულირებასა და პოპულარიზაციას.  პრინტ-ფესტივალი საქართველოში პირველად 2016 წელს თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა და მან დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც დამთვალიერებლის, ისე ქართველი და უცხოელი მხატვრების მხრიდან.  წელს ფესტივალი თბილისისა და ბათუმის ფარგლებს გასცდა და ნამუშევრების ნახვისა და შეძენის შესაძლებლობა უკვე მესტიის, თელავისა და ოზურგეთის მაცხოვრებლებსაც ექნებათ.  (R)  ფესტივალის ფარგლებში, ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგიის შესახებ მასტერკლასები ჩატარდა თბილისსა და  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.  ფესტივალისა და მისი განრიგის, ასევე მონაწილე მხატვრების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა მითითებულ ბმულზეა  შესაძლებელი:   LIFE – N – ... ...
  • ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ახალი კერა გაჩნდაბორჯომის ხეობაში ხანძარი გაძლიერდა _ ტყეში  ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა, რომლის ჩაქრობას ძლიერი ქარი ართულებს. შეიმჩნევა ძლიერი დაკვამლიანება.ხანძარს ბორჯომის ტყეში 400-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ადგილზე მობილიზებულია ტყის 100 მცველი. ისინი მეხანძრეებთან ერთად ებრძვიან სტიქიას.ხეობაში  შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი იმყოფება. ცეცხლის ჩაქრობაში დილიდან არის ჩართული ... ...
  • არჩევნების თარიღი ცნობილია _ ვის რა ეკრძალება წინასაარჩევნო პერიოდშისაქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი გამოაცხადა. საქართველოს სახვადასხვა ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მერებს და საკრებულოს დეპუტატებს 21 ოქტომბერს აირჩევს. შესაბამისად, უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია.  წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.  პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.  წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა; მოსამართლისა; საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა;  გენერალური აუდიტორისა; საქართველოს სახალხო დამცველისა; უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა;) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა; სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა. წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარება აკრძალულია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში; სასამართლოებში; სამხედრო ნაწილებში. ორი თვის განმავლობაში კანონით აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 5 დღის ვადაში შეადგინონ იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია). რაც შეეხება სააგიტაციო მასალებს _ იგი შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვე­ვაში.  აკრძალულია სააგიტაციო მასალის საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა.  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, და განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი იმ ზომის უნდა იყოს, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი. დაუშვებელია და  კანონით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნები­­­დან არჩევნ­ების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია:  საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუ­ქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვა­ლი­­სწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის და­პი­­რებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა);  ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას.  საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ამ მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; მათ შორის, იკრძალება: სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა; სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება;  სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება ( ეს შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე, რომელთა დაცვას კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური) წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის ... ...
  • დღის ბოლოს თურქეთიდან სახანძრო თვითმფრინავი ჩამოფრინდებათურქეთიდან თვითმფრინავი, რომელიც ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება, საქართველოში დღის ბოლოს ჩამოფრინდება. როგორც ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა განუცხადა, თურქეთის პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოში „მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი“ შემოვა. „დღის ბოლოს ჩამოფრინდება უკვე ძალიან მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან - თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითონ აქვთ ეს პრობლემა“, _ აღნიშნა პრემიერმა.სახანძრო თვითმფრინავის გარდა თურქეთიდან ქართული მხარე უახლოეს საათებში ორ ვერტმფრენსაც ... ...
  • გიორგი კვირიკაშვილი: რუსულმა მხარემ დახმარების მზადყოფნა გამოთქვარუსულმა მხარემ დახმარების მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ეს დახმარება საჭირო არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.  როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩაერთვება სომხური მხარეც.   "სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება  და სახანძრო ეკიპაჟები უკვე საქართველოსკენ მოემართებიან", - აღნიშნა პრემიერმა.  მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს თავად აქვს ხანძართან დაკავშირებული პრობლემები, მათ მაინც მიიღეს გადაწყვეტილება, ორი ვერტმფრენი ბათუმშია და მალე ჩერთვება სახანძრო ოპეტრაციაში. "რაც შეეხება რუსული მხარის დახმარებას, ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა დავიცვათ ამ სტიქიისგან.  ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ვერსია და ვარიანტი.  რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მაგრამ ამ დახმარების პირობებში არ გახდა საჭირო ეს დახმარება. ჩვენ ამ ძალებით  ყველაფერს ავუვალთ",-განმარტა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ... ...

არქივი

ზაფრანი

ვირების „რბოლა“

ცხენების ტრადიციული დოღის გარდა, მსოფლიოში...

სასტუმრო ხეზე

შვედეთში გაიხსნა "სასტუმრო ხეზე", სადაც...

"ისტორიული რეგატა"

ვენეციის გრანდ-არხზე ყოველი სექტემბრის პირველ...

"მხატვრული" ზვარაკი

 ფესტივალ "Hhaka Iimin"-ზე ტაივანელი გლეხები...

"წმინდა" ნიანგი

პაკისტანში მცხოვრები ეთნიკური შიიდები აფრიკელი...

"სანტექნიკის მუზეუმი"

ტეხასის შტატის ქალაქ ალამო ჰეიტსში...