ფერმერის თხოვნა: "არ გავუშვათ ფაროსანა შინიდან"

ჩვენი რჩევები

ფერმერის თხოვნა: "არ გავუშვათ ფაროსანა შინიდან"

2017 დეკ 21 23:53:44

ახლა, ნოემბრის ბოლოს, მავნებელი ფაროსანა უკვე აღარსად ჩანს და აქ-იქ თუ გავიგონებთ მის წამიერ, ხმადაბალ ბზუილს. იგი უკვე მიმალულია სახლებსა და სხვადასხვა ნაგებობებში, სადაც გამოზამთრებას აპირებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათის მკვიდრი, ფერმერი ომარ კილაძე საკუთარ რჩევას გვთავაზობს ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად დაზამთრებამდე და ზამთრის პერიოდშიც.

_ ჩემი მთავარი დევიზია: "არ გავუშვათ ფაროსანა შინიდან", რაც შეიძლება ზოგს სასაცილოდ მოეჩვენოს, თუმცა, ეს არის საუკეთესო მოქმედება მავნებლის გასანადგურებლად, რათა მომავალ გაზაფხულზე მისი შემოტევისგან თავი დავიცვათ, _ გვეუბნება ომარ კილაძე და გვიამბობს, როგორ ებრძვის მავნებელს.

გვირჩევს, სახლებში არა ერთხელ შემოვიაროთ ყველა ოთახი, თითოეული საბანი თუ ლეიბი ავიღოთ, დავფერთხოთ სამოსი, სადაც ფაროსანა აუცილებლად იქნება შეყუჟული. მოსაზრება იმაზე, რომ სახლის კარს თუ ფანჯრებს არ აღებდით, მცდარია, რადგან მავნებელი ახერხებს ჩვენთან შემოპარვას და ნებისმიერ სამოსსა თუ საწოლში თავს არხეინად გრძნობს.

აღნიშნულ ადგილებში ძებნა მთელი ზამთრის მანძილზე გავიმეოროთ, რადგან ფაროსანას საოცარი დამალვის და ფოფხვის უნარი გააჩნია, რომ თუნდაც ტანსაცმელზე დამაგრებული ღილის კუთხეში მიიყუჟოს. არ გავუშვათ შინიდან მომავალ გაზაფხულზე. შევიდეთ სახლის სხვენში, ბეღლის თუ მოტოვებული შენობების კუნჭულები დავათვალიეროთ, შევაგროვოთ და დავწვათ. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა მის მოსასპობად, რათა გაზაფხულზე ნახევრად მაინც ავიცილოთ ამ საშიში მავნებლის შემოსევის საშიშროება.

რაც შეეხება შეწამვლას, მასივების თუ ეზოების დამუშავებას მავნებლის საწინააღმდეგო სითხით, ომარ კილაძე ამბობს, რომ ამ საშუალებების ნაკლებად სჯერა, რადგან გამოსცადა ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატი ტალსტერი.

_ ზედმეტი რაოდენობითაც კი დავასხი საგანგებოდ შეგროვებულ ფაროსანას და დავტოვე ასეთ მდგომარეობაში. სამწუხაროდ, მეორე დღეს მავნებელი ისევ გაცოცხლდა და, ფაქტობრივად, წამალმა, რომლის იმედადაც ვიყავი, არ იმუშავა. ამიტომ, ჩემი აზრით, მექანიკური ხერხები გაცილებით უკეთესია, _ ამბობს ის.

თუმცა, ფერმერის ნაამბობს არ ეთანხმებიან სპეციალისტები _ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები:

"გამორიცხულია, ფაროსანას გაცოცხლება ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატით შეწამვლის შემდეგ, მით უფრო, თუ დიდი რაოდენობით დაასხამ მავნებელს. არსებობს პრეპარატები, რომელსაც ახასიათებს ნაწლავური ეფექტი, ანუ უცებ არ ნადგურდება. ხოლო არის კონტაქტურ-ნაწლავური ქმედების პრეპარატი, რომელიც შეხებითაც კლავს. საინტერესოა, იყო კი ნამდვილად დასახელებული პრეპარატი? ცნობილია ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ხმაურიანი კამპანია, როცა შეწამვლის პროცესში თვით ჟურნალისტები ხედავდით, თუ როგორი ეფექტი ჰქონდა ამ წამალს", _ ამბობენ ისინი.

"კარმიდამო ჩემი" კიდევ ერთხელ მოუწოდებს რეგიონის თითოეულ მცხოვრებს, აქტიურად შეაგროვონ საკუთარ საკარმიდამოებში ყოველგვარი ხავს-მღიერები, გაასუფთაონ ფუღუროები, მოფოცხონ ხეხილოვანთა თუ თხილის პლანტაციები და კარგად დაწვან. თითოეული განადგურებული ფაროსანა არის მავნებელთან ბრძოლის დადებითი შედეგი. იფხიზლეთ, რომ გაზაფხულზე მოსალოდნელი საფრთხე შევამციროთ.




 ახალი ამბები
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...
  • კიბო განაჩენი არაა! _ „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ იუბილე ჩოხატაურშიჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში „გამარჯვეულ ქალთა კლუბის“ ჩოხატაურის ორგანიზაციის დაარსების ერთი წლის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. საღამომ, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან კიბოს დიაგნოზზე გამარჯვებული ქალბატონები იმყოფებოდნენ, სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა. იუბილეს ესწრებოდნენ "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" დამფუძნებელი თინა ბერუჩაშვილი და ლანჩხუთის კლუბის ხელმძღვანელი მზია კვირკველია. „დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შემთხვევაში, არც ერთმა ქალმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ეს არის სიცოცხლის დამარცხება. ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას, სრულფასოვანი ადამიანები ვართ. ჩვენი მაგალითით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დაავადება 21-ე საუკუნეში განაჩენი არ არის“, – თქვა მზია კვირკველიამ.  მისი აზრით, ასევე, აუცილებელია იმ ქალბატონებმა, რომლებმაც გაიარეს ეს გზა, საზოგადოებას მოუყვნენ პირადი ისტორიები კიბოს დამარცხების შესახებ. „ეს არ არის პირადი ცხოვრება. ეს არის ბრძოლა და თუ ამაზე ბევრი არ ვილაპარაკეთ, შედეგი არ გვექნება“, – ამბობს დიაგნოზზე უკვე გამარჯვებული ქალბატონი. საღამო კულტურის გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა, მხარდამჭერები კი იყვნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა მათ კლუბის დამფუძნებელმა თინა ბერუჩაშვილმა. _ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩოხატაურში დაარსების დღიდან კლუბს აქტიურად უდგანან გვერდით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონებს: ზაალ მამალაძეს და ირაკლი კუჭავას, _ აღნიშნა თინა ბერუჩაშვილმა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც კლუბის ჩამოყალიბება ... ...
  • გია ვოლსკი: პარლამენტი "ევროპული საქართველოს" მავნე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს_  „ევროპული საქართველოს“ მხრიდან დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია, დანაშაულებრივი შეცდომები გადაფარონ, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, საქართველომ, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა  გია ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც  „ევროპული საქართველოს“ დადგენილების იმ პროექტზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას ეხება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით,  პარლამენტი „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. „საქართველოს გამთლიანება, რუსული ოკუპაციის დაძლევა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაცია ქვეყნის მხოლოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებით არის შესაძლებელი. გაცხადებული საგარეო პოლიტიკა, მისი რეალიზაციის შედეგები თვალსაჩინო და ხელშესახებია. იგულისხმება ურთიერთობები ნატო-სთან, ამერიკასთან, ევროპასთან, ევროკავშირთან და ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან. თვალსაჩინოდ მეტია მიღებული რეზოლუციები და მხარდამჭერი აქტები საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს ხელისუფლება ამ არჩევანის ერთგული იყო და მომავალშიც დარჩება, პრინციპული პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის მომხრე. ერთ დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველო“, დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია, დანაშაულებრივი შეცდომები გადაფარონ, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, საქართველომ. ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ არაერთხელ მოახერხეს და ქვეყანას დაატეხეს ჯერ ეკონომიკური სანქციები, შემდეგ კი, საქართველოში რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ. არ შეიძლება, სხვა ახსნა ჰქონდეს იმ ინიციატივას, რომელიც ფორმით თითქოს რუსეთისთვის პრობლემების შექმნას გულისხმობს, რეალურად, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისთვის არის გამიზნული. შეუძლებელია, ეს არ ესმოდეთ ინიციატორებს, რადგან ესმით, ე.ი. ამ შედეგების გამოწვევა სურთ. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული არა მყვირალა და პიარეფექტზე გათვლილი, არამედ რეალურად ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე, ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ. შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს – საქართველოსა და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი თანამოქალაქის დასჯის შესახებ“, _ განაცხადა ვოლსკიმ. „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვა დღეს, ევროინტერგაციის კომიტეტის სხდომაზე იგეგმება. პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; ასევე, ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას; აგრეთვე, ევროპის კავშირმა და აშშ-მა სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ... ...
  • ახალი სასწავლო წელი და "წარმატების წიგნი"ახალი სასწავლო წლის დაწყება დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში იზეიმეს. ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში 89 პირველკლასელი მივიდა. აქ საზეიმო შეხვედრაზე მოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე და  ოზურგეთის სასკოლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი.  როგორც მათ, ისე სკოლაში მოსულ უამრავ მოსწავლესა და მშობელს, სკოლის დირექტორი  ფატი სიორიძე მიესალმა: _ ჩვენი მარად ბებერი და მარად ახალგაზრდა სკოლა მუდამ მოწინავე პოზიციაზეა. ეს ყველამ კარგად იცით.  გილოცავთ და ულევ წარმატებას გისურვებთ. განსაკუთრებით მივესალმები 89 პირვლკლასელს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაღეს სკოლის კარი. მინდა გითხრათ ასევე, რომ ამ ახალი სასწავლო წლიდან ჩვენს სკოლაში ამოქმედდება სიახლე _  ეს არის „წარმატების წიგნი“, რომელიც სკოლის საპატიო კუთხეში დაიდება და ყველა მშობელს, ჩვენს ყველა სტუმარს შეეძლება მასში  ჩაწეროს საკუთარი შთაბეჭდილება, თავისი აზრი, _ თქვა ფატი სიორიძემ. ახალი სასწავლო წელი მიულოცა მოსწავლეებსა და მშობლებს ლელა იმედაშვილმა: _ განსაკუთრებით მოგესალმებით ახალბედა პედაგოგებს. ჩვენ მალე გვექნება შეხვედრა და იქ უფრო ახლო საუბარი, _ მიმართა მათ ლელა იმედაშვილმა. მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ კი თავის მილოცვაში აღნიშნა,  რომ ამ ახალ სასწავლო წელს მეორე სკოლა საკადრისად ვერ შეხვდა. _ ქალბატონო ფატი, ცოტა რაღაცეების კეთებას სჯობს, ერთი კარგი პროექტი შევიძინოთ და მოვახდინოთ სკოლის სრული რეაბილიტაცია. მე ვეცდები, ეს ჩემი საარჩევნო ვადის გასვლამდე მოვახერხო, _ უთხრა მან სკოლის დირექტორს. საზეიმო შეხვედრის შემდეგ საკლასო ოთახებში პირველკლასელები გააცილეს, რომლებსაც წარმატებული სწავლა და ბედნიერი მოსწავლეობის დღეები ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...