ფუტკრის ოჯახის წარსულში უცნობი ბიოლოგიური თავისებურება _ დედა ფუტკრის თვითშეცვლა

ჩვენი რჩევები

ფუტკრის ოჯახის წარსულში უცნობი ბიოლოგიური თავისებურება _ დედა ფუტკრის თვითშეცვლა

2018 აგვ 10 10:25:11

მეფუტკრეობის თეორიასა და პრაქტიკაში არც თუ ხშირად არის შესატანი არა ერთი ცვლილება და აქედან გამომდინარე, შენიშვნები, რაც მუდამ სჭირდება და ყოველდღიურად წაადგება მუშაობაში ჩვენს ნაცად თუ დამწყებ მეფუტკრე ფერმერებს.

საფუტკრეში, სადაც არ ხდება აქტიური ზოოტექნიკური ჩარევა, ყოველთვის ჰყავთ მაღალპროდუქტიული დედები და ძლიერი ოჯახები.

ბუნებრივი ნაყრიანობის აღსაკვეთად, ზოოტექნიკური ჩარევის მიმდევარ მეფუტკრეებთან კი ხშირია სისუსტით გამოწვეული ოჯახების წუნდება და მათი რეორგანიზაცია ან ზამთარში დედა ფუტკრის დაღუპვის გამო, ოჯახების მთლიანად გაუქმება. დაღუპული ოჯახების სანაცვლოდ, ისინი გაზაფხულზე აღადგენენ ნამატის იმ ოდენობას, რასაც გასული წლის შემოდგომაზე ყოფილი ფუტკრის ოჯახების რიცხვის აღდგენა-შევსებას ანდომებენ. ამას მოსდევს საფუტკრის პროდუქტიულობის დაქვეითება, ოჯახების რიცხოვნობის შემცირება.

ზემოთ აღნიშნულ უარყოფით შედეგებს აქვს ორი მარტივი ახსნა:

აქტიური, შრომისუნარიანი და მზრუნველი მეფუტკრე ფუტკრის ნაყრიანობის პერიოდში, ზოოტექნიკური წესების მითითების თანახმად, ატარებს ფუტკრის ბუნებრივი ნაყრიანობის საწინააღმდეგო ღონისძიებას, რაც სხვადასხვა საშუალებების პარალელურად, ძირითადად, სანაყრე სადედეების მოსპობაში გამოიყენება.

ზოოტექნიკური წესები, ასევე, შეახსენებენ მეფუტკრეებს ფუტკრის სისხლის ჯიშობრივ განახლებაზე ზრუნვას და ამ ღონისძიების გატარების აუცილებლობას. საამისოდ მეფუტკრეები ხშირად იძენენ დედა ფუტკრებს საჯიშე მეურნეობიდან. აქ არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ფუტკრის მოშენების საჯიშე მეურნეობებს აქვთ თავიანთი არსებობისა და მოგების გეგმა. მათ გამოჰყავთ დედები არა მარტო სათანადო ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში (ნაყრიანობის პერიოდში), არამედ გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე, ე. ი. მამალი ფუტკრის არსებობის მთელ პერიოდში. ამის გამო ფუტკრის მოშენების საჯიშე მეურნეობები, ზოგჯერ დაბალხარისხიან დედა ფუტკრებს ყიდიან.

ჯიშობრივად, საქართველოში გავრცელებული ფუტკარი ყველა მაღალმთიანი ზონის რუხი ფუტკარია. მთის ქართული რუხი ფუტკრის ჯიშის შიგნით, გარკვეული წლების წინათ, კიდევ არსებობდა განსხვავებული კლიმატური პირობების შესაბამისად, ბუნებრივამდე შექმნილი, ერთი მეორისგან განსხვავებული ნიშან-თვისების მქონე საფუტკრეები, რომლებიც მეცნიერ მ. ლეკიშვილის შესწავლით, დაყოფილი იყო მეგრულ, გურულ, ქართლურ, კახურ პოპულაციებად. მაგრამ სპეციალიზებული საჯიშე მეურნეობებიდან ადრე, ნებით თუ უნებლიედ თავსმოხვეული ზოოტექნიკური წესების, ანუ სისხლის განახლების წყალობით, თითქმის გაქრა ის პოპულაციები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კლიმატური ზონების შესაბამისად თავისთავად ჩამოყალიბდნენ და ადამიანის ჩარევამდე არსებობდნენ.

შემდგომში ადამიანი არასდროს არ უნდა ჩაერიოს უცოდინრად და გარემო პირობები და ბუნება კვლავ შექმნის და აღადგენს მისთვის დამახასიათებელ პოპულაციას.

ამრიგად, უნდა ვიცოდეთ, რომ საფუტკრეში, სისხლის განახლების მიზნით, ზოოტექნიკური ჩარევა საჭიროა არა საქართველოში, არამედ შორს გაყვანილ ქართულ ფუტკარში, რომელიც დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და გადადის მოცემული ადგილისთვის დამახასიათებელი ფუტკრის ნიშან-თვისებებზე, რაც განსაკუთრებით მჟღავნდება ხორთუმის სიგრძისა და თვინიერების უარყოფითად ცვლილებაში.

ჩვენი ვალია, პირველ რიგში, ხალასად შევინარჩუნოთ ის, რაც ბუნებამ უჩვენოდ შექმნა და მოთხოვნილების შესაბამისად მივაწოდოთ ის მათ, ვისაც სჭირდება. მეორე რიგში კი შევისწავლოთ და ჩავწვდეთ ფუტკრის ინსტიქტურ-ბიოლოგიურ თავისებურებებს, ქცევებსა და თვისებებს, რომ ჩვენი ჩარევით ხელი კი არ შევუშალოთ, არამედ ხელი შევუწყოთ მის განვითარებას კაცობრიობის საკეთილდღეოდ.

რადგან თაფლის შემგროვებელი ფუტკარი ბუნებას შეუქმნია მცენარეთა სამყაროსთან აუცილებლობისთვის სიმბიოზურ დამოკიდებულებაში, მას თან დაჰყოლია ოჯახისა და სახეობის შენარჩუნების ის ბიოლოგიური თავისებურებანი, რომელმაც ათეული მილიონობით წლების განმავლობაში განაპირობა მათი არსებობა. ეს თავისებურებებია:

_ ფუტკრის მხოლოდ და მხოლოდ ოჯახური ცხოვრება.

_ ზრუნვა დიდი რაოდენობით საკვები მარაგის დაგროვებაზე.

_ დედა ფუტკრის საქორწინოდ გაფრენა რამდენიმეჯერ შორს, მაღალ სივრცეში, რათა შეუღლდეს მამალ ფუტკრებთან.

_ ოჯახის თადარიგიანი ქმედება დედა ფუტკრის "მშვიდობიანი გზით" თვითშეცვლისთვის ნაყრიანობის პერიოდში (ეს ის პერიოდია, როდესაც უმაღლესი დონის დედა ფუტკრები გამოიზრდებიან).

თაფლის შემგროვებელი ფუტკრისთვის ბიოლოგიურად მახასიათებელი თვისებების ჩამოთვლილი პუნქტებიდან, მეოთხე პუნქტი არის ახლად აღმოჩენილი და შესწავლილი, რომელიც ნაყრიანობის პერიოდში გამოვლენილი სპეციალური ნიშნებით ხასიათდება. ამით მეფუტკრეს ზუსტად შეუძლია განსაზღვროს, თუ ფუტკარი რისთვის აკეთებს სადედეებს _ სანაყრედ თუ დედის "მშვიდობიანი" გზით შესაცვლელად.




 ახალი ამბები
  • ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ძიუდოისტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლესსაქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე ნაგლიაშვილი, რომელიც ცოლზე მუქარასა და ძალადობაშია ბრალდებული, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სპორტსმენის ადვოკატის თქმით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. თორნიკე ნაგლიაშვილი მარტის დასაწყიში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას, მუქარას და ოჯახში ძალადობას ... ...
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოცდილება მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ კონფერენციაზე განიხილეს (R)საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უკრაინაში მიწის მმართველობის განვითარების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე: „მიწის მმართველობის გაძლიერება უკრაინის განვითარებისთვის"  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი - მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის იურისტი თეიმურაზ გაბრიაძე სპეციალური მიწვევით მონაწილეობდა. იგი პანელურ სესიაზე - „საკადასტრო სისტემის სისრულე" - მოხსენებით  „საქართველოში განხორციელებული მიწის რეგისტრაციის რეფორმის ინოვაციური მიდგომებით" წარსდგა და მონაწილეებს მიწის რეგისტრაციის რეფორმის  მიმდინარეობისას დანერგილი სიახლეები, გამოწვევები და მიღწეული წარმატებები  გააცნო. თეიმურაზ გაბრიაძემ ასევე,  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში  მიწის რეგისტრაციის სისტემაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებაზე, უწყების გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კონფერენცია „მიწის მმართველობის გაძლიერება უკრაინის განვითარებისთვის" მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო, კერძო, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ... ...
  • ჩაშლილი პროექტი და „წყალში გადაყრილი ფული“ _ რატომ არ აშენდა ლანჩხუთში რაგბის მოედანილანჩხუთში, მერიის შენობის მიმდებარედ, სარაგბო კომპლექსის აშენება ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დაანონსდა და ადგილზე გარკვეული სამუშაოებიც გახორციელდა, თუმცა, ირკვევა, რომ პროექტი ჩაშლის პირასაა. კომპლექსის მშენებლობის  იდეის ავტორი და დამფინანსებელი  რუსეთში მცხოვრები, სოფელ ქვიანის მკვიდრი, გიორგი ფირცხალაიშვილი გახლდათ. მისი ერთადერთი ვაჟი რუსეთის ქალაქ როსტოვის სარაგბო გუნდის წევრი იყო და დიდი მომავალიც ჰქონდა, თუმცა, რამდენიმე წლის წინ 19 წლის  ვაჟკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა. სწორედ  შვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად გადაწყვიტა გიორგი ფირცხალაიშვილმა, სპორტის ეს სახეობა აეღორძინებინა ლანჩხუთში და  საკუთარი ხარჯებით ქალაქის ცენტრში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე, სარაგბო კომპლექსის აეშენებინა, რომელსაც შემდეგ  უსასყიდლოდ  გადასცემდა  მუნიციპალიტეტს. ამ  ჩანაფიქრს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დადებითად შეხვდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე, წინასწარი, სიტყვიერი თანხმობით,  მიწის ფართიც გამოყო სარაგბო კომპლექსის ასაშენებლად და ასევე, სიტყვიერი გარანტიაც შეაშველეს ბიზნესმენს, რომ ეს  საქმე ბოლომდე მივიდოდა.  წინასწარი მონაცემებით, ქალაქის ცენტრში უნდა მოწყობილიყო ორი სარაგბო სტადიონი _ ძირითადი და სათადარიგო, თავისი ინფრასტრუქტურით, გასახდელებითა და სველი წერტილებით. ძირითად მინდორს გაუკეთდება ტრიბუნა, დაახლოებით, 750 ადამიანზე გათვლილი და თანამედროვე ტაბლო. ასევე, ადმინისტრაციული შენობა, სატრენაჟორო დარბაზი და პატარა სასტუმრო, რომელიც საწვრთნელ შეკრებებს მოემსახურებოდა. აღნიშნული პროექტის ჩაშლის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ  საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, კახა ასკურავამ გააკეთა. „საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენს, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სრულიად უსასყიდლოდ მოეწყო რაგბის სტადიონი, ყველა თავისი საჭირო მოწყობილობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც თავად მერიამ შესთავაზა,  უარი განაცხადა. ათი ათასი ლარი, რომელიც უკვე დახარჯული ჰქონდა, მითითებული ადგილის მოსასწორებლად, უბრალოდ, წყალში გადააყრევინეს. დაახლოებით, ექვსი თვის განმავლობაში, მერიამ ის ვერ გაარკვია, მათსავე მითითებულ ადგილზე შეძლებდა თუ არა საბოლოდ ამ კეთილ ადამიანს მოეწყო სტადიონი. საბოლოოდ კი, ამ მეტად საშურის საქმის ჩაშლის მიზეზი, უაზრო ბიუროკარტიული ბარიერების გარდა, კერძო პირების პირადი ინტერესებიც გახდა...“ _ წერს ასკურავა და აქვე აანონსებს, რომ „ის მაგარი კაცი მაინც მოაწყობს რაგბის სტადიონს, ოღონდ თავად მიიყვანს მის წამოწყებულ საქმეს ბოლომდე. საქმის ბოლომდე მიყვანის ყველანაირი გაგებით“.  მერიაში აღნიშნული პროექტის შეჩერების ფაქტს ადასტურებენ და ზოგადი განმარტებით შემოიფარგლებიან, რომ მშენებლობის შეჩერება  გარკვეულმა ობიექტურმა მიზეზმა გამოიწვია.  თუმცა,  კონკრეტულად რა „ობიექტური პრობლემების“ გამო ემუქრება პროექტს ჩაშლა, ამაზე მერიისგან პასუხი ვერ მივიღეთ. ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის მიერ გაკეთებული განმარტებით, ის ყველანაირად გვერდში დაუდგა ამ პროექტს, მაგრამ  მოხდა გაურკვევლობა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, თუმცა, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ამ კარგი საქმის ბოლომდე მიყვანა მოხერხდეს. ის, რომ აღნიშნულ პროექტს ჩაშლა ემუქრება, ფაქტია, თუმცა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოსაზრებით, არა  ბიუროკრატიული ბარიერების გამო, არამედ კერძო პირების ინტერესების  გადაკვეთის მოტივით. მათი არგუმენტით, ტერიტორია, სადაც ბიზნესმენი მერიასთან შეთანხმებით  სარაგბო კომპლექსის აშენებას გეგმავდა, „კონფლიქტში მოვიდა“ იქვე არსებულ ორ ბიზნესთან _ ჩაისა და თხილის გადამამუშავებელ საწარმოებთან. აქვე, მერიის მიერ რაგბის მოედნისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე, „გამწვანების სახელით“  ხეებია დარგული ერთ-ერთი კერძო პირის მიერ. ის, რომ ტერიტორიასთან დაკავშირებით გარკვეული გაუგებრობა მართლაცაა,  რაგბისთვის გამზადებულ ფართსა და მის მომიჯნავედ უკვე არსებულ მცირე ბიზნეს შორის, ამას მხარეები  პირად საუბრებში არ უარყოფენ, თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბარი არც ერთ მხარეს არ სურს. ერთადერთი, რასაც ბიზნესმენი  გიორგი ფირცხალაიშვილი ამბობს, ისაა, რომ იგი  დაღალა გაურკვევლობამ. „ერთი წელია უკვე თითქმის გასული, რაც ეს საქმე წამოწყებულია და კონკრეტული პასუხი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ვერ მივიღეთ. ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელზე ვაკეთებ ამ ყველაფერს და არ მინდა ვინმესთან სადაო დარჩეს რამე, ამიტომ მირჩევნია, ეს სტადიონი ჩემსავე სოფელში გავაკეთო, ტერიტორიასაც თავად შევიძენ და ყველაფერს პირადად მივხედავ“, _ ამბობს გიორგი ... ...
  • ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას_ ელენე ხოშტარია შს მინისტრს ყავაზე ეპატიჯებათუ აშინებს პარლამენტის კედლები, შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ყავაზე ვეპატიჟები, - ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას. „დღეს შს მინისტრთან ძალიან სერიოზული კითხვებია და მას მოუწევს ძალიან სერიოზული პასუხების გაცემა. გიორგი გახარიამ ნებისმიერი ადგილი და დრო დაასახელოს, ერთადერთი ჩემი პირობაა, ჩემი ხელით მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი’,’ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, შს მინისტრის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფარგლებში მაისის პირველ კვირას იგეგმება პლენარულ სხდომაზე, თუმცა „ევროპული საქართველო“ გახარიას კომიტეტზე მისვლას სთხოვს. მოთხოვნას გამოეხმაურა გიორგი გახარიაც. „თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე“, - განაცხადა მინისტრმა. „მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე ოთხჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არც ჩემი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს, იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე, არ აქვს. როგორც ვიცი, „მინისტრის საათი“ დაგეგმილი მაქვს მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ მოვალეობას შევასრულებ და მივალ პარლამენტში. თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა სურს, შეუძლიათ, დამპატიჟონ ყავაზე და მე მივალ, დაველაპარაკები“, _ განაცხადა შს მინისტრმა გიორგი ... ...
  • „პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია“_ ლია მუხაშავრიაიურისტი ლია მუხაშავრია  „გურია ნიუსთან“ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს და პასუხისმგებლობას შს სამინისტროსა და მინისტრ გიორგი გახარიას აკისრებს. მისივე თქმით, „ეკონომიკის სამინისტროს არ ევალება, შეაფასოს ის რისკები და შედეგები, რომლებიც ასეთი ოპერაციის ჩატარებას მოჰყვება. ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კანონიერების დაცვაზე პასუხისმგებელი პირადად გიორგი გახარიაა“. „პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია იმ ქმედებების გამო, რაც მათ პანკისში განახორციელეს“, _ ამბობს იურისტი. _ ქალბატონო ლია, პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, ხელისუფლებამ საკუთარი ძალის დემონსტრირების მოხდენის მიზნით ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რამაც ადგილზე ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. როგორ ფიქრობთ, “ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან  რამდენად გააზრებული და მართლზომიერი ნაბიჯი იყო მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება? _პანკისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი მთლიანად შს სამინისტროა. ის, რაც აღნიშნულ რეგიონში მოხდა, მტრის წისქვილზე ასხამს წყლის.  პანკისელები არიან საქართველოს სახელმწიფოს ერთგული მოქალაქეები, რომლებსაც ისევე შესტკივათ გული საკუთარ მიწა-წყალზე, როგორც საქართველოს  სხვა კუთხის მაცხოვრებელებს. ხელისუფლების მხრიდან პანკისელების დასჯის მცდელობა მიმართულია იმისკენ, რომ მათ აიძულონ საქართველო აღარ უყვარდეთ. პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია იმ ქმედებების გამო, რაც მათ პანკისში განახორციელეს. _ შს მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დამატებითი ძალების მობილიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელზე, რომლებიც უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ადგილზე იქნა გაგზავნლი, თავდასხმა განახორციელა. მინისტრის ამ განცხადებას როგორ აფასებთ? _ ეკონომიკის სამინისტროს არ ევალება, შეაფასოს ის რისკები და შედეგები, რომლებიც ასეთი ოპერაციის ჩატარებას მოჰყვება. ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კანონიერების დაცვაზე  პირადად გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი. მინისტრს პასუხისმგებლობისგან ვერანაირი განმარტება დაიცავს. მეტიც, ხელისუფლებიდან გახარიას წასვლის შემდეგ, პანკისში განვითარებული მოვლენების შედეგებზე მისი პასუხისმგებლობა არ მოიხსნება. _არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, საქართველოში ჰესების მშენებლობის შესახებ არაობიექტური დასკვნები გაიცემა. მაგალითად,  „დარიალ ჰესის“ მშენებლობის დასკვნაზე, რომელმაც გაუთვლელი პროგნოზების შედეგად ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, გარემოს ეროვნულ სააგენტოს შენიშვნები არ ჰქონია. როგორ ფიქრობთ, გარემოს დამცველებისა და ენერგეტიკოსების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება რატომ ვერ ხერხდება? _ ჰესების მშენებლობაში მთავარი პრობლემა კორუფციის არსებობაა. ხელისუფლების სათავეში მოსულ პირებს დიდი სურვილი აქვთ იმისა, რომ ჰესების მშენებლობისა და ამ მშენებლობის ნებართვის გაყიდვის ხარჯზე ძალიან დიდი ფული იშოვონ. ასეთი ქმედებები პროფესიონალი ბუნების დამცველებისა და ენერგეტიკოსების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად, სამწუხაროდ, გრძელდება, რაც, პირველ ყოვლისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხია. სპეციალისტები ამბობენ, რომ მცირე ჰესების მშენებლობა, რომელიც ნაკლებად აზიანებს გარემოსა და ბუნებას, უფრო მეტად წაადგება ქვეყნის ენერგოგანვითარებას, რაც ხელისუფლებამ კარგად უნდა შეისმინოს.  _“ოცნებამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი შემომწირველი და პოლიტიკოსთა ნაწილის მიერ მსხვილი ბიზნესის ლობისტად მიჩნეული მაღალჩინოსანი ნათია თურნავა განამწესა. ფლობთ ინფორმაციას მსხვილ ბიზნესმენებთან თურნავას საეჭვო კავშირების შესახებ? და ასევე, როგორ შეაფასებდით მინისტრის პორტფელის ჩასაბარების მიზნით  რუსეთიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი გიორგი ქობულიას გათავისუფლებას? _არამგონია, რომ ქალბატონი თუნავა კორუფციაში ჩართული იყოს და მისი დაწინაურება აღნიშნულით იყოს განპირობებული. მას ეკონომიკის სამინისტროში მუშაობის დიდი გამოცდილება დაუგროვა და კვალიფიკაციით არავის ჩამოუვარდება. რაც შეეხება გიორგი ქობულიას, მექმნება შთაბეჭდილება, რომ ის სხვა პლანეტაზე მოხვდა. მისი ცნობილი გამონათქვამები, რომლებიც მის არაადეკვატურობას უსვამდა ხაზს, იმაზე მეტყველებდა, რომ ექსმინისტრი საქართველოში არსებულ ვითარებას საერთოდ არ იცნობდა. ვფიქრობ, სამთავრობო ცვლილებების პროცესი გაგრძელდება, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის შეცვლაც არ არის გამორიცხული, რადგან “ქართული ოცნება“ საზოგადოებაში არსებულ მზარდ უკმაყოფილებას ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...