რა ფერად უნდა შევღებოთ სკები?

ჩვენი რჩევები

რა ფერად უნდა შევღებოთ სკები?

2017 ივნ 5 23:17:44

ჩვენ, ქალები, დაინტერესებული ვართ ფუტკრის მოშენებით. გვაინტერესებს, რამდენად აუცილებელია სკების შეღებვა და როგორი ფერებია გასათვალისწინებელი?

 

პატივისცემით, ნანა ლომჯარია, თიკო მამალაძე,ირმა წიტაიშვილი, ნონა რამიშვილი.
ოზურგეთი.

 სკების სხვადასხვა ფერზე შეღებვა სასურველია იმიტომ, რომ ფუტკარმა ადვილად მიაგნოს საკუთარ ადგილსამყოფელს. ეს ღვთიური მწერი ყველაზე კარგად არჩევს თეთრ, შავ, ყვითელ და ლურჯ ფერებს. ზოგჯერ ჰგონიათ, რომ ფუტკარს ძირითადი ფერების: წითლის, ყვითლის და ლურჯის გარჩევა შეუძლია, მაგრამ ეს ასე არ არის. ამიტომ თუ სურვილი გექნებათ, რომ სკები შეღებოთ, აღნიშნული საღებავებით ისარგებლეთ.

განლაგების დროს, ორ ერთნაირ ფერზე შეღებილ სკას შორის, ჩადგით ერთ ან ორ ფერზე შეღებილი სკები. ზოგადად კი, აღნიშნულ ლამაზ ფერებში შეღებილი სკები ესთეტიურად სასიამოვნო სანახავია და მშვიდ, იდილიურ განწყობას ქმნის.

 ჯანვერდ ცეცხლაძე, მეფუტკრე




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნინშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...
  • დღეს ჩოხატაური ჯემალ ნაკაშიძეს გამოემშვიდობადღეს საქართველო ქართული სიმღერის კიდევ ერთ უბადლო შემსრულებელს, ანსამბლ ,,გურიას“ ლოტბარს, ღირსების მედალოსან ჯემალ ნაკაშიძეს გამოემშვიდობა. ბატონი ჯემალი წლების განმავლობაში მღეროდა რესპუბლიკისა და არამარტო რესპუბლიკის სცენაზე ისეთ ბუმბერაზ მომღერლებთან ერთად, როგორებიც გახლდათ:  ჰამლეტ გონაშვილი, რამინ მიქაბერიძე, ჯემალ ჭკუასელი, ილია ზაქაიძე, აკაკი ლანდია და სხვები. დასანანია, რომ ნაადრევად წავიდა ჩვენგან კაცი, რომელიც ნამდვილად დააკლდება ოჯახს, ჩოხატაურს, გურიას, საქართველოს. ბატონი ჯემალის მისამართით სამძიმრის წერილები არ წყდება. გულისტკივილს გამოხატავენ კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები და არამარტო ისინი. „ვერც ერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს ჩემს სულიერ მდგომარეობას. დამამუნჯე და გული წამართვი, ჩემო ძმაო ჯემალ! შენ გამილამაზე სიცოცხლე, ახლა სიკვდილს მიადვილებ. ვუსამძიმრებ ჩემს ნანის და ლევანს. ბოლო გზაზეც კი ვერ გაცილებ. ამაზე მწარე რა უნდა იყოს. შენი რამინ მიქაბერიძე“. „ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც დიდი ადამიანები მიდიან ამ ქვეყნიდან. ჯემალ ნაკაშიძე, ბრწყინვალე ქართველი, გურული სიმღერის უბადლო მცოდნე და შემსრულებელი. ჩოხატაურელების ნამღერი გურული სიმღერა უნიკალურია. მარტო ბერძენიშვილები რომ გავიხსენოთ, მხოლოდ ეს იქნება საკმარისი უნიკალურობის დასადასტურებლად. ჯემალი ბიძია (რომ მირეკავდა სულ ასე მეუბნებოდა-ჯემალი ბიძია ვარ ჩემო გიორგი) ამ დიდი ხალხის გზის გამგრძელებელი იყო და აი ისიც წავიდა ამ ქვეყნიდან. ძალიან დამწყდა გული. თან ვერ ჩავდივარ ამ სიტუაციის გამო. ვუსამძიმრებ ყველას, ჩოხატაურს, გურიას, მის მეგობრებს და ანსამბლის წევრებს. მადლობა ყველაფრისთვის, ჩემო ჯემალი ბიძია“, _ წერს მომღერალი გიორგი უშიკიშვილი. „კიდევ ერთი ძველი თაობის, გურული სიმღერის, განსაკუთრებით კი ბანის გამორჩეული მომღერალი გამოაკლდა ჩვენ ქვეყანას. დიდი ისტორიით, სხვადასხვა ანსამბლებში მოღვაწეობით, უნიკალური ჩანაწერებით და რთულად შესაქმნელი ისტორიით დაგვტოვა ბატონმა ჯემალ ნაკაშიძემ! ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი და გაანათლოს მისი სული!“ _ წერს ანსამბლი „შავნაბადა“ სოციალურ ... ...

არქივი