რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

ჩვენი რჩევები

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

4 აპრ. 2019, 11:55:06

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად და შეუფერხებლად იმუშაოს. ეს ნივთიერება შეიცავს ნატრიუმს, რომელიც გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბ კალიუმს, რაც ძალიან მავნებელია. ზოგი ადამიანი, გაცილებით მეტი რაოდენობით მარილს მოიხმარს, ვიდრე ეს საჭირო და აუცილებელია.

ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსი ორგანიზმში სითხის მარაგის საჭირო რაოდენობით შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ასევე, სისხლძარღვების მუშაობას უწყობს ხელს და აუცილებელია კუჭში მარილმჟავას წარმოქმნისთვის. ორგანიზმში ჭარბი მარილის დაგროვება კი ისეთივე საშიში და საზიანოა, როგორც მისი დეფიციტი.

ადამიანის ორგანიზმს დღეში დაახლოებით 13 გრამი მარილი ესაჭიროება. ჭარბი მარილის კომპენსირება ადვილად არის შესაძლებელი.

უნდა იცოდეთ და დაიცვათ შემდეგი პირობა - წლის განმავლობაში მეტი ბოსტნეული ჭამეთ, გაზარდეთ სითხის რაოდენობა, სვით ისეთი წყალი, რომელიც მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს.

ორგანიზმში მოხვედრილი ჭარბი მარილი აზიანებს თირკმელებს, გულსა და სასიცოცხლო არტერიებს. ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევისას, ორგანიზმში სითხე გროვდება. ეს კი, შეშუპებისა და ჭარბი წონის მიზეზი ხდება. ძალიან მარილიანი საკვების მიღება, აგრეთვე, იწვევს გულის იშემიურ დაავადებებსა და ათეროსკლეროზს.

მარილის ძირითადი რაოდენობა საკვებიდან უნდა მიიღოთ. ასაკის მატებასთან ერთად, იცვლება და იზრდება მოთხოვნა მარილზე, ჯანმრთელ ადამიანს კი ნაკლებმარილიანი და ნაკლებად მწარე საკვების მოთხოვნილება აქვს.




 ახალი ამბები
  • გურულის არჩევანი არჩევნების წინუძველესი გურული ვაზის  ჯიშების ერთ-ერთი პირველი მომძიებელი სოსო ხინთიბიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში (ჭანიეთის თემი) ცხოვრობს. ახლა  თავის კარმიდამოში რთველის შუაგულშია და ჩქარობს,  ტონობით ყურძნის დაკრეფა მოასწროს. თეთრიშა, საკმიელა, ტაკიძურა, ჩხავერი, ქაქუთურა... რომელ ჯიშის ვაზს არ ნახავთ  მის კარმიდამოში, სადაც ასევე უხვადაა მანდარინი, ხურმა, თითქმის ყველა მრავალწლოვანი ხეხილოვანები. ასევე ფუტკარი და შინაური ფრინველები. ვაზზე კი, განსაკუთრებით გურულ ჯიშებზე, როგორც თავად ამბობს, „ჭკუა ეკეტება“. _არჩევნებზე კი უნდა გავიქცე, შინ ვერ დავჯდები, თუმცა მალევე  უკანვე უნდა მოვბრუნდე. სამი-ოთხი დღე მაინც მინდა, რომ ყურძნის კრეფა დავასრულო. ადამიანის არჩევანი,  პოლიტიკურ არჩევნებზე უფრო,  თავდადებული შრომა უნდა იყოს.  მხოლოდ მაშინ გვექნება დოვლათიც საუცხოო და ეგ არჩევნებიც,  _ ღიმილით გადმოგვძახის გიდელით ხელში, ტალავერზე მიყუდებულ კიბეზე მდგარი სოსო ხინთიბიძე და    სრულიად სამყაროსთან მოკითხვას გვაბარებს:  „მთის წვერზე ვცხოვრობ და  აქედან მოძღვნილს სხვა ხიბლი ... ...
  • „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება"„ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს წარმატებით უპასუხოს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად კახა კახიშვილის წარდგენისას განაცხადა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინა არჩევნებზე დაადასტურა, რომ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს. „ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმები, ყველას კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ჯანდაცვის სექტორში“. ... ...
  • რატომ მიუვიდათ მომხმარებლებს გაზრდილი კომუნალური გადასახადები სუბსიდიის ამოწურვის შემდეგ„არცერთი მომხმარებელი არ დარჩა მისთვის კუთვნილი დახმარების გარეშე“, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით ის კომუნალურებზე შეღავათების პროგრამის პირველ ეტაპზე მომხმარებლების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს გამოეხმაურა. კერძოდ, როგორც მოქალაქეები წერდნენ, საშეღავათო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, მათ გაზრდილი კომუნალური გადასახადები მიუვიდათ. როგორც გიორგი ფანგანმა განმარტა, ყველა კომპანიის შემთხვევაში, სააგნარიშო პერიოდი თვის სხვადასხვა რიცხვიდან იწყება, შესაბამისად, დარიცხვებიც სწორედ ამ თარიღის მიხედვით მოხდა. „არცერთი მომხმარებელი არ დარჩა მისთვის კუთვნილი დახმარების გარეშე“, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით ის კომუნალურებზე შეღავათების პროგრამის პირველ ეტაპზე მომხმარებლების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს გამოეხმაურა. კერძოდ, როგორც მოქალაქეები წერდნენ, საშეღავათო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, მათ გაზრდილი კომუნალური გადასახადები მიუვიდათ. როგორც გიორგი ფანგანმა განმარტა, ყველა კომპანიის შემთხვევაში, სააგნარიშო პერიოდი თვის სხვადასხვა რიცხვიდან იწყება, შესაბამისად, დარიცხვებიც სწორედ ამ თარიღის მიხედვით მოხდა. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს მთავრობა მეორე ეტაპზეც - მიმდინარე წლის ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალშიც აუნაზღაურებს. კომუნალურებზე შეღავათების პროგრამა იგივე პრინციპით განხორციელდება, როგორც აქამდე იყო - 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კომპენსირებული. შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს კი ექნებათ შესაძლებლობა ასეთ დახმარებაზე უარი თქვან. მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებმა სუბსიდირებით მიმდინარე წლის მარტში, აპრილსა და მაისშიც ისარგებლეს. მაშინ მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე 170 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ხოლო სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი სამი თვის განმავლობაში 9 600-მა მოქალაქემ თქვა. „ბევრმა მომხმარებელმა არასწორად გაიგო 3 და 4 თვის სუბსიდირება. მოგეხსენებათ, საანგარიშო პერიოდი კომპანიებისთვის არ არის 1-ლი რიცხვიდან 31-რიცხვამდე. ყველა კომპანიას აქვს თავის საანაგარიშო პერიოდი, ეს შეიძლება დაიწყოს 10, 15 ან 28 რიცხვიდან. შესაბამისად, როდესაც დასრულდა პირველი პროგრამა სუბსიდირების და ივნისში მიუვიდათ მაისის თვის დარიცხვა, მომხმარებლებმა გააპროტესტეს. ჩვენ კარგად შევისწავლეთ საკითხი, ძალიან ბევრი საჩივარი იყო შემოსული. ინდივიდუალურად შევისწავლეთ ყველა და გავუგზავნეთ პასუხები, სადაც მოყვანილი იყო როდის დაუსუბსიდირდათ. ანუ მაგალითად 1-ლი მარტიდან რომ იწყებოდა პროექტი, რეალურად ბევრს 15 თებერვლიდან 15 მარტამდე რაც მოიხმარა, ის დაუსუბსიდირდა. ჩვენ შევისწავლეთ ასეულობით საკითხი და ყველა შემთხვევაში სწორად იყო დაანგარიშებული. აქ პასუხისმგებლობა გადადის კომპანიებზე, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ მთავრობას, ვინც ახდენს სუბსიდირებას. იმ თვეებში, როცა ეკუთვნოდა მომხმარებელს სუბსიდიის მიღება, ეს გაკეთებული იყო, არცერთი მომხმარებელი არ დარჩა მისთვის კუთვნილი დახმარების გარეშე. ეს ძალიან მკაცრად გაკონტროლდა და ახლაც გაგრძელდება. მითუმეტეს, რომ უკვე შესწავლილი გვაქვს საკითხი და უფრო მომზადებულები შევხვდებით“,- განაცხადა გიორგი ფანგანმა. წყარო: ... ...
  • "ჩვენი მხარდამჭერები დაიღუპნენ" _ ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებსნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს გორთან მომხდარი ავტოავარიის დროს მისი მხარდამჭერების და წევრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით: “რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა– ზუგდიდისკენ მიმავალ მიკროავტობუსს, რომელშიც ჩვენი მხარდამჭერები ისხდნენ ტრაილერი დაეჯახა. მომხდარის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.“– ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში. თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალზე,  გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა  ამ დროისთვის ექვსამდე გაიზარდა. დაშავებულია 10 ადამიანი. ისინი გორის კლინიკაში გადაიყვანეს. მიკროავტობუსს, რომლითაც თბილისში ნაციონალური მოძრაობის აქციაზე მყოფები ზუგდიდში ბრუნდებოდნენ, სატვირთო ტრაილერი შეეჯახა. გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით ... ...
  • 5 დაღუპული და 11 დაშავებული _ შსს განცხადებას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი, ხოლო 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ... ...

არქივი