რა უნდა ვიცოდეთ სოკოს შესახებ, როგორ შევაგროვოთ და მოვიხმაროთ იგი

ჩვენი რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ სოკოს შესახებ, როგორ შევაგროვოთ და მოვიხმაროთ იგი

2018 აგვ 10 10:24:08

ჩვენს ტყეებსა და სათხილეებში, საკმაოდ არის ისეთი სოკოები, რომლებიც საჭმელად ვარგისია და ზაფხულის პერიოდში მრავლად მოიპოვება. დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, გურიის ვაკე და ტყიან ადგილებში, გზისპირა ნაძვნარებში, არაერთხელ ნახავთ ქალბატონებს, რომლებიც ნაწვიმარზე სოკოს აგროვებენ.

მტრედისფეხა, მჭადა, სილვიო თუ შემოდგომაზე მანჭკვალა, ჩვენთან საკმაოდაა, არანაკლებია სოკოს მოყვარულ ადამიანთა რაოდენობაც, რომლებიც სოკოს ნაირსახეობების შესწავლის სურვილითაც დაეძებენ მას ახლომახლო ტყეებსა თუ გზისპირთა სიახლოვეს.

მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მოკრეფილი სოკო ვერ უძლებს შენახვას _ ის სწრაფად ფუჭდება, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში ან ნაწვიმარზე, როცა უხვად მოიპოვება, თუმცა, ამ დროს მისი უვარგისად ქცევის შანსი ძალზე დიდია. ამიტომ სოკო მოკრეფის დღესვე უნდა გადავამუშავოთ და მოვამზადოთ სასურველი სახით. თუ მოკრეფის დღესვე არ გაქვთ ამის საშუალება, სასწრაფოდ უნდა შევინახოთ მაცივარში, ოღონდ გარეცხვის და დაქუცმაცების გარეშე.

უნდა გვახსოვდეს, რომ სოკოსგან მომზადებული კერძი საკვებად გამოიყენება იმავე დღეს ან ინახება მაცივარში, მინუს ორიდან ოთხ გრადუს ტემპერატურამდე, მხოლოდ 24 საათის განმავლობაში.

სოკოს მოყვარულ ყველა ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ საეჭვო სოკოები არასდროს არ უნდა შეაგროვოს. ასევე, არც წარმოიდგინოთ, რომ შხამიანი სოკოს გაუვნებელყოფა შეიძლება _ შხამის უმეტესობა თერმული დამუშავებითაც კი არ იშლება და არ კარგავს შხამიან თვისებებს. ხალხში გავრცელებული მეთოდები _ საჭმელი სოკოების ერთმანეთისგან გარჩევა ხახვის, ნივრის თუ ვერცხლის კოვზის მეშვეობით, არასწორია და მცდარი შეხედულებაა. ასევე, არასწორია აზრი იმის შესახებ, რომ სასიამოვნო სუნი, თითქოს, მხოლოდ საჭმელ სოკოებს აქვს. მაგალითად, თეთრი შხამა სოკოს სუნი ძალიან ჰგავს ქამა სოკოს სუნს. ვერცხლის გაშავებას იწვევს გოგირდი, რომელიც ყველა სოკოშია, ხოლო ხახვისა და ნივრის გამუქებას, თუ მათ სოკოს ხარშვისას ჩავუშვებთ ქვაბში, იწვევს ფერმენტი ტიროტიზანა, რომელსაც შეიცავენ როგორც საჭმელი, ისე შხამიანი სოკოები.

ძლიერი მოწამვლის მიზეზი შეიძლება გახდეს საჭმელად ვარგისი რძიანა სოკოებიც. ამიტომ ასეთი სოკო უნდა მოიხარშოს წინასწარ წამოდუღებით და პირველი წყალი უნდა გადავაქციოთ. შემდეგ კი დავასხათ ანადუღარი წყალი და ისე მოვხარშოთ.

ყველა სახის საჭმელ სოკოს გააჩნია თავისი კულინარული ღირსება. ამიტომ მათი გადამუშავება ამ ღირსებათა გათვალისწინებით უნდა მოვახდინოთ. მაგალითად, საუკეთესო და მარტივი ხერხია შრობა. უფროსი თაობის ხალხი, ბებია-ბაბუები მანჭკვალა და მიქლიო სოკოს მზის გულზეც აშრობდნენ, წვრილი წნელისგან მოწნულ ბადეზე, ე. წ. "ჩაფარა".

სოკოებს არა მარტო აშრობენ, არამედ ამწნილებენ, ამზადებენ მარინადებს. უნდა ვიცოდეთ, რომ ძმრის ცოტათი ზედმეტად გამოყენებაც კი სოკოს არომატს უკარგავს. ამის გარდა, მარინადი ყველას არ მოსწონს. სოკოს მწნილები და მარინადი უნდა ინახებოდეს მაცივარში ან გრილ ადგილას, მინის ან მომინანქრებულ ჭურჭელში.

სოკოების დაკონსერვება საოჯახო პირობებში არაა რეკომენდებული, რადგან ცუდი სტერილიზაციის პირობებში, შესაძლოა, ძლიერი მოწამვლის მიზეზი გახდეს.

უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა სოკოს შენახვა გაყინვის მეთოდით. ინახავენ მაცივრებში, სადაც მუდმივად არის მინუს 18 გრადუსი ტემპერატურა. მაგრამ გალხობის შემთხვევაში თუ სოკო მოლბა ან ლორწოიანი გახდა, ის გამოსაყენებლად უვარგისი იქნება. ერბოში ან კარაქში მოშუშული სოკოს შენახვა მაცივარში სამი თვის განმავლობაშიც შესაძლებელია.

ქიტინის შემცველობის გამო, სოკო ძნელად გადასამუშავებელ საკვებ პროდუქტად ითვლება. თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებების, საჭმლის მომნელებელ სისტემაში რაიმე დარღვევის დროს, ექიმები არ ურჩევენ სოკოს მიღებას.

ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ სილვიო სოკოს მირთმევისას აუცილებლად უარი უნდა ვთქვათ ალკოჰოლურ სასმელზე, რადგან ორგანიზმში მისი დაშლა აცეტალდეჰიდის დონეზე ჩერდება, რაც მოწამვლას იწვევს. ასევე, არასასურველია სოკოს შეგროვება ავტომაგისტრალების გასწვრივ, 400 მეტრის მანძილზე, აგრეთვე იქ, სადაც დიდია სამრეწველო ნარჩენების და გამონაბოლქვის რაოდენობა.




 ახალი ამბები
  • ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცესოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს.  გავრცელებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან მწყემსი სოფლის მიმდებარე საძოვარზე დააკავეს. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ ... ...
  • ოჯახში ძალადობა, მუქარა და გამოძალვა _ სამართალდამცავებმა ლანჩხუთში 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული კ.ნ. ოჯახში ძალადობის, მუქარისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეს სისტემატურად სთხოვდა ფულს, თანხის მიცემაზე უარის თქმის შემდეგ კი, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, სახლიდან გაგდებითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. კ.ნ. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა შვილებსაც, როდესაც ისინი მამის აგრესიისგან დედის დაცვას ცდილობდნენ.  გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის იანვარში მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მათსავე საცხოვრებელ სახლში მყოფ მეუღლეს და 250 ლარის გადაგზავნა მოსთხოვა, რაზეც ცოლმა უარი უთხრა. აღნიშნული ფაქტით განაწყენებული კ. ნ. მეუღლეს დაემუქრა, რომ თუ ფულს არ გადაუგზავნიდა, ძალადობის გამოყენებით სახლიდან გააგდებდა და ფიზიკურად გაუსწორდებოდა. იგი მეორე დღესაც დაემუქრა მეუღლეს სახლის დაწვითა და სიცოცხლის მოსპობით, გვიან ღამით კი სახლის პირველ სართულზე არსებულ სამზარეულოსა და მისაღებ ოთახში ფარდებს ცეცხლი წაუკიდა.  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებისა და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ ნ.კ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავა.  გამოძიება ოჯახში ძალადობის, მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 11 პრიმა 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის 1-ლი ... ...
  • შსს-მ ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვისას 1 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულმა ბათუმში, ჰეიდარ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ე.წ. „ატმეჩკის“ გამოყენებით კუპიურების მიმღები ყუთი მოხსნა, სადაც თანხა ინახებოდა. სამართალდამცველებმა ლ.შ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ე.წ. ,,ატმეჩკები'', კუპიურების მიმღები ყუთი და 5 000 ლარამდე თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოკითხვისას, ლ.შ.-მ მიმდინარე წელს ჩადენილი სწრაფი ჩარიცხვის 23 აპარატის გაქურდვის ფაქტი აღიარა. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ... ...
  • შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორს პატიმრობა შეეფარდაჭავჭავაძის მშენებლობაზე მუშების დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ კომპანიის დირექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.  ეს კომპანია ჭავჭავაძის ხუთ ნომერში აწარმოებდა სამუშაოს, სადაც მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა. უბედურ შემთხვევას ორი მუშა ემსხვერპლა. ადვოკატი სასამართლოს გირაოს სახით 10 ათას ლარს სთავაზობდა, თუმცა, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული აღიარებს, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. თუმცა ადვოკატის განცხადებით, პასუხისმგებლობა მშენებელ კომპანიასაც ეკისრება. ჭავჭავაძეზე მუშების დაღუპვის საქმეზე შპს „ხიმიჯ სერვის 2“-ის დირექტორი - 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით გუშინ დააკავეს. 31 მარტს ჭავჭავაძის 5 ნომერში მშენებარე ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მაშველებმა მიწის მასიდან 25 წლის კაცის ცხედარი მალევე ამოიყვანეს, 8 საათი გაგრძელდა მეორე ცხედრის სამძებრო სამუშაო. ორივე კაცი მიწის რვამეტრიანი მასის ქვეშ იყო მოყოლილი. მიწა, სავარაუდოდ, იქ ჩამოიშალა, სადაც საძირკველი იყო გაჭრილი. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჭავჭავაძეზე მშენებლობის დამკვეთ კომპანიას საქმიანობის უფლება შეუჩერდა, ორ ქვეკონტრაქტორ კონპანიას კი ჯარიმა ... ...
  • სახელმწიფო აუდიტის დასკვნა და პასუხისგებაში მიცემული 6 პირი _ რა მოხდა ვანშიდასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული დასკვნის გათვალისწინებით, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2015 წლის მანძილზე გამარტივებული შესყიდვით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული სამუშაოები შეისწავლა. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სამუშაოების მიმწოდებელი 6 პირის, ასევე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ყოფილი უფროსის მიმართ. გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის მანძილზე, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარტივებული შესყიდვის ფორმით, 523 403 ლარის საერთო ღირებულების რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა სხვადასხვა სამუშაოს შესყიდვის თაობაზე. პროკურატურის ინფორმაციით, სამუშაოების შემსრულებელი შპს „ვანის საგზაო“-ს დირექტორი ბ.გ., ი/მ გ.ა., ი/მ ზ.დ., ი/მ შ.ფ. და ი/მ ა.ა., ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის გზით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს. ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გ.ნ. გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და ზემოაღნიშნულ პირებთან ანგარიშსწორება მოახდინა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების მოთხოვნათა უგულებელყოფით, რაც მას შესრულებული სამუშაოს ღირებულების განსაზღვრას ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით ავალდებულებდა. გ.ნ.-ს ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი - ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიადგა ზიანი 46 875 ლარის ოდენობით. გ.ა.-ს, ზ.დ.-ს, შ.ფ.-ს და ა.ა.-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ბ.გ.-ს 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე 210-ე მუხლის პირველი ნაწილით. რაც შეეხება ყოფილ საჯარო მოხელეს, მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...